რეპორტაჟი სურებიდან

მთავარი თემა

რეპორტაჟი სურებიდან

2014 სექ 29 14:18:39

დიდივანი, შუა სურები, ზემო სურები, ტობახჩა-თავსურები, შველაურ-ციციბაური, ჩაკიტაური, წითელგორა, ჭალა-ქადაგაური _ ეს სურების ხეობის სოფლებია.

ჩოხატაურის ცენტრიდან 25 კილომეტრით დაშორებულ სოფლებამდე მისვლას ერთ საათზე მეტი აგვიანდება. ავარიულ გზაზე სიარული საშიშია, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში და ღამით _ ამ დროს მთიდან მეწყერის ჩამოწოლის ალბათობა საკმაოდ დიდია, გზა კი ისეთია, რომ ჩქარა გავლას ვერ შეძლებთ, ვერც საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილს აუქცევთ გვერდს...

ამ გზას მსხვერპლიც ახსოვს _ ღამით, სურებიდან მომავალი სატვირთო მანქანა ხრამში ბევრჯერ გადაჩეხილა...

ყველა, ვისაც კი ერთხელ მაინც უნახავს ეს გზა, ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თუმცა, სიტყვას საქმე არასდროს მოსდეს _ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ხეობაში არაფერი გაკეთებულა...

ხეობის მცხოვრებლებს სხვა პრობლემებიც ბევრი აქვთ, თუმცა ისინი, საერთო პრობლემამ _ უგზოობამ 25 სექტემბერს გააერთიანა.

ზემოსურების ცენტრში ამ დღეს ასობით ადამიანი შეიკრიბა _ მათ შორის, ხეობიდან წასული ადამიანებიც იყვნენ, რომლებისთვისაც სურები და სურებლობა საამაყოა:

_ ჩვენ გვინდა აქ დაბრუნება, გვინდა აქ ცხოვრება, მაგრამ ამ პირობებში ეს შეუძლებელია. აქ საცხოვრებელი პირობები არ არის. უგზოობა და უშუქობაა სწორედ ის მიზეზი, რის გამოც სოფლიდან ძალიან დიდია მიგრაცია, _ აღნიშნეს თბილისში მცხოვრებმა სურებლებმა, რომელთა ნაწილი მზადაა, გზის გაკეთების შემთხვევაში, სოფელში დაბრუნდეს.

მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, გამგებელი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს წევრები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

_ სამწუხაროდ, სურები არჩევნების წინ ახსენდებათ. სწორედ არჩევნების დროს ისმენენ აქაურები უამრავ დაპირებას, რაც მერე ყველას ავიწყდება. მე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელი დღე გამონაკლისია და საარჩევნო დაპირების შესასრულებლად _ ჩვენი საერთო პრობლემის გადაწყვეტის გზების მოსაძებნად დღეს ხელისუფლების პირველი პირები აქ არიან.

სურების პრობლემის შესახებ მე, როგორც ამ სოფლის დეპუტატს, საკრებულოს სხდომაზე ბევრჯერ მისაუბრია. ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა დღევანდელი შეხვედრა სულ სხვაა და მე ძალიან მიხარია, რომ პირველად ამ სოფელში, მთელი ხეობის ხალხს უსმენს ადგილობრივი ხელისუფლება, _ აღნიშნა სოფლის დეპუტატმა ოთარ სოროზანიშვილმა.

მისივე თქმით, გარდა უგზოობისა, პრობლემაა ხე-ტყით სარგებლობა: _ სოფელში, რომელიც მაღალმთიანია, ვერ ახერხებენ შეშის, სამასალე მორის მოჭრას. ადამიანი სახლს ვერ ააშენებს და აშენებულს ვერ შეაკეთებს _ ამის ნებას არ აძლევენ, საზვინეს ვერ ჭრის სურებელი კაცი. ამაში გვინდა ხელისუფლების დახმარება და გვერდით დგომა, _ დასძინა სოროზანიშვილმა.

მოსახლეობის თქმით, სწორედ უგზოობის ბრალია, რომ სურებში ცხოვრება არავის უნდა:

_ 29 მოსწავლე სწავლობს სურების სკოლაში. წლეულს პირველკლასელიც კი არ გვყავს. აქ გაჩერება არავის უნდა. შვილი და შვილიშვილი რომ არ გაგიჩერდება აქ, რა უნდა ვაკეთოთ? _ აღნიშნეს სურებლებმა.

მათ ყურადღება ელექროენერგიის არქონაზეც გაამახვილეს:

_ შუქი რომ მოდის, ახალი წელი გვგონია, ისე გვიხარია. დიდი ხანია, სოფელს საკუთარი ჰესი აქვს, თუმცა, მწყობრიდან არის გამოსული და წელიწადში სულ ერთი თვის განმავლობაში გვაქვს შუქი. არ მგონია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი სოფელი იპოვოთ. რა გახდა ელექტრო ხაზების გამოყვანა ჩვენს სოფელში?! _ თქვეს სურებლებმა.

