მომავალ ჰიდრომაგნატებს სვანეთში, "საქართველოს ბანკი" უერთდება

მთავარი თემა

მომავალ ჰიდრომაგნატებს სვანეთში, "საქართველოს ბანკი" უერთდება

2014 ივლ 22 14:13:00

"საქართველოს ბანკი" 2015 წლის გაზაფხულზე, თუ გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნებს შეასრულებს, მთავრობისგან ჰესის მშენებლობის ნებართვას მიიღებს. შედეგად მესტიაში,  ახალი ჰესის, "მესტია ჭალა 2"-ის, მშენებლობა დაიწყება. რომელიც 20 მეგავატ ელექტოენერგიას გამოიმუშავებს.

2013 წლის 10 დეკემბერს, "მესტია ჭალა 2" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში სს "სვანეთი ჰიდრო"-მ მიიღო მონაწილეობა და  გამარჯვებულიც გახდა, რასაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის განკარგულება № 134 ადასტურებს.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში,  "მესტია ჭალა 2" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში, გამარჯვებულად გამოვლინდეს სს "სვანეთი ჰიდრო", _ნათქვამია განკარგულებაში.

საბუთების მიხედვით, "სვანეთი ჰიდრო", ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღებამდე, საჯარო რეესტრში 4 დღით ადრე დარეგისტრირდა. ამონაწერიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო რეგისტრაციაში  იგი 06.12.2013 წელს გატარდა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, სს "სვანეთი  ჰიდროს" გენერალური დირექტორი, კახა ხიზანიშვილია. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი  არჩილ გაჩეჩილაძე.  საბუთში არსად არის მითითებული, ვინ რა წილს ფლობს აღნიშნულ კომპანიაში.

ხიზანიშვილი და გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ კიდევ ერთი სააქციო საზოგადოების "ბიჯი კაპიტალი"-ს მმართველ ორგანოში არიან.

"ბიჯი კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძეა, თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ გამყრელიძე, საბჭოს წევრია კახა ხიზანიშვილი, გენერალური დირექტორი ირაკლი კორტავა.

"სვანეთი ჰიდრო" და "ბიჯი კაპიტალი" "საქართველოს ბანკის" შვილობილი კომპანიებია.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ბანკის შვილობილმა კომპანიამ, "გეოჰიდრომ", რომელსაც ჰესების მშენებლობაში დიდი გამოცდილება აქვს, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არ მიღო.

რა მიზნით შექმნა "საქართველოს ბანკმა"  შვილობილი კომპანია "სვანეთი ჰიდრო", როდესაც უკვე არსებობდა შვილობილი კომპანია  სს "გეოჰიდრო", რომელსაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური  შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების საკითხებში აქვს გამოცდილება?

 ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" "სვანეთი ჰიდროს" გენერალური დირექტორი, კახა ხიზანიშვილი აცხადებს:

"სვანეთი ჰიდრო" არის "ბიჯი კაპიტალის" შვილობილი კომპანია. ხოლო "ბიჯი კაპიტალი" არის "საქართველოს ბანკი"-ს შვილობილი კომპანია. ანუ, იმისათვის, რომ კონკრეტული პროექტი განხორციელდეს, ე.წ "დედა კომპანია",  რომელიც სხვადასხვა ტიპის საქმიანობას აწარმოებს, აყალიბებს SPV-ს (Special Purpose Vehicle- პროექტის კომპანია), რათა სწორად მოხდეს ხარჯების ალოკაცია,  ხალხის აყვანა, მართვა და ა.შ. ასევე თუ შემდეგ აპირებს ერთდროულად გაყიდვას,  ან თავიდანვე თუ ფიქრობს,  რომ გაყიდოს,  ეს რომ გამარტივდეს და მის სხვა საქმიანობაში არ აირიოს, ამისთვის აყალიბებს SPV და შემდეგ  SPV უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას. როდესაც სახელმწიფომ "მესტია ჭალა 2" გამოიტანა აუქციონზე, სპეციალურად "ბიჯი კაპიტალმა" იმისთვის, რომ ეს პროექტი განეხორციელებინა, შექმნა SPV "სვანეთი ჰიდრო".

აუქციონში შევიდა  წინადადებით, ანუ "ბიჯი კაპიტალმა" გამოხატა ინტერესი, რომლის საფუძველზეც ენერგეტიკის სამინისტრომ პროექტი გამოიტანა აუქციონზე. შემდეგ "ბიჯი კაპიტალმა" შექმნა SPV, ანუ შვილობილი კომპანია, რომელიც გაუშვა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო ამ აუქციონში. 

ჩვენ არ ვართ "გეო ჰიდრო" -ში  100 % მფლობელები, მხოლოდ 85 % -ის ვფლობთ. აქ ჩვენ გვყავს "მაინორითი" პარტნიორი _ ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც "გეო ჰიდრო" -ში 15 % -ის  მფლობელია.

