რა წამოიღო საქართველომ ნატო-ს უელსის სამიტიდან

მთავარი თემა

რა წამოიღო საქართველომ ნატო-ს უელსის სამიტიდან

6 სექ. 2014, 20:00:43

4-5 სექტემბერს უელსში გამართული ნატო-ს სამიტი დასრულდა. მოლოდინი მეტი იყო, თუმცა, საქართველოს მთავრობა მიღწეულითაც კმაყოფილია და აცხადებს, რომ ქვეყნის წინსვლა ალიანსის მხრიდან დაფასებულია.

რა მიიღო საქართველომ ნატო-სგან და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში ალიანსში გაწევრიანებას? - გუშინ, მრავლად კეთდებოდა განცხადებები, რომ ახალი პაკეტის მიღება იგივეა, რაც მაპი ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტების გარეშე.

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ იმ საშუალებების განვითარებით, რომელიც საქართველომ უელსის სამიტის ფარგლებში მიიღო, რეალურად მივაღწევთ იმ დონეს, რომელსაც ქვეყნები გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საშუალებით აღწევდნენ.

"მაგრამ მე არ მინდა მოვატყუო საზოგადოება და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ MAP-არ დაგვჭირდება _ შესაძლოა, ჩვენ არ დაგვჭირდეს, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ MAP-არასდროს იქნება საჭირო. შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება MAP-დარჩეს, როგორც მოთხოვნა. ასეც რომ დარჩეს, ჩვენ გვექნება მთელი შინაარსობრივი ნაწილი ამ მექანიზმით გავლილი", - აღნიშნა მარგველაშვილმა სამიტის შეჯამებისას.

მისივე შეფასებით, უელსის სამიტზე ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები დააფასეს და ნატო-ს სამიტიდან მოვდივართ საშუალებების იმ პაკეტით, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად წაწევს წინ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, არამედ უფრო დაცულს, უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს რეგიონს.

ნატო-ს გენერალურმა მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველომ ნატო-სთან ურთიერთობების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა მეტი შეიძლება გაკეთდეს.

"მოხარული ვარ, რომ საქართველომ მიიღო მიწვევა ამ ჯგუფში მონაწილეობაზე, სადაც ის ქვეყნები არიან, რომელთაც ნატო-სთან ახლო ურთიერთობა სურთ. საქართველოს მონაწილეობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-ნატო-პრაქტიკულ სამხედრო თანამშრომლობაში", - აღნიშნა რასმუსენმა და დასძინა, მზადყოფნის სამოქმედო გეგმა მკაფიო გზავნილს გაუგზავნის რუსეთს, რომ ალიანსს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მოკავშირეების დასაცავად.

ნატო-ს სამიტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათი განცხადების მიხედვით, ალიანსის სამიტის შედეგები ვერავის გააკვირვებს. 

"სამიტზე მთავარ საკითხად დაისახეს ნატო-ინფრასტრუქტურის განვითარება "აღმოსავლეთით" და ალიანსის ყოფნა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს. ეს გეგმები ადრეც არსებობდა და უკრაინის კრიზისი მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა ამ გეგმების რეალიზებისთვის. უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არსი და ტონალობა, კიევთან ერთად დაანონსებული ნატო-წევრი სახელმწიფოების წვრთნების შესახებ, რომელიც 2014 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს, ვითარების გარდაუვალ დაძაბვამდე მიგვიყვანს, ხელს შეუშლის უკრაინაში სამშვიდობო პროცესს და უკრაინული საზოგადოების გახლეჩას. უფრო მეტიც, ეს განცხადებები ადასტურებს ნატო-უპირობო მხარდაჭერას ნეოფაშისტური და ექსტრემისტული ძალებისადმი, მათ შორის "მემარჯვენე სექტორისადმი". რაც ეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მოხდება მათი დეტალური გაანალიზება, მათ შორის ნატო-რუსეთის 1997 წლის აქტის და სხვა საბაზო შეთანხმებების კონტექსტში",  _  ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რა მივიღეთ ნატო-სგან და არის თუ არა ეს საკმარისი ალიანსში გასაწევრიანებლად? - ამ კითხვაზე ექსპერტთა ვარაუდები და შეფასებები სხვადასხვაგვარია.

“საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარია ნატო–ს სამიტზე მიღებულ კომუნიკესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  დოკუმენტში საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების თვალსაზრისით, არაფერი ახალი არ არის და კონფლიქტებთან დაკავშირებით ერთი ძალიან ცუდი ფურმილირებაა“.

ახალი და კარგი ელემენტია, რომ ნატო იზრუნებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე. თან ეს კეთდება, როგორც დღევანდელი საფრთხეების არიდებისთვის, ასევე წევრობისთვის გვამზადებენ ამით.

ცუდია, რომ: გაწევრიანების თვალსაზრისით არაფერი ახალი არ არის; გამქრალია ასპირანტი ქვეყნების ფორმულირება. მეტიც მონტენეგროს (ერთ-ერთ ასპირანტს) ფაქტიურად მიიღებენ 2015 ში, ანუ დისპროპორცია გაჩნდა ჩვენს პოზიციებში.

აფხაზეთის თემა დაჯგუფებულია არა ყირიმის თემასთან (რაც სრულიად რეალისტური ამოცანა იყო სწორი დიპლომატიის პირობებშ) არამედ, .. გაყინული კონფლიქტების თემასთან. ერთი ძალიან ცუდი ფორმულირებაა ზოგადად კონფლიქტებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ თავს შევიკავებ ამის სრულად დაწერისგან, დავაზუსტებ რაღაცეებს“, _ აღნიშნავს ხოშტარია.

თუმცა, ხოშტარიასგან განსხვავებით,სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს მიაჩნია, რომ მაპ-ის მიღება და ახალი სამოქმედო პაკეტის გადმოცემა ერთიდაიგივეა, მხოლოდ დასახელებაა განსხვავებული, რა ერთი მიზეზით - რუსეთის შესაძლო რეაქციებით შეიძლება აიხსნას.

ნატო- მხრიდან ახალი, გაძლიერებული სამოქმედო პაკეტის მიღება, დიპლომატიურად წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ერთის მხრივ აღრმავებს  ნატო-საქართველოს ურთიერთობას და მეორეს მხრივ, არც ფორმალურ და არც პრაქტიკულად არ ახდენს რუსეთის პროვოცირებას", _ ამბობს სამხედრო ექსპერტი.

რაც შეეხება თავად დეკლარაციას, მასში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ:

ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების რეფორმირება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიერ ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში შეტანილ უზარმაზარ წვლილს და აღიარებს ქართველი სამხედროების მიერ გაღებულ მსხვერპლს. საქართველოს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ნატოს გადამწყვეტ მისიაში, მიუთთებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის როლს.

ამასთან, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულ და შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სვლა ნატო-ში ინტეგრაცისკენ. დღეს, ჩვენ მივიღეთ ალიანსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, შეიარაღებული ძალების მომზადებას, ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალსწინებს. აღნიშნული პაკეტი დაეხმარება საქართველოს კიდევ უფრო უკეთესად მოემზადოს ალიანსში გასაწევრიანებლად.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ალიანსი მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პუნქტების სრულ დაცვას და საქართველოსადმი ნდობის აღდგენის მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.

მივესალმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარი. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს კონსტრუქციული როლი შეასრულოს და გააგრძელოს მჭიდრო მუშაობა ეუთო-სთან, გაერო-სთან და ევროკავშირთან, რათა ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში მშვიდობიანი გზით განხორციელედეს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც სახელმწიფოთა და მთავრობათა წარმომადგენლების მიერ ნატო-ს საბჭოს სხდომაზეა მიღებული.




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?