გურამ მინაშვილი: "აუცილებლად დაწერეთ, ლევან ყიფიანზე ძალიან ნაწყენი ვარ..."

მთავარი თემა

გურამ მინაშვილი: "აუცილებლად დაწერეთ, ლევან ყიფიანზე ძალიან ნაწყენი ვარ..."

2014 სექ 11 14:53:17

ქართულ კალათბურთში სეროზული პრობლემებია. ოქტომბრიდან საკალათბურთო სუპერლიგა უნდა დაიწყოს, თუმცა შემცირებული დაფინანსების გამო კლუბები და კალათბურთელები ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. სპორტის სამინისტრო კი ქართული კალათბურთისათვის ბიუჯეტის გაზრდას მხოლოდ 2015  წლიდან გეგმავს.

სპორტის მინისტრს, ლევან ყიფიანს კალათბურთის ნაკრების წევრები შეხვდნენ, თუმცა მათი განცხადებით მინისტრისგან მხოლოდ სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს, ამჟამინდელი პრობლემის მოსაგვარებლად კი კონკრეტული არაფერი.

სპორტის მინისტრზე კიდევ ერთი განაწყენებული ადამიანი, ლეგენდარული კალათბურთელი, გურამ მინაშვილია...

"მსოფლიოს უგვირგვინო ჩემპიონი" _ ასე მოიხსენიებენ ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელს, გურამ მინაშვილს, რომელიც  თითქმის 2 ათეული წლის განმავლობაში თავისი განუმეორებელი ასპარეზობით ხიბლავდა კალათბურთის გულშემატკივრებს როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.  

 გურამ მინაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია, საკავშირო პირველობის გამარჯვებული, რომის 1960  წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, ამ და სხვა მნიშვნელოვანი ტურნირების არაერთგზის პრიზიორი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი გამოსვლა სამ ტურნირზე – მაირანოს თასზე, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასსა და მსოფლიოს პირველობაზე.  

1958  წელს  ქალაქ  ბოლონიაში,  მაირანოს თასის გათამაშებაში  შეჯიბრების დასრულების შემდეგ ქართველი კალათბურთელი ტურნირის უძლიერეს მოთამაშედ დაასახელეს და სპეციალურმა ჟიურიმ გურამ მინაშვილს ოქროს მედალი გადასცა.

დღეს, ლეგენდარულ კალათბურთელს სასამართლო დავა აქვს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წინააღმდეგ. გურამ მინაშვილი ეროვნული ფედერაციის 2013 წლის 11 დეკემბრის საანგარიშო საარჩევნო ყრილობის ოქმის ბათილად ცნობას და გაუქმებას ითხოვს.

გურამ მინაშვილი თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, რადგან ის ყრილობაზეც კი არ მიიწვიეს როგორც დელეგატი და არ მისცეს პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

"2013 წლის 11 დეკემბრის ყრილობაზე მიწვეული იყო ფედერაციის წევრთა ნახევარზე ნაკლები, ანუ დელეგატების უმრავლესობა საერთოდ არ ესწრებოდა კრებას, ვინაიდან კრების მოწვევის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი. ამავე დროს კრების მოწვევის პროცედურების დარღვევისა და სხვა უკანონო მოქმედებების პროტესტის ნიშნად 11 დეკემბრის ყრილობა დატოვა 5 დელეგატმა, ხოლო ერთმა დელეგატმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. ანუ, 2013 წლის 11 დეკემბრის არჩევნებზე მოწვეულები იყვნენ და მონაწილეობა მიიღო კალათბურთის წევრთა 1/3-ზე ნაკლებმა პირმა. ბუნებრივია არსებობს დიდი ალბათობა, რომ დაცული რომ ყოფილიყო ყრილობის მოწვევის წესი და ყველა წევრის მოწვევა მომხდარიყო, შესაძლოა ამას მოეხდინა გავლენა როგორც ყრილობის დღის წესრიგზე, ასევე დღის წესრიგში შესული საკითხების კენჭისყრის შედეგებზე." _ აცხადებს გურამ მინაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.

მისი თქმით, სპორტის სამინისტროს პასიურმა პოზიციამ კალათბურთი სერიოზულად დააზიანა.

"ჩვენს მხარეს, ანუ მოსარჩელე მხარეს, ისინი არიან, თუ ვინმეს კალათბურთში ჭკუა მოეკითხება, ვინც აზროვნებს და ვისაც გული შესტკივა ამ სპორტზე. მეორე მხარეს კი არიან აუგიანების გუნდი. რუსთაველს აქვს ნათქვამი "ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცუდსა და ღალატიანსაო". ისინი აუგიანები არიან, რომლებსაც არ აწუხებთ არაფერი.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ლევან ყიფიანმა განმარტება გააკეთა  ტელევიზიით და სიტყვასიტყვით, ასე განაცხადა:  კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდაო. თუ არადემოკრატიულად ჩატარდა, სპორტის მინისტრს არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს? ვინაიდან თუ არადემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები ეგ ხომ იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტიც არადემოკრატიულად აირჩიეს? მე ვერ გამიგია ეს ამბავი. არ იცის ყიფიანმა, რომ ხელოვნურად მოიგეს არჩევნები? არ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება?

_ ლევან ყიფიანს ხომ არ დაკავშირებიხართ, ხომ არ გისაუბრიათ მასთან ამ საკითხებზე?

_ სპეციალურად არ მხვდება, სპეციალურად მარიდებს თავს, იმიტომ რომ მე მისთვის ნათქვამი მაქვს: ლევან შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ნამდვილი პრეზიდენტი ავირჩიოთ. ის თავს მიქნევდა და ამ დროს რა გადაწყვეტილება მიიღეს, ნახეთ! მინდა დაწეროთ  აუცილებლად, რომ ლევან ყიფიანზე ძალიან ნაწყენი ვარ. მან ხელი შეუწყო კალათბურთის 12 წლით გაყალბებას. ზურაბ საკანდელიძეს და მიშა ქორქიას ამერიკის კალათბურთის პრეზიდენტთან აირჩევდნენ, ამათ კიდევ ლიპარტელიანს დაუჭირეს მხარი გაყალბებით. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მე მოსამართლის სამართლიანობის იმედი მაქვს...

პ.ს "გურია ნიუსი" ესწრებოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც აღნიშნული დავა იხილებოდა. მოპასუხის და სპორტის სამინისტროს პოზიციას, ასევე საქმის დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა" _ თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალადღეს დილით, თბილისში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. თუმცა, რა ვითარებაში უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ ... ...
  • „უარეს სიას მივიღებთ, თუ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული დარჩა“_ გია ხუხაშვილი „პრობლემის ძირი პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეებში კი არ არის,  მოსამართლეთა შერჩევის ალგორითმშია. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანო დარჩა, შესაძლოა, უარესი სია მივიღოთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. „მხოლოდ ბრძოლის მოგება პრობლემას არ წყვეტს. კრიტერიუმები, რომლებიც პარლამენტში გაიწერება, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა შეეხოთ, არამედ ყველა ინსტანციის მოსამართლეებს. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით,  ფაქტია, რომ პოლიტიკური შეკვეთის სუნი ტრიალებდა. არავინ ჩათვალოს, რომ ბრძოლა მოგებულია, ამ თემასთან დაკავშირებით თავშეკავებულად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, _ აღნიშნა ... ...
  • გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის - კალაძე"გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის", _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.  „მერიის კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, ეს არის მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით არის დადგენილი. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ადამიანები ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კუსტარულად ხდება გამათბობლის დამონტაჟება,“ - განაცხადა კახა ... ...
  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალსწითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...