საბავშვო ბაღები სტანდარტებს არ შეესაბამება

მთავარი თემა

საბავშვო ბაღები სტანდარტებს არ შეესაბამება

25 ივლ. 2014, 01:09:44

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა ჩოხატაურში არსებული საბავშვო ბაღების მდგომარეობა შეისწავლა.

როგორც გაირკვა, სტანდარტს არცერთი საბავშვო ბაღი არ აკმაყოფილებს:

_ სამზარეულოს და სასაწყობე ფართს ესაჭიროება სარემონტო სამუშაოები; საწარმო არ არის აღჭურვილი საკმარისი რაოდენობის ხელსაბანი ნიჟარებით;  სამზარეულო არ იძლევა სრულყოფილი რეცხვა/დეზინფიცირების საშუალებას; ტუალეტი არ იძლევა რეცხვა/დეზინფიცირების საშუალებას; ხელსაბანი არ არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ერთჯერადი ქაღალდი,  ხელის დეზინფექტატი); სამზარეულო არ არის აღჭურვილი მექანიკური ვენტილაციის საშუალებით; გასანათებელი საშუალებები არ არის დაფარული დამცავი ფარებით (პლაფონებით); საწარმოში არ არის უზრუნველყოფილი სათანადო სისუფთავე ყველა უბანზე; დასუფთავების და დეზინფიცირების ყოველი პროცედურა არ არის აღრიცხული თარიღის მითითებით; სამზარეულოს შესასვლელთან არ არის მოწყობილი დეზობარიერი; სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების ჩატარებისას არ ხდება სამუშაოების აღრიცხვა;  სამზარეულოს იატაკი არაერთგვაროვანია და არ იძლევა სრულყოფილად რეცხვა/დეზინფიცირების საშუალებას და არ არის დრენაჟის სისტემა; სამზარეულოს კედელი არ იძლევა რეცხვა/დეზინფიცირების საშუალებას და შეწოვის უნარის მქონეა; სამზარეულოს ჭერი არ იძლევა ადვილად წმენდის საშუალებას; სამზარეულოში გარეთ გამავალი ფანჯრები არ არის დაფარული მწერებისგან დამცავი ადვილად გასაწმენდი ბადით; ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთი; სამზარეულოში არსებული მაგიდების ნაწილის ზედაპირი არ არის ადვილად რეცხვა/დეზინფიცირებადი; სადილის მოსამზადებელი  ქვაბების ნაწილი დამზადებულია ისეთი მასალისგან (ალუმინისგან), რომელიც მინიმუმამდე არ ამცირებს დაბინძურების რისკს; დასალაგებელი ინვენტარისთვის სარეცხი სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებებისთვის არ არის იზოლირებული კარადა; ბიზნესოპერატორი არ აღრიცხვას პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიურ კონტროლს; მოსამსახურე პერსონალს არ აქვს გავლილი შესაბამისი სწავლება სურსათის ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით, _ ვკითხულობთ დასკვნებში.

ჩოხატაურში არსებული საბავშვო ბაღების კრიტიკულ მდგომარეობაზე "გურია ნიუსი" წლებია, წერს. ვწერთ იმასაც, რომ რამდენიმე ბაღი სოფლის პროგრამის ფარგლებში გარემონტდა, თუმცა, ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. მაგალითად,  2011 წელს, სოფელ ქვენობანში სოფლის პროგრამის თანხით შეკეთებულ საბავშვო ბაღში სველი წერტილი გააკეთეს.

იქ მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ბაღში გაკეთებული სველი წერტილი ჭერიდან ჩამოყვანილი პლასტმასის მილია, ჭერში კი წყლის ავზია დამონტაჟებული. ადგილზე გვითხრეს, რომ წყლის მოტორიც შეიძინეს, თუმცა, გაფუჭდა და ბაღის გამგემ, მანანა გოგიბერიძემ შესაკეთებლად სახლში წაიღო.

ამავე პერიოდში, სოფლის პროგრამის ფარგლებში, რემონტი ჩაუტარდა ბასილეთის საბავშვო ბაღს. რემონტი პირობითად, რადგან შენობა, რომელიც ავარიულია, გარედან მტერს უბრმავებს თვალებს, შიგნიდან კი _ მოყვარეს. სახელდახელოდ შეკეთებული ფასადის მიღმა ჩამონგრეული ჭერი და ავარიული იატაკი დაგვხვდა. სველი წერტილი კი, რომელიც ბაღის უკან მდებარეობს და საბავშვო ბაღის აღმზრდელების და აღსაზრდელების უმთავრესი პრობლემაა, მოუწესრიგებელია.

