"ნაციონალების" ზონის პროფესიონალი კოორდინატორი "ოცნებამ" დაასაქმა

მთავარი თემა

"ნაციონალების" ზონის პროფესიონალი კოორდინატორი "ოცნებამ" დაასაქმა

13 ოქტ. 2014, 15:44:32

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი შპს _ "ჩოხატაურის ავტოსერვის ცენტრი"  დააფუძნა, რომლის უფლება-მოვალეობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკის მოვლა-შენახვაა. გარდა ამისა, ახალი შპს ტენდერებში მიიღებს მონაწილეობას და როგორც ჩოხატაურის გამგებელი ირაკლი კუჭავა განმარტავს, მოგებაზე იქნება ორიენტირებული.

ახალ შპს გასულ კვირას დაფუძნდა. ხელმძღვანელი უკვე დანიშნულია _  წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ერეკლე მრელაშვილი. ადამიანი, რომელ ბევრი მისი კოლეგის მსგავსად, "ოცნების" ნავში გადაჯდომას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასწრაფოდ შეეცადა და ფრაქცია "ჩოხატაურის" წევრი გახდა.

მრელაშვილს 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, "ნაციონალებისთვის" თავი არ დაუზოგავს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობაში კარდაკარ, თითქმის ყოველღამე დადიოდა და "ხუთიანის" შემოხაზვას მოითხოვდა, "ნაციონალების" ოფისში ანგარიშებსაც აბარებდა; ე. წ. "დასაქმების საქმეში" აქტიურად იყო ჩართული და არჩევნების შემდეგ დაკითხვებზეც იარა.

 თუმცა, ეს უკვე წარსულია _ მერე რა, რომ ეს ყველაფერი სულ რაღაც ორი წლის წინ ხდებოდა. ჩოხატაურელი "პოლიტიკოსების" უმრავლესობისთვის ხელისუფლების შეცვლის პირდაპირპროპორციულად შეხედულებების ცვლა  ჩვეულებრივი ამბავია. მრელაშვილმა "ნაციონალები" მიატოვა და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბედი "სახალხო პარტიის" რიგებიდან უშედეგოდ სცადა, თანაც, როგორც 2012 წლის 31 ოქტომბერს "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობდა, "ოცნება" არ დაუწყია".

2012 წლის 28 ოქტომბერს,  საკრებულოს სხდომაზე, სადაც დაზუსტდა, რომ წინასაარჩევნოდ შტატების დამატების გამო ბიუჯეტი ამოიწურა, შეკითხვაც არ გასჩენია. თუმცა, ჩვენ მიერ დასმული შეკითხვები იმდენად აღიზიანებდა, რომ რეგლამენტის დარღვევაშიც კი დაგვადანაშაულა. მაშინ მასთან საუბარი, სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

"_ ბატონო ერეკლე, თქვენ იყავით ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ჩვენ მიერ კითხვების დასმას ეწინააღმდეგებოდა...

_ არ ვეწინააღმდეგებოდი. უბრალოდ, საკრებულო ამას არ ითვალისწინებს და შეგახსენეთ, რომ რეგლამენტი არ უნდა დაგვერღვია.

_ კითხვების დასმის უფლება ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარემ მოგვცა, თქვენი რეაქცია კი ნამდვილად გასაკვირი იყო. მაინც რამ გაგაღიზიანათ _ იმის აღიარებამ, რომ წინასაარჩევნოდ დამატებულმა შტატებმა ბიუჯეტი დააცარიელა? ისე, ეს შეკითხვები, თქვენ _ საკრებულოს წევრს რომ დაგესვათ, უკეთესი იქნებოდა...

_ ძალიან კარგი შეკითხვები იყო.

_ თქვენ რატომ არ გიჩნდებათ მსგავსი შეკითხვების სურვილი, რატომ არ დაინტერესდით, რის ხარჯზე გაიზარდა შტატები?

_ მოთხოვნა იყო და დამატდა.

_ ახალ ფრაქციაზე ვისაუბროთ.

_ როგორც იქნა, საინტერესო თემაზე გადავედით...

_ უკაცრავად, მაგრამ, შტატები რომ გაბერილია და ბიუჯეტი რომ ცარიელია, უინტერესო თემაა?

_ რა თქმა უნდა არა. ეს ყველანაირად პრობლემაა.

_ თუკი ასე ფიქრობთ, საკრებულოს სხდომაზე რატომ არ დააფიქსირეთ თქვენი აზრი?

