"კანონმდებლები კონსტიტუციაზე ძალადობენ“

მთავარი თემა

"კანონმდებლები კონსტიტუციაზე ძალადობენ“

2014 სექ 3 15:04:00

"ინსტიტუციის დაკნინების მცდელობა; კანონისა და კონსტიტუციის მკაფიო ნორმების სუბიექტური თუ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი ინტერპრეტაცია; კონსტიტუციაზე და კანონზე ძალადობა“, _  ასე აფასებს ექსპერტთა ნაწილი საკონსტიტუციო ორგანოს თბილისში ნაწილობრივ დაბრუნებას.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ პარლამენტის თბილისში ფუნქციონირება ხარჯებსაც შეამცირებს და კანონმდებლებს მუშაობასაც გაუადვილებს.

დეპუტატები პარლამენტის ისტორიულ შენობაში გუშინ დაბრუნდნენ. პარლამენტის საშემოდგომო სესია  თბილისში, რუსთაველის #8-ში ბიუროს სხდომით გაიხსნა, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

არსებული ინფორმაციით, თბილისში საკომიტეტო მუშაობა წარიმართება, თუმცა პლენარული სხდომების გამართვის ადგილი კვლავ ქუთაისის იქნება.

კონსტიტუციაში რჩება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილობრივად თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება კი, პარლამენტის რეგლამენტის იმ ჩანაწერს ეფუძნება, რომელიც გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვის შესაძლებლობას იძლევა.

დამატებითი განმარტება დავით უსუფაშვილმა, გუშინ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პარლამენტის კომიტეტების სამართლებრივი რეჟიმი უცვლელია და არანაირი სამართლებრივი აქტი თბილისში მის ამოქმედებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
"პარლამენტის ადგილსამყოფელად რჩება ქალაქი ქუთაისი. პარლამენტი რჩება ქუთაისში მდებარე შენობაში, ხოლო პარლამენტის ბალანსზე არსებული ან მის მიერ დაქირავებული შენობა-ნაგებობები, ოფისები გამოიყენება, როგორც დამხმარე მატერიალური საშუალება.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ადგილსამყოფელზე ამ საკითხზე იყო მსჯელობა მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე საკონსტიტუციო ინიციატივა დაარეგისტრირა. ბიურომ მიიღო სათანადო გადაწყვეტილებები - შექმნა სახალხო განხილვის კომისია, რომელმაც იმუშავა და მისთვის ისიც ცნობილია, რომ აღნიშნული საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე აღარ დამდგარა. პარლამენტის კომიტეტების სამართლებრივი რეჟიმი არის უცვლელი. როგორც დღემდე ხდებოდა კომიტეტების სხდომის თარიღს, დღის წესრიგს და ადგილს განსაზღვრავენ თავად კომიტეტები. ასე ხდებოდა ორი წლის განმავლობაში, როცა კომიტეტის სხდომები იმართებოდა ქუთაისში, იმართებოდა თბილისში – სანაპიროზე, სასტუმროს შენობაში და ასე შემდეგ. ეს ასე ხდებოდა ძველ დროში - მათ შორის, როცა სხდომა იმართებოდა შენობების სახურავზეც - ჯერ ჩვენ იქ არ ავსულვართ და არც ვაპირებთ", _ განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. 

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დაწესებულების ერთი შენობიდან მეორეში ინვენტარის გადაადგილებაზე სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭირო არ არის.

"აპარატის თანამშრომლები იმუშავებენ იქ, სადაც საპარლამენტო საქმიანობის უზრუნველყოფას დასჭირდება – ქუთაისში, თბილისში, მუნიციპალურ ცენტრებში, მაჟორიტარულ ოლქებში", _  აღნიშნა უსუფაშვილმა. 

გააგრძელებს თუ არა ბოიკოტს საპარლამენტო უმცირესობა, ჯერჯერობით უცნობია. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, ამის შესახებ საზოგადოებას მათი გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში აცნობებენ.

მისივე თქმით,  "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არასოდეს უთქვამთ, რომ საპარლამენტო პროცესების მონაწილეები  არ იქნებიან.