როგორც გავარკვიეთ, გამოყოფილ თანხაში ავარიული იატაკის ნაწილი გამაგრდა და შენობის გვერდით სამზარეულო მოეწყო, რომლის კედლები უკვე დაბზარულია. ამასთან, სამზარეულოს გამოყენება შეუძლებელია, რადგან მოუხერხებელია. საბავშვო ბაღის გამგის, ინგა მჟავანაძის თქმით, მათი მოთხოვნა უშუალოდ შენობის რემონტი იყო:

_ უამრავი წერილი მაქვს გამგეობაში შეტანილი. როდესაც ამ სამზარეულოს აკეთებდნენ, ვთხოვეთ, რომ ცენტრალურ შენობაში გაეკეთებინათ, მაგრამ უარი გვითხრეს _ პროექტი გაკეთებულია და ვერ შევცვლითო. გააკეთეს, თუმცა, ვერ ვიყენებთ, რადგან ძალიან მოუხერხებელია, _ ამბობდა "გურია ნიუსთან" საუბრისას ბასილეთის საბავშვო ბაღის გამგე.

წლებია, პრობლემები აქვთ ერკეთის საბავშვო ბაღში.  ჭერი, საცაა ჩამოვარდება, ხოლო ერკეთელების თქმით, ე.წ. "ბოსელზე" მიშენებული სამიოდე ოთახი გამოუყენებელია. საბავშვო ბაღის დირექტორის თქმით, ახალი შენობის მოთხოვნა მათ გააკეთეს და ეს ოთახებიც ამიტომ აშენდა, თუმცა, იმის გამო, რომ ბოლომდე არ გარემონტდა, ვერ სარგებლობენ.
პრობლემები არ აკლიათ დაბის საბავშვო ბაღებში. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სავალალო მდგომარეობაში მყოფი სველი წერტილები და ყოველ წელს დადებული პირობა, რომ მოგვარდება.

ასეა ამჯერადაც. 2014 წელს, რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამი ბაღისთვის _ დაბა ჩოხატაურში N1 საბავშვო ბაღის, ასევე, N1, N2 ბაგა-ბაღების რეაბილიტაციისთვის თანხა გამოიყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მიცემული ვადა, პრობლემების მოგვარებისთვის ბაღებს 15 სექტემბერს ეწურებათ.

ამას ისიც ემატება, რომ პროექტები, რომლებიც უკვე დამტკიცებულია და რომლის მიხედვითაც ბაღები უნდა გარემონტდეს, ბევრ ხარვეზს შეიცავს. მაგალითად, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის საპირფარეშოში იგება მეტლახი, მაგრამ არ ცვლიან დაზიანებულ უნიტაზებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებს   სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება "მომავალი" კურირებს. ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი, თითქმის, ნახევარი მილიონია და მას არაკომერციული იურიდიული პირი დამოუკიდებლად ხარჯავს, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტი ხელფასებს ხმარდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ხელისუფლება პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს:

_მიუხედავად იმისა, რომ მე ათი დღეა, შევუდექი უფლებამოსილების გახორციელებას,  ბაღების თემაზე უკვე სამი შეხვედრა ჩავატარე შესაბამის სამსახურებთან. ჩემთვის ცნობილია, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტირების შედეგად მუნიციპალიტეტის  თხუთმეტივე ბაღს დაუდგინდა ხარვეზები, რომლის გამოსწორებას თანხები სჭირდება. თავის  დროზე ეს თანხები ბიუჯეტში ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. უნდა მოხდეს თანხების მოძიება და ხარვეზების აღმოფხვრას  შევეცდებით.

_ ბატონო ირაკლი, რას ნიშნავს თანხების გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა? "გურია ნიუსი" ამ მდგომარეობის შესახებ წლებია, წერს, ფოტოებს აქვეყნებს. წინა ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, ახალმა რატომ არაფერი გააკეთა?

_ ეს თანხები დასათვლელი და მოსაძიებელია.

_  სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ჯგუფმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვადა 15 ოქტომბრამდე მოგცათ. მზად ხართ, დარჩენილ დროში ყველა ხარვეზი აღმოფხვრათ?

_ ყველაფერს გავაკეთებთ, რისი საშუალებაც იქნება.

_ იცით, რომ პრობლემის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს  ჯარიმის გადახდა მოუწევს?

_ ეს კიდევ ერთი სტიმულია, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს.

_ ბატონო ირაკლი, მუნიციპალიტეტში სამი ბაღი რემონტდება, თუმცა, პროექტები ხარვეზიანია...