_ რა აზრი უნდა დამეფიქსირებინა?

საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის მიუხედავად, მრელაშვილისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, აზარალებს თუ არა მოსახლეობას შტატების ხელოვნურად გაბერვა. მისგან ვერც ის გავიგეთ, რატომ არ დაინტერესდა ამ თემით ხალხის რჩეული დეპუტატი. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ ბიუჯეტს, თურმე, დაუგეგმავი ხარჯი გამოუჩნდა.

_ ბატონო ერეკლე, ეს დაუგეგმავი ხარჯი იმან ხომ არ გამოიწვია, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდით? მიკროავტობუსებს, რომლითაც ხალხი პრეზიდენტთან შესახვედრად მიგყავდათ, ბიუჯეტის ფულით ქირაობდით, ბიუჯეტით ნაყიდ საწვავს ასხამდით...

_ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ფაქტობრივად არ ხდებოდა. პირადად მე ვიყავი ზონის კოორდინატორი. მაქსიმალურად ვცდილობდი, შეხვედრებს საჯარო მოხელე სამუშაო საათებში არ დასწრებოდა.

_ არჩევნების შემდეგ რატომ დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა"?

_ იმიტომ, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, ამ სიტუაციაში ჩოხატაურისთვის მართლაც მეტი სარგებელი იქნება არაპარტიულ საწყისზე დაფუძნებული ადამიანთა ერთობლიობა (ეღიმება), რომლებმაც შევქმენით ფრაქცია.

_ ბატონო ერეკლე, ისე გეღიმებათ, რომ, მგონი, თქვენც არ გჯერათ თქვენი სიტყვების.

_ არა, რატომ არ მჯერა? ამას საქმე გამოაჩენს.

_ თქვენი "არაპარტიულ საწყისებზე დაფუძნებული ადამიანთა ერთობლიობა" საზოგადოებას უჩენს ეჭვს: ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც არ უნდათ, რომ ნავი, რომელსაც ფსკერი აქვთ გაბზარული, მათი ნავი იყოს...

_ ეს არის არაპარტიული გაერთიანება. ეს მოხდა წმინდად... გამოჩნდება, ეს ფრაქცია რას გააკეთებს ჩოხატაურისთვის.

_ ისევ "ნაციონალი" ხართ?

_ მე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასდროს არ ვიყავი.

_ ზონის კოორდინატორი იყავით, არჩევნების მოსაგებად ყველაფერი გააკეთეთ და ახლა ამბობთ, რომ არ იყავით წევრი?

_ მე არ უარვყოფ. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომ ვთქვა, აი, "ნაციონალების" შტაბში ვიყავი და "ვოცნებობდი",-მეთქი. ნამდვილად არა. მაგრამ ვამბობ ერთ რამეს _ დადგა რეალობა, რაც დადგა. ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, როგორც ქვეყანაში, ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში, ხმა მისცა "ქართულ ოცნებას" და მე ყველა ვარიანტში მზად ვარ, ვიდგე ამ ხალხის გვერდში და გავითვალისწინო მათი აზრი.

_ ამდენ ხანს რომ არ ითვალისწინებდით?

_ რატომ არ ვითვალისწინებდი? დამისახელეთ ერთი ფაქტი.

_ თქვენ დამისახელეთ ერთი გათვალისწინებული ფაქტი.

_ ეს იმას არ ნიშნავს, რასაც თქვენ ამბობთ _ სხვის ნავში შეხტაო. არანაირად. მე, პირადად, და ვფიქრობ, ჩვენი ფრაქციის წევრებიც ასე ფიქრობენ, თავს არ ვთავაზობთ "ქართულ ოცნებას". ჩვენ საკუთარ თავს ვთავაზობთ ჩოხატაურს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დასვამს "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ჩავთვლით, რომ ჩოხატაურისთვის იქნება მისაღები და ღირებული დავუჭერთ მხარს, ისევე, როგორც მხარს დავუჭერთ ყველა კარგ გადაწყვეტილებას ინიცირებულს "ქართული ოცნებიდან".

_ "ნაციონალურ მოძრაობაში" რომ იყავით და არაფერი გახსოვდათ გარდა იმისა, რომ მეტი სარგებელი ჰქონოდათ ჩინოვნიკებს, ეს როგორ აღვიქვათ? ახლა გაგიჩნდათ ჩოხატაურზე ზრუნვის სურვილი? თქვენი ფრაქციის მიერ მომზადებული პროექტი, რომლითაც ხელფასები გემატებათ, ჩოხატაურელებზე ზრუნავს ნიშნავს?