"ამას ძალიან აქტიურად ვაკეთებდით იქ, სადაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის ადგილი - ქუთაისში. "ნაციონალური მოძრაობას" მიაჩანია, რომ თბილისში კომიტეტების გადმოტანა არ შეესაბამება კონსტიტუციურ ჩანაწერებს, რომელიც არის პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით“, _ აცხადებს წერეთელი.

"კანონისა და კონსტიტუციის მკაფიო ნორმების სუბიექტური თუ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი ინტერპრეტაცია კონსტიტუციაზე ან კანონზე ძალადობაა“, _ ასე აფასებს პარლამენტის თბილისში ნაწილობრივ გადმოტანას იურისტი ლევან ალაფიშვილი.

მისი განმარტებით,  "ეს გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის გვერდი ავლის, ვიწროპოლიტიკური ინტერესებით განპირობებული გადაწყვეტილების მაგალითი, რომელიც სახიფათო პრეცედენტად შეიძლება იქცეს. აქ იწყება კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების რყევა, დეინსტიტუციონალიზაცია. კანონისა თუ კონსტიტუციის ინტერპრეტაცია მხოლოდ სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა, პარლამენტმა კი ეს ყველაფერი დაივიწყა“.

მისივე თქმით, საკითხავია, თუ პარლამენტის წევრი ქუთაისის შენობაში მივიდა და იქ არავინ დახვდება, ჩაეთვლება თუ არა ეს მას საკომიტეტო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენად?

"ჩვენს კანონმდებლობაში არაერთი ჩანაწერია, რომელიც ზუსტად ერთნაირად განსაზღვრავს კონსტიტუციური ორგანოების ადგილსამყოფელს: პარლამენტი - ქუთაისი; საკონსტიტუციო სასამართლო - ბათუმი; უზენაესი სასამართლო - თბილისი, მართლმსაჯულების სასახლე; ეროვნული ბანკი - თბილისი.

პარლამენტის მიერ მოხმობილი ლოგიკით გამოდის, რომ ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეეძლება თავისი აპარატით ბათუმიდან თბილისში გადმობარგება, აქ მიიღებენ საჩივრებსა და დოკუმენტაციას და თვეში ერთხელ გადაწყვეტილებების გამოსაცხადებლად ჩავლენ ბათუმში. ანდა უზენაესი სასამართლო ან ეროვნული ბანკი რომ გადავიდნენ ქუთაისში, ბათუმში თუ ფოთში და გამოაცხადონ კანონს არ ვარღვევთო კვარტალში ერთხელ სხდომებს თბილისში გავმართავთო. ამ შემთხვევაში რა მოხდება?

მეც ვთვლი, რომ ეს კონსტიტუციური შესწორება არ იყო ჯეროვნად და საჯარო განხილვის შედეგად მიღებული გონივრული სახელმწიფო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის კონსტიტუციური მოცემულობა. რეალობის შეცვლისა და ინტერპრეტაციის ნებისმიერი მცდელობა კონსტიტუციასა და სახელმწიფოზე ძალადობაა.

ინსტიტუციური დემოკრატია კანონის უზენაესობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ვინ თუ არა უმაღლესი წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო ორგანო უნდა იძლეოდეს კანონის პატივისცემის მაგალითს“, _ აცხადებს ალაფიშვილი.

მისივე თქმით, "პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტი, რომელიც მთავრობის მაკონტროლებელი უნდა იყოს, გამოდის, რომ მთავრობას უკმევენ“.

"უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუცია, რაზეც ჩვენი დემოკრატია დგას, კონსტიტუციურ ჩანაწერს კითხულობს ისე, როგორც თავად სურს -  პლენარულ სესიებს ჩაატარებს ქუთაისში, ისე თბილისში ვიქნებითო. ეს იმიტომ, რომ მათთვის არის ასე კომფორტული. ეს არის ინსტიტუციების დაკნინების მცდელობა, რაც მიზანმიმართულ სახეს იღებს. რეალურად, ჩვენისთანა სახელმწიფოს, რომელსაც ამდენი გამოწვევებით უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა, ერთადერთი ხსნა, დემოკარტიული პროცესების გაღრმავება, კანონის პატივისცემა და მისი უზენაესობის დამკვიდრებაა და არა კონსტიტუციის სუბიექტური გამოყენება. თუ კონსტიტუციაში ერთი რამ წერია, ხოლო მას პრეზიდენტი თუ პრემიერი სხვაგვარი ინტერპრეტაციით იყენებს, რატომ არ ჯარიმდება კანონდამრღვევი პრეზიდენტი, პრემიერი, კანონმდებლები? დღეს იქნება თუ ხვალ, ეს კითხვა საჯაროდ დაისმება და რა პასუხს გასცემენ, ძალიან მაინტერესებს. კანონმდებლები ვართ და გვეპატიებაო -ამას ეტყვიან?“, _ აცხადებს ალაფიშვილი.




