რეალობა თუ გამიზნული პიარი

მთავარი თემა

რეალობა თუ გამიზნული პიარი

2010 დეკ 2 22:30:37

_ ყველა პოლიტიკოსი, გუბერნატორი, საკრებულოს წევრობის, თავმჯდომარეობის და გამგებლობის კანდიდატი "აპირებს ძალები არ დაზოგოს ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად და ჩოხატაურში კულტურის სახლი აღადგინოს".  ფაქტებიდან გამომდინარე,  ადვილი სავარაუდოა, რომ კულტურის სახლის აშენების პირობა ამჯერადაც ვიღაცის გამიზნული პიარია.
ახლადარჩეული გამგებლის, გია გიორგაძის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილიც კულტურის სახლის აშენების თემაა. გამგებელს ამ პირობის შესასრულებლად მისეული ხედვა აქვს: 
_ ბატონო გია, თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი პროგრამის დიდი ნაწილი ჩოხატაურის კულტურის სახლის აღდგენაზე იყო გათვლილი. როგორ აპირებთ ამას?
_ ვითარების შესახებ მივწერ სხვადასხვა სამინისტროებს, ყველა შესაბამის უწყებას დახმარებას ვთხოვ. ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს ამდენი ფუფუნება, ამიტომ ზემდგომებს უნდა მივმართოთ. გეგმაში მაქვს, წერილობითი თხოვნები გავუგზავნო იმ სამინისტროების ხელმძღვანელებს, რომელთა კომპეტენციაშიც ამ საკითხის მოგვარებაა.
_ წერილის მიწერა ახსენეთ. ამ ხნის განმავლობაში რომ ყველა ტყუილ დაპირებას იძლეოდა, ფაქტია, მაგრამ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ წერილიც კი არავის გაუგზავნია არსად.
_ სხვამ რა გააკეთა, ვერ გეტყვით. თუმცა, ჩემს მიერ მსგავსი სახის წერილი არ დაწერილა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელმაც თავის დროზე ჩოხატაურელებს კულტურის სახლის ასაშენებლად "ძალების არდაზოგვას შეჰპირდა" . პირობა დღესაც ძალაშია, თუმცა, შეუსრულებელი:
_ ეს ის საკითხია, რომელზეც მუდმივად ვმუშაობთ, _ გვითხრა ხუნდაძემ
_ მუშაობის შედეგი უკვე წლებია, არ ჩანს, ბატონო ანტონ!
_ მიმდინარე წელს წერილი მივწერეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კონკრეტულად კი მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს. სამინისტროდან მივიღეთ პასუხი, რომ ამ საკითხს სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად განიხილავენ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას,.
სამხარეო ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ 2011 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ განუხილავთ, რომელთა შორისაც ჩოხატაურის კულტურის სახლის აშენების საკითხიც უნდა მოხვდეს: 
_ ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობის საკითხი აუცილებლად განიხილება 2011 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობისას. სამინისტროდან რეკომენდაცია ამის თაობაზე უკვე არსებობს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გუბერნატორის მოადგილემ ლელა თავართქილაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი, რომლის გუბერნატორიბისას ეს საკითხი ძალზე აქტუალური იყო, ამბობს, რომ ჩოხატაურელებს აუცილებლად ექნებათ კულტურის სახლი:
_ გურიის მიმართ რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, უცხო არავისთვის არის. ყველა პოსტი, რომელიც აქამდე მეკავა, შეძლებისდაგვარად, გამოვიყენე გურიის სასიკეთოდ. ასე იქნება ამჯერადაც. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩოხატაურელებს მალე ჰქონდეთ კულტურის სახლი, _ თქვა ნიკოლაიშვილმა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მინისტრის მიერ უკვე გაიცა დავალება, რომ გაკეთდეს თანამედროვე ტიპის კულტურის სახლის პროექტი, რომლის გახორციელებაც  სამინისტროს დაფინანსებით გახდება შესაძლებელი. კულტურის სახლის აშენება ჩოხატაურის ცენტრში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს იგეგმება.
ჩოხატაურელი კულტურის მუშაკები, რომლებმაც არაერთ უწყებას მიმართეს კულტურის სახლის აშენების თხოვნით, ამბობენ, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა საშვილიშვილო საქმეა:
_ დღე არ გავა, ამაზე არ ვიფიქრო. ეს ის თემაა, რომელიც ყველა ჩოხატაურელს აწუხებს. როდესაც თანამდებობაზე ვმუშაობდი, ბევრი ხელმძღვანელი პირი შევაწუხე, თუმცა, შედეგი ვერ მივიღეთ. თუკი ახლა მოახერხებს ვინმე ამ საკითხის გადაწყვეტას, ყველა ჩოხატაურელის მადლობას დაიმსახურებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კულტურის დამსახურებულმა მუშაკმა, რეზო თედორაძემ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გურიის სამხარეო ადმინისტრაციას  ჩოხატაურის კულტურის სახლის აშენებაზე თანხმობა განუცხადა. ახლა ჯერი გუბერნიაზეა _ თუ ადმინისტრაციაში მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ ჩოხატაურელებს დიდი ხნის დანაპირები უნდა აუსრულონ და რომ ჩოხატაური მხოლოდ არჩევნების მოსაგებად არ სჭირდებათ, მიმდინარე წელს ჩოხატაურის ცენტრში კულტურის სახლის მშენებლობა დაიწყება.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...