პრობლემა, რომელიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ არის


მთავარი თემა

პრობლემა, რომელიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ არის

17 სექ. 2014, 23:43:54

პრობლემა, რომელიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ არის; თავშესაფრები, სადაც მსხვერპლი ვერ ხვდება; სამართალდამცავი, რომელიც რეაგირებას არ ახდენს და დანაშაულის ჩადენას ხელს უწყობს; საზოგადოებრივი მენტალიტეტი, რომელიც მოთმენას გვავალდებულებს,  _ ასეთ შეფასებას აძლევს არასამთავრობო სექტორი ოჯახური ძალადობის პრობლემას, რომლის მოგვარებაც სახელმწიფოს "კეთილი ნების“ გარეშე წარმოუდგენელია.

რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს და რა უშლის ხელს ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარებას, _ "გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სასამართლოს, სამართალდამცავებს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრა.

მსხვერპლი

თამუნა 36 წლის არის, სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, თუმცა, ოჯახის დატოვებას არ ფიქრობს. ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს, მოხუც მშობლებს მისი შვილების რჩენას ვერ დაავალდებულებს.

"მიზეზი, რის გამოც შეიძლება მეუღლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენოს, (ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გავმხდარვარ) ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გახდეს. მაგალითად, ბავშვი რატომ ტირის, ჭურჭელი დარეცხილი რატომ არ დახვდა და ა.შ. სამ შვილს მარტო ვუვლი, ამიტომ ბევრი რამის გაკეთება მიწევს. ბავშვები არასრულწლოვნები არიან და ყურადღება სჭირდებათ. ჩემი მეუღლე ყოფილი პატიმარია, ნარკომომხმარებელი იყო და 2010 წელს დაიჭირეს... მისი დაჭერის დროს იმხელა განსაცდელი გადავიტანე, გახსენებაც არ მინდა. ახლა ვცდილობთ, რეაბილიტაციის პროცესი ერთად გავიაროთ. ამიტომ არ მიფიქრია ოჯახის დატოვება, თუ ამდენს გავუძელი, ახლაც გავუძლებ. არ მინდა ზედმეტად გავაღიზიანო, მის კიდევ ერთხელ დაჭერას ვერც მე და ვერც ჩემი შვილები ვერ გადაიტანთ“, _ ამბობს თამუნა.

თამუნას მსგავსად, ოჯახური ძალადობის პრობლემა არაერთ ადამიანს აქვს. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის, 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი, პარტნიორის მხრიდან, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ამავე კვლევის მიხედვით, ქალების და მამაკაცების დაახლოებით 30%  ქალის ცემას ამართლებს და ის ჩვეულებრივ პრაქტიკად მიაჩნია.

რას აკეთებს სახელმწიფო?

"ქვეყანაში აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მით უფრო, იმ ტრაგიკული მოვლენების ფონზე, როცა, სამწუხაროდ, ძალადობა მეუღლეთა მკვლელობით დასრულდა. დღეს ხელი მოვაწერეთ კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას და, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას. ოჯახში მამაკაცის მიერ ქალის ჩაგვრა და ფიზიკური შეურაცხყოფა  რიგითი მოვლენა ვერ იქნება. ასეთი დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს სწორედ სტამბულის კონვენცია“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2014 წლის 20 ივნისს"ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ კონვენციის ხელისმოწერისას სტრასბურგში, ევროსაბჭოს სათავო ოფისში.

თუმცა, რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გულისხმობდა იუსტიციის მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ოჯახური ძალადობის პრობლემებზე მუშაობენ, ამ დრომდე ცნობილი არ არის.

როგორც ისინი აღნიშნავენ, სახელმწიფო იმ მექანიზმსაც არ იყენებს, რომელიც პრობლემის პრევენციისათვის კანონით არის გათვალისწინებული.

კავშირ "საფარის“ ხელმძღვანელი, იურისტი ბაია პატარაია "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფო პრობლემას არასერიოზულად ეკიდება და მისთვის ოჯახური ძალადობის აღკვეთა პრიორიტეტული არ არის.

"კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე - შსს, პროკურატურა, სასამართლო, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეაგირებას ვერ ახდენს პრობლემის აღსაკვეთად. უკვე წლებია ვამბობთ, რომ მარტო პოლიციელი ვერ მოაგვარებს ოჯახურ კონფლიქტს და საჭიროა მასში სოციალური მუშაკი და სხვა მექანიზმებიც ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ეს არსად წერია და ამაზე რეაგირებას ვერ მოახდენს. პრობლემა ის არის, რომ სოცმუშაკი საერთოდ არ ერევა  ოჯახურ კონფლიქტში; პოლიციის პრობლემაა, რომ ადგილზე მისული შემაკავებელ ორდერს არ წერს, ცდილობს, მოლაპარაკებით დაასრულოს ეს კონფლიქტი. პატრულის პრეროგატივაა, რომ დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გამოწეროს შემაკავებელი ორდერი და შეატყობინოს საგამოძიებო უწყებას. მაგრამ არცერთ საშუალებას პატრული 99% შემთხვევაში არ იყენებს. რაც შეეხება პროკურატურას, აქ პრობლემა ის არის, რომ გამოძიება დროულად ვერ ხერხდება. თუ ამაზე რეაგირება არ მოხდა, მერწმუნეთ, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება“, _ აცხადებს პატარაია და დასძენს, რომ "ძირითადი პრობლემა მაინც მენტალიტეტია“.

"საზოგადოება ცდილობს ოჯახური ძალადობის პრობლემა ოჯახის გარეთ არ გაიტანოს, შემდეგ ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და ამას სავალალო შედეგებამდეც მივყავართ“, _ განმარტავს იურისტი.

მისივე თქმით, "სახელმწიფო და საზოგადოება ხელს უწყობს მოძალადეს მკვლელად იქცეს“.

"როგორც წესი, ძალადობა ოჯახში წლების განმავლობაში არსებობს, რაც ყვირილით და ჩხუბით იწყება, შემდეგ ცემაზე გადადის და ბოლოს მკვლელობით სრულდება, ამის შესახებ მინიმუმ ოჯახის წევრებისთვის და მეზობლებისთვის მაინც არის ცნობილი. რომლებიც შესაბამის რეაგირებას არ ახდენენ და საქმე მკვლელობამდე მიდის. გამოდის, რომ საზოგადოება და სახელმწიფო უწყობს ხელს მოძალადეს მკვლელად იქცეს. საზოგადოების მიდგომაა რომ ქალმა უნდა მოითმინოს, შეურიგდეს მოძალადეს, ასეთივე მიდგომა აქვს დაახლოებით სახელმწიფოსაც, როცა პოლიციელი ამბობს, რომ ეს პრობლემა ოჯახში უნდა მოგვარდეს და მხოლოდ ხელწერილს აწერინებს შემაკავებელი ორდერის ნაცვლად“, - აღნიშნავს პატარაია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში აცხადებენ, რომ პრევენციის მიზნით, შსს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს, მუდმივად ახორციელებს. გარდა ამისა, 2014 წლის 29 ივლისს ძალაში შევიდა შს მინისტრის ბრძანება, რომლითაც თბილისის მთავარ სამმართველოში და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალ განყოფილებებს დაევალათ განსაზღვრონ ორი მოქმედი თანამშრომელი (ქალი და კაცი), რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მოაგროვებენ ინფორმაციას კონფლიქტური ოჯახების შესახებ. ბრძანების შესრულებას გენერალურ ინსპექცია აკონტროლებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე მირანდა ერემაძე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გააქტიურებას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ "ბოლო პერიოდის განმავლობაში, უბნის ინსპექტორს უფლება მიეცა შემაკავებელი ორდერი დაწეროს, აქედან გამომდინარე, სასამართლოში აშკარად შეიმჩნევა შემაკავებელი ორდერების მატება“.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში აშკარად შეცვლილია შსს-ს წარმომადგენლების მიდგომა. აქამდე თუ პოლიციელს სჭირდებოდა მსხვერპლის თანხმობა შემაკავებელი ორდერის დაწერისას, ახლა ეს თანხმობა არ არის საჭირო და ძალიან აქტიურად წერენ. ისე არ ჩაივლის მორიგეობა, რომ სასამართლოში სამი-ოთხი ორდერი არ შემოვიდეს. რაც შეეხება დამცავ ორდერებს, რომლისთვისაც უშუალოდ დაზარალებულმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მომართოს სასამართლოს, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, რისი მიზეზიც, ვფიქრობ, საზოგადოების ცნობიერების დონეა. ხალხს არ აქვს ინფორმაცია რას წარმოადგენს დამცავი ორდერი, მქონდა ამ საკითხზე შეხვედრები და საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ასეთი განცხადებით სასამართლოს რომ მომართოს, ბაჟის გადახდა მოუწევს. არადა, ისინი ბაჟისგან თავისუფლდებიან. ძალიან მარტივი განცხადების საფუძველზე ხდება მომართვა. განაცხადი  10 დღის ვადაში განიხილება და სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს“, _ აღნიშნავს ერემაძე.

