რა თანხა "წაართვა" ჭკუასელმა ღარიბაშვილს

gurianews.com

მთავარი თემა

რა თანხა "წაართვა" ჭკუასელმა ღარიბაშვილს

2014 ოქტ 2 12:57:18

გასულ დღეებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და მოსახლეობა დააზარალა, თუმცა, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი ჩოხატაურში არ გამოჩენილა. "სანთლით საძებნი" დეპუტატის ფოტო სოციალურ ქსელში 30 სექტემბერს გავრცელდა _ როგორც ირკვევა, ჭკუასელი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ოზურგეთში დახვდა. ამ ფაქტს შეფასებებიც მოჰყვა. "აშკარად მხარი ექცა"; "მისამართი შეეშალა," _ წერდნენ ფეისბუქში.

"გურია ნიუსი" თემურ ჭკუასელს ტელეფონით დაუკავშირდა.

 _ ბატონო თემურ, ალბათ, იცით, რომ სტიქიამ ჩოხატაურს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, თქვენ კი აქ არ ჩამოსულხართ. სამაგიეროდ, ოზურგეთში თქვენი ყოფნის ფოტო გავრცელდა... ბევრს აინტერესებს, "მხარი ხომ არ გექცათ"?

 _ მხარი არ მქცევია. ჩოხატაურში ჩამოვედი და რომ გავიგე, პრემიერი ჩამოდიოდა გურიაში, შემოქმედში წავედი, რადგან ჩოხატაურისთვის ის თანხა წამერთმია, რაც მჭირდებოდა და გავაკეთე კიდეც.

_ წაართვით?

_ კი.

_ რამდენი წაართვით?

_ რაც მითხრა გამგებელმა _ ნახევარი მილიონი წავართვი.

_ ბატონო თემურ, რატომ არ ჩამოდიხართ? დაგიშავეს რაიმე ჩოხატაურელებმა?

_ ჩამოვედი, ჩამოვალ და აწი კიდევ ჩამოვალ, მაგრამ ხომ იცით, რატომ არ ჩამოვდიოდი?!

_ ვიცით, თქვენი ოჯახური პრობლემის შესახებ, თუმცა, მას შემდეგ რამდენიმე ღონისძიებაზე გნახეთ. მათ შორის ბახმაროში, დოღზე. დიდი ხანია დეპუტატი ხართ, თუმცა მოსახლეობას არ ხვდებით, რაც მათ ბუნებრივ პრეტენზიებს იწვევს...

_ არა უშავს, იყოს პრეტენზიები.

_ ამომრჩეველს რომ თქვენს მიმართ პრეტენზიები აქვს, ეს პრობლემად არ მიგაჩნია?

_ არა, _ დააკონკრეტა ჭკუასელმა და დასძინა, რომ ამ დღეებში, მას შემდეგ, რაც ქუთაისში სასესიო სხდომები დასრულდება, ჩოხატაურს აუცილებლად ესტუმრება.

ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მაჟორიტარ დეპუტატს და მას იმ პრობლემების და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ ვესაუბრებით, რომლებიც მრავლად დაგროვდა ჩოხატაურში.


ნახვა: 28


 ახალი ამბები
  • ე.წ. მუხიანის აგარაკებზე 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება აქვს მიყენებული. მას შემდეგ რაც მამაკაცთან დაკავშირება შვილმა ვერ შეძლო მეზობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არ არის გამორიცხული ის რამდენიმე დღის დაღუპული იყოს. სიკვდილის მიზეზს ექსპერტები იკვლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე იკრძალება  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ... ...
  • საზარელი ავარია თბილისში დაახლოებით, ერთი საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. კინო საქართველოსთან, 25-წლამდე ბიჭს, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა, "volksvagenis" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. "საშინელების შემსწრე გავხდი, შოკში ვარ, ერთიანად დაკეცილი იყო, ხელ-ფეხი მომტვრეული ჰქონდა", _ თქვა მან. მისივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე ... ...
  • შსს-მ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ.ზ., ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტზე ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, გ.ზ.-მ მაღაზიის შესასვლელი კარის მინა დააზიანა და მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.ზ. სოფლიდან რამდენიმე დღით გაუჩინარდა. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მხილებული პირი გამოკითხეს, რომელმაც სოფელ შემოქმედში, ხელყუმბარის გამოყენებით მაღაზიის დაზიანების ფაქტი აღიარა და ჩადენილის მოტივად ანგარიშსწორება დაასახელა. გ.ზ.-მ გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, აღნიშნული მაღაზიის მეპატრონის კუთვნილი სხვა ობიექტიდან დედამისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან მომხდარი ასეთი ფორმით გააპროტესტა. გამოძიება აფეთქებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარიაამ წუთებში, თბილისში,  ე.წ. "მიხაილოვის" საავადმყოფოში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი სახურავიდან გაჩნდა.  თბილისის სახანძრო სამსახურის უფროსის, ანდრო გუჯაბიძის თქმით, ხანძარი საავადმყოფოს უმოქმედო ნაწილში გაჩნდა. ადგილზე მუშაობს 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მისივე თქმით, დაშავებული არავინაა და ხანძარი რამდენიმე წუთში იქნება ... ...

არქივი

ზაფრანი

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...

ლედი გაგა დეპრესიაში ჩავარდა

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...