_ ვიცით მაგის შესახებ. მაგალითად, მეორე ბაგა-ბაღში კარიც არ იყო ჩასმული. ამიტომ, იმ შეხვედრებზე ეს თემები გავიარეთ და გაუთვალისწინებელი  ხარჯებიდან მოხდება ამის გაკეთება. ამას მშენებელი იღებს საკუთარ თავზე.




 ახალი ამბები
  • ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე: „აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში“ პროფესიული განათლების შესახებ, საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ყავლი არ გასვლია  და მისი ცვლილებისთვის ნაბიჯი ზანტად იძვრის, რასაც  თავისი მიზეზ-შედეგობრივი საფუძველიც გააჩნია.    საქართველოში,  კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“,  2010 წელს დამტკიცდა. კანონთან ერთად არსებობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013–2020 წლები), რომელიც არის  პროფესიული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სადაც სტრატეგიის ზოგად და კონკრეტულ მიზნებში გამოტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ა) ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა ინდივიდუალურ და ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბ) პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა ფენისათვის, სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართვისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა, რასაც ძირითადად, მხოლოდ ზოგადი განსაზღვრის იერი აქვს. ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან,  ჩვეულებრვი მოვლენა იყო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან,  ძირითადად, მოსწავლეთა სუსტი ნაკადის გადინება პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში  ან  პირიქით, საკმაოდ კარგი მოსწავლის და უფრო მეტად კი მისი მშობლების უპირობო სურვილი იყო, სწავლის გაგრძელება ასეთ სასწავლებელში მხოლოდ ხელსაყრელი, უმეტესად კი ხუთოსნის  ატესტატის „დათრევის“ მიზნით, რომ შემდეგ გაადვილებულიყო გზა უმაღლესი სასწავლებლისკენ. ეს მიდგომა გაბატონებულ მენტალობად, სტერეოტიპად  მრავალი ათეული წლის მანძილზე იმდენად იყო ჩამოყალიბებული, რომ მიუხედავად ძირეული სახელმწიფოებრივი ცვლილებებისა, პოსტსაბჭოთა ეპოქაშიც ინერციით  სვლას  განაგრძობს და ამჯერდ პროფესიულ კოლეჯებში სერთიფიკატის ძებნის პროცესში გადაიზარდა. უფრო ნაკლებია სურვილი,    პირს  ჰქონდეს პროფესიაში მაღალი  კვალიფიკაცის დამადასტურებელი მოწმობა. და მაინც ჩვენ მოგვიწევს ძველი და ახალი, პოსტსაბჭოთა პერიოდის  შხედულებების, მიდგომების და პრინციპების გაანალიზება, მიმოხილვა და მათზე დაყრდნობით იმის განჭვრეტა, რა არის საჭირო, რომ მენტალობად ქცეული შეხედულებები პროფესიული განათლების შესახებ, თანდათან უკუგდებულ იქნეს და დამკვიდრდეს  პროფესიული განათლებისკენ მოტივირებული ლტოლვა, რომლის გარეშეც ასე ნანატრ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ! დღეისთვის საგანგაშოა ისეთი პროფესიების სიმცირე, როგორიცაა ვეტერინარი, აგრონომი, მეფრინველე და ასე შემდეგ, რაც ჰაერივით სჭირდება ჩვენს რეგიონებს. (ამ შემთხვევაში გურიაზე ვსაუბრობთ, სადაც უკვე აგრონომებს და ვეტერინარებს  თითზე ჩამოსათვლელადაც ვერ ნახავთ). როგორია პროფესიული განათლების მიღებისთვის იდეალური მოწყობა? რა სამუშაო ტარდება როგორც არსებული  შეხედულებების შესაცვლელად უკეთესობისკენ, ისე აუცილებელი მაღალი პროფესიული განათლების მისაღებად? თუ მოვუსმენთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ რომ კომუნისტურ ეპოქაში მაინც ბევრად უფრო უკეთ იდგა პროფესიული განათლების საკითხი და დღეს უმჯობესი არაფერი შეუქმნიათ.  მათი აზრით, თუ დღევანდელობას ვინმე კარგი სპეციალისტი  შემორჩა, გასაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა თუ   სამშენებლო საქმეში,  საბჭოთა პერიოდში  მომზადებული სპეციალისტებია. _რომ დასჭირდეს საქმეს, ჩაის რეაბილიტაციაზე რომ გაიძახიან ყოველ დღე,  ჩაის საკრეფი მანქნის სპეციალისტები გვყავს?   