მოსამართლე ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახში ძალადობა საკმაოდ მკაცრად დასჯადია და კანონის გამკაცრება საჭირო არ არის.

"ერთია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და მეორე სისხლის სამართლებრივი. 2012 წელს კანონში შევიდა ცვლილება და სანქცია საკმაოდ გამკაცრდა. რაღა შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც მოძალადეს ვაგდებთ სახლიდან და ვუკრძალავთ მსხვერპლთან მიახლოებას, ამაზე უფრო კანონის გამკაცრება ნიშნავს, რომ პირდაპირ პატიმრობა ან ჯარიმა გამოვიყენოთ. ჯარიმა გამოსავლად არ მიმაჩნია, რადგან  ამ შემთხვევაში ვამძიმებთ ოჯახის მდგომარეობას და შესაძლოა, ის კონფლიქტის და დაძაბული ურთიერთობის კიდევ ერთი მიზეზი გახდეს“,  _ აღნიშნავს ერემაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც "გურია ნიუსმა“ მოიპოვა, 2013 წლის 6 თვეში სასამართლოში სულ 22 დამცავი ორდერის განაცხადი შევიდა, აქედან 2-ს უარი ეთქვა, 19 დაკმაყოფილდა, ერთი კი განუხილველადაა დატოვებული. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, იგივე 2013 წელს 112 ორდერია შესული, აქედან 110 დაკმაყოფილდა. 2014 წლის მონაცემების მიხედვით კი, 6 თვეში, სასამართლოში 28 დამცავი ორდერია შესული, აქედან 18 უკვე დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება  შემაკავებელ ორდერებს, 68 ორდერიდან 67 დაკმაყოფილებულია.

კიდევ ერთი გზა, რომელიც მსხვერპლის განრიდების მექანიზმს და მის თავშესაფარში გადაყვანას ითვალისწინებს, ამ დრომდე პრობლემად რჩება. ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ორი წლის განმავლობაში არსებობდა, აღარ მუშაობს.

როგორც იურისტი ბაია პატარაია აცხადებს, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ საბჭოს მუშაობა მთლიანად ჩავარდა.

"ახალი საბჭო არ დაინიშნა, ძველი საბჭო კი, პოლიტიკური გათვლების და პრობლემების გამო არ იკრიბება. 2 წელია სახელმწიფომ საბჭო ვერც თავიდან ჩამოაყალიბა და ვერც ის ამუშავა, რაც დახვდა. ეს არის, რომ თემას პატრონი არ ჰყავს და სახელმწიფოსთვის ეს პრიორიტეტული არ არის. ამასთან, გაჩერებულია მსხვერპლისთვის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის მუშაობაც. ახლა მიიღეს ახალი პაკეტი და მოსმენებზეც გადის, მაგრამ თუ მექანიზმმა არ იმუშავა, მარტო კანონში ცვლილება შედეგს ვერ მოგვცემს“, _ განმარტვას პატარაია.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი გია კაკაჩია "გურია ნიუსთან“ საუბრისას კომისიის საქმიანობის შეჩერების ძირითად მიზეზად უფლებამოსილების ვადის გასვლას ასახელებს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, ახალი კომისია რა ვადებში შეიკრიბება.