სურებლების ამ პრეტენზიას არ დაეთანხმა "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის მმართველი ვანო ჭარბაძე. მისი თქმით, სოფელში ჯერ კიდევ 2008 წელს გაკეთდა ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზების არარსებობაში დიდი წვლილი სოფლის მცხოვრებლებს მიუძღვით: _ სოფელმა ერთობლივი განცხადება უნდა შემოიტანოს და აბონენტად დარეგისტრირება მოითხოვოს. დღემდე ასეთი განცხადება "ენერგო პრო ჯორჯიას" არ მიუღია. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაქვს სოფლის გამრიცხველიანების, მთავარია, სოფელში იყოს ამის მზაობა, _ აღნიშნა ჭარბაძემ.

როგორც გავარკვიეთ, სურებლების ნაწილს "ენერგო პრო ჯორჯიას" მომსახურებით სარგებლობა იმ მიზეზით არ სურს, რომ დენის ტარიფი საკმაოდ მაღალია, ხოლო სოფლის ჰესის მომსახურებაში ისინი თვეში 6 ლარს იხდიან.

ხეობის ყრილობაზე, სურებლები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ კომპანიას წერილით მიმართავენ და მომავალი წლიდან მათ 24-საათიანი ელექტრომომარაგება ექნებათ.

სურებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას საექიმო ამბულატორიის მოწყობაც სთხოვეს: _ ალბათ, ნახეთ, როგორი ამბულატორია გვაქვს. შენობა, სადაც საექიმო პუნქტია განთავსებული, ავარიულია. არც საჭირო ინვენტარია. იქნებ, დაგვეხმაროთ და სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ოთახი მოგვიწყოთ, _ თქვეს შეხვედრაზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ ვრცლად ისაუბრა გახორციელებულ და გასახორციელებელ პროგრამებზე, რომელიც სურების ხეობას ეხება. კუჭავას თქმით, ამბულატორიის მოწყობა შესაძლებელია სოფლის პროგრამის ფარგლებში მოხდეს, ოღონდ ეს სოფელთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს:

_ გვესმის, რომ სოფელში შეშის ჭრასთან დაკავშირებით პრობლემაა, რადგან ტყეკაფები საკამოდ შორ მანძილზეა გამოყოფილი. ჩვენ შევეცდებით, უმოკლეს ხანში გამოვყოთ საწვავი, ტყეკაფებთან მისასვლელი გზები ჩამოვწმინდოთ და მოვაწესრიგოთ, _ აღნიშნა კუჭავამ.

რაც შეეხება გზას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და ამას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ შეძლებს:

_ ჩვენ ვიშუამდგომლებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მოხდეს თანხების მოძიება და თავდაპირველად გაკეთდეს გზის პროექტი. არ გვინდა, ვინმეს ტყუილი დაპირებები მივცეთ. ჯერ ყველაფერი სამუშაო პროცესშია, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, საკრებულო, გამგეობა ძალებს არ დაზოგავს, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ, _ აღნიშნა მამალაძემ.

საერთო სახალხო ყრილობა სურებში იმ იმედით დასრულდა, რომ დაპირებები გაზეთის თუ ტელევიზიების არქივს, იმ დღეს შედგენილ ოქმს არ შერჩება.

იმედი _ იმედად, ახლა კი სურებში ასეთი რეალობაა _ უგზოობა, უშუქობა, უმუშევრობა და წინ დიდი და რთული ზამთარი, რომელიც ზღვის დონიდან 640 მეტრზე მდებარე სოფელში 5 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.




 ახალი ამბები
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...
  • ლიხს იქეთ- აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის სამოსშიწლევანდელი თებერვლის დადგომა, სულაც  არ გამოდგა ხეში წყალის ჩადგომის წინაპირობა და ბოლო წლების მანძილზე უთოვლოდ გასტუმრებულ არაერთ  ზამთარს, კვალში არ ჩაუდგა. ნანატრი ფიფქებიც უხვად გამოჩნდა და საქართველოს მთასა და ბარში თითქმის ერთნაირად მოთოვა. ჩვენ არაერთ ფოტორეპორტაჟს,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დათოვლილი კურორტებიდან გთავაზობთ. ამჯერად, ლიხს იქეთ-აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის  უჩვეულო სამოსში, ჩვენმა მეგობრებმა  მერი ჭანუყვაძემ, მაია გასიშვილმა და ლალი თავართქილაძემ გადაიღეს და გამოგვიგზავნეს _ნანატრი თოვლიანი ზამთარი ხომ ყველას განსაკუთრებულად ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...