 ახალი ამბები
  • დაირღვა თუ არა 7 წლის ბავშვის უფლებები _ დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელშიდღეს დიდი აჟიოტატი მოყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს და ფოტოს, სადაც შვიდი წლის გოგონა არის გადაღებული. “გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით, ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.“ - წერს სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია. ის ასევე აღნიშნავს: განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში. ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე. შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ. შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა. სოციალურ ქსელში ამ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა, გოგონა ოზურგეთიდან არის. მისი ახლობელი კი ფეისბუქზე შემდეგი სახის კომენტარს წერს. მ.ც.-ძე: არ შემიძლია ამ თემას არ გამოვეხმაურო. დავიწყებ იქიდან, რომ ეს ბავშვი, არის ულამაზესი და უნიჭიერესი. 6 წლის ასაკში ცდილობს მიაღწიოს წარმატების მწვერავლებს და ჩვენ რას ვაკეთებთ? _ ბავშვს ყოველგვარ იმედს და ხალისს ვუკლავთ, ჩვენი ბოღმით, მერე რა რომ გამოპრანჭულია, თქვენი შვილები მსგავს კონკურსში რომ გამოდიოდნენ, არ გამოპრანჭავდით ? თქვენ არ იპრანჭებოდით ბავშვობაში? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არის ბავშვი. როგორ შეიძლება მსგავსი სიტყვები ჩემმამდე მართლა არაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ არვიცნობ ამ ულამაზეს პატარას, მინდა ვუსურვო უამრავი წარმატება ცხოვრებაში და ვურჩიო, რომ არავის ლაპარაკს ყურადღება არ მიაქციოს და ისწრაფოს თავისი მიზნებისა და ოცნებების ასრულებისთვის. #არაბულინგს. (ამის შემდეგ გოგონას მშობლებს მიმართავს) საუკეთესო მშობლები ხართ თქვენს შვილს ასე რომ უვლით და ხელს უწყობთ წარმატების მიღწევაში. "ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის," - ეს კი 7 წლის გოგონას დედის კომენტარია, რომელიც ასევე ფეისბუქით ვრცელდება. სოციალურ ქსელში ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამ და ბავშვთა უფლებადამცველმა, ანი აბაშიძემ შემდეგი სახის პოსტები გაავრცელეს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. მაია ცირამუა: ბავშვი არ არის ინსტრუმენტი, თოჯინა, სათამაშო .... ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია "გაასექსუალუროს" და მერე ფბ-ზე გამოჭიმოს მისი ვიდეო, რომელსაც 150 000 ზე მეტი ნახვა აქვს - ანუ კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ბავშვის ასეთ საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება, სულ რომ გალიაში გამოკეტოთ და დაცული გყავდეთ - აზიანებთ, სერიზოულად აზიანებთ მის ფსიქიკას და ამას გარდა ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას. ასეთ მშობელს სოციალურმა სამსახურმა უნდა გააგებინოს საკუთარი ფუნქცია, სულ რომ მდიდარი და გავლენიანი იყოს, სოციალურ სამსახურს აქვს უფლებამოსილება ეს გააკეთოს, რადგან ბავშვის ინტერესი არის უპირატესი. P.S. არ მკითხოთ რა მოხდა, მაშინ მომიწევს ლინკების მოცემა და გავრცელება იმისი, რაც პირიქით უნდა შეიზღუდოს ამ სივრცეში. რაც მოხდა მიწერია ისედაც. ანა აბაშიძე: პატარა გოგონასთან დაკავშირებულ ვიდეო და ფოტო მასალებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით:1. მოხდა ბავშვისთვის სექსუალიზება; 2. ბავშვი ჩააყენეს მისთვის სრულიად შეუსაბამო და შეუფერებელ როლში და ამით მას მიაწოდეს მისთვის არასასურველი და ასაკის გათვალისიწინებით დაუშვებული სექსუალური შინაარსის ინფორმაცია; 3. ბავშვის საშუალებით მოხდა ბავშვთა ქორწინების რომანტიზება/ნორმალიზების ხელშემწყობი ქცევა; 4. შესაძლოა ბავშვი გახდეს ონლაინ და ოფლაინ პედოფილების სამიზნე; 5. შესაძლოა ბავშვი გახდეს ბულინგის სამიზნე 6. მსგავსი ქცევა არ ეხმარება ბავშვის ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებას, უფრო აზიანებს მას. ახლა რა უნდა მოხდეს, მნიშნელობა არ აქვს განზრახ თუ გაუფრთხილებლობით მოხდა ეს, შსს-მ, სოც სამსახურმა, მანდატურის სამსახურმა და სხვა დაკავშირებულმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი განცხადება აუხსნან და გააფრთხილონ მშობლები ამ რისკებზე და მოუწოდონ მასალის აღება დაუყოვნებლივ. ეს არის აუცილებელი პრევენციული ქცევა. თუ განმეორდება მსგავსი რამ უკვე უწყებების უშუალო ჩარევის საფუძველი გახდება. გვახსოვდეს, ბავშვს ვაზიანებთ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, შედეგეს არ ცვლის ამიტომ ყველა თანაბრად ყურადღებით უნდა იყოს.