"გურიას" თემა ისევ აქტუალურია

მთავარი თემა

"გურიას" თემა ისევ აქტუალურია

2014 აგვ 1 01:22:23

29 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე 22 საკითხი იყო გამოტანილი.საკრებულოს სხდომის დაწყებამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი გოგუაძემ ითხოვა სიტყვა და ორ საკითხს შეეხო:

_ წინა სხდომაზე, კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პროტესტი გამოვთქვი და სხდომა დავტოვე. თუ ვინმეს ჩემი სხდომის დატოვებით შეურაცხყოფა მივაყენე, ყველას ვუხდი ბოდიშს, ოღონდ მინდა, ერთი განცხადება გავაკეთო _ მე ოფიციალურად შემოვიტანე განცხადება და გთხოვეთ წვდომა ბიულეტენზე. თქვენ მომეცით განმარტება, რომ მე არ მაქვს მომართვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი. არ მინდა ახლა პასუხის გაცემა. შეგიძლიათ სხდომის დასასრულს მითხრათ, რომელი კანონმდებლობით ისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. თუ ფიქრობთ, ამ შენობაში არ მოხერხდება ეს, ძალიან მიმძიმს, მაგრამ თუ სასამართლოს ჩარევა იქნება საჭირო, არც მაგასაც დავიზარებ. ახლა, რაც შეეხება მეორე საკითხს _ თქვენ, ალბათ, ნახეთ, 25 ივლისს ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა პარლამენტში და იყო ახალი მთავრობის საკომიტეტო მოსმენა. ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პრემიერის, პარლამენტის წინაშე პირდაპირ ეთერში მოიხადა ბოდიში ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის არაეთიკური და არასწორი საქციელის გამო. 24 ივლისს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა, მე ვერ ვხედავ დღის წესრიგში ამ ფაქტთან დაკავშირებით იყოს მსჯელობა. მაინტერესებს თქვენი პოზიცია, ბატონო თავმჯდომარევ _ სხდომიდან, რომელზეც რომან ბიწაძე გახდა კომისიის თავმჯდომარე, 10 წუთის შემდეგ, ის მედიით ემუქრება უმრავლესობას, თურმე, როგორ გაბედა და მის წინააღმდეგ ხმა როგორ მისცა მისმა თანაგუნდელმა. ამის შემდეგ ის სოციალურ ქსელში შემზარავ ინფორმაციას დებს და შეურაცხყოფას აყენებს მის კოლეგას (საუბარია კახა ასკურავაზე). როცა გავივლით რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხებს, სხდომა დახურულად გამოვაცხადოთ, დავკეტოთ კარები და განვიხილოთ ეს საკითხი.

საკრებულოს თავმჯდომარემ გოგი ხელაძემ განაცხადა, რომ სხდომის შემდეგ აუცილებლად შეიკრიბებიან დეპუტატები. ხელაძემ გოგუაძეს შესთავაზა, რომ ეს შეკრება სამი დღის შემდეგ შემდგარიყო.

ამის შემდეგ დეპუტატებს ბიუჯეტში ცვლილების შესახებ გააცნეს ინფორმაცია _ მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტს "ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის" დაემატა 20 000 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში ასახვას. 6 თვის შედეგების განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამა თუ იმ ღონისძიების დასაფინანსებლად საჭიროა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს დაემატოს 267 970 ლარი.

მეორე საკითხად გამოტანილი იყო შესყიდვების გეგმაში შესატანი ცვლილებები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის #471 განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 820 984 ლარი გამოეყო. აღნიშნული პროგრამით დაფინანსდა 147 ობიექტი. ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად მიიღეს ეკონომია 118148 ლარის ოდენობით. თანხა გადანაწილდა სოფლის მოსახლეობასთან შეთანხმებით, აქედან გამომდინარე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსდება 180 ობიექტი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2014 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3 305 707 ლარი. ელექტრონული ტენდერის შედეგად სამუშაოების შესყიდვის შემდეგ მიღებულია ეკონომია 839 432 ლარის ოდენობით.