ენერგეტიკის განვითარების ფონდს შევთავაზეთ, აუქციონზე ერთობლივად შეგვეტანა განაცხადი, მაგრამ "მესტია ჭალას 2"-ის პროექტით არ დაინტერესდნენ. ამიტომ, გადავწყვიტეთ,  შეგვექმნა 100 %-ანი SPV "სვანეთი ჰიდრო". მინდა  გითხრათ, რომ "გეო ჰიდრო"-ც  SPV -ია. ანუ შევქმენით 100 % -იანი შვილობილი SPV და "სვანეთი ჰიდრო"-თი შევედით აუქციონზე. ასე რომ, ჩვენს მინორიტარულ პარტნიორს, კონკრეტულ პროექტში არ უნდოდა მონაწილეობა.

_ რამდენი მეწილე ჰყავს "სვანეთი ჰიდროს" და ვინ არის დირექტორი?

_ "ბიჯი კაპიტალი" არის სვანეთი ჰიდროს 100% აქციონერი. მე ვარ კომპანიის დირექტორი.

_ საბუთში კიდევ  დაფიქსირებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ გორდეზიანი...

_ ზურა არის ის ადამიანი, რომელსაც ენერგეტიკის სექტორში დიდი გამოცდილება აქვს. ნამუშევარი აქვს რამდენიმე  სახელმწიფო და არასახელმწიფო ენერგო კომპანიაში.

_ რა  გამოცდილება აქვს "საქართველოს ბანკი"-ს შვილობილ კომპანია სს "სვანეთი ჰიდრო"-ს ჰესების მშენებლობაში?

_ აუცილებელი ხომ არ არის ჰესების მშენებლობაში კომპანიას ჰქონდეს გამოცდილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "სვანეთი ჰიდრო" SPV შეიქმნა სპეციალურად "მესტია ჭალა 2" -ის პროექტის განხორციელებისთვის. ამ პროექტის განსახორციელებლად მოვიზიდეთ გამოცდილების მქონე კადრი - ქართველები, რომლებსაც  მსგავსი პროექტები გაუკეთებიათ და ენერგეტიკაში დიდი გამოცდილება აქვთ.  არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ  ტექნიკური კუთხით  მოგვყავს პარტნიორი, რომელთანაც ხელშეკრულება თითქმის დასრულებული გვაქვს. ეს არის ავსტრიული დეველოპერული კომპანია, რომელსაც ჰესების მშენებლობაში 30 - წლიანი გამოცდილება აქვს. 40-მდე ჰესი აქვთ აშენებული და ასევე ქარის ელექტროსადგურები. ესპანეთი, პორტუგალია, ხორვატია, სამხრეთ ამერიკა, ჩილე და ავსტრიაში,  ანუ ეს არის ევროპულ ინვესტორთა ძალიან კარგი ჯგუფი.  ისინი ჩვენთან, "სვანეთი ჰიდრო"-ში,  წილში შემოვლენ და ერთობლივად განვახორციელებთ პროექტს. მათი პასუხისმგებლობა იქნება ტექნიკური ექსპერტიზა, ნახაზები, გაზომვები, დაგეგმარება,  ჩვენი - პროექტის განხორციელება, ადგილზე მენეჯმენტი და ა.შ. ასე, რომ გამოცდილება გვაქვს.

_ როდის აპირებთ შესწავლის, მშენებლობის და ოპერირების დაწყებას?

_ "მესტია ჭალას 2" საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროექტია. ოპერირებამდე შორს ვართ. პირველი ეტაპი არის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. მისი მშენებლობა  ძვირი ჯდება. შესაბამისად, მიღებული პრაქტიკაა, რომ კომპანია ჯერ  დეტალურად შეისწავლის პროექტს, შემდეგ იღებს მშენებლობაზე გადაწყვეტილებას. სულ თავიდან ხდება ადგილის მოძიება. თუ მდინარე საინტერესოა, ხდება ტექნიკური შესწავლა, და თუ წინასწარი შეფასებით დადასტურდა, მერე უკვე მშენებლობა იწყება. მდინარე მესტია ჭალა საინტერესოა, კარგი ჰიდროლოგია აქვს. ასე თუ ისე წარმოდგენა გაქვს. სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დეტალური ტექნიკური შესწავლა გაგვეკეთებინა.

_ რა ჯდება "მესტია ჭალა 2"-ის  ტექნიკურ - ეკონომიკური შესწავლა?