“ "პალიტრავიდეოსთან" შსს პრესსამსახურში გავრცელებულ კადრებზე შემდეგი სახის კომენტარი გაკეთდა. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ცნობიერების ამაღლება მსგავსი ვიდეოების საფრთხეებთან და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით საჭიროებს განზოგადებას და ხანგრძლივვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი გეგმავს ქეის-კონფერენციას შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და ... ...
  • ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლაბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა სოფელ ტალავერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალი ქამრით გაგუდა. წყვილს 3 არასრულწოვანი შვილი ჰყავს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. უწყების ინფორმაცით, სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება18 ოქტომბერს, თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება.    ფორუმი, რომელიც სამუსიკო სკოლის დარბაზში, 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება,  მიზნად ისახავს ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან დაკავშირებას. ღონისძიებაში მონაწილეობას სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლები მიიღებენ.  ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. თავის მხრივ, დამსაქმებლებს  საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე მოიძიონ შესაბამისი კადრები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები, ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ისტორიებს გაუზიარებენ, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. RDFG კი,  ღონისძიების მიმდინარეობისას, ფორუმის მონაწილეთათვის პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერებს გაათამაშებს. გამარჯვებულებს  შესაძლებლობა ექნებათ, მათი ინტერესების შესაბამისი, პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსი თავად შეარჩიონ. სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმის გამართვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება worknet-ზე დარეგისტრირებულ რეგიონში მცხოვრებ, 26 000-მდე, სამუშაოს მაძიებელს წინასწარ გაუგზავნა. ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს (სარეგისტრაციო ლინკი - http://apps.ssa.gov.ge:4000/ ). ღონისძიების მსვლელობისას სამუშაო მაძიებლებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს  გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში, worknet.gov.ge-ზეც დაარეგისტრირებენ.  ასევე, ფორუმზე სააგენტოს წარმომადგენლები როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ... ...
  • ჩოხატაურში სამუსიკო სკოლა გაიხსნა (R)ჩოხატაურში სამუსიკო სკოლა გაიხსნა. რეაბილიტირებული სკოლა დღეს გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძემ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს. მოსწავლეებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი. ა(ა)იპ სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაფართოვდა საკონცერტო დარბაზი და მოეწყო შენობის თბოიზოლაცია. პროექტი, რომლის ღირებულებამ 277 988 ლარი შეადგინა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ... ...
  • ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორი გახდატელეკომპანია პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის განცხადებით, დღეიდან ტელევიზიას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას პაატა კაკაურიძე იკავებდა. დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს,, ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე , რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით .ინგა ,,პირველზე,, იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად,, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან " ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ! _ წერს ვატო წერეთელი ფეისბუქის საკუთარ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...