დაკარგული თუ გაყალბებული ისტორია?! _ როგორ აღმოჩნდა საყდრისი "გაბაშვილის სიაში"

მთავარი თემა

დაკარგული თუ გაყალბებული ისტორია?! _ როგორ აღმოჩნდა საყდრისი "გაბაშვილის სიაში"

20 ოქტ. 2014, 16:34:10

კულტურული ძეგლისთვის სტატუსის როგორც მინიჭების, ასევე გაუქმების საკითხს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არეგულირებს. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, რაზეც არავინ კამათობს, არც გეოლოგები, არც არქეოლოგები, არც ისტორიკოსები და არც იურისტები.

სწორედ, ამ მარტივი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, 2014 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მინისტრმა 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება პროცედურული დარღვევებით მიიღო. კერძოდ, სამინისტროში არსებულ არქეოლოგიურ საბჭოს საკითხი არ განუხილავს. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რამდენად ჰქონდა ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება, უნდა მიეღო შესაბამის საბჭოს, როგორც ამას კანონი ითხოვდა და არა კომისიას, როგორც ეს სამინისტრომ გააკეთა. რადგან ეს არ მომხდარა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტრომ არასათანადოდ გამოიკვლია საკითხი და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

ეს  გახლავთ მედლის ერთი მხარე. მედლის მეორე მხარეს არანაკლებ მნიშვნელოვანი და ბუნდოვანებით მოცული საკითხი დგას _  როგორ და რის საფუძველზე მიენიჭა საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს? რამდენად დაცული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და რას მოაწერა ხელი კულტურის მაშინდელმა  მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა?

"გურია ნიუსი"  ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერებით დაინტერესდა.

ინფორმაცია უახლესი ისტორიიდან...

საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წლის 30 მარტს, მაშინდელი კულტურის მინისტრის, გიორგი გაბაშვილის  ბრძანების საფუძველზე მიენიჭა. აღნიშნული ბრძანება ცნობილია, როგორც "საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ მოქმედების პერიოდში ისტორიის და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე". შესაბამისად, ამ ბრძანებით, ფაქტობრივად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგა იმ ობიექტებს, რომელსაც 1977 წლის კანონის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი. ეს განპირობებული იყო იმით, რომ 1999 წელს ამოქმედდა ახალი კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (2006 წელს ჯერ კიდევ 1999 წელს მიღებული კანონი მოქმედებდა), რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა საბჭოთა პერიოდში მოქმედი, 1977 წელს მიღებული კანონი ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ. როცა ამოქმედდა 1999 წლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი, ძალადაკარგულად გამოცხადდა ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იყო საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონის საფუძველზე. რადგან საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა, ფაქტობრივად მოხდა ის, რომ 1999 წლიდან 2006 წლამდე, არცერთ ობიექტს, რომელსაც საბჭოთა პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამართლებრივი სტატუსი ჰქონდა, ამ სტატუსის აღდგენა აღარ მოხდა. გამომდინარე აქედან, კულტურის სამინისტრომ შეკრიბა საბჭოთა პერიოდში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი, გააერთიანა ერთ მთლიან ნუსხაში და ფაქტობრივად კულტურის მინისტრის ბრძანებით, სტატუსი აღუდგათ საბჭოთა პერიოდში სტატუს მინიჭებულ ობიექტებს. რატომღაც, ამ ბრძანებაში  შეიტანეს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი _ საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო.

