რა ხდება ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში - გარდაცვლილი ორი ახალშობილი, 2 წლის ბავშვი და მშობიარე ქალი

მთავარი თემა

რა ხდება ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში - გარდაცვლილი ორი ახალშობილი, 2 წლის ბავშვი და მშობიარე ქალი

2014 სექ 25 15:11:22

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, შპს "მედალფაში", ბოლო ორი დღის განმავლობაში,  ორი ახალშობილი გარდაიცვალა,  რამდენიმე დღის წინ 2 წლის ბავშვი, ერთი თვის წინ კი მშობიარე ქალი.

როგორც გარდაცვლილი ახალშობილების  მშობლები "გურია ნიუსთან" აცხადებენ, გაჩუმებას არ აპირებენ და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებას სთხოვენ.

ირაკლი გიორგაძე, გარდაცვლილი ახალშობილის  მამა: "მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, არანაირად".

ქალაქ ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა, 38 წლის ლეილა ჟღენტმა, სამშობიარო ტკივილით, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს, წუხელ, ღამის 12 საათზე მიმართა.

ლეილა ჟღენტის და, "გურია ნიუსთან"  ყვება:

"გუშინ წამოვიდა ჩემი და ექოსკოპიის გადასაღებად, რის შემდეგაც   დადასტურდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.  გვაქვს ამის დამადასტურებული საბუთი, ბავშვი 3,5 კილოგრამს   იწონიდა, ჯანმრთელი და საღი იყო.  ჩემს დას მუცელი წუხელ ატკივდა და აქ მოვიყვანეთ. პირად ექიმს სთხოვდა, რომ საკეისრო კვეთა გაეკეთებინა, მაგრამ მან უთხრა, რომ არ გინდა საკეისროო. პირადი ექიმი იყო მარინა გორდელაძე", _ აღნიშნავს მშობიარეს და.

"გუშინ კიდევ იყო შემთხვევა, გარდაიცვალა ახალშობილი, დედა ელოდება პალატაში, ახლა შემომიყვანენ პატარასო და  უმალავენ და ეუბნებიან, ბავშვი ქუთაისშია გადაყვანილიო, ჩემს დას კი პირდაპირ მიახალეს, მოკვდა შენი ბავშვიო. გაგვცენ პასუხი, შეგვხვდეს უფროსი, ვინაა პასუხისმგებელი?! არავინ პასუხს არ გვაძლევს, წუხანდელს მერე აქ ვდგავართ და არავინ არაფრად  გვაგდებს.

 სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ჩემს დას მუცელში ჩაუკლეს.  ვითხოვთ ამაზე, გაგვცენ პასუხი,  საკეისრო არ გაუკეთეს. მთელი ღამე პასუხს ველოდებოდით. შიგნით არ გვიშვებენ,  ჩემმა დამ დამირეკა, შვილი მომიკლესო.

ასეთი განუკითხაობა არსად არაა, ვინ მფარველობს ამ პიროვნებას? არ გავჩერდებით, გამოიძინოს ეს საქმე".

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მცხოვრები გივი მორჩილაძე, „გურია ნიუსთან" თავისი ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს.

"მე ბავშვი გუშინ მომიკვდა, ახალშობილი. ჩემს მეუღლეს ვერ ვეუბნები, რომ შვილი არ ჰყავს. ორივეს ერთნაირ დიაგნოზს გვეუბნებიან. შეიძლება, ორ ღამეში ორი ახალშობილი მოკვდეს და ისიც ერთი და იმავე ექიმის ხელში?"  

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორ, დავით მდინარაძე:

"ექიმი იყო მარინა გორდელაძე, შემოვიდა  მშობიარე ქალბატონი, 37 წლის,  ღამის 12 საათზე. უნდა ემშობიარა ბუნებრივად,  ყველაფერი მიმდინარეობდა ნორმალურად და დაახლოებით ამ დილის 6 -ის ნახევარზე, იმშობიარა მკვდარი ნაყოფით"

_ბატონო დავით, გარდაცვლილი ახალშობილების ოჯახის წევრები, ორივე შემთხვევას ექიმის დაუდევრობას აბრალებენ...