"დაახლოებით თვენახევარი-ორი თვეა, ჯგუფის შეხვედრა არ ჩატარებულა, რადგან ფორმატი იცვლება. ამასთან, ძველმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. კონკრეტულად როდის მოხდება შეკრება, ვერ გეტყვით, ფორმირება მიმდინარეობს. ამასთან, 2015 წლიდან ამ კომისიის როლის გაზრდა იგეგმება. აქამდე მსხვერპლის იდენტიფიცირების და გამოვლენის დროს, ჩვენი ფუნქციები ძალიან შეზღუდული იყო. ახლა უფრო მკაფიოდ გაიწერება ჯგუფის მოქმედების კრიტერიუმები“, _ აცხადებს კაკაჩია.

თავშესაფრები

სანამ სახელმწიფო ოჯახური ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად სტრატეგიულ გეგმას დასახავს და კანონში ცვლილებებსაც შეიტანს, პრობლემა პრობლემად რჩება. ის პირებიც კი, რომლებიც, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ მსხვერპლად აღიარა, სახელმწიფო თავშესაფარში ვერ ხვდება.

ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ, სულ 4 თავშესაფარია, რომელიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ფუნქციონირებს. თუმცა, ამ დროისთვის თავშესაფრებში მხოლოდ 22 ადამიანია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, "ძალიან ცოტა, არარეალური ციფრია“.

გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორში არის კიდევ ერთი თავშესაფარი, სადაც მუდმივად გადაჭედილობის პრობლემა აქვთ, რადგან თავშესაფარი მხოლოდ 10 ბენეფიციარისთვისაა განკუთვნილი და იქ გარკვეული პერიოდით დარჩენა შეუძლებელია.

"თავშესაფრებს ხსნიან, თუმცა ხალხი იქ მოხვედრას ვერ ახერხებს. 22 კაცის ყოფნა თავშესაფარში იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ საერთოდ არ იცის ამ თავშესაფრების არსებობის შესახებ, ხოლო ვინც იცის, ის იქ ვერ ხვდება. რათ გვინდა ასეთი თავშესაფრები, როცა ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურად  კლავენ ადამიანს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე და თავშესაფარი ცარიელია. აქ შეგვიძლია სისტემის გამართულობაზე ვისაუბროთ? იმხელა ბიუროკრატიაა გასავლელი თავშესაფარში მოსახვედრად, რომ ამის გავლა ადამიანს არ შეუძლია“, _ აცხადებს ბაია პატარაია.

თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თავშესაფარში მოსახვედრად ბიუროკრატიული პროცედურების გავლა საჭირო არ არის, საკმარისია მსხვერპლს სტატუსი მიენიჭოს და სურვილი გამოთქვას, ის თავშესაფარში მოხვდება.

 "თავშესაფარში მოხვედრის ორი ვარიანტია, ან ჯგუფმა უნდა შეაფასოს ოჯახური მდგომარეობა, ძალადობის ხარისხი, ან პოლიციის საშუალებით მოხვდეს მსხვერპლი ჩვენთან. აქამდე, ძირითადად, ჯგუფის მიერ ხდებოდა იდენტიფიცირება, როგორც ძალადობის მსხვერპლის და ამ შემთხვევაში ხდებოდა სერვისებში გადამისამართება. ახლა, როგორც გითხარით, ჯგუფი არ მუშაობს, ამიტომ, რჩება ერთადერთი გზა, რომ მსხვერპლი თავშესაფარში პოლიციის დახმარებით შემოვიდეს, თუმცა, პოლიციიდან შემოდინება საკმაოდ მცირეა, რადგან სამართალდამცავები არ აქტიურობენ“, _ აცხადებს გია კაკაჩია.

მისივე განმარტებით, დღესდღეობით არც ის კრიტერიუმია გაწერილი, რამდენ ხანს აქვს მსხვერპლს თავშესაფარში დარჩენის უფლება.