კულტურის სამინისტრო _ "ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოიპოვება"

თუკი, სამართლებრივად  აღნიშნული ობიექტი არანაირად არ  "ჯდებოდა" იმ კრიტერიუმებში, რასაც ზემოაღნიშნული  ნორმატიული  აქტები  ითვალისწინებდა, როგორ მოხდა ბრძანებაში საყდრისის  არქეოლოგიური ძეგლი? კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ  ამ მიზეზის დადგენა მაშინ თავად სამინისტრომაც ვერ შეძლო

მათი განმარტებით, საყდრისის ოქროს მაღაროდ გამოცხადება მოხდა მხოლოდ 2004 წელს დაწყებული კვლევების საფუძველზე. შესაბამისად, საბჭოთა პერიოდში, 1977 წლის კანონის საფუძველზე მას ვერანაირად ვერ ექნებოდა მინიჭებული ძეგლის სტატუსი, რადგან მხოლოდ 2004 წლიდან დაიწყო მისი კვლევა. გამომდინარე აქედან, ლოგიკურად და სამართლებრივად ეს ობიექტი არ უნდა ყოფილიყო ამ ბრძანების ჩამონათვალში.

 თეა ონიანი (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი): " სამინისტროში იმ პერიოდში ვერ იქნა მოძიებული ვერც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე რამე მსჯელობა გაიმართა. 1999 წლის კანონი კი, რომელიც იმ დროისთვის მოქმედებდა, ცალსახად განმარტავდა, რომ ობიექტისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება უნდა მომხდარიყო მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შემდეგ, როცა სამინისტრომ საყდრისისთვის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძვლები გამოიკვლია, ვერ იქნა მოძიებული საბჭოს სხდომის ერთი ოქმიც კი, სადაც ასახული იქნებოდა, რომ ვინმემ კონკრეტულად იმსჯელა საყდრისის ობიექტისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მიუხედავად ამისა, საყდრისი რატომღაც მოხდა იმ ჩამონათვალში, რომელშიც არ უნდა მოხვედრილიყო.

2006 წლის ბრძანების შინაარსი ამბობს, რომ მოქმედება უნდა აღუდგეთ საბჭოთა პერიოდში არსებულ, კანონის შესაბამისად გამოცემულ ყველა ნორმატიულ აქტს, რომელიც ობიექტებს ანიჭებდა ძეგლის სტატუსს და ვერც 1982, ვერც 1987 წლის და ვერც 1999 წლის დადგენილებაში საყდრისი ობიექტი ვერ იქნებოდა შეტანილი, რადგან მისი კვლევები მხოლოდ 2004 წლიდან დაიწყო. არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ეს იყო უძველესი ოქროს მაღარო არ არსებობს. ქართულ-გერმანულმა ექსპედიაციამ საყდრისში რეალურად მუშაობა 2004 წლიდან დაიწყო და კვლევის პირველადი მონაცემები 2006 წლისთვის ჰქონდათ."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: "ეს დოკუმენტაცია ფიზიკურად ვერ გვექნებოდა"

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საყდრისის თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკმაოდ   ვრცელი კვლევა შესთავაზა, რომელიც გამოთხოვილ დოკუმენტებსა და  მათ საფუძველზე გაკეთებულ ანალიზს ეყრდნობოდა.

კვლევის ერთ-ერთ ავტორს, სულხან სალაძეს "გურია ნიუსმა" მიმართა კითხვით : "კვლევის პროცესში მოიპოვეს თუ არა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა,  რომ 2006 წელს საყდრისისთვის ძეგლის მინიჭების სტატუსი განიხილა სპეციალურმა საბჭომ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა.

სულხან სალაძე: "ეს დოკუმენტაცია ფიზიკურად ვერ გვექნებოდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის  ეროვნული სააგენტო აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტაცია კომისიის მუშაობის დროს ვერ იქნა მიკვლეული. ვერ იქნა მიკვლეული არ ნიშნავს იმას, რომ ეს დოკუმენტები არ იყო თავის დროზე. შეიძლება, აქ გვქონდა სულ სხვა თემასთან საქმე, ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, როდესაც   საყდრის-ყაჩაღიანს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, ამის შემდეგ გაქრა ეს დოკუმენტები. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეს დოკუმენტები არ აღმოჩნდა შემდეგ სამინისტროში.  თუმცა, მე როგორც ვიცი, თავის დროზე ეს დოკუმენტები წარდგენილი იყო სამინისტროში, სააგენტოში და ამ დოკუმენტების საფუძველზე მიენიჭა სწორედ სტატუსი.

