ნიმესილი, დიმედროლი, კეტონალი _ წამლები, რომლებიც ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება

მთავარი თემა

ნიმესილი, დიმედროლი, კეტონალი _ წამლები, რომლებიც ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება

2014 აგვ 14 14:32:41

ნიმესილი, დიმედროლი, სტრეპტომიცინი, ვიაგრასანი, დრამინა, ერითრომიცინი, კეტონალი, გლუკოზა,  _ ეს მედიკამანეტები 1 სექტემბრიდან რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უკვე გამოაქვეყნა იმ წამლების სია, რომელთა შეძენა რეცეპტის გარეშე ვეღარ მოხერხდება (წამლების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე).

ურეცეპტოდ არ გაიცემა საინექციო ხსნარები, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებები.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ურეცეპტოდ გაიცემა 3 000-ზე მეტი მედიკამენტი. მათ შორის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ვიტამინები, მინერალები.

ამ ინფორმაციას უკვე მოჰყვა საზოგადოების უკმაყოფილება. უმრავლესობის აზრით ეს ცვლილება მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს:

"მედიკამენტების წინასწარ მომარაგების არანაირი საჭიროება არ არის. რეცეპტებზე გადასვლის გარდამავალი გეგმა გათვლილი იქნა ერთი წლის განმავლობაში და ეს ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი და მივმართო მოსახლეობას, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ურეცეპტო გაყიდვაში რჩება 3 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ხოლო ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური ჩამონათვალი, რომელიც უეცრად გაუარესებული ჯანმრთელობის შემთხვევაში, როცა ადამიანი იქვე აფთიაქთან ახლოს იმყოფება, სანამ ექიმთან მივა, შეეძლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძინოს. იგივე შეეხება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს. შემოდის ხანგრძლივი, ერთწლიანი მოქმედების რეცეპტი, ერთი გამოწერით მთელი წლის განმავლობაში შეეძლება შეიძინოს წამალი, ხოლო წელიწადში ერთხელ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი ისედაც უნდა მივიდეს ექიმთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სამედიცინო საზოგადოების აზრს და არ შემიძლია, გაკვირვება, განცვიფრება არ გამოვხატო ადამიანების ჯგუფისგან ერთგვარი მსუბუქი ცინიკური დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი. გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა სისტემა ნორმალური კლინიკური მედიცინის ლოგიკისთვის", - განაცხადა სერგეენკომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერეში.
ჯანდაცვის სამინისტრომ  ოფიციალურ ვებგვერდზე  რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები და პასუხებიც გამოაქვეყნა, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

_ როგორ გამოიწერება მედიკამენტი - სავაჭრო თუ ჯენერიული დასახელებით?

_ რეცეპტზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება გენერიკული დასახელებით (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მიეთითოს სავაჭრო დასახელებაც). არაგენერიკული და კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება სავაჭრო დასახელებით.

_  რამდენჯერ არის შესაძლებელი აფთიაქიდან ერთი და იმავე რეცეპტის საფუძველზე წამლის მიღება?

_ რეცეპტის ბლანკი დანომრილია და შედგება სამი (A, B და C) განყოფილებისაგან. B და C განყოფილება ექვსნაწილიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ექიმის მიერ გამოწერილი რაოდენობა პაციენტმა შეიძინოს 6-ჯერადად აფთიაქ(ებ)ში ვიზიტის ფარგლებში.

_ რამდენი მედიკამენტი გამოიწერება ფორმა N3 რეცეპტზე?

_ იმის გათვალისწინებით, რომ რეცეპტის C განყოფილების (ე.წ. ,,მოსახევი“ ნაწილის) რაოდენობა მაქსიმალური ყოფილიყო, რეცეპტზე გამოიწერება მხოლოდ 1 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი.

_ ფორმა N3 რეცეპტის გაცემა, უნდა იყოს თუ არა, დაფიქსირებული სამედიცინო დოკუმენტაციაში?

_ სამკურნალო საშუალების ფორმა N3 რეცეპტზე გამოწერის ფაქტი, კანონმდებლობის დაცვით სავალდებულოა აისახოს სამედიცინო დოკუმენტაციაში.

_ ვის აქვს ფორმა N3 რეცეპტის გამოწერის უფლება?

_ ფარმაცევტულ პროდუქტს ნიშნავს და რეცეპტზე გამოწერს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი - სერტიფიცირებული ექიმი-სპეციალისტი.