_ ეს პრეზიდენტის ბრძანებულებაა.

_ და უარის თქმა პრეზიდენტისთვის "თავზე გადახტომას" ნიშნავდა?

_ ეს საკითხი იხილება. ჯერ არაფერი დაგვიმტკიცებია.

_ თანახმა ხართ, გქონდეთ დიდი ხელფასი მაშინ, როცა თქვენს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი უმუშევარია და უმრავლესობას პურის ფული არ აქვს?

_ ყოველ შემთხვევაში, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც დიფერენციაცია მოხდეს. პენსიონერსაც უნდა ჰქონდეს საარსებო მინიმუმი. ზოგადად, ხელფასები თუ ყველგან გაიზრდება, ამაში ცუდი რა არის?" _ ასე ფიქრობდა 2 წლის წინ მრელაშვილი.

ჩვენ ამ საკითხზე ჩოხატაურის გამგებელს ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ:

_ ბატონო ირაკლი, რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი ახლო მეგობრისთვის შექმნილ სამსახურზე?

_ ეგ რომელია?

_ ერეკლე მრელაშვილისთვის რომ შპს შექმენით.

_ ერეკლე მრელაშვილისთვის შპს-ს არ ვქმნით. შევქმენით შპს იმის გამო, რომ გამგეობის ბალანსზე არის ტექნიკა, რომელმაც ერთ სტრუქტურულ ერთეულში უნდა მოიყაროს თავი.

_ და მის ხელმძღვანელად დანიშნეთ "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური სახე.

_ როგორც "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური სახე კი არ დავნიშნე, დავნიშნე ინფრასტრუქტურული კომისიის ორგზის თავმჯდომარე და გამოცდილი კადრი.

_ სხვა, მსგავსი გამოცდილებით ვერავინ იპოვეთ თქვენი გუნდიდან?

_ ჩემი გუნდიდან, ამ ეტაპზე, ნაწილობრივ დასაქმებულია ადამიანები, მომავალშიც კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით გაგრძელდება კადრების დაკომპლექტება.  რა თქმა უნდა ეს არ ეხება კონკურსს, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია. რაც შეეხება ერეკლეს თემას, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩემი გადასაწყვეტი, მაინც გავიარე სამსახურებთან ერთად თემა და ისე დავნიშნე.  თუ ეს ადამიანი ვერ დასვამს მოგებაზე შპს-ს, განსხვავებით ბევრი სხვა შპს-გან, როგორც დავნიშნე, ისე გავათავისუფლებ.

_ ერეკლე თქვენი მეგობარია?

_ ჩოხატაურში ბევრი ახლო მეგობარი მყავს. მე ვარჩევ ადამიანებს იმის  მიხედვით, ვის მეტად შეუძლია საქმის კეთება და ვის _ ნაკლებად.

_ მრელაშვილის გაკეთებული ერთი საქმე გახსოვთ?

_ ერეკლეს რა საქმეშიც აქვს ბევრი გამოცდილება, ამაზე უკვე გავაკეთე კომენტარი _ ინფრასტრუქტურული კომისიის წაძღოლა სერიოზული გამოცდილების დაგროვებას ნიშნავს.

_ მაგ დროს შესრულებული პროექტები  დღესაც ეჭვქვეშ დგას და ამის შესახებ "გურია ნიუსის" არქივში ბევრი რამ წერია...

_ ერეკლე მრელაშვილის გაკეთებულ ვერც ერთ პროექტს ვერ დაასახელებთ, რადგან მას ამის უფლება არ ჰქონდა_ თავად იყო პროექტების ზედამხედველი, მიღება-ჩაბარების კომისიის წევრი და მინიმუმ, შეეძლო ეთქვა, როცა რაღაც არასწორად კეთდებოდა...

ერეკლე ნამდვილად პროფესიონალია, ეს არის ჩემი კომენტარი, _ დააკონკრეტა კუჭავამ. არადა, სწორედ ინფრასტრუქტურის კომისიის ორგზის თავმჯდომარეობისას და პროექტების ზედამხედველობისას შესრულებული სამუშაოების საკითხს შეეხებოდა ჩვენი კითხვა. ჩვენ ამ პროექტების შესრულების შესახებ ისევ შევახსენებთ მკითხველს.

