ქალაქ ოზურგეთის მერიისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა სავალდებულოა!

მთავარი თემა

ქალაქ ოზურგეთის მერიისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა სავალდებულოა!

2014 ოქტ 9 17:14:42

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ქალაქ ოზურგეთის მერიას ჯერ კიდევ 17 სექტემბერს, ასევე, 26 სექტემბერს მივმართეთ.

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-3 თავის თანახმად, ვითხოვდით შემდეგი სახის ინფორმაციას:

_ რამდენი ა(ა)იპ-ია ქალაქ ოზურგეთში ვინ არიან ხელმძღვანელები, მოადგილეები, თანამშრომლები. ქალაქ ოზურგეთში არსებული ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლების სახელობითი სია საშტატო განრიგისა და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მიხედვით;

_ ქალაქ ოზურგეთის მერის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) ქსეროასლები პირველი სექტემბრიდან დღემდე;

_ რა თანხას შეადგენს ქალაქის მერიაში თანამდებობის პირებზე, თანამშრომლებზე ყოველთვიურად გამოყოფილი საწვავის ლიმიტის ოდენობა. ასევე, ყოველთვიური სატელეფონო ხარჯები;

_ რა თანხას შეადგენს მერიაში დასაქმებული პირების, მათ შორის, თანამდებობის პირების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.

სამწუხაროდ, აღნიშნულ საჯარო ინფორმაციებზე პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ.

ქალაქის მერიაში ჩვენს მიერ საჯარო ინფორმაციების გამოთხოვას ადასტურებს საქმის წარმოების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია ინარიძეც:

"გურია ნიუსმა" ნამდვილად მიმართა ქალაქის მერიას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, თუმცა, თქვენს ინფორმაციაზე პასუხები ჩვენთან ნამდვილად არ ჩამოსულა", _ გვითხრა ინარიძემ.

ქალაქ ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსი იზა დარჩია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს: "ვერ გეტყვით, რატომ ვერ მოგაწოდეთ პასუხი. აღნიშნული ინფორმაციების შემოტანას ვადასტურებ. მე ვარ პასუხისმგებელი პირი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, თუმცა, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ".

"გურია ნიუსთან" არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები კომენტარს აკეთებენ.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი: "მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებული ინფორმაცია, შესაძლოა, პერსონალური ინფორმაციის კატეგორიაში იქნეს განხილული, რადგანაც მათი თანამშრომლები არ არიან საჯარო მოხელეები. თუმცა, ამის შესახებ პასუხი თუ გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გადმოგცემოდათ. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს _ მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების გადმოცემას, თანამდებობრივ სარგოებს, საწვავის, საკომუნიკაციო თუ სხვა ხარჯების ამსახველი დოკუმენტების გადმოცემას, ეს ინფორმაციები უდავოდ საჯაროა და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე უნდა გადმოგეცეთ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დაყოვნებას, ისიც, მაქსიმუმ, 10 დღით, დასაშვებად მიიჩნევს კონკრეტულ შემთხვევებში, როცა დასამუშავებელია ინფორმაცია, მოცულობითია, სხვა დაწესებულებაშია ან ტერიტორიულად დაცილებულია. ამასთან, დამატებითი ვადის საჭიროების შესახებ განმცხადებელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი დაცული არ არის, რაც მიანიშნებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპებისა თუ რეგულაციების დაუცველობაზე", _ აღნიშნავს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

ირაკლი პაპავა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი: "აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს საკმაოდ ნათლად და არაორაზროვნად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საჯარო ინფორმაცია, როგორც წესი, დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს. კანონი მხოლოდ სამ გამონაკლის შემთხვევას ცნობს, რომელიც საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი ინფორმაციის გასაცემად შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს ათ დღემდე ვადისა (და არა, აუცილებლად 10-დღიანი ვადა, როგორც ამას, სამწუხაროდ, საჯარო დაწესებულების პასუხისმგებელი ჩინოვნიკები ხშირ შემთხვევაში და, რაც მთავარია, უკანონოდ მიმართავენ). კერძოდ, საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 10 დღემდე ვადაში უნდა გაიცეს, თუ მის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: 1) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; 2) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; 3) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. ამ სამი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაცემული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჯარო დაწესებულება, თუ მას მიაჩნია, რომ საჯარო ინფორმაციის გასაცემად ესაჭიროება 10-დღიანი ვადა, ვალდებულია, ამის შესახებ მოთხოვნისთანავე აცნობოს განმცხადებელს (იხ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხ. 40). თუმცა, დღეს თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებაში შეინიშნება, რომ ის, უმრავლეს შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევითა და ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ცდილობს, 10-დღიანი ვადა გამოიყენოს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისას და ხშირად ამ ვადაში "ჩატევაც" უჭირს ან სულაც ძალათი იჭირვებს" ანუ, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, ხელოვნურად წელავს და აჭიანურებს საჯარო ინფორმაციის გაცემას. ეს ელემენტარულად იმის ბრალია, რომ სახელმწიფო არანაირად არ ცდილობს, შეებრძოლოს ამ მანკიერ ტენდენციას, პირიქით, ხშირ შემთხვევაში (საკუთარი უმოქმედობით) თვითონ გამოდის წამქეზებლის როლში და საჯარო დაწესებულებებში ამ კუთხით დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომის შედეგად, პასუხისმგებელ ჩინოვნიკსაც რაღა დარჩენია გარდა იმისა, რომ "დაბალ ღობესავით" დაარღვიოს კანონით დადგენილი სავალდებულო წესი (ვადები) და ფეხქვეშ გათელოს ინფორმაციის მომთხოვნი პირის კანონიერი ინტერესები. ეს სავსებით ლოგიკურია იმ ტენდენციის ფონზე, როდესაც ანალოგიურ შემთხვევებში, მას პასუხის მომთხოვნი და "დამტუქსავი", "ყურის ამხლეჩი" თუ არა, "მსუბუქად ამწევი" მაინც, არავინ ჰყავს და იცის, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში გაუცემლობის გამო, არ დაისჯება. პრაქტიკულად, ეს იმის აღიარება და დადასტურებაა, რომ სახელმწიფოს (შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებსაც) მსგავს შემთხვევებში, საჯარო ინტერესი უფრო პრიორიტეტულად და მაღლა მდგომად მიაჩნია, ვიდრე ინფორმაციის მომთხოვნი კონკრეტული პირის კერძო ინტერესი. არადა, ამ დროს ოფიციოზი სრულიად საწინააღმდეგოს ქადაგებს და, მართალია, თეორიულ დონეზე, მაგრამ საზეიმოდ აცხადებს მსგავს სიტუაციებში კანონიერი კერძო ინტერესების პრიორიტეტს საჯარო ინტერესებთან შედარებით", _ აღნიშნავს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი ირაკლი პაპავა.