_ ანუ, თქვენ ამასთან დაკავშირებით არ გაქვთ არანაირი დოკუმენტი?

_ არა, ჩვენ არ გვაქვს...

კითხვაზე, _ ხომ არ უპოვიათ მათ კვლევისას ისეთი რესპოდენტი, რომელიც დაადატურებდა 2006 წელს კულტურის სამინისტროში საყდრისის ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით საბჭოს არსებობას და ამ საბჭოს წევრობას, _ სულხან სალაძემ გვიპასუხა, რომ მათ ასეთი რესპოდენტი-მოწმე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, კომისიის წევრები ვინ იყო და ვინ არა, ეს მათი სამართლებრივი შეფასების საკითხი არ ყოფილა...

  საიას წარმომადგენელმა დეტალების უკეთ გასარკვევად გვირჩია ქალბატონ ირინა ღამბაშიძეს დავკავშირებოდით.

ირინა ღამბაშიძე: "ძეგლის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის არსებობის შესახებ არაფერი ვიცი"

ქალბატონ ირინას იმავე კითხვით მივმართეთ, როგორითაც საიას_ როგორც საკითხში ჩახედული ადამიანი ფლობდა თუ არა რაიმე ინფორმაციას 2006 წელს საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ირინა ღამბაშიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვინც 2004 წლიდან იკვლევს საყდრისის საბადოს): "სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი  მაშინდელი კანონმდებლობით ძეგლს სტატუსი  რა ნიშნით და როგორ ენიჭებოდა. მე ჩავაბარე საბუთები კულტურის სამინისტროში, ეს იყო სააღრიცხვო ბარათი, რომელიც მომცეს, დოკუმენტები, ფოტოები და ნახატები, ასევე მეცნიერული აღწერა ობიექტის შესახებ.  მაშინ  ნიკა ვაჩეიშვილი იყო მინისტრის მოადგილე და თვითონ შემომთავაზეს, სტატუსი მივანიჭოთო. მე არ ვიცოდი, როგორ ენიჭებოდა სტატუსი, ეს ჩემთვის უცნობი იყო და ამიხსნეს. ამის შემდეგ, საბუთები შევიტანე სოფო სახანბერიძესთან, რომელმაც  ჩაიბარა. მერე მე აღარაფერი ვიცოდი ამ თემასთან დაკავშირებით და სულ ვკითხულობდი, რა ხდებოდა საყდრისზე. მითხრეს, რომ ქონების მართვას აქვსო. თუ ამ დროს ეკონომიკის სამინისტრო განიხილავდა ამ საკითხს და ლიცენზია უკვე გაყიდული ჰქონდათ, ან როგორ არ თქვეს ამის შესახებ ან სტატუსი როგორ მიანიჭეს? მე როგორც ვიცი, წინააღმდეგობა არ ყოფილა არანაირი. მე განცხადება შევიტანე 2005-ში და  2006 წელს მითხრეს სტატუსი მიენიჭა და ჩვენთვის ეს პირველი ძეგლია, რომელსაც  სტატუსი მივანიჭეთო.

_ ქალბატონო ირინა, ხომ არ გსმენიათ კომისიის შესახებ, რომელმაც მაშინ ძეგლისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილა, თუ დოკუმენტაციის შემტანი თქვენ ბრძანდებოდით, სავარაუდოდ კომისიაშიც უნდა ყოფილიყავით...

