"ვისმენთ განცხადებებს და რეალურად არაფერი არ ხდება" - შსს დესტაბილიზაციის მზადებისთვის გამოძიებას აწარმოებს

მთავარი თემა

"ვისმენთ განცხადებებს და რეალურად არაფერი არ ხდება" - შსს დესტაბილიზაციის მზადებისთვის გამოძიებას აწარმოებს

15 ოქტ. 2014, 18:03:27

ოპერატიული ინფორმაცია, რომელზეც მუდმივად საუბარი გამოძიების ინტერესებს ლახავს თუ პრევენცია, რომელიც მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მხრიდან არასერიოზულია? რა ხდება რეალურად და რას გვიჩვენებს არსებული პოლიტიკური მოვლენების ვიზუალი - საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან მზადებას დესტაბილიზაციისთვის, თუ მთავრობის "ჭკუიდან გადაცდომას"?

შს სამინისტროს პირველებს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება, რომ ყოფილი მმართველი გუნდი, სხვადსხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მობილური ჯგუფების დახმარებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს.

იყო საუბარი საბურავების მოგროვებასა და მეიდნის საქართველოში გადმოტანაზეც, უკრაინის მაგალითის გამოყენებით.

2014 წლის 7 აპრილი, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამყარებლად, აურზაურის გამოწვევას შეეცდებიან.

"მათ (ნაციონალური მოძრაობა) ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა."

ჭიკაიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაციები, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება.

2014 წლის 10 სექტემბერი, შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, სააკაშვილმა, კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, კონკრეტული დავალებები მისცა, რომელიც მიზნად მობილური ჯგუფების შექმნასა და პროვოკაციების მოწყობას ისახავს, რათა ქვეყანაში ქაოსი შეიქმნას.

2014 წლის 14 ოქტომბერი, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყანაში მასშტაბური დესტაბილიზაციისთვის მზადების საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

"არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რის შესახებაც ბატონმა მინისტრმა 10 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა განცხადება. რა თქმა უნდა, გამოძიება მიმდინარეობს. საზოგადოებას, როგორც კი გამოძიების ფარგლებში შედეგები გვექნება, საჯაროდ მოვახსენებთ. გამოძიება 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობრივი შეთქმულებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას", _ განაცხადა ლევან იზორიამ. 

ცნობისთვის, სსკ-ს 315-ე მუხლი. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი გაბაშვილი, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის განცხადებებს დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს და დასძენს, რომ თუ ვინმე ქვეყანაში დესტაბილიზაციას ნერგავს, ეს თავად ხელისუფლებაა.

მისი თქმით, სწორედ ხელისუფლება ახდენს იმ ჯგუფების ორგანიზებას, რომლებიც ხმაურიან აქციებს აწყობენ, იგინებიან და კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან.

"ხელისუფლება ბოლომდე გადაცდა ჭკუიდან. რომელ გადატრიალებაზე, რევოლუციაზე, ან დესტაბილიზაციაზე ლაპარაკობენ, როცა ოპოზიციის მხრიდან არცერთ აგრესიულ აქციას არ ჰქონია ადგილი?!"

რის საფუძველზე აკეთებენ დეპოლიტიზირებული უწყების პირველი პირები მსგავსი ტიპის განცხადებებს, იძლევა თუ არა ხილული პოლიტიკური მოვლენები საბაბს ვიფიქროთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამბოხისთვის ემზადება, და რამდენად წინდახედულები არიან შსს-ს პირველები, როცა ოპერატიული ინფორმაციის არსებობასა და შესაბამის გამოძიებაზე ღიად საუბრობენ?

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის დაანონსება მინისტრისა და მისი მოადგილის მხრიდან, გამოძიების ინტერესებს აზარალებს.

"როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაპარაკობს გამოძიებაზე, არ შეიძლება მე კატეგორიული ვიყო, რადგან არ ვფლობ საკმარისს ინფორმაციას.

თუმცა, ვიზუალურად, რამე ისეთს, რაც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მაგრამ ვერ ვიქნები კატეგორიული, რადგან არ  ვიცი რა ინფორმაციას ფლობს უწყება და რის საფუძველზე აწარმოებს ამ საქმეს. ეს თემა დახურულია, თვითონაც არ იძლევიან დამატებით ინფორმაიცას.

თუმცა, როდესაც პოლიტიკურ ძალას, რომელზეც გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადატრიალებას ამზადებს და შენ  ამ თემას წინასწარ, მუდმივად აანონსებ, ეს გამოძიების ინტერესებში ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის გაფრთხილდება. ძალიან უცნაური და გაუგებარია ეს ყველაფერი. რა საჭიროა ამაზე მუდმივად ლაპარაკი, ეს არ მესმის", _ ამბობს "გურია  ნიუსთან" საუბრისას ხუხაშვილი.

მისივე თქმით, არ შეიძლება მსგავსი ტიპის განცხადებები, თუნდაც პრევენციისთვის კეთდებოდეს, რადგან ეს  შს მინისტრის ავტორიტეტს აყენებს ზიანს.

"პრევენცია  შეიძლება გავაკეთო მე, თქვენ, მაგრამ მინისტრის მხრიდან პრევენცია, საბურავებზე და გადატრიალებაზე საუბარი, მის ავტორიტეტს აყენებს ზიანს. მინისტრის განცხადების წონა და ფასი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ მის განცხადებებს იმავე დღეს თუ არა, მეორე დღეს მაინც მოჰყვებოდეს  კონკრეტული დაკავებები.

ჩვენ ვისმენთ განცხადებებს და რეალურად არაფერი არ ხდება, ანუ ქმედებაში არ გადადის. ეს არაჯანსაღ სიტუაციას ქმნის.

