არასამთავრობოები დისკრიმინაციული ქმედებების გამო, სპორტსმენებისა და კლუბებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

მთავარი თემა

არასამთავრობოები დისკრიმინაციული ქმედებების გამო, სპორტსმენებისა და კლუბებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

2014 აგვ 5 13:12:51

"ვეხმაურებით საჩხერეს "ჩიხურას" უკანასკნელი მატჩების დროს მომხდარ ინციდენტებს, რამაც ჩრდილი მიაყენა არა მხოლოდ ქართული სპორტს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და მისი საერთაშორისო იმიჯიც დააზარალა", _ ასეთი განცხადებით ეხმაურება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, იდენტობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საფარი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი და კონსტიტუციის 42-ე მუხლი, თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურა"-სა და თურქეთის "ბურსასფორი"-ს შორის ევროპის ლიგის შესარჩევი მატჩის, დროს  გამარჯვების მომტანი გოლის ავტორის, ფეხბურთელ თორნიკე მუმლაძის  ჟესტს, რომელიც მან  თურქ გულშემატკივარს აჩვენა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე გმობენ, 31 ივლისს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე ფეხბურთის გულშემატკივრების მიერ სტადიონზე გამოფენილ საქართველოს რუკას, რომელზეც აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილიც იყო დატანილი.

"2014 წლის 24 ივლისს, თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურასა" და თურქეთის "ბურსასფორს" შორის, ევროპის ლიგის შესარჩევი მატჩი გაიმართა, რა დროსაც გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა ფეხბურთელმა, თორნიკე მუმლაძემ შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა თურქ გულშემატკივარს.

აღნიშნულს მოჰყვა გუნდების გულშემატკივრების, ფეხბურთელებისა და მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლების დაპირისპირებაც.

იმავე მატჩის მსვლელობის დროს, ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა ნაცისტური მისალმებითა და დროშით ანტითურქული გამოსვლაც მოაწყო.

ზემოთ აღნიშნულის გამო, უეფამ საჩხერის გუნდს სანქციები დაუწესა – ქართული კლუბი 15 ათასი ევროთი დაჯარიმდა, მომდევნო შეხვედრებზე კი სტადიონის ტრიბუნები დახურული იქნება.

ერთ კვირის შემდეგ, იმავე გუნდის თამაშის დროს, ნაციონალისტურ ნიადაგზე მაპროვოცირებელი ნიშნების შემცველი ქმედება კვლავ განხორციელდა: 31 ივლისს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, გულშემატკივრების მიერ გამოფენილ საქართველოს რუკაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილიც იყო დატანილი.

მართალია აღნიშნულის გამო, მოგვიანებით, "ჩიხურას" პრეზიდენტმა ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილ ინციდენტებზე, თუ საქართველოს სპორტის მინისტრის ლაკონურ კომენტარს არ ჩავთვლით, უეფას სანქციები ერთადერთი ოფიციალური პასუხი აღმოჩნდა, რაც ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც საკუთარ ინტერნეტ გვერდზე "ჩიხურას" 24 ივლისის გამარჯვებას "გმირულს" უწოდებს და არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პასიურობას მიანიშნებს, რომ თავდაპირველად მომხდარ ინციდენტზე მათი რეაქცია სუსტი და არასათანადო იყო, რის გამოც გაცილებით საშიში და ქვეყნისთვის საფრთხილო პროვოკაციის მომსწრენი გავხდით.  ასეთი მიდგომა, ჩვენი აზრით, შემდგომშიც წაახალისებს იმავე ხასიათის ქმედებებს, როგორც ფეხბურთელების, ასევე  მათი გულშემატკივრის მხრიდან.

ასევე, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც ლოკომოტივის სტადიონზე გამართულ მატჩს ესწრებოდნენ, უფრო აქტიურად უნდა ემოქმედათ დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად, კერძოდ კი, დაუყოვნებლივ უნდა აღეკვეთათ ნაცისტური გამოსვლები, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული საშუალებებით უნდა ემოქმედათ.

მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სერიოზულად მოეკიდოს სპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას გამოვლენილ დისკრიმინაციულ ქმედებებს და შესაბამისი სანქციები დაუწესოს ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებსა და კლუბებს.

მოვუწოდებთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური შეფასება მისცეს ზემოთ აღწერილ ინციდენტებს და სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან ერთად პრევენციული ღონისძიებები გაატაროს მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ეთნიკური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს მომავალში დისკრიმინაციის საჯარო გამოვლინებების, ასევე, სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების პრევენციისა და აღკვეთისთვის", _ ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...