რას იძიებს ფინანსური პოლიცია ლანჩხუთში

მთავარი თემა

რას იძიებს ფინანსური პოლიცია ლანჩხუთში

2014 ოქტ 23 13:35:27

გასულ წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში გახორციელებულ წყლის რეაბილიტაციის პროცესს არც სამუშაოების მიმდინარეობისას აკლდა მითქმა-მოთქმა და არც ახლა აკლია. უფრო მეტიც, გასულ პარასკევს მუნიციპალიტეტის გამგეობას ფინანსური პოლიციის თანამშრომლები სტუმრობდნენ, რომლებმაც აღნიშნული სამუშაოების დოკუმენტაცია წაიღეს შესასწავლად.

საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იჩინა თავი გარკვეულმა პრობლემებმა. ჯერ იყო და შესრულებული სამუშაოებით, თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობა უკმაყოფილო იყო. დაზიანდა შიდა გზები, მილებისთვის განკუთვნილი არხების ამოვსება თვეობით დაგვიანდა, ხალხს ყანებიდან ამოტანილი დოვლათის სახლებში შეტანა გაუჭირდა, რადგან ჭიშკართან მისასვლელი გზა გადათხრილი იყო. მილების ჩადების და ზედაპირის მოსწორების შემდეგაც ბევრი ხარვეზი გამოჩნდა და მოსახლეობაც აქტიურად აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს.

ამას ისიც დაემატა, რომ ინსპექტირების ჯგუფის რამდენიმე წევრი ხელს არ აწერდა ორი სოფლის _ შუხუთისა და ნიგოითის პროექტების შესრულების აქტს და საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ამ ადამიანების ხელწერის გარეშე მაინც ჩაბარდა ორივე ობიექტი და მეოთხე ეტაპის ნარჩენი თანხა 31 დეკემბერს, დღის ბოლოს გადაირიცხა.

 "გურია ნიუსის " ინფორმაციით,  10 პროექტიდან რვაზე, შესრულებული სამუშაოების გადარიცხვაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე აწერს ხელს, ხოლო ორ პრობლემურ პროექტზე _ გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი. როგორც ირკვევა, მაშინ გამგებელს სასწრაფოდ მოუხდა ქობულეთში გამგზავრება და ზენაიშვილს სწორედ მას შემდეგ მოუწია გადარიცხვაზე ხელის მოწერა. 

ასე თუ ისე, ორი მუხლით არის გამოძიება დაწყებული _ გადასახადებისთვის თავის არიდება და თანხების მითვისება-გაფლანგვა. აღნიშნულ საკითხში გარკვევის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, ვახტანგ ზენაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა შარშან შემოდგომაზე დაწყებული წყლის რეაბილიტაციის პროექტებით ფინანსური პოლიციის დაინტერესება.

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გასული კვირის პარასკევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია. ხომ ვერ გვეტყვით, კონკრეტულად, რა დოკუმენტაცია წაიღეს?

_ ფინანსური პოლიცია  დაინტერესდა წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტით, რომელზეც 2013 წლის სექტემბერში გამოცხადდა  ტენდერი მუნიციპალიტეტის 10 სოფელში და მასში გაიმარჯვა ფირმა  "არქდიზაინმშენმა ". 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი საამისოდ, ფირმამ კი ტენდერი 600 ათას 777 ლარით მოიგო. მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებულად და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოები, რაც კი ბოლო ათი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში გახორციელებულა ამ სფეროში. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყველა სოფელს მიეწოდება წყალი, თანაც პროექტით გათვალისწინებულზე 200 ოჯახით მეტმა ისარგებლა ამით.

_ გარკვეული პრობლემები რომ ჰქონდა აღნიშნულ ფირმას სამუშაო პროცესში მოსახლეობასთან, ეს ბევრისთვის ცნობილია. რა იყო ამის მიზეზი?