დანარჩენ საკითხად გამოტანილი იყო 18 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ. ყველაზე დიდი დისკუსია 22-ე საკითხს მოჰყვა _ შპს "გურია-2000"-ის, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის რეორგანიზაციაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ".

ლანჩხუთში, "გურიას" საკითხი ეს ბოლო დღეებია, ისევ გახდა განხილვის საგანი _ 28 ივლისს, სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატმა გიორგი გოგუაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "გურია" ახლა მოსამზადებლად არის წასული გრიგოლეთში და უნდა იცოდნენ საკრებულოს დეპუტატებმა, რომ ფეხბურთელები ნისიად იკვებებიან; არადა, ეს არის სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ა(ა)იპ. გამგეობა სანამ სტრუქტურულად ჩამოყალიბდება, კომისიამ აიღოს ვალდებულება, რომ "გურიას" შევუქმნათ საარსებო პირობა პირველ წრეში. დაახლოებით, 200 000-250 000 ლარის მობილიზება უნდა მოხდეს ბიუჯეტში, კლუბს ნორმალური პირობები, რომ ჰქონდეს წლის ბოლომდე,"  _ თქვა გოგუაძემ.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ "გურია", საფეხბურთო ბაზა და ბავშვთა ფეხბურთი ერთ ორგანიზაციად გადაიქცეს და ამით სპონსორიც დაინტერესდება:

 _ შარშან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი იყო ჩამოსული ლანჩხუთში, რომლის თხოვნა იყო, ფეხბურთი ყოფილიყო ერთ სისტემაში. ეს სწორი მიდგომაა _ ცალ-ცალკე იყოს ბაზა, კლუბი და ბავშვთა ფეხბურთი, არ მიმაჩნია მართებულად და კარგი იქნება, თუ გაერთიანდება. მინდა, ამ ყველაფერში თქვენც მიიღოთ მონაწილეობა, ერთად განვიხილოთ ეს საკითხი, _ თქვა ზაზა ურუშაძემ.

დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ ზაზა ურუშაძეს უთხრა, რომ კლუბს აქვს დავალიანება და ჯერ ამ საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას.

_ 400 000 ლარი აქვს დავალიანება კლუბს და ეს ვალი მუნიციპალიტეტის გადასახდელია. ჩემი აზრით, ერთიანი სისტემით უფრო წინ წავალთ _ ბიუჯეტი ერთიანი იქნება და ერთი ხელმძღვანელი ეყოლება საფეხბურთო სფეროს. 2013 წლის იანვრიდან დღემდე ფეხბურთის განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში 2 500 000 ლარია დახარჯული _ აქ შედის სტადიონი, ბავშვთა ფეხბურთი და კლუბი "გურია".

 მე არ მინდა, გაიგოთ ისე, რომ ფეხბურთს თავი უნდა დავანებოთ. ფეხბურთელებთან და საზოგადოებასთან ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. არავის არ გეგონოთ, ასევე, ვინმეს დანიშვნა მინდოდეს... შარშან, მხოლოდ ზაზა ურუშაძეს შეახოცეს ხელი, რადგან ყველამ მიატოვა ფეხბურთი, ძალიან რთულია ფეხბურთის მოვლა და თუ გვინდა ფეხბურთის გადარჩენა, მაშინ ერთად უნდა ვიზრუნოთ, _ თქვა ბურჭულაძემ.