_ წინასწარი შეფასებით,  ტექნიკურ - ეკონომიკური შესწავლა,   დაახლოებით 1 000 000 -დან 1 300 000 აშშ  დოლარამდე დაჯდება. ამის შემდეგ, როდესაც მზად გვექნება ტექნიკურ - ეკონომიკური დასკვნა,  დგება კრიტიკული მომენტი.  დასკვნა გვეუბნება,  პროექტი იქნება თუ არა მომგებიანი. თუმცა, პირველადი მონაცემებით პროექტი მოგვწონს, ამიტომ მზად ვართ,  გავრისკოთ და 1 000 000 აშშ  დოლარი ჩავდოთ ამ პროექტში. არსებობს შანსი იმისა, რომ პროექტის დეტალურმა შესწავლამ აჩვენოს, რომ "მესტია ჭალა 2" არ არის ისეთი კარგი, როგორიც თავიდან გვეგონა. ეს ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ რას ვიზამთ - ხდება ბიზნესში. ამ შემთხვევაში უკან ჩავაბარებთ პროექტზე უფლებებს სახელმწიფოს. მაგრამ, დღევანდელი გადასახედიდან იმედი გვაქვს, რომ პროექტი კარგი იქნება. ტექნიკურ - ეკონომიკური შესწავლის შემდეგ, იწყება მშენებლობა. რაზეც მთავრობისგან დაგვჭირდება მშენებლობის ნებართვა. თუ ჩვენ თანახმა ვიქნებით, რომ დავიწყოთ მშენებლობა, იმედია, ნებართვასაც მივიღებთ.

_ რა ჯდება "მესტია ჭალა 2"-ს პროექტის განხორციელება?

_ დღევანდელი გათვლებით, 30 000 000 აშშ დოლარი.

_ სვანეთში, "ხუდონჰესის" აშენებას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. თქვენი აზრით, როგორი რეაქცია ექნება "მესტია ჭალა 2"-ის  პროექტის მშენებლობაზე ადგილობრივ  მოსახლეობას?

_ თუ შევძლებთ, რომ ხალხს ავუხსნათ შინაარსობრივად,  რა დატვირთვა აქვს "მესტიაჭალა 2"-ს ჩვენ არ გვაქვს პროტესტის მოლოდინი. აბსოლუტურად განსხვავებულია "ხუდონჰესი"  და "მესტია ჭალა 2" -ის პროექტი.

"მესტია ჭალა 2"  არის მომდინარე წყალზე გაკეთებული ჰესი.  "ხუდონჰესი" კაშხალური ჰესია, რომელსაც დიდი რეზერვუარი ექნება. უძრავი ქონების მაგალითი რომ გამოვიყენოთ: წარმოიდგინეთ,  ტყეში  რომ ორი ტოტი მიაყუდოთ, და კარავი გაშალოთ ერთის მხრივ, და გაჩეხოთ ბევრი ხე და ააშენოთ კორპუსი მეორე მხრივ. ამაში განსხვავება ხომ არის?! ანუ, "მესტია ჭალა 2"  -ის პროექტი ასეთია: მოდის მდინარე, საიდანაც გამოვა პატარა არხი. იმისთვის, რომ ტურბინისკენ მდინარის მიერ წამოღებული ქვიშა  არ წავიდეს, გაკეთდება სალექარი.

ეს სალექარი ზომით იქნება, დაახლოებით, "ვაკის აუზის"  ზომის. ოღონდ მდინარეში - არა, მდინარის ნაპირზე გაკეთდება. სალექარიდან წამოვა მილსადენი, რომელიც მთლიანად მიწის ქვეშ წავა. ზევიდან გაკეთდება გზა. უფრო სწორედ, იქ ახლაც არის  გზა. მაგრამ,  ჩვენ, ბევრად უკეთეს გზას გავაკეთებთ!  მილსადენის ნაწილში მიწის ზევით არაფერი არ გამოჩნდება. მილსადენის ბოლოს აშენდება  ორსართულიანი შენობა, რომლის სარდაფში იქნება ორი ტურბინა-გენერატორი. 

ამ მილით მოტანილი წყალი დაატრიალებს ტურბინებს, შემდეგ წყალი ჩავა ისევ მდინარეში. მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ჰესის ნაგებობებიდან მიწის ზევით ხედავთ მხოლოდ მდინარის პირას აუზს და რამდენიმე კილომეტრში ორსართულიან შენობას,  რომლის სარდაფშიც ტურბინებია ხოლო ზედა სართულებზე ოფისებია მოწყობილი. სულ ეგ არის.

_ რა რეკომენდაციები გაქვთ გარემოზე ზემოქმედების შესწავლასთან დაკავშირებით?

_ რა თქმა უნდა,  ჩვენ ვაკეთებთ გარემოს ზემოქმედების შესწავლას.  შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროდან უნდა მივიღოთ ნებართვა. იმ რაოდენობის წყალი დარჩება, რომ  არ დაზიანდეს თევზი, ფაუნა, და ა. შ . რა რაოდენობაზეც რეკომენდაციას გაწევს გარემოს დაცვის სამინისტრო.