_ არ ვიცი, მე მაგ კომისიის არსებობის შესახებ არაფერი ვიცი. ჩემთან მაგ თემაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, კომისიამ ეს საკითხი გაიარა თუ არ გაიარა, ვინმემ რამე აზრი გამოთქვა თუ არა, ასეთი არაფერი ვიცი. იცით, რა სტატუსი მოუხსნეს უნამუსოდ უკანონოდ, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ თუ უკანონოდ ჰქონდა მინიჭებული, მაშინ თავის დროზევე უნდა ეთქვა ეს მთავრობას, ხო? მე მეცნიერი ვარ და სამართლებრივ საკითხებში ვერ ჩავერევი, ჩვენ გვინდოდა, რომ საყდრისის მნიშვნელობა გვეჩვენებინა, მაგრამ თუ ასეთი პრობლემური იყო, ამდენი ინსტანცია გაიარა და რატომ მიანიჭეს  სტატუსი და რატომ ატეხეს ასეთი ამბავი? მე ხომ არ ამიტეხავს ეს ამბავი, არა?  მერე უბრალოდ ფორმა ვეღარ მოძებნეს სტატუსის მოხსნის და დაგვაბრალეს, რომ ვიტყუებოდით.  ჩვენ მოსატყუებელი არაფერი გვჭირდა, ჩვენ მეცნიერები ვართ და ეს არის ჩვენთვის გაცხადებული, ეტალონურად გათხრილი და დოკუმენტირებული ძეგლი. სამართლებრივი საკითხების მოგვარება კი სახელმწიფოს პრეროგატივაა.

_ თქვენი კოლეგებიდან ვინმე ხომ არ იცით, რომელსაც ამ კომისიის არსებობის დადასტურება შეუძლია?

_ არა, მე ნამდვილად არ ვიცი.

"ახალგაზდა ადვოკატები": "ჯერჯერობით, საყდრისისთვის ძეგლის მინიჭების სამართლებრივად დამადასტურებელი საბუთები არ გვაქვს"

"ახალგაზრდა ადვოკატები" აგრძელებს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის სამართლებრივი ანალიზის შესწავლას. ამ მიმართულებით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა არაერთ საჯარო უწყებას ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით. სწავლობს არსებულ მასალასაც, რომელიც მედიაში ქვეყნდება.

როგორც " გურია ნიუსს" ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა, ინფორმაცია, რომელიც ამჟამად აქვს ორგანიზაციას და რომლის შესწავლაც მიმდინარეობს, არ ცხადყოფს, რომ 2006 წელს, როდესაც კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ძეგლს სტატუსი მიანიჭა, სამართლებრივი მოქმედება გამომდინარეობდა რომელიმე კომისიის დასკვნის საფუძველზე.

არჩილ კაიკაციშვილი: "ცხადია, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ გვაინტერესებს, უკვე 2012 წლის ოქტომბრის ცვლილებების შემდეგ, რა მოქმედებები განხორციელდა და უკვე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებები, რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობოდა. ამასთან, სიანტერესოა, დადგინდეს, ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ხდებოდა, იყო მინისტრის ხედვაზე დაფუძნებული თუ გადაწყვეტილებებს უძღოდა საჭირო საფუძვლებიც. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის საკითხი საფუძვლიანად იქნეს შესწავლილი. იურისტებისთვის საჭირო ყველა ლეგიტიმურ კითხვას, მიგვაჩნია, რომ პასუხი უნდა გაეცეს. რაც უფრო მეტი იქნება მტკიცებულებები, მით უფრო მეტი იქნება საკითხის მიმართ გამჭვირვალობა. მიგვაჩნია, რომ დღეს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის საკითხი საკმაოდ პოლიტიზირებულია, რაც პროცესის მიმართ კვალიფიციურ მსჯელობას აფერხებს. ორგანიზაცია საკითხზე კვლევის ანალიზს, ნოემბრის თვეში წარმოადგენს".

საყდრისის გარშემო არსებულ პრობლემებზე მუშაობას "გურია ნიუსი" აგრძელებს... ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მოვახერხეთ დავკავშირებოდით გიორგი გაბაშვილს, რადგან მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შევეცდებით მისი განმარტება უახლოს მომავალში შემოგთავაზოთ.