 ახალი ამბები
  • გია ვოლსკი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავარი დებატები დღეს იქნებაყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, რადგან ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრა შედგა მსჯელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, უმრავლესობის უმრავლესობაა, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. რასაკვირველია, სარეიტინგო არ ჩავატარეთ, არ დავუჭირეთ ამას მხარი, რადგან ჯერ განხილვები არის წინ. ირაკლი კობახიძემ დღევანდელი დღისთვის დაიტოვა ის პოზიტივები, რაც გააჩნია პროპორციულ არჩევნებს, გუშინ დღის ბოლოს მოკლედ რაღაც საფრთხეებზე ილაპარაკა. დღეს იქნება მთავარი დებატები. თუკი საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი, წინასწარი შეთანხმება და კიდევ ერთხელ გავლა, ჩვენს კოლეგებთან ამის საშუალება გვექნება“, – განცხადა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, როგორც ვითარება უჩვენებს, საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას, რა რაოდენობითაც არის წარმოდგენილი ოპოზიცია. „ჩემთვის, უმრავლესობის ლიდერისთვის რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერს, რაღაცა ფორმით კენჭის ყრის დროს უნდა ჩანაცვლდნენ ამ ერთ კენჭისყრაზე ოპოზიციის მიერ. დღეს ყველაფერი ითქვა, ბიძინა ივანიშვილს ვთხოვეთ და ჩვენთან ერთად იყო. ყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, რადგან ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ ერთად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. კითხვაზე, სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თუ არა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სხდომაზე ყოველთვის არის ხმაური და შეფასებები. „სხდომა მშვიდი როგორ იქნებოდა, პრინციპულ საკითხებზე იყო მსჯელობა, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია. ძალიან მივეჩვიეთ ლაპარაკს, რომ ბიძინა ივანიშვილი გარანტიას იძლევა, ეს ნარატივი არსებობს ისეთი, თითქოს ის არის ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს, გუნდს უსმენს და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92 ხელმოწერამ დაადასტურა. მაჟორიტარობა მემკვიდრეობით კი არ აქვთ. საუბარია სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაშიც მე ვერ ვეთანხმები, რადგან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ექნება შეადგინოს, ჩამოაყალიბოს მთავრობა, ისინი ფიქრობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეებია, რადგან საქართველო არ არის ის ქვეყანა ამ მოცემულობაში, რომ კოალიციური მმართველობა შედგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. წყარო: ... ...
  • „შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი“_ რა მოხდა ვარკეთილშივარკეთილში, ანას ბაღის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.ისინი უკვე მეორე დღეა საპროტესტო მშვიდობიან აქციას მართავენ, თუმცა, როგორც გვერდი „ანას ბაღის გადასარჩენად“ ინტერნეტში ავრცელებს ინფორმაციას, ღამით მომიტინგეებს 30-მდე შენიღბული ადამიანი თავს დაესხა. „ჩვენ მეორე დღეა სრულიად მშვიდობიანი აქცია გვაქვს, მოგზავნილი კრიმინალთა ბანდა მთელი დღის და ღამის განმავლობაში გვიწყობდა პროვოკაციას, სათითაოდ გადაყავდათ აქციის მონაწილეები აქციის ტერიტორიიდან ემუქრებოდნენ გომელაურის სახელით, შვილებით, ოჯახის წევრებით, სამსახურის დაკარგვით, ნარკოტიკების ჩადებით და ა.შ. ჩვენ მივმართეთ საპატრულო პოლიციას და ვთხოვეთ, ეს ბანდა განერიდებინათ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება. საპატრულო პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ დაახლოებით დილის 04:00-ზე 30-მდე ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს 6 მშვიდობიან მომიტინგეს. ძალადობით სცადეს ადამიანთა გზიდან მოცილება, შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი, პოლიციელებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. პოლიციამ არ დაიცვა ჩვენი უსაფრთხოება, არ არის არცერთი პირი დაკავებული. ძნელი წარმოსადგენი არ არის ვის შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყანაში იმხელა ძალაუფლება, რომ პოლიციის თვალწინ მშვიდობიან მოქალაქეებს მიუგზვნო 30 ნიღბიანი ზონდერი. ჩვენ, ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობას გვაქვს სულისკვეთება და განწყობა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაგრამ ფართო საზოგადოების მხარდაჭერისა და მეტი გამჭირვალეობის გარეშე გავლენიანი მფარველების, დიდძალი ფულის, აგრესიული ჯგუფების წინააღმდეგ ვშიშობთ, რომ დავმარცხდებით. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვარკეთილის პრობლემა, ეს არ არის ერთი მშენებლობის პრობლემა, ეს უკვე გასცდა ამ ფარგლებს მაშინ, როცა დაიწყო მასობრივი მუქარა ძალადობა და დაშინება. ეს არის უკვე სისტემური პრობლემა“, _ წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა ანას ბაღთან 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას უკვე 2 წელია ... ...