დეჟავიუს გრძნობა მიჩნდება - მახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“  სპიკერების მხრიდან 2007-2008 წელს იგივე რიტორიკა,  რაც შემდგომში არაფრით არ დამთავრდა. ესე განცხადებები, რომელსაც ქმედებები არ მოჰყვება, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს", _ ამბობს ხუხაშვილი.




 ახალი ამბები
  • 2020 წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებსპენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო. პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია. სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს. ... ...
  • პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID 19-ზე ტესტირება სისტემატურად უტარდებათ (R)ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის 700 - ზე მეტ თანამშრომელს, დასავლეთ საქართველოში (N3, N2, და N14 პენიტენციური დაწესებულებების) 400, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს 300 და გარე დაცვის სამსახურის 200-მდე თანამშრომელს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, 2-კვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში განთავსებამდე გადიან ტესტირებას. ორ კვირაში ერთხელ უტარდება ტესტირება ვირუსზე პენიტენციური სისტემის ყველა იმ თანამშრომელს, რომლის სამუშაო ადგილი არის პენიტენციური დაწესებულება, თუმცა პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვს (პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი მისაღები, სასადილო და ა.შ.). ასევე ორ კვირაში ერთხელ გადიან ტესტირებას ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს და გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო პენიტენციური სისტემის მედპერსონალი ვირუსზე ტესტებს კვირაში ერთხელ აბარებს. 7 ივლისს COVID 19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ N15 და N19 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს. ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც ... ...
  • ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად თემურ ჭანუყვაძე დაინიშნაჯერ კიდევ გასულ წელს, ოზურგეთის საკრებულოს 30 ნოემბრის  სხდომაზე  გადაწყდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკე გამოიყოფოდა ზედამხედველობის სამსახური. მას შემდეგ  გამოცხადებული  იყო  ვაკანსია და კონკურსიც ჩატარდა. კონკურსის  ჩატარების  შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე, აღნიშნული  სამსახურის უფროსის  დანიშვნა  დროში გაიწელა.  როგორც მერიაში ამბობენ, შეფერხების მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები  გახდა. 2020 წლის  1 ივლისიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ზედამხედვლობის სამსახურის უფროსად დაინიშნა თემურ ჭანუყვაძე.    მანამდე  ის მერის პირველი მოადგილის, ალექსანდრე სურგულაძის მრჩეველი იყო და ჩვეულებრივი წესით მიიღო გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა. _სადაც  ვმუშაობდი, 80-იანი წლებიდან,  ყოველთვის კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას. აღნიშნულ თანამდებობაზეც კონკურსის წესით მოვხვდი. ვეცდები, მაქსიმალურად კარგად ვიმუშაო.   ძალიან ბევრი და რთული სამუშაო აქვს ამ სამსახურს, _ თქვა თემურ ჭანუყვაძემ „გურია ნიუსთან“ . თემურ ჭანუყვაძემ უმაღლესი განათლება თავის დროზე უკრაინაში მიიღო.   1984 წელს  წარჩინებით  დაამთავრა    ხარკოვის  ინსტიტუტი.  პროფესიით მშენებელი ინჟინერია.  ( საავტომობილო გზების ინჟინერი).   მას აქვს მდიდარი შრომითი ბიოგრაფია. წლების  მანძილზე მუშაობდა სასაქონლო ექსპერტიზის ექსპერტად, შემდეგ უფროს ექსპერტად. ბოლოს  კი იყო რეგიონის სასაქონლო ექსპერტიზის ბიუროს ... ...
  • კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კვლევის მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები. “საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც. ყველაზე მეტი - 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის აღნიშნული საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემას მათი ხშირად გამოყენება წარმოადგენს. სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. მათ შორის: შპს „ალფამ“ 2 808 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. ამ კომპანიას „ქართულ ოცნებისთვის“ 120 000 ლარი აქვს შეწირული შპს „მზიურმა“ 1 424 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. მის დირექტორს შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული. პაატა კოკაიას კუთვნილმა 4-მა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) ჯამში 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. მან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა. შპს „ეი-ბი ემ“-მა 3.1 მლნ ლარის 5 კონტრაქტი მიიღო. კომპანიის დირექტორს ალექსანდრე ხეთერელს „ქართულ ოცნებისთვის“ 60000 ლარი აქვს შეწირული. შპს „Weekend“-მა 1 329 680 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირა. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ 252 183 ლარის კონტარქტები მიიღო. კომპანიას და მის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 300 000 ლარი აქვთ შეწირული კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“. გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა: ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე- 24.4 მლნ ლარი; სასტუმროების მომსახურების შეძენაზე - 23.6 მლნ ლარი; ტრანსპორტის შეკეთებაზე დ სათადარიგო ნაწილებზე - 17.9 მლნ ლარი. მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს”,_ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაცია კვლევიდან გამომდინარე შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს: “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელებისგან სახელისუფლებლო პარტიისადმი მაღალი რისკის მქონე შემოწირულობების იდენტიფიცირების საკითხს; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის გაცემა მეტად უნდა გამკაცრდეს; გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას, შემსყიდველი ვალდებული უნდა იყოს, დაასაბუთოს და გაასაჯაროოს, თუ რის საფუძველზე შეარჩია მიმწოდებელი; საეჭვო გარემოებების შემცველი სახელმწიფო შესყიდვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი უნდა ... ...
  • ზაფხული 2020: ჟორიკა და ბაღნებიეს ფოტოები ქალაქ ოზურგეთში, ზვანის უბანში არის გადაღებული.  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ასეთი დასათაურება მიცეს: ზაფხული 2020, ოზურგეთი, ზვანი -.ჟორიკა და ბაღნები. ჟორიკა ანუ გიორგი სირაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ბავშვებისთვის  პოპულარულია. ის ბავშვების საუკეთესო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...