სამინისტროს მტკიცებით, 61-ე სკოლის ადგილას, სასტუმრო, ან სავაჭრო ცენტრი არ აშენდება

მთავარი თემა

სამინისტროს მტკიცებით, 61-ე სკოლის ადგილას, სასტუმრო, ან სავაჭრო ცენტრი არ აშენდება

3 ნოე. 2014, 17:46:26

დოლიძის ქუჩა #3-ში მდებარე 61-ე სკოლის შენობის დემონტაჟი დაწყებულია. აქ სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება. მანამ კი მოსწავლეები ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსით სარგებლობენ. უცნობია, რა დრო დასჭირდება მშენებლობის დასრულებას.

თავდაპირველად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის თქმით, დოლიძის ქუჩაზე მდებარე 61-ე საჯარო სკოლა, სარემონტო სამუშაოების გამო, დროებით უნდა დახურულიყო. მოსწავლეები და პედაგოგები კი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში გადანაწილდებოდნენ.

არსებობდა მეორე ვარიანტიც - 61-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გადაიყვანდნენ. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტისგან ფართის დათმობის შემოთავაზება მართლაც იყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების ზომები არც "გეპეიში" იყო დაცული, ეს წინადადება არ განხილულა. 

მოგვიანებით გადაწყდა, რომ აღნიშნული სკოლის მოსწავლეები, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში გადაეყვანათ.

რამდენიმე დღის წინ, 61-ე სკოლის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოჩნდა ფოტო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორი იქნება ახალი სკოლა, რასაც სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი განხილვა მოჰყვა.

როგორც საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ლილუაშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, წარმოუდგენელია მოცემულ ტერიტორიაზე მსგავსი არქიტექტურის შენობის განთავსება.

"61-ე სკოლა კორპუსებში დგას და მისი ეს კედელი, რომელიც გამწვანებული, აკადემიკოსების კორპუსზეა მიყრდნობილი, ანუ ეს სურათი შეიძლება გამოყენებული იყოს ცარიელ ტერიტორიაზე როცა მიდის მშენებლობა. მეორე მხარეს ეკლესიაა, იქ შეუძლებელია რომ ასეთი რამ ჩაიდგას. ანუ, შეუსაბამობაშია იმ ქუჩისთვის", _ ამბობს ლილუაშვილი და დასძენს, რომ მოცემულ შემთხვევაში დიდ კორუფციასთან გვაქვს საქმე და შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე სკოლა საერთოდ არ აშენდეს, რადგან კერძო ინვესტორები ადგილის პერსპექტიულობიდან გამომდინარე დაინტერესებულები არიან აქ სავაჭრო ცენტრი, ან სასტუმრო განთავსდეს.

"საუბარი იყო იმაზე, რომ სკოლას იმიტომ ანგრევდნენ, მისი გარემონტება უფრო ძვირი ჯდებოდა ვიდრე ახლის მშენებლობა. თანაც, საძირკველი ჰქონდა დაზიანებული. ამ სკოლის დაბლა, მიწის ქვეშ, სამოქალაქო თავდაცვის ობიექტია, თავშესაფარი ომის დროს. ბომბი რომ დაცემოდა იმისთვის უნდა გაეძლო. ახლა კი ზღაპრებს გვიყვებიან საძირკველი აქვს გაფუჭებულიო. არადა დღემდე ფუნქციონირებადია ის თავშესაფარი", _ ამბობს ლილუაშვილი.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს მიზეზი, რომ ის ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, აბსურდულია, რადგან ამავე შენობაში (61-ე საჯარო სკოლა) განთავსებული ხელოვნების სკოლა (მე-7 სამუსიკო სკოლა) ისევ ფუნქციონირებს და აქ მეცადინეობა ყოველდღიურად 200-მდე ბავშვს უწევს.

"განათლების სამინისტრო არ ზრუნავს ბავშვებზე. თუ ასეა შენობაში, რომელსაც აგრევენ როგორ შეიძლება სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებდეს?!

თანაც, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსი გაცილებით უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე 61-ე სკოლის შენობა.

მოგეხსენებათ იმ ტერიტორიაზე როგორი ინტენსიური მოძრობაა და აქ ფაქტიურად მოსწავლეების გადაადგილება შეუძლებელია. ბავშვებს აუხსნა ის, რომ მიწისქვეშათი ისარგებლონ, რომელიც 200 მეტრითაა დაშორებული, ცოტა მოუხერხებელია."

აღსანიშნავია, რომ როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, 61-ე სკოლის შენობაში განთავსებულმა ხელოვნების სკოლამ, ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა ეს მოხდა დღეს, 3 ნოემბერს.

"დღეს შევწყვიტეთ სწავლა, რადგან აქ შეუძლებელია მეცადინეობის გაგრძელება. ახლა ფართის ძიებაში ვართ. მერია და საკრებულო დაგვიდგა გვერდით. განათლების სამინისტრო ძალიან ცუდად გვექცევა, საერთოდ დაგვანგრია და ხელი დაიბანა.  ყველა სკოლამ უარი გვითხრა მიღებაზე, არადა განათლების სამინისტრო უნდა დაგვხმარებოდა, ისინი გვანგრევენ და ფართი მათ უნდა გამოეყოთ", _ უთხრა "გურია ნიუსს" ხელოვნების სკოლის დირექტორმა ლეილა მუმლაძე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 61-ე სკოლა იმავე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც აქამდე იყო და მისი ჩანაცვლება არც სავაჭრო ცენტრით და არც სასტუმროთი არ მოხდება.

როგორც პროექტის არქიტექტორი დარეჯან გიგაური ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელებში რეზონანსი მოჰყვა, მოცემულ ტერიტორიასთან აბსოლუტურად შესაბამისობაშია.

"ჯერჯერობით არქიტექტურული პროექტი მუშავდება. ძველი შენობის დემონტაჟი დაწყებულია.

სკოლა ნამდვილად ამ ადგილას აშენდება.  რატომაა წარმოუდგენელი არ ვიცი. რაც შეეხება ფოტოს, ეს ჩემი გაკეთებულია", _ ამბობს გიგაური და დასძენს რომ უცნობია რა ვადაში დასრულდება მშენებლობა.

"ჯერ არქიტექტურული პროექტი გამზადდა, ფართები განაწილებულია, შიდაგეგმარები, მაგრამ ეს მარტო არქიტექტურა ხომ არაა, ველოდებით გეოლოგიას, უნდა გაკეთდეს წყალკანალი, კანალიზაცია, ელქტროობა, ეს არის მომიჯნავე პროექტები. მერე ჩატარდება ტენდერი და ვინც გაიმარჯვებს ის ააშენებს სკოლას."

"გურია ნიუსი" შეეცადა მშობლებისა და სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებისგან მოესმინა თუ რას ფიქრობდნენ სკოლის დემონტაჟსა და ახლის მშენებლობაზე, თუმცა საბჭოს თავმჯდომარემ პასუხის გაცემას თავი აარიდა, მიზეზად კი მიკერძოებულობის პრობლემა დაასახელა.

აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ისურვეს საბჭოს წევრებმაც.




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...