_ რომელ ენაზე გამოიწერება რეცეპტი: ქართულ თუ ლათინურ ენაზე?

_ რეცეპტში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება (მათ შორის, ოფიციალური ან მაგისტრალური რეცეპტით დასამზადებელი პრეპარატის შემადგენლობა), ფორმა და დოზა იწერება სახელმწიფო ან ლათინურ ენაზე. ლათინური შემოკლებების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტულ პრაქტიკაში დაშვებული ძირითადი სარეცეპტურო შემოკლებებით.

_ ჩაიწერება თუ არა დიაგნოზი?

_ დიაგნოზის მითითება რეცეპტზე სავალდებულო არ არის.

_ უნდა მიეთითოს თუ არა რეცეპტზე ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია?

_ რეცეპტში დამატებით (არასავალდებულო წესით) შესაძლებელია მიეთითოს რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და/ან მისამართი).

_ ვინ, ან როგორ ადგენს ე.წ. ,,სააფთიაქო ჩანთიდან“ მედიკამენტის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხს?

_ ექსტრემალურ შემთხვევებში, ფორმა N3 რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ერთჯერადი დოზებით, ურეცეპტოდ გაცემის მიზანშეწონილობას ადგენს აფთიაქის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

_ როგორ ამოწმებს ექიმი რეცეპტს? აუცილებელია თუ არა დაწესებულების ბეჭედი?

_ რეცეპტის A განყოფილება მოწმდება გამომწერი ექიმის ხელმოწერითა და პირადი ბეჭდით ან გამომწერი ექიმის ხელმოწერითა და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით (შტამპი).

_ როგორია რეცეპტის მოქმედების ვადა?

_ რეცეპტის მოქმედების ვადას, დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგენს ექიმი.

_ ხომ არ შექმნის რეცეპტის ინსტიტუტი პრობლემას ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში?

_ ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში, რეცეპტის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს ერთი წლით.

_ როგორ უნდა შეივსოს B და C განყოფილება აფთიაქში და ვინ ავსებს მას?

_ რეცეპტის B და C განყოფილება ივსება აფთიაქში რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ. რეცეპტის B განყოფილების თითოეული ნაწილი უნდა დამოწმდეს ამ დაწესებულების ბეჭდით. რეცეპტის C განყოფილებაში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება მიეთითება სავაჭრო დასახელებით. ფთიაქში რეცეპტის წარდგენისას და რეცეპტზე გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის არასრულად შეძენისას, C განყოფილებაში შევსებულ უჯრას იტოვებს აფთიაქი, ხოლო B განყოფილება რჩება რეცეპტის ძირითად A ნაწილთან ერთად.

_ რჩება თუ არა რეცეპტი აფთიაქში?

_ რეცეპტის ვადის ამოწურვის, ან გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის სრულად გაცემის შემთხვევაში, რეცეპტი რჩება აფთიაქს.

_ რამდენ ხანს ინახება რეცეპტი აფთიაქში?