_ რაში გამოიხატება ექიმის დაუდევრობა, მე არ ვიცი.  მორიგე ექიმი იყო მაია ჩხაიძე, პირადი ექიმი იყო მარინა გორდელაძე, რომელიც აქვე იყო დილიდან, რას ეძახიან დაუდევრობას? სოფელ აკეთში მცხოვრებ მოქალაქესთან  დაკავშირებით კი გეტყვით, რომ   ბავშვი ცოცხალი დაიბადა, წონაში ჰქონდა პრობლემა,  იყო  პათოლოგია და ამიტომ მოხდა ეს შემთხვევა.

ასე ბევრ რამეს ამბობენ, მე არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. ჭორის დონეზე არაფერი არ მაინტერესებს.  გაგზავნილია პათოლოგ-ანატომიის დასკვნისთვის, დაიდება დასკვნა და და იქედან  გამოჩნდება, ვინ რას ამბობს! მე მესმის ოჯახებისთვის  ეს ტრაგედიაა, მაგრამ ასე ხელაღებით ვიღაცას რაიმე დააბრალო, არ შეიძლება.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ექიმ მარინა გორდელაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთების სურვილი არ  აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პოზიციას, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ოზურგეთს ესტუმრა დღეს,  ოზურგეთში სტუმრად იმყოფებოდა  უკრანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. ის ჯერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გადაინაცვლეს.  აქ  ელჩისსაპატივცემულოდ სახელდახელო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლი  „გურია“,  ფოლკლორული ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“  და სხვები. მათ  შეასრულეს როგორც ქართული, ისე უკრაინული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. _ მე უკრაინელი ვარ, უკრაინაში დავიბადე და არასდროს მიმღერია, მაგრამ აქ, გურიაში  რომ დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიმღერებდი თქვენთან ერთად, - თქვა მან  უკრანისელჩმა თავის მოკლე ემოციურ მისალმებაში, სადაც ქართველი  და უკრაინელი ხალხის  მეგობრობის და  მათი  ხელოვნების მიმართ  პატივისცემა გამოხატა.  „გურია ნიუსთან“  ამ შეხვედრის შესახებ კომეტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა,  ალეკო მამეშვილმა: _უკრაინის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს დამეგობრებული საქართველოს და უკრაინის მუნიციპლიტეტებს შორის,  დეტალურად აქვს  ინფორმაცია.  მას უნდოდა, რომ პირადად ენახადა და  გაეგონა კულტურული და ეკონომიკური შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ოზურგეთს გააჩნია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ოზურგეთში. საუბარი ძირითადად გვქონდა იმ რესურსებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს იგივე ტურიზმთან, ეკონომიკასთან დაკავშირებით  და  თავისთავად კულტურის საკითხებზეც.  მან  გვითხრა, რომ გენიჩესკში ელოდება ოზურგეთის დელეგაციას. ჩვენი წინადადებაც ასევე  იყო , რომ დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ამ რეგიონებს შორის. მე დარწმუნბული ვარ რომ ამ პროცესში მისი მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ტურიზმის მიმართულებითაც , ვისაუბრეთ რომ უკრაინულ ტურისტულ კომპანიებთანაც   მოეწყოს    შეხვედრა და გვითხრა,  რომ ეს სრულებით შესაძლებელია ან საელჩოში, ან საკონსულოში, რომელიც ახლა ბათუმში გაიხსნა.  გვინდა,  რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ ოზურგეთის  და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, - გვითხრა ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ნაცემია ლევან ხაბეიშვილისპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად დაზიანებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ... ...
  • დეკემბრის ჯილდოები გურიის გუბერნიაშიგურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საჯარო მოხელეებზე და გურიის გუბერნატორის მოადგილეებზე, დეკემბერში, ჯილდოს სახით 18 850 ლარი გაიცა. „2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით, პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის ჯილდო გაიცა ერთჯერ, 18850 ლარის ოდენობით. აქვე გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულს დანამატი/ჯილდო არ აუღია. რწმუნებულის მოადგილეებმა კი მიიღეს დანამატი 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,“ - ვკითხულობთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, ანა კიშინსკის თქმით, ეს ჯილდო მას შემდეგ გაიცა, რაც საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური შეფასებები ... ...
  • პირველი თოვლი ქალაქ ოზურგეთში (ფოტორეპორტაჟი)ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ოზურგეთში გადაღებულ ... ...
  • „ფული იშოვეთ შენ, ურუშაძემ“ -ასკურავას ბრალდებები ჩინოვნიკების მისამართითლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს  მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „კორუფციის ბუდე“, „იტყუები“,  „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები  საკრებულოს სხდომაზე. ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და  ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...

პესიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...