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის ... ...
  • "პოლიტიკურ მელაკუდობას ხომ არ აქვს ადგილი?" _ ინაშვილი უმრავლესობას ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს, _ ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით, პარლამენტის სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ. ინაშვილის თქმით, თუ სხდომაზე კანონპროექტიჩავარდება, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს. "მე მგონი, აქ არავინ არის პატარა ბავშვი და არც არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, რომ საბავშვო ბაღში ვართ. თუმცა რეალობა ამ დარბაზში არის იმდენად მძიმე, რომ არ შემიძლია, რამდენიმე შეკითხვა არ დაგისვათ და გავაგრძელო ჩემი კოლეგების აზრი. ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს. ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არ უნდა ჩააგდოთ? ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. კითხვა მეორე – რომ ჩააგდებთ, ახლა ჩუმჩუმად რომ გადიხართ ჯგუფ-ჯგუფებად და ერთმანეთში ლაპარაკობთ, ჯერ ერთი, მანამდე არ განიხილეთ თქვენს გუნდში? ამ შემთხვევაში, ბატონ ირაკლის უპირისპირდება მისივე გუნდი. ეს რას ნიშნავს, მომზადებულები არ უნდა მობრძანდეთ პარლამენტის სხდომაზე, შეჯერებული არ უნდა გქონდეთ პოზიციები? ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს და თქვენ გამოდიხართ და ოპონირებას უწევთ, თურმე არ გინდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. და კითხვას ვსვამ მე – ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ მერე იმისთვის, რაც ქუჩაში პროცესები განვითარდება, რომ ის პროცესები რაღაც სტაბილურობის ფარგლებში მოვაქციოთ? მე ახლა არც ერთ პარტიას აღარ ვაქცევ ყურადღებას, ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, მერე ქუჩაში გამოვიდნენ. ამისთვის მზად ხართ? და რატომ მიყურებთ ასეთი გაოცებული თვალებით? ჩვენი ვალი რა არის, რომ დავიცვათ ქართული დემოკრატია და თქვენ ახლა გინდათ, რომ ეს ქართული დემოკრატია გამოგვტაცოთ ხელიდან, რაც თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, სხვათა შორის და იმას მაინც ეცით პატივი, ბიძინა ივანიშვილმა გამოიტანა განსახილველად. ის იყო ამ ცვლილების ინიციატორი, თქვენი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, არ გამოიტანდით ამ კანონპროექტს და ახლა გეუბნებით, დაანებეთ თავი პოლიტიკურ მელაკუდობას, თორემ ცოტა ხანში ყველა გავალთ გარეთ და ქართველი ხალხი დადგება პარლამენტის წინ. მერე იფიქრეთ იმაზე, სტაბილურობა როგორ შეინარჩუნოთ“, – მიმართა ირმა ინაშვილმა ... ...
  • „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“ _ სააკაშვილი „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ გააკეთა.  "საქართველო ფუნდამეტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს გახსნილობას, ჰუმანურობას. არის საზღვრები, რაც ქრისტიანობის ფარგლებში არ ჯდება. ნურავის ეწყინება, რომ ვიღაცებს აქვს თავის შეხედულება. რაც ხდება არის სრულიად ინსპირირებული,საქართველოში მეტი პრობლემა არაა, ვიდრე ფილმების გარჩევაა? საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში. მშვენიერ რეკლამას უკეთებენ ამ ფილმს და თავიანთ თავებს, თემა სხვაგან გადაიტანეს, ეს მკაფიოდ რუსული ნარატივია. ამ აქტიურობით 90-მა პროცენტმა გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაშინ როცა, სხვა შემთხვევაში 3 პროცენტი გაიგებდა. 2012 წლიდან ცოცხების კადრებიდან დაწყებული მუდმივად თავს უკანალის გარშემო დისკუსიებს გვახვევენ. საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, გამხდარიყო კავკასიის შვეიცარია და სულ სხვა სიმაღლეებზე ვყოფილიყავით. ამის ნაცვლად დავყავართ ერთი ორგანოს დონემდე. მე აღარ ვაპირებ ლაპარაკს ამ ერთი ორგანოს გარშემო თემებზე. თავზე გენგრევათ ქვეყანა" - ამბობს მიხეილ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?