მეწყერი და დიდთოვლობა ჩოხატაურში

მთავარი თემა

მეწყერი და დიდთოვლობა ჩოხატაურში

2014 ნოე 4 23:16:53

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია. ასევე, საკმაოდ დიდი თოვლია მოსული სოფელ ქვაბღასა და ზოტში. დიდთოვლობის გამო სოფელ ზოტს ორი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტოენერგია. 
ქვაბღის მოსახლეობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ფრაქცია “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზვიად მამალაძე და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მაია პაიჭაძე შეხვდნენ.
_ მიუხედავად იმისა, რომ თოვლი ნაადრევად მოვიდა და გარკვეული პრობლემები შექმნა, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა პრობლემის გასამკლავებლად. ჩვენი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, _ გვითხრა ზაალ მამალაძემ
ზაალ მამალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ზოტის მოსახლეობას შეხვდა გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძეც.
ზოტელებმა გუბერნატორს სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრეს და ხე-ტყის ჭრასთან დაკავშრებით მათთვის შექმნილ პრობლემებზეც მოუყვენ. გუბერნატორის თქმით ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს ხანში ზოტელებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად  იმ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებსაც ამ სოფელში ხე-ტყის ჭრის 20 წლიანი ლიცენზია აქვს მოპოვებული.
გარდა დიდთოვლობისა ჩოხატაურს მეწყერმაც შეუქმნა პრობლემები. რამდენიმე სოფელში გზები დაიმეწყრა. სოფელ ერკეთში მეწყერის გამო 4 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო.
ამის გამო, სამშაბათს, ჩოხატაურში გეოლოგები ჩამოვიდნენ, რომლებმაც დამეწყრილი ადგილები მოინახულეს. როგორც გვითხრეს, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით დასკვნა უახლოეს დღეებში დაიდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით სტიქიამ ბევრ სოფელს შეუქმნა პრობლემები. ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.




 ახალი ამბები
  • „პარკომატი“ _ გაამართლებს თუ არა პარკირების სამსახურის ელექტრონული სერვისი ოზურგეთში?ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე,  ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რომან გოგიტაურმა ანგარიშის წარმოდგენისას, ძირითადად იმ სიახლეზე ისაუბრა, რასაც „პარკომატი“ ჰქვია. ეს ელექტრონული მოწყობილობა აღნიშნულ სამსახურში შექმნეს და ყუთი, რომელსაც „პარკომატი“ ჰქვია, საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინეს.  დეპუტატებს  კი  აუხსნეს, რომ მას გაუკეთდება ბოძი და დააიდგმება იმ 250 ადგილზე, რომელიც პარკირებისთვის გააცნია აღნიშნულ სამსახურს. _ ჯერ მხოლოდ ერთ ცენტრალურ ადგილზე,  გურიიის ქუჩაზე, უნივერმაღ „იმედის“ წინ დავდგამთ. ავტოსადგომით ვინც ისარგებლებს, თანხას პარკომატში გადაიხდის.  დღის ბოლოს კი ოპერატორი გაათავისუფლებს  ამ ყუთს. ვფიქრობთ, რომ ეს   სისტემა გაამართლებს და შემდეგ ვიმოქმედებთ რომ იმ 250 ადგილზეც განვათავსოთ, რომელიც პარკირების სამსახურს გააჩნია, - თქვა რომან გოგიტაურმა. _მაგ მოწყობილობას  ღია ცის ქვეშ წვიმის და თოვლის არ „ეშინია“?- იკითხა დეპუტატმა  გელა ჩავლეშვილმა. _არა,  ყუთი დაცულია.  ამაზე  თავიდანვე ვიფიქრეთ, როცა ვაკეთებდით, _ უპასუხა გოგიტაურმა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ იდეა მოიწონა, მოუწოდა დეპუტატებს, დადებითად შეეფასებინათ პარკირების სამსახურის ანგარიში და თავად ჩააგდო პარკომატში სიმბოლური თანხა. „პარკომატს“ ნაციონალი დეპუტატების  სახით მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ვრცლად ამის და  ასევე  ახალი სისტემის შესახებ,  რომელიც იმიტომ შეიქმნა,რომ მომსახურებისას გადახდილი თანხების მოძრაობა იყოს გამჭვირვალე,  საგაზეთო სტატიაში ... ...
  • ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტებზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სალაროს შემოსავლების ორდერები, თითქოსდა, განხორციელდა 226 456 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 120 000 ლარის ღირებულების ჯართის ფიქტიურ მიწოდებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადები.  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ... ...
  • ჩემპიონატი "მთის ეტლი თხილამურებით - ბაკურიანი 2020" გაიმართა(R)პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 თებერვალს, დაბაბაკურიანში პირველად საქართველოს ისტორიაში გაიმართა ჩემპიონატი "მთის ეტლი თხილამურებით - ბაკურიანი 2020", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა. ჩემპიონატი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, რომელშიც  19–მა მონაწილემ იასპარეზა თბილისის, გორის, ქუთაისისადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.   ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამოვლინდა სამიგამარჯვებული: რეზო გორგაძე, ალიკა გითოლენდია და ვეფხვია გელაშვილი, ხოლო გუნდურ შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამეულმა, რომლის შემადგენლობაშიც ასპარეზობდნენ: ლადო შონია, პაპუნა სულუხია და თემურ იზორია. ჩემპიონატის ინდივიდუალურ გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასები, მედლები, დიპლომები დაპროექტის სპონსორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზები. ჩემპიონატი სისტემატურ ხასიათს მიიღებს და მასში სულ უფრო და უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება საქართველოს მასშტაბით. ახალგაზრდული მედია-კავშირი და ჩემპიონატის მონაწილეები მადლობას უხდიან პროექტის მხარდამჭერებს თბილისის, გორის, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,  ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურსა და კომპანიებს: „ევროპაბეთს", „სოკარს"," ტოიოტა კავკასიას", რომლებმაც ჩემპიონატში ასპარეზობის საშუალება მისცეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაუფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. (R)   ... ...
  • თალაკვაძე: "მათი მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა"ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი - არჩევნები მათ არ სურთ,_ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებისას გაკეთებულ განცხადებას.  „მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით",_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და  თავისუფალი არჩევნების გზით. „მე  მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც, მან თქვა, რომ "დამხობა" არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ხვალ თქვან, რომ "დამხობა" არის მერიონ რასელის  ნახატი. ასე ეცდებიან ეს ადამიანები, რომ თავისი უპასუხისმგებლობა აჩვენონ სახელმწიფო ინტერესების მიმართ. რეალურად, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ჩვენ გვჯერა ჩვენი საზოგადოების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და პატივს ვცემთ  გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების გზით",_ განაცხადა არჩილ ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...