_ სვანეთში, ადგილობრივებისთვის მთა, სადაც მდინარე მესტიაჭალა იბადება, განსაკუთრებული ადგილია.  რა ტერიტორიაზე  აპირებთ "მესტია ჭალა 2"-ის მშენებლობას?

_  ეს გაკეთდება მესტიიდან 7 კილომეტრით ზევით.

_ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო "მესტია ჭალა 2"-ის მშენებლობაზე ნებართვას მოგცემთ, რა მოგებაზეა საუბარი და რას მიიღებს სახელმწიფო?

_ სახელმწიფო ამ ჰესის აშენებით დამატებით ელექტროენერგიას მიიღებს. ასევე გვაქვს კონტრაქტი, როდესაც საქართველოს ზამთრის პერიოდში დასჭირდება  ენერგიის იმპორტი, ენერგიას ფიქსირებულ ფასად მივაწოდებთ. რაც სახელმწიფოსთვის გაცილებით დაბალი ფასია, ვიდრე საიმპორტო ელექტროენერგიის ფასი. რომელიც იმ პერიოდში ხორციელდება ხოლმე. ზუსტ ციფრს ამ წუთში ვერ დაგისახელებთ. ეს ჩვენი და მათ შორის მოლაპარაკების კონფიდენციალური მხარეა. თუმცა, შემიძლია გითხრათ,  15 წლით სახელმწიფოს ზამთრის თვეებში "მესტია ჭალა 2" ჰესი მიყიდის ელექტორენერგიას   იმ ფასად, რაც დაფიქსირდება. ფასი იმაზე დაბალი იქნება, რასაც საქართველო იხდის ყოველ ზამთარს იმპორტირებულ დენში.

_ მესტიის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რა მოგება ექნება?

_ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ქონების გადასახადიდან  1% ექნება.  30 000 000 აშშ დოლარის 1% არ არის პატარა თანხა და იქნება ადგილობრივად ნაწარმოები ელექტროენერგია.

_ "ხუდონჰესის" პროექტში დეტალურად არის გათვლილი,  როგორ, რამდენ და რა სოციალურ პროექტებს განახორციელებენ სვანეთში. "მესტია ჭალა 2"-ში თუ არის დეტალურად გაწერილი, რა სოციალურ პროექტებს განახორციელებთ მესტიაში?

_  ჩვენ ჯერ არ მივსულვართ იმ ეტაპზე, რომ დავგეგმოთ. შეიძლება ადგილზე ვიღაცის მიწის შესყიდვა დაგვჭირდეს. ან შეიძლება, სამშენებლო პერიოდის დროს ვიღაცის მიწაზე დაგვჭირდეს გავლა. ამ შემთხვევაში, ჩვენ კომპენსაციას გადავიხდით. ვიღაცა დასაქმდება მშენებლობაზე. მაგრამ.... თქვენ ახლა ადარებთ ისეთ რაღაცას, რაც ძალიან განსხვავებულია. სხვაგან თუ ვინმე უნდა გადაასახლონ იმის გამო, რომ მისი სახლი წყალქვეშ მოექცევა. ასეთი ჩვენ არაფერი გვაქვს. მსგავსსაც კი არაფერს ვაკეთებთ და არც ვაპირებთ. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობის არც საცხოვრებელს და არც მათ მიწის ნაკვეთებს არანაირად არ შევეხებით.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ ავსტრიელი პარტნიორები შემოგყავთ. ვინ იქნება ის მუშახელი, ვინც "მესტია ჭალა 2"-ს პროექტს განახორციელებს?

_  ჩვენ ავსტრიელები გვჭირდება იმისთვის, რომ ჰესის დიზაინი,  პროექტირება და ზუსტი გათვლა გააკეთონ, რომელი ტურბინა სად უნდა დადგეს. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი სპეციალისტები ძნელი მოსაძებნია. როდესაც მშენებლობას დავგეგმავთ, ჩვენ ავიყვანთ სამშენებლო კომპანიას, ალბათ ეს იქნება ქართული სამშენებლო კომპანია.

_ როდის დაიწყება და დასრულდება სამუშაოები?

_ წლის ბოლომდე ტექნიკურ-ეკონომიკურ და გარემოზე ზემოქმედების შესწავლა უნდა დასრულდეს. შემდეგ თუ ყველაფერი კარგად წავა, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

_ თუ ეს პროექტი განხორციელდა, რამდენ  მეგავატს მივიღებთ?

_ 20 მეგავატზეა საუბარი. ეს კი,  საქართველოში საშუალო ზომად ითვლება. საკმაოდ პატარაა, მომდინარე წყალზე ასეთი ჰესები დღესაც არსებობს.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...