შედგა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" "საიდუმლო სერობა" ოზურგეთში


მთავარი თემა

შედგა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" "საიდუმლო სერობა" ოზურგეთში

4 სექ. 2014, 21:48:56

"გურია ნიუსს" დღეს მოაწოდეს ინფორმაცია, რომ 2 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ფარული შეხვედრა მოაწყვეს.

"ამა წლის 29 აგვისტოს, თურქეთის ქალაქ რიზეში, ერთ-ერთ  სასტუმროში ერთმანეთს შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები: გოკა გაბაშვილი, ნუგზარ წიკლაური და გიგა ბოკერია. 30 აგვისტოს მათ შეუერთდა თემურ ალასანია.

გვაქვს ინფორმაცია, საქართველოში იგეგმება ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ჩატარება. "ვარდების რევოლუციის" შემოქმედებმა, 2002 წელს შექმნეს მოძრაობა "კმარა", ახლა კი ისინი ახალ მოძრაობას - "თავისუფალ ზონას" ქმნიან.

2 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში შედგა "ნაცმოძრაობის შეკრება, რომელსაც   ჩოხატაურიდან - 9, ოზურგეთიდან 27 და ლანჩხუთიდან - 11 ადამიანი ესწრებოდა.

10-დან 25 სექტემბრამდე, საქართველოში და ასევე გურიაში, "ნაციონალები" შეეცდებიან  ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების დაწყებას",  _ გვითხრა წყარომ, რომელიც პოლიტიკოსებთან დაახლოებული პირია.

მისივე თქმით, ის ძალიან მალე "ნაცმოძრაობის" ფარული შეხვედრის ფოტო კადრების გავრცელებასაც გეგმავს.

"გურია ნიუსი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ იცის რას შეეხებოდა მაკვანეთში გამართული შეხვედრა.

"ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რადგან ეს რომ ყოფილიყო მე აუცილებლად მეცოდინებოდა და იქ ვიქნებოდი."

ინფორმაციას იმის თაობაზე, ეს შეხვედრა ეხებოდა თუ არა გურიაში ახალი მოძრაობის - "თავისუფალი ზონის" ჩამოყალიბებას, რომელიც "კმარას" ანალოგი იქნება, ლიდერი ამბობს, რომ ჭორია.

"ახლა უკვე მივხვდი. გასაგებია ჩემთვის ყველაფერი. ეს გახლავთ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურის, შესაძლებელია სუს-ის, რომელიმე ქვედანაყოფის მოფიქრებული ჭორი, რომელიც ადამიანებში დათესონ შიში და ზიზღი ნაცმოძრაობის მიმართ. ვიცანი ხელწერა და გაგრძელება იმ ჭორისა, რომელიც ამ ბოლო დროს გავრცელდა, რომ "ნაცმოძრაობა" აქციებისთვის ემზადება. მსგავსი რამ არ იგეგმება. ჩვენ მშვიდობიანი გზით და მარტო არჩევნების გზით ვეცდებით ხელისუფლების შეცვლას.

მე ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი და ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის გარკვეული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ჭორი.

ჩვენი ხელისუფლების დროს ეს არ ხერხდებოდა, სხვა მეთოდოლოგიით მართავდნენ სახელმწიფოს, ახლა კი დაბრუნდა ჩეკისტური პერიოდი."




 ახალი ამბები
  • "19 იანვარს დიდი ღონისძიებები არ იგეგმება" _ დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილიშემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 19 იანვარს არ იგეგმება მათი მხრიდან დიდი ღონისძიებები. “პანდემიის გამო მდინარეში არ მოხდება საყოველთაო ნათლობა. ხვალ გაიმართება ყველა მოქმედ ეკლესია-ტაძარში წირვა, რის ბოლოს იქნება წყლის კურთხევა", _ გვითხრა მამა ბასილმა. მამა ბასილის თქმით, თუ ვინმე გავა მდინარეში, ეს იქნება საკუთარი ინიციატივით. "გურია ნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა ოზურგეთის ტაძრებში ტრადიციული ნათლობა, მამა ბასილი გვპასუხობს, რომ ნათლობას მასშტაბური ხასათი არ ექნება. “ვისაც ექნება სურვილი, ნათლობა გაიმართება, მაგრამ ეს მასშტაბურის სახით არ მოხდება", _ აღნიშნა მამა ბასილმა. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით დიდი შეკრება ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე იმართებოდა, სადაც საყოველთაო ნათლობა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. „დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი და არ დარჩებიან სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდისეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების კლების ტენდენცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეაფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. „ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლების ტენდენცია ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში ვითარება დაძაბულია და მიმოსვლა სერიოზულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. 6-ბალიანი სისტემიდან დაახლოებით 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება და სწორედ ერთიანად, ამ შემზღუდველმა ღონისძიებებმა და ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო ადვილად ვავლენთ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, - განაცხადა ამირან ... ...
  • როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებშიამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში. ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, მარინა ცინცაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ პასუხი, სავარაუდოდ, ამ კვირაში იქნება. „ვერ გეტყვით, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი. ამ კვირაში, სავარაუდოდ, შევხვდებით მერიას ეპიდემიოლოგებთან ერთად და გადავწყვეტთ. ალბათ, ამ კვირაში გვექნება ამაზე პასუხი“,_ გვითხრა ცინცაძემ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბაღების თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს. „მიმდინარეობს ბაღის თანამშრომლების ტესტირება. გრაფიკი გვაქვს შედგენილი, რომელი ბაღი როდის მივიდეს ტესტის გასაკეთებლად. სავარაუდოდ, 10 დღეში ყველა თანამშრომლის პასუხი გვეცოდინება“,_ გვითხრა ... ...
  • ჩატარდება თუ არა ჩოხატაურში ნათლისღების დღესასწაულზე განბანვის ტრადიციული რიტუალი ჩატარდება თუ არა ჩოხატაურში ნათლისღების დღესასწაულზე მდინარეში განბანვის ტრადიციული რიტუალი? _ ამ კითხვით "გურია ნიუსმა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მიმართა.  დეკანოზის თქმით, კომენდანტის საათიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი არ არის ჩატარდება  თუ არა განბანვის ტრადიციული რიტუალი. „გადაწყვეტილი არ გვაქვს. ღამით კომენდანტის საათია და თავს ვიკავებთ, უხერხულია. დღის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩავატაროთ“,_ გვითხრა მამა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....