პროკურატურა - ალექსი ბატიაშვილს დასმულ კითხვებზე პასუხები არ აღმოაჩნდა

მთავარი თემა

პროკურატურა - ალექსი ბატიაშვილს დასმულ კითხვებზე პასუხები არ აღმოაჩნდა

4 ნოე. 2014, 16:46:32

საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის მინისტრის მოადფგილის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გურია ნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:  

"2014 წლის 03 ნოემბერს, მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი   4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, ადვოკატის მონაწილეობით დაიკითხა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი.

დაკითხვა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ყველა პროცედურის დაცვით 8 საათის განმავლობაში, ვინაიდან გამოძიებას ჰქონდა ბევრი კითხვა ა.ბატიაშვილის მიმართ. თუმცა საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა ამ უკანასკნელს არ აღმოაჩნდა პასუხები დასმულ კითხვებზე. დაკითხვის დასრულებისას მოწმე ალექსი ბატიაშვილმა გამოიჩინა გაურკვეველი დამოკიდებულება და უარი განაცხადა მის მიერვე მიცემული ჩვენების საფუძველზე შედგენილი დაკითხვის ოქმის ხელმოწერაზე. გამომძიებელმა მას და მის ადვოკატს მისცა საშუალება დაეფიქსირებინათ დაკითხვის ოქმზე შენიშვნა ხელმოწერაზე უარის მიზეზების დასაფიქსირებლად, რის შემდეგაც მოხდა დაკითხვის პროცესის დასრულება, ვინაიდან იწურებოდა დაკითხვისთვის კანონით განსაზღვრული 8 საათიანი ვადა.

მოწმე ა.ბატიაშვილის ადვოკატის განცხადება დაკითხვის პროცესში დარღვევების შესახებ არის სრულიად გაუგებარი, მითუმეტეს თვითონვე ვერ მიუთითებს დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. მთავარი პროკურატურის აზრით მოწმე ა.ბატიაშვილი არ აღმოჩნდა მზად პასუხები გაეცა გამოძიების კითხვაზე, სწორედ ამიტომ მათ მიმართეს მსგავს ტაქტიკას.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარი პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მოხდეს ალექსი ბატიაშვილის მოწმის სახით განმეორებით დაკითხვა, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ ის უფრო მომზადებული შეხვდება გამომძიებელს, ვინაიდან გამოძიების კითხვები მისთვის უკვე ცნობილია.

აქვე გამოძიება სთავაზობს მოწმე ალექსი ბატიაშვილს, მისი ახალი დაკითხვის პროცესის დაფიქსირება მოხდეს აუდიო-ვიდეო გადამღები საშუალებების გამოყენებით, რათა შემდგომში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი სპეკულაციები", _ აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს.

თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID 19-ზე ტესტირება სისტემატურად უტარდებათახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის 700 - ზე მეტ თანამშრომელს, დასავლეთ საქართველოში (N3, N2, და N14 პენიტენციური დაწესებულებების) 400, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს 300 და გარე დაცვის სამსახურის 200-მდე თანამშრომელს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, 2-კვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში განთავსებამდე გადიან ტესტირებას. ორ კვირაში ერთხელ უტარდება ტესტირება ვირუსზე პენიტენციური სისტემის ყველა იმ თანამშრომელს, რომლის სამუშაო ადგილი არის პენიტენციური დაწესებულება, თუმცა პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვს (პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი მისაღები, სასადილო და ა.შ.). ასევე ორ კვირაში ერთხელ გადიან ტესტირებას ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს და გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო პენიტენციური სისტემის მედპერსონალი ვირუსზე ტესტებს კვირაში ერთხელ აბარებს.  7 ივლისს COVID 19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ N15 და N19 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.  ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში. ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  თურქეთის მოქალაქე დაკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • კახეთში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული კი გაიქცა და ავარიაში მოყვალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 11 ივლისს , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...