"სამომავლოდ, ალბათ, ესეც გაიწერება. რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ადამიანის რეაბილიტაცია და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება უნდა მოხდეს. თუმცა, არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ თავშესაფარში ყოფნის პერიოდი მას რამდენჯერმე გაუგრძელდეს. დღესდღეობით, რამდენ ხანს დარჩება მსხვერპლი თავშესაფარში ამაზე გადაწყვეტილებას სერვისის მიმწოდებელი იღებს. თუ მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს საფრთხეები და იმ ადამიანის რესოციალიზაცია შესაძლებელია, თავშესაფრიდან უშვებს“, _ ამბობს კაკაჩია.

ჯერჯერობით, სახელმწიფო არაფერს საუბრობს მოძალადის სარეაბილიტაციო პროგრამაზე, თუმცა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების ბოლო ვადა მას 2015 წლამდე აქვს. როგორც გია კაკაჩია "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, “არის იმაზე საუბარი, რომ მოძალადე პირს სასამართლომ დააკისროს პირდაპირ სარეაბილიტაციო კურსის გავლა და არა თავშესაფრით უზრუნველყოფა“.

"მოძალადეებისთვის მსგავსი თავშესაფრის ვალდებულება კანონმდებლობით არ გვაქვს და  შესაბამისად, გახსნაც არ იგეგმება. ამ ტიპის თავშესაფარი მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანაში, ისრაელშია“, _ აღნიშნავს კაკაჩია.

არასამთავრობო სექტორში კი განმარტავენ, რომ მსხვეპლისა და მოძალადის რეაბილიტაცია ერთნაირად მნიშვნელოვანია და ეს სახელმწიფომ დროულად უნდა უზრუნველყოს.

სტატისტიკა

2014 წლის 20 ივლისს, ზესტაფონში,  22 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობისა და ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა. იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილს უკვე გაკეთებული ჰქონდა განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრობლემის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

8 აგვისტოს, თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონში, მამამ შვილი მოკლა. შსს–ს ინფორმაციით, შემთხვევა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.

4 აგვისტოს თბილისში, შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს მარიო ჭ., რომელმაც დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს, 1963 წელს დაბადებულ მერაბ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

ეს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის მცირე ჩამონათვალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კი, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში ოჯახური ძალადობის 309 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 216 გახსნილია. შარშან ამავე პერიოდში კი, 294 შემთხვევა ფიქსირდებოდა, აქედან 242 გახსნეს.

რაც შეეხება მხოლოდ აგვისტოს თვის სტატისტიკას, 2014 წლის აგვისტოში ოჯახური ძალადობის 53 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 40 გაიხსნა. 2013 წლის ამავე პერიოდში კი, 33 შემთხვევიდან მხოლოდ 26-ია გახსნილი.




