ოზურგეთში სახალხო დღესასწაული, ექვთიმეობა გაიმართა

მთავარი თემა

ოზურგეთში სახალხო დღესასწაული, ექვთიმეობა გაიმართა

17 ოქტ. 2014, 20:58:02

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, სოფელ ლიხაურში, სახალხო დღესასწაული, ექვთიმეობა გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებები დღის 12 საათიდან დაიწყო. ექვთიმე ღმრთის კაცის სახლ-მუზეუმში სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ღვთისმშობლის მიძინების ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, მამა ბასილმა (კვირჩილაძემ) აღავლინა.

"მადლობა უფალს, რომ არსებობს სოფელი ლიხაური და გყვავს ისეთი წმიდანი და მეოხი, რომელიც მსოფლიო შენატრის. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ იმისთვის ექვთიმე ღმრთისნ კაცის მიმართ მადლი და სითბო გამოვხატოთ, რასაც მადლიერება ჰქვია. ყველაზე ძვირფასი სიტყვაა მადლიერება, რომელიც მადლიდან მოდის", _ თქვა მამა ბასილმა.

"გურია ნიუსთან" საუბრის დროს, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი, რუსლან ურუშაძე ამბობს, რომ ექვთიმეობა კომუნისტების დროსაც აღინიშნებოდა, მაგრამ 90-იან წლებში ეს დღესასწაული აღარ აღიშნებოდა და 2010 წელს აღდგა:

"2010 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში სახლ-მუზეუმის აშენებამ, ხელახალი სტიმული მისვა ექვთიმეობის აღდგენას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნიკოლაძე არ არიან მწერლები და არ ისწავლება სკოლაში. მუზეუმს კი აქვს საშუალება  ახალგაზრდობას ჩვენ გავაცნოთ ამ დიდებული ადამიანების შესახებ.  2002 წლის 17 ოქტომბერს მოხდა ექვთიმე თაყაიშვილის წმინდანად შერაცხვა და აქედან გამომდინარე აღვნიშნავთ ექვთიმეობას.

როგორც ამბობენ კომუნისტების დროს ტარდებოდა ექვთიმეობა დიდი მასშტაბებით. 80-იან წლეებში აშენდა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი, რომლის ავტორი იყო, ლიხაურელი მოქანდაკე რობერტ გოგოლიშვილი, არქიტექტორი კი ანზორ გომართელი. ეს ღონისძიება რესპუბლიკის მასშტაბით იგეგმებოდა, ყველა კორიფე მეცნიერი ლიხაურში იყო, მაგრამ ზუსტი  დღე არ იყო დადგენილი, უფრო მეტად გაზაფხულზე ტარდებოდა. სახალხო ზეიმი იყო, გაშლილი სუფრებით, სამეცნიერო კონფერენციებით და ა.შ. ოღონდ 90-იან წლებში შეჩერდა და 2010 წელს აღდგა", _ გვითხრა რუსლან ურუშაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ამბობს, რომ ეს დღე თითოეული ოზურგეთელისთვის მეტად მნიშვნელოვანია:

"ექვთიმე ღმრთის კაცს თავისი მოღვაწეობის პერიოდში განსაკუთრებით უვლია ამ ქვეყანაზე და თითოეული ჩვენთაგანის ვალია ჩვენი მომავლის აღზრდა და გაზრდა იმ გზით, რაც იარა ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოსთვის. ეს არის სიმბოლო კაცთმოყვარეობის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და ეს არის ზოგადად, სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოებრიობის", _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.

სახალხო დღესასწაულის მეორე ნაწილში კი მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა,  სხვადახვა სოფლის წარმომადგენლებმა სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში ადგილობრივი წარმოების პროდუქტები გამოფინეს. ღონისძიება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტით დასრულდა. 

თუ რას წერდა ექვთიმე თაყაიშვილი მის ბიოგრაფიაში და პარიზში გერმანელების შესვლისა და მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, ამას გაზეთ "გურია ნიუსის" ფურცლებიდან გაიგებთ.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...