ჩხაკაურაში 15 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი


მთავარი თემა

ჩხაკაურაში 15 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

29 ივლ. 2014, 15:38:55

27 ივლისის სტიქიის გამო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, 15 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით, გზა პრაქტიკულად წაღებულია:

_ ძველ პარამეტრებში გზის აღდგენა შეუძლებელია.  კომისიამ უკვე აღწერა და 300 მეტრი გზა ახლიდან არის გასაკეთებელი, _ გვითხრა კუჭავამ.

გამგებელს არა აქვს პასუხი კითხვაზე როდის მოხდება ახალი გზის გაყვანა.

_ ამ წუთებში ფეხით გადაადგილებაა შესაძლებელი. სამსახურები 24 საათიან რეჟმში მუშაობენ, რომ პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, _ დასძინა კუჭავამ.

სტიქიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც დააზიანა. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სოფელ ნაბეღლავს, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა გზები, მილხიდები და შენობა-ნაგებობები დააზიანა.

ამ დრომდე გაჩერებულია "ნაბეღლავის" ქარხანა, სადაც მისასვლელი გზა არ არსებობს.




 ახალი ამბები
  • გადაწყვეტილება ცნობილია- განახლდება თუ არა სწავლა ოზურგეთშიოზურგეთში, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი ხდება. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი აცხადებს: „მეგობრებო!  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  - 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა- 2021 წლის 1 თებერვლიდან  სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დაწყებულია მასწავლებელთა ტესტირება კოვიდინფექციასთან მიმართებაში და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, ყოველ 2 კვირაში ერთხელ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ... ...
  • ელიავას ბაზრობის რევიტალიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსს ეხმაურება . ორგანიზაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას პროცესის სიცხადისკენ მოუწოდებს - საკონკურსო წინადადების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი 678 500,00 ლარი უნდა მიიღოს შემსრულებელმა კომპანიამ, რომელმაც საპროექტო ობიექტის მნიშვნელოვან ნაწილზე - 51,593 კვ.მ ფართზე უკვე მოამზადა მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც არ აღსრულებულა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებული კონკურსი კი ეყრდნობა საფუძვლებს, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს წესით დავის საგანს და თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამართალწარმოების პროცესი. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს შემდეგს:  თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, დედაქალაქის მასშტაბით გამოიყო ქალაქთგეგმარებითი არეალები, სადაც უნდა დაზუსტდეს ტერიტორიების განვითარების პირობები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი განვითარების პრინციპებით დაბალანსებული განვითარებისა და საიმედოდ ფუნქციონირებადი ქალაქის ქალაქგეგმარებითი პირობები. გენგეგმის მიხედვით, „ელიავას ბაზრობა“ და მისი მიმდებარე ტერიტორია განისაზღვრა არეალად, სადაც ქალაქგეგმარებითი არეალის ნაწილის განვითარება დასაშვებია მხოლოდ განვითარების ერთიანი ჩარჩო პირობებისა და ხედვის ფარგლებში. წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს მოთხოვნებს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი კვლევებისა და რევიტალიზაციის ერთიანი კონცეფციის შესამუშავებლად. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რევიტალიზაცია გულისხმობს სწორი კონცეფციის შექმნას, მის განხორციელებასა და შეუზღუდავ შემოქმედებით პროცესს. რევიტალიზაციის პროექტი არ უნდა იყოს განყენებული და უნდა ჯდებოდეს ქალაქის განვითარების სტარტეგიულ ხედვაში. 1. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ (ს/კ 202249673) მხრიდან, რომელიც ელიავიას ბაზრობის ტერიტორიის ერთ-ერთ მსხვილ მესაკუთრეს წარმოადგენს, 2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება  თბილისში, ბარათაშვილის სახელობის მარცხენა სანაპიროსა და ა. კერესელიძის ქუჩებს შორებს მდებარე: ს/კ 01.13.05.010.043, ს/კ 01.13.05.010.015, ს/კ 01.13.05.010.044 და ს/კ 01.13.05.010.041 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირების შესახებ. 51,593 კვ.მ ფართზე მომზადებული მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა დადებითად შეფასდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან და დასამტკიცებლად გაიგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით შეჩერდა და რეაგირების გარეშე დარჩა. ვითარების გათვალისწინებით, შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფმა“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, აქტის დავალების გამოცემის მოთხოვნით, სარჩელი აღძრა სასამართლოში. სამწლიანი პროცესი შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ გამარჯვებით დამთავრდა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების მიზნით წარედგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაცულმა ორგანომ კი, 2019 წლის დეკემბერში გამართულ სხდომაზე, შემდგომი განხილვის მიზნით, საკითხი კენჭისყრიდან მოხსნა. 2. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ მხრიდან 2019 წლის მაისის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს წესით, ბათილობის მოთხოვნით, გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმა ადგენს სპეციალურ პირობას, იმ დათქმით, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების გეგმის შესაბამისად. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ ასაბუთებს, რომ გასაჩივრებული ნორმა პირდაპირ შეეხება არამხოლოდ თავის, არამედ ხსენებულ ტერიტორიაზე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესებს. ადგილზე ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთიანი კონცეფციის საფუძველზე განაშენიანების გეგმის შემუშავება შეუძლებელია და ასეთი პერსპექტივა ობიექტური რეალობაა. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ ასაბუთებს, რომ ესპობა კუთვნილი ბიზნეს-ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა და იმ ვითარებაში, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს სახით არ ახდენს დოკუმენტის დამტკციებას და ნამდვილი მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას. 3. 2021 წლის 4 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არტსტუდიო პროექტი“ (ს/კ 204489393). კონკურსი ეფუძნება ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვლებს, რაც გასაჩივრებულია სასამართლო წესით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, გამარჯვებული და შემსრულებელი კომპანია დაფუძნებულია 2005 წელს, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირები კი არიან ოთარ სულაბერიძე (დირექტორი) და ირინე სკალვინია (დირექტორი, საქართველოს და იტალიის სახელმწიფოს ორმაგი მოქალაქე). კომპანიის მესაკუთრეა გიორგი სულაბერიძე (50%-იანი წილის მმართველი) და ვასილ წერეთელი (50%-იანი წილის მმართველი). საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიასთან საკონკურსო წინადადების შესყიდვის მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომლის ღირებულებაც დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 678 500,00 ლარი. აღსანიშნავია, რომ სწორედ შპს „არტსტუდიო პროექტმა“ მოამზადა შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც არსებითად არ განუხილავს ქ. თბილისის საკრებულოს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ აზრით, საჭიროა სიცხადე შევიდეს იმ საჭიროებებსა და თანმიმდევრობებში, რომელიც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსის გამოცხადებას შეეხება. კერძოდ, კონკურსის გამოცხადება და შემდგომი პროცესი ეფუძნება იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც გასაჩივრებულია სასამართლო წესით. შესაბამისად, ლეგიტიმურად დაისმის შეკითხვა, თუ რა აუცილებლობით იქნა განპირობებული კონკურსის გამოცხადება სასამართლოში სადავოდ ქცეული საფუძვლების პარალელურად. დადგენილია, რომ საქმეში მესამე პირად ჩართულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. სწორედ ამ უკანასკნელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოაცხადა კონკურსი ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით. ამასთან, ორგანიზაცია საუბრობს პასუხისმგებლობის და წინადახედულობის საკითხებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი 678 500,00 ლარის განკარგვასთან დაკავშირებით. თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდება შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ სარჩელი, ბათილად იქნება ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რითაც შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელებისთვის სრული სამართლებრივი საფუძველი შეექმნება, შედეგად ვიღებთ რეალობას, როდესაც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის ერთიანი კონცეფციის შემუშავებისთვის გადახდილი საბიუჯეტო თანხა გამოუსადეგარი დოკუმენტის მომზადებისთვის იქნება დახარჯული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამართლიანი შეიძლება ყოფილიყო საკითხის გადაწყვეტა იმგვარად, რომ საპროექტო ობიექტის მნიშვნელოვან ნაწილზე - 51,593 კვ.მ ფართზე, რომელსაც ფლობს შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ და უკვე არსებობს მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, არ გამოცხადებულიყო კონკურსი. ქ. თბილისის საკრებულოს დაემტკიცებია შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ წარდგენილი მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა და კონკურსი გამოცხადებულიყო საპროექტო ობიექტის სხვა დარჩენილ ნაწილზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს და მოუწოდებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეჩერდეს გამარჯვებულ შემსრულებელ კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, მოხდეს საკითხის და რეალობის სწორად შეფასება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილებები. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. შესაბამისად, ორგანიზაცია საკითხზე მუშაობას აგრძელებს.   ... ...
