221 ათასი დოლარის უძრავი ქონება _ რა შეიძინა ოთარ დანელიამ მინისტრობის პერიოდში

მთავარი თემა

221 ათასი დოლარის უძრავი ქონება _ რა შეიძინა ოთარ დანელიამ მინისტრობის პერიოდში

2017 ივლ 6 12:43:48

საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, 2014-2015 წლებში 221 000 დოლარის ქონება შეიძინა, მათ შორის 2 საცხოვრებელი სახლი, 2 მიწის ნაკვეთი, არასაცხოვრებელი ფართი და ბინა. ამის შესახებ ოთარ დანელიას ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ყველა შეძენილი ქონება ოთარ დანელიას 100%-იან საკუთრებაშია.

კერძოდ, დანელიამ 2015  წელს 145000,00-დოლარიანი  161,84 კვ.მ-ის ფართობის  ბინა შეიძინა თბილისში, რევაზ თაბუკაშვილის 14 ნომერში. ამავე წელს,  10000,00-დოლარად ასევე იყიდა 265,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი დაბა შინდისში. ამავე წელს, ამავე სოფელში კიდევ ერთი უძრავი ქონება, 5000,00-დოლარად ღირებული  600,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთიც აქვს შეძენილი. მანამდე, ერთი წლით ადრე ოთარ დანელიამ 2014 წელს, 61 000-დოლარად დაბა შინდისში 265,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და კიდევ ერთი, 602,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა.

ამავე წელს, ოთარ დანელიას 20000,00-დოლარად 35,00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართიც აქვს შეძენილი თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დოკუმენტის თანახმად, ოთარ დანელიას მეუღლემ, მერი ჩიქობავამ, 2017 წელს,  გაცვლით მსუბუქი ავტომანქანა BMW შეიძინა.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს, ოთარ დანელიას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი პოსტიდან 8 თვის განმავლობაში( 01.01.2016 08.09.2016)  51419,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, ხოლო  საქართველოს პარლამენტიდან აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ერთ თვეში (18.11.2016 31.12.2016) _  7648,75 ლარი.

მის მეუღლეს, მერი ჩიქობავას კი, შსს-ს საპატრულო პოლიციიდან, სადაც  ის კადრების სამმართველოში მუშაობს, მთელი წლის განმავლობაში 14080,00 ლარი აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ოთარ დანელიას ,,საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 1800,00 ლარი ჰქონდა; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე - 900,00 ლარი, საბავშვო ანაბარზე კი - 8000,00 დოლარი. ხოლო რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე- 122,00 დოლარი, "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი - 32,00 ლარი ერიცხებოდა.

გარდა ამისა, ოთარ დანელიას ნაღდი ფულის სახით 21000,00 დოლარი და 2000,00 ევრო ჰქონდა.

დეკლარაციის თანახმად, ოთარ დანელია შპს „Mega Construction“-ის პარტნიორია (თანაპარტნიორები: გიორგი ბორაშვილი, ვასილ რუხაძე), თუმცა ამ შპს-დან ისევე როგორც შპს „Sky Motors“-იდან, სადაც დანელია ასევე  პარტნიორია (თანაპარტნიორი - ალექსანდრე ნასარიძე, გიორგი სამადაშვილი, ნიკოლოზ პოპანდოპულო) მას შემოსავალი მიღებული არ აქვს.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ოთარ დანელიას სახელზე 2014 წელს აღებული 185000,00-დოლარიანი იპოთეკური სესხია, რომელსაც ვადა 2029 წელს ეწურება, ხოლო გასული წლის განმავლობაში „რესპუბლიკა ბანკისთვის“ 22800,00 დოლარი აქვს გადახდილი.

რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, 2015 წელს - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მინისტრის პოსტიდან 75000.00 ლარი მიიღო, ამავე თანამდებობიდან 2014 წელს - 32231.21 ლარი, ხოლო ამავე წელს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან - 14605.76 ლარი, შსს-ს მომსახურების სააგენტო სააგენტოს დირექტორი  პოსტიდან - 23493.07 ლარი; ამავე უწყების საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტიდან კი - 744.68 ლარი.

2013 წელს ოთარ დანელიას შემოსავალი შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან - 81070.84 ლარი, სს „სილქნეტიდან“, სადაც ის შიდა კონტროლის და სტანდარტიზაციის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა ასევე იყო დირექტორთა საბჭოს წევრი - 24375.00 ლარი მიიღო. შ.პ.ს. „დეტიდან“ კი,  გენერალური დირექტორის თანამდებობიდან  5250.00 ლარი აქვს მიღებული.

2012 წელს ოთარ დანელიას შემოსავალი  სს "სილქნეტიდან", სადაც მას  შიდა კონტროლის და სტანდარტიზაციის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა - 97500.00 ლარი, ხოლო  კერძო საკონსულტაციო მომსახურებიდან 5000.00 ლარი მიიღო.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...