ერეკლე მრელაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა და ეს არაპოლიტიკური თანამდებობაა. ყოფილი დეპუტატი, რომელსაც 8 წლის განმავლობაში საკრებულოში მის მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ ახსოვს (სავარაუდოდ, ასეთი არც ყოფილა. ნ.გ) ამბობს, რომ ჩოხატაურისთვის ყველაფერს გააკეთებს:

_ მინდა, რომ ჩოხატაურისთვის ყველაფერი გავაკეთო, კარგი საქმე ვაკეთო.

_ 8 წლის განმავლობაში დეპუტატი იყავით, თანაც მაჟორიტარი. ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთეთ?

_ პოლიტიკურ ჭრილში არ მინდა საუბარი. ძალიან გთხოვთ, პოლიტიკურად ნუ განვიხილავთ ამ საკითხს, _ ამბობს მრელაშვილი.

მას არც იმ კითხვაზე უნდა პასუხის გაცემა, რატომ ვერ მოახერხა ერთხელ მაინც დაესვა საკრებულოს წინაშე მისი ამომრჩევლის, ფარცხმელების პრობლემების, რატომ არ დაინტერესდა იმ პროექტებით, რომლებიც წლების მანძილზე უხარისხოდ კეთდებოდა, არც იმ მონიტორინგის შედეგებით, რომლებმაც გამოავლინეს, რომ, მაგალითად, ფარცხმაში, სტადიონზე, მოსაცდელზე, წყალზე დახარჯული ფული არამიზნობრივად დაიხარჯა.

_ მე ვენდობოდი მიღება-ჩაბარების კომისიის დასკვნას, _ ამბობს მრელაშვილი.

_ როდესაც შუაფარცხმის სტადიონი ნახეთ, ერთხელ მაინც არ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ იქ 9 ათასი ლარის არაფერი იყო გაკეთებული?

_ ეგ კონკრეტიკაა და არ გვინდა, ნუ ჩავყვებით, _ გვირჩევს მრელაშვილი და ამბობს, რომ მისი ამომრჩევლის პრობლემები ყოველთვის იცოდა:

_ მე ვაკეთებდი იმას, რაც ჩემი მოვალეობა იყო.

_ თქვენი მოვალეობა საკრებულოს სხდომაზე პრობლემის გატანა არ იყო?

_ რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად ვიტყოდი? მთავარია, რომ ყველაფრის საქმის კურში ვიყავი

_ ბატონო ერეკლე, თქვენი აქტიურობა გვახსოვს მაშინ, როცა ხელფასის მომატებას ითხოვდით... სხვა დროს რატომღაც არა...

_ მე ვთვლი, რომ საჯარო მოხელეს მაღლი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგან ერთადერთი შემოსავალის წყარო ესაა.

_ მაღალი ხელფასი, პრემია, საწვავი, სატელეფონო ხარჯი იმისთვის გქონდათ 8 წლის განმავლობაში, რომ თქვენი ამომრჩევლისთვის მოგესმინათ, მათი პრობლემები საკრებულოში გაგეხილათ და არა იმისთვის, რომ პარტიისთვის თავდადებით გემუშავათ, მოსახლეობისთვის "ხუთიანის" შემოხაზვა გეიძულებინათ, არა იმისთვის, რომ შეხვედრებზე სკოლის დირექტორისთვის გეკარნახათ, რა კითხვა დაესვა მინისტრისთვის და ა.შ.

_ მე 8 წელი ვიყავი საკრებულოს წევრი და ვიცი, რაც მევალებოდა, არ მინდა ამის შეხსენება. რაც შემეძლო ვაკეთებდი, _ აკონკრეტებს მრელაშვილი.

მისი თქმით, ახალი შპს აუცილებლად წარმატებული იქნება: _ მე მაქვს ამის ამბიცია!