რაიონში არსებობდა სპეციალური პროფსაწავლებელი, სადაც მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებდნენ. საგანგებოდ ისწავლებოდა ჩაის საკრეფი ტრაქტორის  მძღოლის პროფესია, არ იყო ადვილი და ყველა  ტრაქტორისტი ვერ დაჯდებოდა ამ საკრეფ ტრანსპორტზე.  წარსულის გამოცდილების ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება. არსებობდა ძვირფასი ლიტერატურა, რომელიც დღესაც  ხელმისწავდომია და უნდა გადახედონ.  უცხოეთი კარგია და იქ მიღებული განათლების ან იქედან გადმოღებული გამოცდილების გარეშე წინ ვერ წავალთ, თუმცა,  მხოლოდ უცხოურითაც ვერ წავალთ წინ, ესაა ჩემი რჩევა. განსაკუთრებით უნდა იქნეს გათვალისწინებული კიდევ ერთი რამ- საბჭოთა პროფსასწავლებელს გააჩნდა საცხოვრებელი კორპუსი, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ ოთხჯერადი კვებით და ბინით. დღეს საკმაო გასაჭირია, ძალიანაც რომ სურდეს,  სამგზავრო ფულის გადახდა ყოვედღიურად,  ნებისმერ ოჯახს გაუჭირდება, რომ შვილი სასწავლებელში გამოუშვას.  არადა, სოფლის ახალგაზრდობა პროფესიას უნდა დაეუფლოს. სხვანაირად საქმე არ გამოვა- გვეუბნება პროფესიით ეკონომისტი, პენსიონერი მზია თავართქილაძე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მეურნეობებსა და კოლმეურნეობებში. _პროფესიული განათლების მიმართ დამკვიდრებულ შეხედულებებს მხოლოდ სურვილი ვერ შეცვლის  ან კარგ სპეციალისტებს კარგი  შენობა-დანადგარები ვერ მოგვცემს. აშენდა და მოეწყო ბევრი კარგი კოლეჯი, თუმცა,  აუცილებელია  პრობლემის  კარგად გააზრება, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, _ გვეუბნება წარმატებული გურული  ფერმერი დავით თენიეშივილი, _ იქ,  სადაც დაწყებითი  (ოთხი კლასი) განათლების შემდეგ ხდება არჩევითობის პრინციპით მიდგომა და  სპეციალიზირებულ სკოლებში პროფესიების გაძლიერებული სწავლება ყალიბდება და ასეა ეს ყველა წარმატებულ ქვეყანაში, კარგ სპეციალისტს რა დალევს?  მცოდნე, კვალიფიცირებული პედაგოგი კარგად ერკვევა და ხვდება, რა მონაცემები აქვს ბავშვს იმთავითვე. ამის შემდეგ ხდება მოსწავლის დაინტერესება, მოტივირება თავისი სურვილის და მონაცეების შესაბამისად. ჩვენთან ასეთი მიდგომისგან შორს ვართ.  ჩვენს ქვეყანაში დღეისთვის მოსწავლეს მეცხრე კლასიდან სთავაზობენ პროფესიის არჩევის შანსს. ამ დროს ასაკის და არაერთი სხვა ფაქტორის გამო, „მისი გონება სხვაგან ქრის“.  ამიტომ სახელწიფომ პირველ რიგში უნდა გააკეთოს კოლეჯი,  რეგიონულ მოთხოვნებზე დაყრდნობით. რა სჯობს იმას, რომ ხელოვნებისთვის, ჩვენი ფოლკლორისთვის სერიოზული ფინანსებია გამოყოფილი, თუმცა, ასეთივე მიდგომა უნდა იყოს პროფესიული განათლების დასამკვიდრებლად და განსამტკიცებლად. პროფესიული დაოსტატება უნდა მოხდეს პრაქტიკულ გარემოში, რის სრული ფუფუნება არ აქვს პროფესიულ კოლეჯს. აუცილებელია თანაბარი თეორიულ-პრაქტიკული სწავლება  დამკვიდრედეს იმ გარემოში, სადაც ვართ. სახელწიფომ უნდა ააშენოს კოლეჯი რეგიონული განვითარებისთვის, სადაც  პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, უწყვეტად ვასწავლით  თეორიაც! მეტ-ნაკლებობა არ უნდა იქნეს. შემდეგ კი სასწრაფოდ გავუშვებთ უცხოეთში უკეთ განვითარებისთვის. ეს იქნება ზედნაშენი განათლება, რომლით შეიარაღებული ახალგაზრდა სპეციალისტი  ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულ  რეგიონს. ვიმეორებ, კატასტროფაა - არ გვყავს ვეტერინარი და აგრონომი. კონკრეტულად გურიის მაგალითზე კი, რეგიონი უამისოდ განვითარდება? გვექნება რაღაც სტიქიური, ნაკლებშედეგიანი  შრომა.  ახლა გვაქვს  მოცემულობა_ თურქეთიდან რომ არ შემოჰქონდეთ, თუნდაც აგრარული პროდუქცია, ჩვენი ბოსტეულითაც ვერ დავაკმაყოფილებთ ელემენტარულ საბაზრო მოთხოვნას. იქნება ნამდვილი შიმშილობა. ესაა სიმართლე.  