 ახალი ამბები
  • "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინადღეს, "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს წარუდგინა, ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე. დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს ,,ევროპული საქართველოს" საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა."საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ქვეყანა წელში გაიმართოს და ქართველებმა იცხოვრონ ღირსეულად. ამიტომ აქვს მნიშვნელობა არჩევნებზე მისვლას და თქვენი პოზიციის დაფიქსირებას", _ მოუწოდა ბაქრაძემ სამტრედიაში, მომავლის პარკში შეკრებილ ... ...
  • გურიანთაში, მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, პირველი წირვა ჩაატარესოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  გურიანთაში,  ღვთისმშობლის შობის  სახელობის     ეკლესიის  მშენებლობა, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო,  დასასრულს  უახლოვდება. თუმცა, ამას    არ შეუშლია ხელი, რომ აქ პირველი წირვა ჩატარებულიყო. _შარშან , 21 სქტემბერს, სოფლის მცხოვრებლებმა  გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან, ეკლესიის დასრულებისთანავე, „გურიანთელობაც“ ეზეიმათ.  ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, თუმცა მამა ერმოლაოსმა ბრწყინვალე წირვა აღავლინა. ადგილობრივები ძალიან გაგვახარა ამ ამბავმა, - გვითხრწეს გურიანთის  მრევლის წარმომადგენლებმა. _სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რომ   სოფლის   მასშტაბური დღესასწაული ჩატარებულიყო, თუმცა წირვა დაუსრულებელ ეკლესიაში მაინც ჩატარდა. ეკლესია კეთილი ადამინების შემოწირულობით   შენდება. ისინი თავს იკავებენ ვინაობის დასახელებისგან.  სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსაზღვრული თანხა  კი, 40 ათასი ლარის ოდენობით, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით, ეკლესიის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობას მოხმარდება. შორს არ არის ის დღე, როცა მთელი სოფელი   ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მშენებლობის დასრულებას   და „გურიანთელობას“ , ალბათ, მომდევნო წლის 21 სექტემბერს, ერთად იზეიმებს, - გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ გურიათიდან, მაია ... ...
  • გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობსსს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის  განახლებული ვერსია შესთავაზა. განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. მოქნილი ონლაინ სივრცე სხვადასხვა მოწყობილობებიდან (როგორიცაა სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი) შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.  ასევე, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცდილ ტრეიდერებს  ექნებათ წვდომა „G&T TraderPro“-სთანაც -  პროფესიონალური დონის, მულტიეკრანულ სავაჭრო პლატფორმასთან, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს. მომხმარებელზე მორგებული „G&T Trader“ და „G&T TraderPro“ პლატფორმები გამოირჩევა პროდუქტის ფართო დიაპაზონით, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, ETF, CFD, FX, ფიუჩერსი და ოპციონები. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული „G&T Trader”-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის.  განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს  ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა: „G&T TraderPro“ და „G&T Trader“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.  განახლებული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა. „გალტ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საბროკერო კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს აქვთ წვდომა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ბაზრებზე. კომპანია სარგებლობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციით, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა კლასის აქტივების საბროკერო შეთავაზებებით მოიპოვა. „G&T Trader“ „გალტ & თაგარტი“-ს  ვებაპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერიდან არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, როგორც სმარტფონისთვის, ასევე ტაბლეტისთვის. როგორც  IOS-სზე, ასევე Android-ზე, რომელიც Apple App Store-სა და Google Play-ზეა ხელმისაწვდომი. ... ...
  • შსს-მ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა., 1971 წელს დაბადებული ფ.ა., 1985 წელს დაბადებული რ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ე.გ. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას ... ...
  • დაბა ლაითურის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდადღეიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და აქედან გამომდინარე დაბა ლაითურის მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დაბა ლაითურში სამი მოსწავლეს და ერთი მასწავლებელს აქვს კორონავირუსი. აქედან ორი ბავშვი სკოლის კლასტერი არ არის, რადგან მათ ახალი სასწავლო წელის დაწყების დროს სკოლაში არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...