  • ჩოხატაურში სკოლების შემოწმება იწყებაჩოხატაურში სწავლის განსაახლებლად მზადება მიმდინარეობს. რამდენად მზად არიან სასწავლო დაწესებულებები მოსწავლეების მისაღებად_ ამის დასადგენად ჩოხატაურში სკოლების შემოწმება იწყება. როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტეს, სკოლების შემოწმებისას ყურადღება მიექცევა  ეპიდვითარებიდან გამომდინარე დადგენილი სპეციალური რეგულაციების დაცვას. ამ დროისთვის კი სამებისა და შუა განახლების სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეების მშობლებს კოვიდტესტირება ... ...
  • "ჰაკინგის შესწავლა ჩემით დავიწყე"- 15 წლის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტიჩვენს ციფრულ ერაში თანამედროვე მოზარდები ტექნოლოგიურ სამყაროსა და მის შესაძლებლობებს ადრეული ასაკიდან ეზიარებიან, საკმაოდ კარგად ცნობიერდებიან და ხშირად საქმიანობასაც სწორედ ამ სფეროს უკავშირებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება 15 წლის ლუკა რამიშვილი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის საგანსაც ჰაკინგი და კიბერუსაფრთხოების მიმართულებები წარმოადგენს. ლუკამ მათი შესწავლა 11 წლის ასაკიდან თავად დაიწყო და უკვე ჰაკინგის შემსწავლელი კურსებიც შექმნა. თუ რას გულისხმობს ლუკას საქმიანობა და როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოზარდის გეგმები, ამის შესახებ ის თავად გვიყვება: „მე ვარ ლუკა რამიშვილი, ეთიკური ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. ინტერესი ჰაკინგის მიმართ პატარა ასაკიდანვე, დაახლოებით 11 წლიდან გამიჩნდა და დღემდე ამ მიმართულებით აქტიურად ვვითარდები. კარგად რომ განვმარტოთ, ჰაკერი არის ადამიანი, რომელიც ეძებს სხვადასხვა დაზიანებას სერვერზე, საიტებზე და ა.შ. შემდეგ კი ამ დაზიანებებს ბოროტად იყენებს, ხოლო ეთიკური ჰაკერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს პროფესიული ცოდნა კიბერუსაფრთხოებაში, ჰაკინგში კი ის მფლობელის თანხმობით ეძებს დაზიანებებს და მას ამის შესახებ დეტალურად ატყობინებს. ჰაკინგის შესწავლა ჩემით, სხვადასხვა პლატფორმის დახმარებითა და წიგნების მეშვეობით დავიწყე, რაშიც უამრავი დრო მაქვს დახარჯული. როდესაც უკვე ჩემი სკრიპტების წერას შევუდექი, მივხვდი, რომ საქართველოში ჰაკინგის საბაზისო კურსის გაკეთება შემეძლო. დღეს კი Hawk Education-ი არის ეთიკური ჰაკინგის საბაზისო კურსი, რომელშიც მზა ვიდეოკურსებით საქართველოში კიბერსკოლა მსურს გავხსნა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების დარგებზე იქნება გამახვილებული. თეორიულად და პრაქტიკულად, ყველაფერი ახსნილია. Hawk-კურსი თითქმის ყველა ჰაკინგის დარგის მოიცავს, სადაც სტუდენტი ძირითად, მნიშვნელოვან და ძლიერ შეტევებს სწავლობს. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს, სადაც აღნიშნულია, რომ ის ფლობს ეთიკური ჰაკინგის საბაზისო განათლებას. მსოფლიოში დღესდღეობით კიბერუსაფრთხოება ძალიან მოთხოვნადი სფერო გახდა, ხოლო ეთიკური ჰაკინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჟამად, ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე. მათ შორის, ერთ-ერთი პროექტი International Online School-ია, რომელიც ისეთი ონლაინპლატფორმის შექმნას გულისხმობს, სადაც ნებისმიერ ადამიანს დისტანციური გაკვეთილების ჩატარება და ყველა სფეროს გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეეძლება (საგანმანათლებლო, კულტურული, ტექნიკური და ეკონომიკური კუთხით). ასევე, ჩემი ერთ-ერთი საქმიანობა არის Binary Trading, რომლითაც უკვე 1 წელია დაკავებული ვარ და საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა. მინდა მომავალში საქართველოში კიბერსკოლა გავხსნა, სადაც ყურადღება პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების სწავლებაზე იქნება გამახვილებული“,_ ამბობს ლუკა რამიშვილი. წყარო: ... ...
  • პრემიერი: "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ზაფხულის ტურისტული სეზონის ასამუშავებლად"დღეს, ვიცე-პრემიერი,  მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, ის დარგები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი,  მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს. „მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას საერთაშორისო საჰაერო ფრენების დაწყების და ამასთანავე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად ", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს პატარა, მაგრამ უკიდურესად ღია ეკონომიკა, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ცალკე აღებული ქვეყანა, ამ ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. „ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ, უახლოეს პერიოდში, დარწმუნებული ვარ, გაგვეხსნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი მართვით და ეპიდემიის გავრცელების ტემპების შემცირებით, ასევე ვაქცინაციის შესაძლებლობით, ყველამ ერთად, უკიდურესად სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და სხვა კოლეგები, ამ კვირაში, დაიწყებენ უკვე ტურისტულ სექტორთან შეხვედრებს, იმისთვის, რომ შევათანხმოთ, როგორც პროტოკოლები, როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ის ეტაპები და ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან", -  განაცხადა მთავრობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....