_ იყო გარკვეული უკმაყოფილება. მოსახლეობა, მოგეხსენებათ, მოუხელთებელი ცნებაა, ის შედგება კონკრეტული პიროვნებებისგან, რომლებშიც არსებობს მუდმივად უკმაყოფილო ადამიანების კატეგორია. ამ ხალხთან ყოველთვის არის პრობლემა. ერთი იყო, რომ  "არქდიზაინმშენს " მილების ჩადების პროცესი გაეწელა. ამასობაში, მოსავლის აღებამ მოუსწრო და მოსახლეობას გადათხრილ ქუჩებში პრობლემები მართლაც შეექმნა, მაგრამ თუ ობიექტურად შევაფასებთ, ყველა მშენებლობას გარკვეული დისკომფორტი მოაქვს.

_ ობიექტის ჩაბარების შემდეგ გამოსწორდა არსებული ხარვეზები, რომლებიც საკმაოდ ბევრი იყო?

_ რა თქმა უნდა. ფირმას ოთხწლიანი ვალდებულება აქვს, არსებული ნაკლოვანებები გამოასწოროს, განსაკუთრებით, ისეთი, რომელიც მშენებლობის პერიოდში არ ჩანდა და შემდეგ იჩინა თავი. ასეთი შემთხვევების აღმოფხვრა დღესაც გრძელდება.  კერძოდ, გვიმბალაურში არსებულ წყალსადენს დიდი წნევის გამო პრობლემები შეექმნა, რაც პროექტით გათვალისწინებული არ იყო. ჩვენ წერილით მივმართეთ  "არქდიზაინმშენს " არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად და რამდენიმე დღეში ეს სამუშაოები დასრულდება კიდეც.

_ ადასტურებთ, რომ, დღესდღეობით, წყალი ყველა ოჯახს უპრობლემოდ მიეწოდება?

_ კი, ვადასტურებ, მაგრამ არსებობს ერთი ფაქტორი _ თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს რაღაც, რაც ფირმას და გამგეობას არ ევალება. თავად უნდა ზრუნავდნენ გაკეთებულის მოვლაზე.   "საბანი, როგორც გადაგწვდებაო ", _  ხომ გაგიგიათ?! ყველაფერი იდეალურად შეიძლება არ იყოს, მაგრამ  რა თანხაც იყო გამოყოფილი, იმით მეტი ვერც გაკეთდებოდა. ერთიცაა, წესით, ჯერ პრობლემის  შესწავლა უნდა მოხდეს, ყველაფერი გაითვალოს და პროექტიც მერე შედგეს. ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით ხდება, კონკრეტულ თანხას ვარგებთ პროექტს და ასეთი მიდგომა თავისთავად ქმნის ნაკლოვანებებსა და ხარვეზებს. მოკლედ, საქმე კარგად კეთდება, მაგრამ უკეთესად შეიძლება. ამას კი სხვა თანხები და  სხვა დონის პროექტები სჭირდება.

_ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში გარკვეული პრობლემები, ძირითადად, ორ სოფელში _ შუხუთსა და ნიგოითში გამოიკვეთა. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ინსპექტირების ჯგუფის რამდენიმე წევრმა სამუშაოს შესრულების აქტის ხელისმოწერაზე უარი განაცხადა. რატომ, რა იყო ამის მიზეზი?

