ყველა პირველკლასელს საჩუქრად ნეთბუქი არ მიუღია

მთავარი თემა

ყველა პირველკლასელს საჩუქრად ნეთბუქი არ მიუღია

2014 სექ 15 21:03:01

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი: "რატომ არის ასეთი აღგზნებული ეს მშობელი, ვერ ვხვდები".

"პირველივე დღეს ისეთი არსებითი მნიშვნელობა აქვს, ბუკი ექნება თუ არა ბავშვს?"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მთავრობის გადაწყეტილებით, ყველა მოსწავლეს წიგნები  უფასოდ გადასცა. საჩუქრად მიიღეს წიგნები და ბუკები პირველკლასელებმა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ყველა პირველკლასელს დღეს განათლების სამინისტროს საჩუქარი არ გადასცემია.

"გურია ნიუსმა" პირველკლასელის მშობლისგან  შეიტყო, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მის შვილს არც წიგნები და არც კომპიუტერი არ მისცეს.

"პირველ კლასში რომ მიმყავდა შვილი, ვიცოდი, საჩუქრები გველოდა. ბავშვიც აღტაცებული იყო. სიხარულს ვერ მალავდა. გვაჩქარებდა, სწრაფად წაგვეყვანა სკოლაში. მასწავლებელი წინასწარ გაიცნო და ძალიან მოეწონა, თან ვუთხარით, რომ იქ საკუთარი კომპიუტერიც დახვდებოდა. თუმცა სკოლაში მისულები სახლში უსაჩუქროდ წამოვედით“, _ გვითხრა მშობელმა, რომლის ვინაობას "გურია ნიუსი“ შეგნებულად არ ასახელებს.

ჩვენ განათლების სამინისტროს პრესამსახურს მივმართეთ, სკოლაც დავუსახელეთ და ვკითხეთ, რატომ ვერ მიიღეს იქ პირველკლასელებმა საჩუქარი. სამინისტროში დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას გადაამოწმებდნენ და თავად დაგვიკავშირდებოდნენ.

მოგვიანებით, ჩვენს ზარზე,  განათლების სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა დაგვიდასტურა, რომ  ნეთბუკების გადაცემა ყველასთვის მართლა ვერ მოესწრო.

_სახელმძღვანელოები დარიგებულია, რაც შეეხება ნეთბუკებს, ყველაში პროგრამის ჩატვირთა ვერ მოესწრო. უბრალო ნეთბუქებს ხომ არ ვურიგებთ ბავშვებს?  დღის განმავლობაში დასრულდება ეს პროცესი და ხვალ ყველას ექნება, _ გვითხრა ასათიანმა.

_ვის უნდა ჩაეტვირთა პროგრამა კომპიუტერებში, თავად კომპანია "იუ-ჯი-თის,“ რომელსაც ნეთბუკების დამზადების ვალდებულება ჰქონდა და რომელთანაც ხელშეკრულება გააფორმა სამინისტრომ?

_არა, "იუ ჯი თის“ ეს ვალდებულება არ აქვს აღებული. ეს ვალდებულება ჩვენს ერთ-ერთ სიპს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (EMIS) აქვს. რომელმაც ნაწილ პარტიაში ჩატვირთა პროგრამა და ნაწილს ხვალამდე მოასწრებს. პირველივე დღეს ისეთი არსებითი მნიშვნელობა აქვს, ბუკი ექნება თუ არა ბავშვს?

_ დღეს ყველა სააგენტო წერდა, რომ ყველა პირველკლასელს გადაეცა კომპიუტერები, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე არ ყოფილა, რაც დაგვიდასტურა კიდეც მშობელმა  და ბუნებრივია, დავინტერესდით.  

_ რატომ არის ასეთი აღგზნებული ეს მშობელი, ვერ ვხვდები. სკოლაში არ უთხრეს მას რომ ხვალ მის შვილს ექნება ბუკები? წიგნები კი დარიგებული აქვთ. გადაამოწმოს.

_გვითხრა  უკვე, რომ არც წიგნები მიუღიათ და არც კომპიუტერი.

_წიგნები სკოლებშია დარიგებული და ყველა პირველკლასელს, წესით, უნდა ჰქონდეს.

_ რამდენ კომპიუტერში დარჩა ჩასატვირთი პროგრამა?

_ერთ-ორ სკოლაში თუ დარჩებოდა დასარიგებელი და იმასაც ხვალ მიიღებენ.

მოგვიანებით ჩვენმა რესპონდენტმა შეგვატყობინა, რომ  სკოლიდან დაურეკეს, მისვლა სთხოვეს და წიგნებიც და კომპიუტერებიც დაურიგეს.

"წიგნებიც მოგვცეს. ზოგი ძველია და გვითხრეს, რომ ცოტა ხანში გამოგვიცვლიან. ჯერ სახელმძღვანელოების ბეჭდვა არ დასრულებულა და ამიტომ ვერ გადმოგეცით დროულად  ყველაო“, _ აღნიშნა მშობელმა.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოებს, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...