ზურაბ კიწმარიშვილი: იყო ფიზიკური კონტაქტი, ძალადობა და შემდეგ გასროლა

მთავარი თემა

ზურაბ კიწმარიშვილი: იყო ფიზიკური კონტაქტი, ძალადობა და შემდეგ გასროლა

2014 სექ 27 00:19:21

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. დღეს ჩატარებულმა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ ოჯახის ეჭვი, კიდევ უფრო გაამყარა. როგორც გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეროსი კიწმარიშვილის მიმართ იყო ფიზიკური კონტაქტი, ძალადობა და შემდეგ გასროლა.

ზურაბ კიწმარიშვილი: როდესაც ვადევნებდი თვალს ამ პროცესს, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო პირადი ანგარიშსწორებით ჩადენილი დანაშაული, ან შეკვეთილი მკვლელობა. ორივე შემთხვევაში თავიდანვე ვივარაუდე და დავუშვი, რომ მანქანაში მოხდა დანაშაული, რომელიც აუცილებლად მოხდებოდა გარეშე პირის მიერ. დღევანდელი ექსპერტიზა ამ ჩემს შინაგან რწმენას რამდენად აძლიერებს, ეს სხვა საკითხია. მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად მოხდა ტრაექტორიის და მდებარეობის განსაზღვრა. შერჩეულ იქნა გარდაცვლილის სიმაღლის პიროვნება, რომელსაც გაუკეთდა ნიშნები თავის არეში, დასვეს იმ ადგილზე, სადაც გარდაცვლილი იყო, იმავე პოზიციაში, რაც თავდაპირველად ვნახეთ, ამის შემდგომ მოიძებნა ის პოზიცია რომელიც სავარაუდოდ იყო გარდაცვალების მომენტში. ამ ყველაფერმა  საკმაოდ დიდი დრო წაიღო. ექსპერტიზის შედეგად გამოჩნდა, რომ გარდაცვლილი თავის სკამზე იყო მიკრული და თავი უკან ძალიან მიჭერილი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ჩემს ვერსიას კიდევ ერთი შემადგენელი დეტალი გაუჩნდა. ვფიქრობ, რომ მანქანაში იყო პიროვნება, რომელმაც გარდაცვლილი ამ მდგომარეობაში დაიჭირა. ამისთვის ან ღვედი გამოიყენა, ან ხელით მოხდა ეს ყველაფერი. ეს უკვე ვარაუდის თემაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ გარდაცვლილი თავისით ამ პოზიციას არავითარ შემთხვევაში არ აირჩევდა - არც თვითმკვლელობის და არც მანქანის დაძვრის შემთხვევაში. ვფიქრობ, აქ იყო ფიზიკური კონტაქტი, ძალადობა და შემდეგ გასროლა.

_ იზიარებს თუ არა გამოძიება თქვენს ვერსიას?

_ საერთოდ არ მქონია ამ საკითხზე საუბარი. მოვახდინეთ დაკვირვება, გამომძიებელმაც ექსპერტისგან მიიღო ეს ინფორმაცია, რაც ჩაინიშნა.

_  არის თუ არა თქვენთვის ცნობილი გამოძიების შედეგები, რა ეტაპზეა ის, დაკითხულები არიან თუ არა მოწმეები და ა.შ.?

_ ორშაბათს ვაპირებთ გამომძიებელთან შეხვედრას. ახალი საკანონმდებლო აქტით დაზარალებულ მხარეს უფლება გვეძლევა, რომ გავეცნოთ გამოძიების პროცესში მასალებს. დღეს დავსვი ეს საკითხი. ჯერ ამ საქმეში დაზარალებულად არავინ არ არის ცნობილი. ორშაბათს მოვითხოვთ დაზარალებულად ცნობას და კანონის ფარგლებში იმ მდგომარეობის გაცნობას, რა ეტაპზეც გამოძიებაა. აქამდეც თანამშრომლობის რეჟიმშიც ვიყავით, თუმცა, კანონი კრძალავდა ჩემთვის მასალების გაცნობას, ახლა ეს საკითხი სხვაგვარადაა და ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ გვექნება გამოძიების მასალებს გავეცნოთ. ეს შეეხება ექსპერტიზის პასუხებს, დაკითხვების ოქმებს, ვიდეომასალებს და ა.შ. ამის შემდეგ შეგვეძლება იმაზე საუბარი, შესაძლებელია თუ არა გამოძიების მუხლის შეცვლა. ვფიქრობ, ორშაბათის შეხვედრის შემდეგ წინ წავიწევთ.

_ რაც შეეხება DNM-ის პასუხს, თუ არის თქვენთვის ცნობილი?