"გურია ნიუსი" კომენტარისთვის დაუკავშირდა ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის მრჩეველს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში სოფო ჭანტურიას.

მერის მრჩეველმა გვითხრა, რომ ოზურგეთში არ იმყოფებოდა და კომენტარს ვერ გაგვიკეთებდა:

_ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვარ, ხვალ დამიკავშირდით, _ გვითხრა ჭანტურიამ, თუმცა, მეორე დღეს მასთან დაკავშირება არ მოხერხდა.

ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ გვითხრა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, "გურია ნიუსის" ხელმძღვანელობას შეხვდება:

"შევხვდები "გურია ნიუსის" ხელმძღვანელებს და კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ", _ გვითხრა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

"გურია ნიუსი" მერიის მხრიდან საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, სასამართლოს მიმართავს.




 ახალი ამბები
  • უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ოზურგეთს ესტუმრა დღეს,  ოზურგეთში სტუმრად იმყოფებოდა  უკრანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. ის ჯერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გადაინაცვლეს.  აქ  ელჩისსაპატივცემულოდ სახელდახელო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლი  „გურია“,  ფოლკლორული ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“  და სხვები. მათ  შეასრულეს როგორც ქართული, ისე უკრაინული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. _ მე უკრაინელი ვარ, უკრაინაში დავიბადე და არასდროს მიმღერია, მაგრამ აქ, გურიაში  რომ დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიმღერებდი თქვენთან ერთად, - თქვა მან  უკრანისელჩმა თავის მოკლე ემოციურ მისალმებაში, სადაც ქართველი  და უკრაინელი ხალხის  მეგობრობის და  მათი  ხელოვნების მიმართ  პატივისცემა გამოხატა.  „გურია ნიუსთან“  ამ შეხვედრის შესახებ კომეტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა,  ალეკო მამეშვილმა: _უკრაინის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს დამეგობრებული საქართველოს და უკრაინის მუნიციპლიტეტებს შორის,  დეტალურად აქვს  ინფორმაცია.  მას უნდოდა, რომ პირადად ენახადა და  გაეგონა კულტურული და ეკონომიკური შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ოზურგეთს გააჩნია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ოზურგეთში. საუბარი ძირითადად გვქონდა იმ რესურსებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს იგივე ტურიზმთან, ეკონომიკასთან დაკავშირებით  და  თავისთავად კულტურის საკითხებზეც.  მან  გვითხრა, რომ გენიჩესკში ელოდება ოზურგეთის დელეგაციას. ჩვენი წინადადებაც ასევე  იყო , რომ დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ამ რეგიონებს შორის. მე დარწმუნბული ვარ რომ ამ პროცესში მისი მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ტურიზმის მიმართულებითაც , ვისაუბრეთ რომ უკრაინულ ტურისტულ კომპანიებთანაც   მოეწყოს    შეხვედრა და გვითხრა,  რომ ეს სრულებით შესაძლებელია ან საელჩოში, ან საკონსულოში, რომელიც ახლა ბათუმში გაიხსნა.  გვინდა,  რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ ოზურგეთის  და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, - გვითხრა ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ნაცემია ლევან ხაბეიშვილისპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად დაზიანებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ... ...
  • დეკემბრის ჯილდოები გურიის გუბერნიაშიგურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საჯარო მოხელეებზე და გურიის გუბერნატორის მოადგილეებზე, დეკემბერში, ჯილდოს სახით 18 850 ლარი გაიცა. „2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით, პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის ჯილდო გაიცა ერთჯერ, 18850 ლარის ოდენობით. აქვე გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულს დანამატი/ჯილდო არ აუღია. რწმუნებულის მოადგილეებმა კი მიიღეს დანამატი 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,“ - ვკითხულობთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, ანა კიშინსკის თქმით, ეს ჯილდო მას შემდეგ გაიცა, რაც საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური შეფასებები ... ...
  • პირველი თოვლი ქალაქ ოზურგეთში (ფოტორეპორტაჟი)ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ოზურგეთში გადაღებულ ... ...
  • „ფული იშოვეთ შენ, ურუშაძემ“ -ასკურავას ბრალდებები ჩინოვნიკების მისამართითლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს  მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „კორუფციის ბუდე“, „იტყუები“,  „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები  საკრებულოს სხდომაზე. ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და  ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...

პესიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...