_ მართალია, როგორც თანამდებობის პირს გარკვეული ზედამხედველობა მევალებოდა, თუმცა, არც კომისიის და არც ინსპექტირების ჯგუფის წევრი არ ვყოფილვარ.  როგორც ვიცი, გარკვეულ ეტაპზე გამოიკვეთა ჯგუფის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობა. მიზეზი ამისა იყო ის, რომ ამ ორ სოფელში სათავე-ნაგებობები პროექტით სხვა იყო, რეალურად კი  სხვა გაკეთდა.  ნაწილი ამბობდა, რომ ცვლილებები პროექტში აუცილებელი იყო საქმისთვის, ამით უფრო მეტი ეფექტი იქნებოდა, გაცილებით ნაკლები დანახარჯით. მე როცა საქმის არსში გავერკვიე, ამ ადამიანების მხარე დავიჭირე, რადგან მიმაჩნდა, რომ მათ საქმისადმი სწორი მიდგომა ჰქონდათ. ეს მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მყოფებს შევეკითხე _ პროექტით გაკეთებულს თუ ექნება სხვა შედეგი-მეთქი. მათ მიპასუხეს, არა, შედეგი იგივე იქნებაო. ჰოდა, რატომ უნდა დამეჭირა მხარი იგივე საქმის ბევრად მეტი ხარჯით გაკეთებისთვის? მე პირადად გახლდით ორივე სოფლის სათავე-ნაგებობაზე. ფეხით, თავსხმა წვიმაში კილომეტრები გავიარე. მე არავის ვამადლი ამას, მაგრამ ადგილზე საქმის გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ თუ პროექტით შესრულდებოდა სამუშაოები, ეკოლოგიური პრობლემებიც იჩენდა თავს. ამით ნათლად გამოიკვეთა, რომ მშენებლების პოზიცია მართებული და მომგებიანი იყო.

_  და მაინც, ინსპექტირების ჯგუფის რამდენიმე წევრის ხელმოწერის გარეშე, ობიექტი ჩაიბარეთ და საბოლოო ანგარიშიც გაასწორეთ  "არქდიზაინმშენთან "...

_ კანონიერად მოხდა ეს ყველაფერი. სანამ ფულს გადავრიცხავდით ექსპერტებთან, სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაციები. სხვათა შორის, მხარის გუბერნიიდანაც იყო წარმომადგენელი, რომელსაც ოფიციალურად არ ქონდა დასკვნის დაწერის უფლება, მაგრამ სიტყვიერად დაგვიდასტურა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება ნარჩენი თანხა _ 90 ათასი ლარი ჩაგვერიცხა. თანხის გადარიცხვის შემდეგ მოვიწვიეთ ექსპერტი, რომელმაც ჩვენი ქმედების სისწორე დაადასტურა. რადგან გამგებელი მივლინებაში გახლდათ, ხელი გადარიცხვაზე მე მოვაწერე. სხვა შემთხვევაში, ეს თანხა დაიკარგებოდა, ფირმა კი საჩივარს შეიტანდა სასამართლოში და ჯარიმის გადახდა მოგვიწევდა. ზედმეტი მატერიალური ზარალი  ავაცილეთ ბიუჯეტს, მეწარმის ინტერესებიც დავიცავით და მოსახლეობისაც. რა არის ამაში ცუდი?

_ კი, მაგრამ, პროექტით გასაკეთებელი საქმე შემსრულებელმა სხვაგვარად შეასრულა, ამაში თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ?

_ მე ვფიქრობ, რომ სწორი  და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მივიღეთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამაზეც გვაქვს პასუხი. თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ძველი პროექტით ამ საქმის გაკეთება უმჯობესი იყო, ეს ფირმა მზადაა ყველაფერი შეცვალოს.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ხელი არ მოაწერეს დასკვნას, ეს მათი გადასწყვეტია და მათ ხედვაშიც არის ჭეშმარიტების მარცვალი. უბრალოდ, ეს აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი პროცესია და სწორედ ასეთ აზრთა ჭიდილში იბადება სრული ჭეშმარიტება. ეს სრულიად ჯანსაღი პროცესია.

სხვათა შორის, თავის დროზე ჩვენ პროკურატურას მივმართეთ, გამოეძიათ თუ რატომ იყო პროექტები შედგენილი არაკვალიფიციურად  და გარკვეული ხარვეზებით. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ არ გავურბივართ სამართალდამცავ ორგანოებს, პირიქით, მათთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვართ.