_ აფთიაქის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემისას C განყოფილების შევსებული ვერსია და/ან რეცეპტი შეინახოს ფარმაცევტული პროდუქტის გაცემიდან 6 თვის განმავლობაში.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 ქალს მიქსერს გადასცემს საჩუქრად8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალაქ ოზურგეთში საღამო-კონცერტია დაგეგმილი. როგორც ცნობილი ხდება, ამ დღეს 40 ქალი დაჯილდოვდება სხვადასხვა ნომინაციაში. უკვე გამოცხადდა ტენდერი ღონისძიების ჩასატარებლად _ ამისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 460 ლარი გამოყო. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 40 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები: სამზარეულო ტექნიკა _ მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა). დანართი #2-ში მოცემულია საჩუქრის ვიზუალური მხარე _ მიქსერი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მუშა მდგომარეობაში. საგარანტიო ვადა _ არანაკლებ, 6 თვე. აღნიშნული საჩუქარი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული და ინდივიდუალურად მოთავსებული ა2 ფორმატის ზომის, სასაჩუქრე ჩანთაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დასაჯილდოებელი 40 ქალბატონი შერჩეულები არიან სხვადასხვა სფეროდან: “როგორც ყოველწლიურად კეთდება, წელსაც ასე იქნება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვუკავშირდებით და ისინი გვაძლევენ კანდიდატების სიას. ამ სიაში არიან მრავალშვილიანი დედები, სამედიცინოს სფეროს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, იქნებიან საჯარო სამსახურში დასაქმებული ქალები, დასახელდება საუკეთესო ბებია ქალი, საუკეთესო ბიზნესმენი ქალი და ა. შ.“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ შეირჩა საჩუქრად მაინცდამაინც მიქსერი. “ვცდილობთ, რომ საჩუქარი იყოს საოჯახო ტექნიკა და ამ საჩუქრით, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი ოჯახისთვის“, _ აღნიშნა სატელეფონო საუბრის დროს მარინა ჯაფარიძემ. გასულ წელს 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 50 ქალი დაჯილდოვდა, საჩუქრად კი ყავის ელექტრო მადუღარა დაურიგდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას მალე ... ...
  • საზეიმო წირვა მელექედურში _ სოფელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გაიხსნადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში  სოფლის მკვიდრ, ბიზნესმენ კახა ხინთიბიძის ინიციატივითა და ძალისხმევით იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია გიხსნა. საზეიმო წირვა შემოქმედელის მიტროპოლიტმა,  მეუფე იოსებმა აღავლინა. მან აქ  მრევლის წინაშე მეტად ემოციური ფრაზა წარმოთქვა: „რა უნდა გააკეთო იმაზე დიდი სიკეთე ადამიანმა, რომ ააგო ტაძარი და ხალხი ქრისტეს სისხლს და ხორცს აზიარო?“  თვით კახა ხინთიბიძემ, რომელიც სოფელ მელექედურის მკვიდრია და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული, მოკრძალებული უარი გვითხრა კომენტარის გაკეთებაზე. სამაგიეროდ აქტიურობდნენ მელექედურელები: ელისო ბენდელიანი, მელექედურის მკვიდრი:   ასეთი თავმდაბალი კაცია, საუცხოო საქმე გააკეთა. ეს ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო.  დღესასწაულია დღეს მელექედურელთათვის. მადლობა მინდა, ვუთხრა მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი კენჭი დადო მშენებლობის დროს. ლენა ქადეიშვილი, მლექედურის მცხოვრები: ბედნიერი დღეა მელექედურელთათვის. კახა ხინთიბიძე მთელი ოჯახით იყო ჩართული ამ საქმეში. 90-ან წლებში აქ დაშალეს ეკლესია, ქვები წაიღეს და ნასაკირალში საწყობი ააშენეს. მერე ახლგაზრდებმა უკან მოიტანეს და ამ ეკლესიის ეზოა შემოღობილი. გია ხმელიძე, მელექედურის მკვიდრი: ბედნიერი დღეა. უკეთესი რა უნდა,  გააკეთოს კაცმა. უდიდესი საქმეა. ახალგაზრდობისთვის  განსაკურებით კარგი საქმე გაკეთდა. შემოვლენ აქ, სულიერება ხომ აუცილებელია და უმთავრესი ადამიანისთვის. იოანე ნათლისმცემლის  სახელობის ტაძარი აიგო ძველ საძირკველზე, რომელიც ადრიდანვე იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. არის  ბაზილიკა. სწორკუთხედი, სამნავიანი.  შუა ნავი მაღალია, დარბაზი განიერი და  დარბაზში სინათლე კარგად ... ...
  • ცოტნე ანანიძე: საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეხმაურება. “არავის ციხეში ყოფნა არ მახარებს მაგრამ, ბევრი ჰქონდა ფიქრის დრო ივანე მერაბიშვილს სამარტოო საკანში... საინტერესოა თუ იფიქრა, პოლიტიკურ დევნასა და დაპატიმრებებზე (ასეულობით უდანაშაულო პატიმარზე) მისი მინისტრობის დროს? 7 და 8 ნოემბერზე(2007), 21 და 26 მაისზე(2011),“ _  წერს ფეისბუქზე ცოტნე ... ...
  • არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავეებად ცნესარასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ"  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში. ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ ქ.პ-მ  და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი  - 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ხოლო ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ. სამართალდამცველებმა ქ.პ და ა.პ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 18 ივლისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ", „გ" და „ვ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ იძულებით ჩადენილი შრომითი ექსპლუატაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.    ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ქ.პ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.   ა.პ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით,“_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა (R)თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი  - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში. 2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020  წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.  Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს. 2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს. გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს.  2019 წელს  ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  (R) ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...