 ახალი ამბები
  • ხიდისთავში ურნები ნაგავს ვეღარ უთავდებაჩოხატაურში, ხიდისთავში მოსახლეობა გადავსებულ სანაგვე ურნებსა და მიმოფანტული ნაგავის გამო წუხს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ამ დილას ფოტო მოგვაწოდა, რომელზეც გადავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები, დაბლა დაყრილი ნაგავი და ნაგვის ნარჩენებს დაწაფებული საქონელია ასახული. ცალკე თემაა, რა  პრობლემა შეიძლება შეუქმნას პირუტყვს ნაგვის ნარჩენებმა, თუმცა, ამჟამად დავინტერესდით _ რამდენი ნაგვის მანქანა ემსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, რა  სიხშირით გააქვთ ნაგავი ხიდისთავიდან და რას უკავშირდება ასახული სურათი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავში, დავით ვასაძე ამბობს, რომ ნაგვის გატანა ყოველდღე ხდება. ვასაძე შექმნილ ვითარებას დამსვენებლების დიდ რაოდენობას უკავშირებს. „ნაგვის ურნა თითქმის ყველა დღე იცლება, რადგან ბევრი დამსვენებელია ჩამოსული და მალ-მალე ივსება“, _ გვითხრა ვასაძემ. ა(ა)იპ კომუნალურ სამსახურ ,,სხივში“ ამბობენ, რომ სამუშაოდ ორშაბათი მძიმე დღეა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ფაქტობრივად, 3 მანქანა ემსახურება, საიდანაც ამჟამად ერთი ბახმაროშია, ერთს აკეთებენ, ერთი კი დილიდან დაკავებულია სოფლებიდან ნაგვის გატანით. „ხალხი იმდენია ჩამოსული, ურნები ვეღარ უთავდება. მოვითხოვეთ დამატებითი 150 ურნა, მაგრამ არ ჩანს. ამ წუთებში მიმდინარეობს დასუფთავება და მაქსიმუმ, 40 წუთში იქნება დასუფთავებული. ნაგვის გატანა  ხდება დილის საათებში. მანქანამ მოიარა დაბა, იყო წასული  ერკეთში, ბუკისციხეში. ორშაბათი მძიმე დღეა. კვირას იყო ბაზარი და ბაზრის ტერიტორიაც ხომ უნდა დასუფთავდეს, ამიტომ დროის ფაქტორი იწელება. სულ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 4 მანქანა გვყავს, ერთი ძველია.  ბახმაროს სეზონი რომაა, ცოტა რთულადაა საქმე. ერთი მანქანაა ბახმაროზე მიმაგრებული, ახლა ერთი მანქანა მუშაობს აქ, მეორე მანქანა ეზოში დგას, აკეთებენ. ორშაბათობით ორივე მანქანას ვამუშავებთ, მაგრამ ეს გამოიწვია იმან, რომ მეორე მანქანა კეთდება“, _ გვითხრა ა(ა)იპ "სხივის" დირექტორმა მერაბ ... ...
  • ოზურგეთის მეორე სკოლის თოთხმეტმა მოსწავლემ, უცხო ენაში საუკეთესო შედეგი აჩვენაოზურგეთის   მეორ საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა 14-მა მოსწავლემ,  ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენაში, საუკეთესო შედეგი აჩვენა.  80 ქულიდან შემდეგი შეფასება დაიმსახურეს: ანა დოლიძე-78 ქულა მარიამ ვასაძე-78 ქულა მარიამ ჭკუასელი-78 ქულა თამარ თავართქილაძე-77 ქულა ელენე გოგიბერიძე-77 ქულა ანა მელუა-76 ქულა ლუკა ცხომელიძე-75 ქულა ანანო ვანიძე-75 ქულა თამარ ინარიძე-75 ქულა ანანო თევზაძე-72 ქულა ელენე სალუქვაძე-71 ქულა ანა პაიჭაძე-71 ქულა მარი ჩიკაშუა-70 ქულა მარიამ დობორჯგინიძე-70 ქულა „გურია ნიუსი“ ულოცავს  წარმატებულ მოსწავლეებს, ამჯერად აბიტურიენტებს, ძალიან კარგ შედეგს და უსურვებს ბედნიერ ... ...
  • ირინა ქავჟარაძის ტრიუმფი _ 80-იდან 79 ქულა უცხო ენაშიოზურგეთელმა ირინა ქავჟარაძემ ეროვნულ გამოცდებზე მორიგ  დიდ  წარმატებას მიაღწია. მან უცხო ენაში, 80-დან 79 ქულა მიიღო  და თამამად  შეიძლება ითქვას, ამ ტრიუმფით საქართველოში ერთი-ერთი  საუკეთესო შედეგი აჩვენა. კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება _ის ივ. ხავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბარებს _ გვითხრა, რომ ეჭვი არ ეპარება. _ დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხები, - გვითხრა მან. „გურია ნიუსი“ ულოცავს და ახალ წარმატებებს უსურვებს ირინა ... ...
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...