 ახალი ამბები
  • "თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლი არა­თუ პო­ლი­ტი­კურ, არა­მედ პი­როვ­ნულ ლო­გი­კა­საც სცდი­ლე­ბა. ერთი მხრივ, რა­ღა­ცას იპ­რან­ჭე­ბა, მე­ო­რე მხრივ ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან უნდა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. თით­ქოს, ეს არის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მას უნდა უბი­წო­ე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რად და­კარ­გვა და ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბა, როცა მას ამა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ელი­საშ­ვი­ლი „ბავ­შვი­ვით იქ­ცე­ვა და სა­მა­რეს ითხრის“. „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი ზოგ­ჯერ ლო­გი­კუ­რად ჟღერს და მი­სა­ღე­ბიც კია, მისი საქ­ცი­ე­ლი სცდი­ლე­ბა ყო­ველ­გვარ ღირ­სე­ბას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღირ­სე­ბა­და­კარ­გუ­ლი სუ­ბი­ექ­ტი­ვით იქ­ცე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ო­და, რა­ღაც ტი­პის თა­მა­შის წე­სე­ბის დაც­ვის იმი­ტა­ცი­ას მა­ინც ახ­დენ­და და მან ყვე­ლა წი­თე­ლი ხაზი გა­და­ლა­ხა, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი. ფაქ­ტია, რომ მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი და მისი რი­ტო­რი­კა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ „ქა­რულ­მა ოც­ნე­ბამ“, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს მის­მა ოპო­ნენ­ტმა, ძა­ლი­ან კარ­გად იგ­რძნოს თავი და მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტში იყოს. ამ ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მა ხომ არ არის ოპო­ზი­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა? არის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა და ის მე­ხუ­თე­ხა­რის­ხო­ვან პრობ­ლე­მა­ზე ისეთ ის­ტე­რი­კა­შია ჩა­ვარ­დნი­ლი, რი­თაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მა გა­და­ფა­რა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს, სულ სხვა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლა­პა­რაკს? ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის რე­აქ­ცი­აც გა­საკ­ვი­რია ჩემ­თვის. ისი­ნიც რჩე­ბი­ან ამ პო­ლე­მი­კა­ში. ალე­კო ელი­საშ­ვილს შეს­ვლა თუ უნდა - შე­ვი­დეს, ნუ ოც­ნე­ბობს მა­ინ­ცდა­მა­ინც კო­ლექ­ტი­ურ შეს­ვლა­ზე, თუ უნდა შეს­ვლა, შე­ვი­დეს და ატა­როს ეს ტვირ­თი. მას ხომ მი­აჩ­ნია, რომ მარ­თა­ლია? კი ბა­ტო­ნო, მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სხვა პარ­ტი­ებს სხვა ტაქ­ტი­კა და სტრა­ტე­გია აქვთ, შე­იძ­ლე­ბა მცდა­რი, მაგ­რამ გა­ა­ნე­ბოს თავი. სხვებ­მაც გა­ა­ნე­ბონ ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან სტუ­დი­ებ­ში ჯდო­მას თავი და პო­ლე­მი­კას. ამით ხომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მეს აკე­თე­ბენ? ოპო­ზი­ცია როცა ამას ვერ ხვდე­ბა, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო? - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გუ­შინ ალე­კო ელი­საშ­ვილს „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და და მას მა­ტყუ­ა­რა და ავან­ტი­უ­რის­ტი უწო­და. ხა­ზა­რა­ძემ ელი­საშ­ვილს მო­უ­წო­და, ოპო­ზი­ცი­ის გვერ­დით არ გა­ი­ა­როს და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­ნა­ირ ადა­მი­ანს ხელს არ ჩა­მო­არ­თმევს. წყარო: ... ...
  • გურული მეციტრუსეები: „ერთი ქარხნის აშენება რა გახდა ოზურგეთში?“გასული წლის შემოდგომაზე, ორიოდე თვის წინ, გურულ მეციტრუსეთა დიდი ნაწილს მანდარინი გაუყიდავი დარჩა. _პანდემიაა და ჩაიკეტაო, გვეუბნებიან. კი მარა, სეზონის დასაწყისში რომ იმდენი მყიდველი დადიოდა, მაშინ არ იყო პანდემია? რომ გაგვარკვიონ, რა ხდება, ვინმემ ჩვენკენ რომ გამოიხედოს, მილიონერებნით რომ არის პარლამენტი ავსებული, არ შეიძლება? ვინც მოასწრო მანდარინის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში, ცოტა ხეირი კი ნახა. ნახევარზე მეტს კი ეზარალა ან უფრო დაბალ ფასში გაყიდა. რა გახდა გურიაში ერთი ციტრუსოვანების ქარხნის აშენება? ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ, რომ ეს ყოველდღე ვუკიჟინოთ მთავრობას და მივიდეს მათ ყურამდე. სოფელი რომ ვერა და ვერ წამოდგა ფეხზე, დააბრალონ რამენაირად ისევ  გლეხს, _ ასეთ საყვედურებს გამოთქვამენ   „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, კონჭკათის, ნაღობილევის, შრომის, ნატანების მცხოვრებლები, რომლებსაც  გასულ შემოდგომაზე ციტრუსოვანები ეზარალათ. მეციტრუსეები იხსენებენ კომუნისტების მმართველობის იმ დროს, როცა მარტო ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა  იყო და ციტრუსოვანებს აბარებდნენ. _ყველა სოფელში მიმღები პუნქტი იყო. მარტო ციტრუსი კიარა, არცერთი ხილი არ რჩებოდა ჩაუბარებელი. მთავრობამ კეთილი ინებოს და იფიქროს ერთი არასტანდარტული პროდუქციის მიმღები ქარხნის აშენება მაინც. წარმადობასა და პოროდუქციის გასაღებაზეც თვითონ იფიქრონ. ეს შესაძლებელია და ძალიან  აუცილებელი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. თუმცა,   არაა ნება სწორედ მათ მხრიდან. ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ. საკრებულოს და მერიას ჩვენც უნდა მივმართოთ, რომ მთავრობამდე ხმა მივიდეს და მოტხოვნა კატეგორიული გახდეს, _   გვეუბნებიან ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელები, ვანო და ციალა ღლონტები, ავთო ჩხარტიშვილი, შაქრო ლომჯარია და სხვები. ისინი განმარტავენ ასევე,  რომ „ნატანებსა და მერიაში რომ „სატყუარა ქარხნებია“ გახსნილი და სულ დაკეტილია, ისეთ საწარმოებზე  არავინ მიგვითითონო“. „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც  დაინტერსებული გურული  მეციტრუსეეები  კარგად აანალიზებენ არსებულ ვითარებას და სურთ, მათი მოთხოვნა სშუქცევადი ... ...
  • “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს"_ აქცია ზუგდიდშიზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. მათი თქმით, ისინი 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ . ამასთან, აქციის მონაწილეები კარვებსაც შლიან. ადგილზე მობილიზებულია ... ...
  • ნინო წილოსანი: "გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ..." "სამ­წუ­ხა­როა, რომ ოპო­ზი­ცია სა­კუ­თარ როლს დესტრუქ­ცი­ა­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ურ თე­მებ­ზე სა­უ­ბარ­ში ხე­დავს _ ოპო­ზი­ცი­ის როლი სუ­ლაც არ არის ქუ­ჩა­ში დგო­მა და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან "ტრი­პა­ჩი", _ ამ შე­ფა­სე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი ალე­კო ელი­საშ­ვილ­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. წი­ლო­სა­ნის შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ოპო­ზი­ცი­ის სა­ხის და­კარ­გვის ახა­ლი ეტა­პი ვი­ხი­ლეთ. „არ­გუ­მენ­ტე­ბი, რი­თაც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ალე­კო ელი­საშ­ვილს პა­სუ­ხობ­და, ძა­ლი­ან სუს­ტი იყო, რად­გან ერ­თა­დერ­თი, რა­საც ითხოვ­და იყო ის, რომ არ გა­ე­სა­ჯა­რო­ვე­ბი­ნა და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის დროს მიმ­დი­ნა­რე სა­უბ­რე­ბი ომზე, რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე, დესტრუქ­ცი­ა­ზე და ასე შემ­დეგ, რაც ვფიქ­რობ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეს. ამომ­რჩე­ველ­მა უნდა იცო­დეს, რო­გორ ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს უჭერს მხარს და რა გეგ­მე­ბი აქვთ მათ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არა აქვთ შეგ­რძნე­ბა, რა არის მათი როლი და მი­სია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ამომ­რჩე­ველ­მა მათი რე­ა­ლუ­რი სახე და­ი­ნა­ხა. მი­ხა­რია, რომ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სი­მარ­თლეს და რე­ა­ლო­ბას, რის წი­ნა­შეც ოპო­ზი­ცია დგას, აშუ­ქებს და გა­მო­ხა­ტავს", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ნინო წი­ლო­სან­მა. აქვე წი­ლო­სან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ოპო­ზი­ცია არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ვერც ერთ ფაქტს ვერ ამ­ტკი­ცებს და არ გა­აჩ­ნი­ათ დესტრუქ­ცი­ულ ფორ­მატ­ში ყოფ­ნის ლი­გი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბი. წყარო: ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ომბუდსმენის უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებითსპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ. ასევე არ აქვს პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები.  ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა და რომლის შესაბამისად, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მხარდაჭერას და დადებით განწყობას გამოხატავენ კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან, როგორც წესი საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო. ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღეის ჩათვლით ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა. შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....