ერთსაც დავძენ, იყვნენ ადამიანები, ვინც ფიქრობდა, რას ვიტკიებთ თავს, გავაკეთოთ ისე, როგორც პროექტი მოითხოვსო. ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ასეთ მიდგომას ვერასდროს შევეგუები. სწორედ ასეთი მიდგომის გამო, ბოლო 10 წელიწადში ბევრი წყლის რეაბილიტაციის პროექტი გაკეთებულა, მაგრამ დღესაც წყალი არსად არ მოდის ნორმალურად. ისე მაინტერესებს, დაინტერესდება თუ არა  შესაბამისი ორგანოები აღნიშნული პროექტებით?

საგულისხმო დეტალები გამოიკვეთა წყლის  რეაბილიტაციის პროექტების ინსპექტირების ჯგუფის მაშინდელ ხელმძღვანელთან  რომან ბიწაძესთან საუბრისას:

_ ფინანსური პოლიციის მიერ გარკვეული პროექტების დაინტერესების შესახებ ჩემთვის ორშაბათს გახდა ცნობილი, სხვა დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. მე მხოლოდ ერთი შემიძლია განვაცხადო, რომ სრულფასოვნად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხს  გავცემ ყველა კითხვას. მეტ-ნაკლებად ვფლობ ინფორმაციას და შემიძლია, დანამდვილებით განვაცხადო, რომ ფორმა ორსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის სხვაობა ნამდვილად არაა.

_ სამუშაოების მსვლელობის დროს ბევრ ხარვეზზე იყო საუბარი. თქვენი ჯგუფის რამდენიმე წევრიც ღიად საუბრობდა ამაზე და საბოლოოდ, მათ ხელიც არ მოაწერეს შესრულების აქტს. რამ განაპირობა მათი ასეთი პოზიცია?

_ მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი ხარ ინსპექტირების ჯგუფში, სრული უფლება გაქვს, რამეს ხელი ან მოაწერო ან არა. ამ ხალხს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვა ან დასკვნა, თუ რატომ არ აწერდნენ ხელს. პირად საუბარში კი რასაც ამბობდნენ, ამას ფინანსურ პოლიციას განვუცხადებ, ან თავად იტყვიან.

აქ იყო ერთი ლაფსუსი _ ობიექტი ჩაბარდა 16 დეკემბერს, ოთხი დღის შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ინსპექტირების ჯგუფს რამდენიმე ადამიანი დაემატა, მანამდე კი 10 დეკემბერს მოხდა იმ სოფლის რწმუნებულების დამატება, სადაც რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდებოდა.

_ რატომ მოხდა ასე, რამ განაპირობა ამ ადამიანების შეყვანა ინსპექტირების ჯგუფში?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს წევრები იყვნენ შუხუთისა და ნიგოითის პროექტების შესრულების აქტზე ხელისმოწერის წინააღმდეგები. თუმცა, იურიდიული ძალა 20 დეკემბერს შესული ადამიანების ხელმოწერას, ბუნებრივია, არ გააჩნია, რადგან ობიექტი უკვე ორი დღის ჩაბარებული იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს ამირან გიგინეიშვილს, რომელმაც ბრძანებების დაწერის საფუძვლად შემდეგი არგუმენტი მოიყვანა: 

"მე, ბუნებრივია, არ დამესიზმრებოდა და ჩემი ინიციატივით არ შევცვლიდი ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობას. გამგეობიდან შემოტანილი საკითხების საფუძველზე მოვახდინე ცვლილება, ანუ გამგეობამ მოითხოვა აღნიშნული პირების დამატება და ბრძანებაც ამიტომ დავწერე. გამოდის, თუ რამე არასწორია, შეცდომაში შეგნებულად შემიყვანეს".

რატომ მოითხოვა გამგეობამ ინსპიქტირების ჯგუფში წევრთა მატება, მაშინ, როცა უკვე ობიექტი ოთხი დღის ჩაბარებული იყო, ამაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი  ზაზა ურუშაძე მოკლე პასუხით შემოიფარგლა:

 "არ მახსოვს, ყველაფერს გამოძიება გარკვევს. ისე კი, გარკვეული ხარვეზები რომ იყო, ამიტომაც დაინტერესდა ფინანსური პოლიცია", _ გვითხრა ურუშაძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...