თბილისში, ავტომუზეუმის ქუჩაზე, "გაზ"- ები, "ვაზ"- ები და "ზაზ"- ები...

მთავარი თემა

თბილისში, ავტომუზეუმის ქუჩაზე, "გაზ"- ები, "ვაზ"- ები და "ზაზ"- ები...

2014 ოქტ 15 18:45:24

15 წლის ნაგროვები კოლექცია ავტომუზეუმის ქუჩაზე დაბინავდა და თბილისობას უამრავ სტუმარს ელოდება...

კერძო კოლექციონერმა, ქართველმა ბიზნესმენმა, გიორგი მამულაშვილმა, რარიტეტული ავტომობილების პირველი მუზეუმი დააარსა საქართველოში, რომლის გახსნასაც 25 ოქტომბერს, თბილისობაზე შეგიძლიათ დაესწროთ...  სწორედ ამ დღეს არის დაგეგმილი მუზეუმის ოფიციალური გახსნაც, რომელსაც თბილისის მერი, საკრებულოს წევრები და უამრავი სხვა მოწვეული სტუმარი დაესწრება.

გია მამულაშვილის კოლექციაში "ნაცეკასმდივნარი" და  "რიგითი" მცირელიტრაჟიანი წითელ-ყვითელი მანქანები ერთად იწონებენ თავს. მათ შორისაა: უნიკალური "ზილ-115", ბრონირებული ავტომობილი, რომელსაც პოლიტბიუროს წევრები დაჰყავდა, ამის გამო მას ზედმეტი სახელი - "წევრმზიდი" შეარქვეს. ამ მოდელის მხოლოდ 106 მანქანა გამოვიდა საბჭოთა კავშირში, გიორგი მამულაშვილის ავტომუზეუმის ექსპონატი კი რიგით 102-ე გახლავთ: მას გვერდს ედუარდ შევარდნაძის "ნაცეკასმდივნარი" "ჩაიკა" - "გაზ-014" უმშვენებს; ასლან აბაშიძის ნაქონი "ჩაიკა" "გაზ-13"-იც იქვეა; სხვა ავტომობილებიც: "ვაზ-21"-ის ბაზაზე გაკეთებული პირველი სასწრაფო დახმარების მანქანა, "გაზ-22"; "გაზ-12", "ზიმი"; 1933 წელს გამოშვებული პირველი საბჭოთა პიკაპი, "გაზ-4", რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად განადგურდა და დღეისთვის თითზე ჩამოსათვლელი ექსპონატებიღა დარჩა; "ჟიგული 01"; "ჟიგული 03"; "ზაპოროჟეცები": ზაზ- 965, ზაზ- 966, ზაზ -968, ზაზ- 989; "გაზ-20"; "მოსკვიჩი 401"...

ყველა ის მანქანა, რომელიც 15 წლის ნაგროვებ კოლექციაში მოხვდა, ქარხნული ნაწილებითაა გაცოცხლებული.

 თბილისის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას კი, რომელზეც გია მამულაშვილმა თავისი კოლექცია დააბინავა,  საკრებულოს გადაწყვეტილებით უკვე მიენიჭა ავტომუზეუმის სახელწოდება.

გია მამულაშვილი: "საკრებულომდე ეს ამბავი ბატონმა შალვამ მიიტანა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მისი  მხარში დგომის გარეშე მე ამ საკითხებს ნამდვილად ვერ მოვაგვარებდი;  ასევე დიდი მადლობა საკრებულოს ყველა წევრს და მერიის თანამშრომლებს, ჩემს მეგობრებს და ყველას, ვინც მხარი დამიჭირა... ყველას ველოდებით თბილისობაზე"

როგორც გია მამულაშვილმა "გურია ნიუსს" განუცხადა, მუზეუმში მალე იმის შესაძლებლობაც იქნება, რომ სხვა, მის მსგავს ავტომოყვარულებსაც დაეხმაროს საყვარელი ავტომობილების "გაცოცხლებაში". მუზეუმის ტერიტორიაზე უკვე შენდება სპეციალური სამუშაო "ბოქსები", სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარ რარიტეტულ ავტომობილს დაუბრუნოს პირვანდელი სახე.


გია მამულაშვილი, ავტომუზეუმის მფლობელი


გაზ 014, ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობისდროინდელი "ჩაიკა"


მუზეუმის კიდევ ერთი მშვენება


გაზ 013 _ "ჩაიკა"


ზილ 001, ჯავშნიანი ავტომობილი, რომელსაც პოლიტბიუროს წევრები დაჰყავდა,
ამიტომ მას ზედმეტსახელი _ "წევრმზიდი" შეარქვეს


მოსკვიჩი 402 _ მუზეუმის პირველი ბინადარი


გაზ 005 _ პირველი საბჭოთა პიკაპი რესტავრაციის პროცესშია


გაზ 20 _ "პობედა"


გაზ 21 _ "ვოლგა". მესამე გამოშვება, ლუქსი


გაზ 22 _ "ვოლგა"


გაზ 24 _ "ვოლგა"


გაზ 69


"ზაპოროჟეცი" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის


ვაზ 01 _ "ჟიგული"


"ზაპოროჟეცი"


ზაზ 966 _ "ზაპოროჟეცი"


ზაზ 968 _ "ზაპოროჟეცი"




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...