_  ექსპერტიზა რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, თუმცა, პასუხები ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის. არც ამ და არც სხვა ექსპერტიზების შესახებ არაფერი ვიცით რა შედეგი დადგა. ფაქტიურად, ყველა ექსპერტიზა, რომელიც გეგმიურად იყო ჩანიშნული ჩატარებულია. სწორედ ამიტომ გვინდა, პროცესში ჩავერთოთ. ახლა ვსაუბრობთ ვერსიებზე, თუმცა არის ფაქტობრივი გარემოებებიც, რომლის შესახებაც ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ცალკეული შედეგი შესაძლოა არ იყოს საქმის გასაღები, მაგრამ თითოეული მათგანი ძალიან საინტერესოა. ამას აუცილებლად მოვითხოვთ.

_ ასევე, უნდა ჩატარებულიყო ეროსი კიწმარიშვილის თანაგუნდელების ტანსაცმლის ექსპერტიზაც, რომლებმაც პირველად აღმოაჩინეს გარდაცვლილი. ჩატარდა თუ არა ეს ექსპერტიზა?

_ დიახ, ჩატარდა ეს ექსპერტიზა, მათი ტანსაცმელი გარდაცვლილის ტანსაცმელთან ერთად სამხარაულის საექსპერტო ბიუროში იყო, ვნახე და ვიცი, რომ ის ექსპერტიზა, რომელიც საჭირო იყო, ჩატარდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იყო ბოჭკოების, დენთის კვალის მომენტი და ა.შ. როგორც მოითხოვს ამ შემთხვევაში პროცედურები, ყველაფერი ჩატარებულია და პასუხებიც უკვე არის.

_ საუბარი იყო საზღვარგარეთ სინჯების გადაგზავნაზე, აპირებთ თუ არა უცხოელი ექსპერტების ჩართვას გამოძიების პროცესში?

_ ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფა იქნება გამოძიების და პროკურატურის. დავუშვა, რომ მათ ჯეროვნად ვერ შეასრულეს თავისი სამუშაო. დღევანდელ სიტუაციაში, ძალიან მარტივია ამ ექსპერტიზების ჩატარება. მეორე, ნდობის საკითხია. რომელიც არასდროს დამიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ახლა, არ ვფიქრობ, რომ მივიდე, მოვითხოვო სისხლის, ან სხვა ორგანული ნივთიერებების სინჯები, გავაგზავნო საზღვარგარეთ და შევამოწმო რამდენად სწორად აქვთ ეს ჩვენს ექსპერტებს შემოწმებული. ჩვენი აღჭურვილობით, მეთოდებით და პროფესიონალიზმით პასუხების დადება ძალიან მარტივია.

_ ხომ არ გაჭიანურდა გამოძიება?

_ პირველ რიგში, ეს ჩემთვის არის ძალიან მძიმე, როდესაც ვაკუუმში ვარ, არაფერი ხდება, ძალიან მოქმედებს. ვეხმიანები გამოძიებას და ყოველთვის ვიღებ არგუმენტირებულ პასუხს, რაზე მუშაობს ჯგუფი. ჩემგან ძალიან არაადეკვატური საქციელი იქნებოდა, რომ მომეთხოვა, შედეგები ერთ კვირაში დაედოთ. არსებობს გარემოებები, რომელიც ვერაფრით დამთავრდება იმ დროში, რომელიც მე ახლა, ამ წუთას მინდა. ამას ვითვალისწინებ და ვფიქრობ, რომ არ არის ის კატასტროფა, რომ ერთი თვე დაჭირდეს ამ საქმეზე კვალიფიციური დასკვნის დადებას. ჩემთვის მტავარი ეს არის. ვერ დავუშვებ იმას, რომ ეს პროცესი სამი, ხუთი ან 7 წელი გაგრძელდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალ წლამდე მაინც მოხდეს საბოლოო შედეგის შეჯერება. შესაძლოა, ერთ კვირაში კიდევ ახალი მიმართულება გაჩნდეს, ან ერთ თვეში დადგეს ეს საკითხი, მაგრამ, ვფიქრობ, საბოლოოდ ყველაფერი ამოწურვადია და საბოლოო დასკვნა უკვე წელს უნდა დაიდოს გამოძიებისგან. მეორე საკითხია, რამდენად იქნება ეს შედეგი ჩვენი მხრიდან გაზიარებული. რამდენად იქნება ყველაფერი ნათელი და არგუმენტირებული. ამიტომ ველოდები პროცესის წარმატებით დამთავრებას. ის, რომ პროცესი უკვე 2 თვეა მიდის, ამას როგორმე გადავიტანთ.




 ახალი ამბები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდათბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 1 კილომეტრში მდებარე სოფელ ჟაშქვაში იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ... ...
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...