მართალია, მთავრობა ცდილობს, მიღებულია კანონი პროფესიული განათლების შესახებ, თუმცა მაინც უფრო ფორმალურობასთან გვაქვს საქმე. ამიტომა არის  სასწარაფო პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის შეცვლა. გლობალური  საკითხია ეს და  ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში, _ საკმაოდ ლოგიკურ ანალიტიკას გვთავაზობს დავით თენიეშვილი. კოლეჯ „ჰორიზონტის“  დირექტორის,     ნანა ჯოლიას აზრით, გურიაში  პროფესიული განათლების საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მისი პრესტიჟის კიდევ უფრო ასამაღლებლად გამუდმებით იღწვიან. _პროფესიული განათლების მიმართ დაინტერესება იზრდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ადამიანებმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა რომ შეწყვიტეს   ან დაასრულეს სწავლა და კონკრეტული პროფესიის მისაღებად ჩვენთან მოვიდნენ.  ასევე შრომის ბაზარი უკვე ითხოვს კვალიფიციურ კადრებს, რომლის მომზადებაც უკვე ჩვენ არ გვიჭირს. გვაქვს მატერიალურ-ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ბაზა. ადგილობრივი ბინესმენები თუ უცხოელი ინვესტორები უკავშირდებიან ხელისუფლებას და ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ იმ პირობითაც, რომ ჩვენ პროფესიაში კარგად მოზადებულ კადრებს მივაწვდით. ქალბატონმა ნანამ მოიყვანა მაგალითი, რომ როცა ოზურგეთში უცხოელმა ინვესტორმა სამკერვალო ფაბრიკა გახსნა, კადრები კოლეჯიდან მიიწვიეს. საინტეესო საკითხია ე.წ.  სასკოლო პროექტები, იგივე პროფესიული უნარების განვითარება სკოლებში, რომლის დანიშნულებაა, უფრო სწორად ძირითადი გამოწვევაა მეტი პროფორიენტაცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება თითოეულ ადამიანს პროფესიული განათლების შესახებ. _ამ საქმეს  ჩვენი კოლეჯი აკეთებს. გვაქვს ეს პროექტი, რაც ეხმარება ახალგაზრდას, არ დაკარგოს დრო პროფესიის არჩევაში. ჩვენ სკოლებში ჩვენი აღჭურვილობით შევდივართ. ეს არის მოკლე, მაგრამ საფუძვლიანი კურსი, ადგილზე ნახოს, ისწავლოს, დააკვირდეს მოსწავლე ამა თუ იმ პროფესიას. აირჩიოს,  რა უნდა და თუ სურვილი ექნება, გააგრძელოს სწავლა კოლეჯში, _ გვითხრა ქალატონმა ნანა ჯოლიამ. პროფესიული განათლების შესახებ შეხედულებებსა და მის მნიშვნელობაზე ხაზგასმას მეტ-ნაკლები აზრობრივი დატვირთვით ახდენენ   კონკრეტული მოქალაქეები, წარმატებული ფერმერები, უფროსი თაობის ადამიანები თუ კონკრტულად ამ სექტორში დასაქმებული რიგითი თუ ხელმძღვანელი პირები. თუმცა, როგორც გამოიკვეთა,  პროფესიული განათლების მიმართულებით, გამორჩეულად  უტყუარი ალღო მაინც გამოცდილ ფერმერებს გააჩნიათ. ამიტომ  ძალზე უპრიანი იქნება მათი აზრის გათვალისწინება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებებისას, რაც გლობალური საკითხია და ბუნებრივია,  მისი ხელაღებით და უცებ  ფორმირება არ ... ...
  • ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში ... ...
  • „ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც“„ვიბრუნებთ აფხაზეთს,ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და სულეიმან სულთანის დროს დაკარგულ მიწებსაც",_ ამის შესახებ ქართველი წინასწარმატყველი,  ლელა კაკულია მის ახალ ვიდეო მიმართვაში აცხადებს. აღნიშნული ვიდეო მიმართვა ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ... ...
  • „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ"- აშშ-ის საელჩოდღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება: „პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს. დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ ... ...
  • გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობს„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია ერთი ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით, შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს",_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გააკეთა. გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა დიდი უზნეობაა და სწორედ ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. „სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?