ირაკლი ღარიბაშილი: "გამოძიების პროცესის შეფერხება პოლიტიკური სარჩულით დაუშვებელია"

მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშილი: "გამოძიების პროცესის შეფერხება პოლიტიკური სარჩულით დაუშვებელია"

5 ნოე. 2014, 20:44:41

"მოვუწოდებ ყველას, დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რომელიც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ეროვნულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მათ პერსპექტივებს", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, 2012 წელს ხალხმა ნდობის მანდატი კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ სწორედ გაცხადებული ევროპული კურსისა და ღირებულებების გამო მისცა.

"2012 წელს ხალხმა ნდობის მანდატი მისცა კოალიცია “ბიძინა ივნიშვილი - ქართულ ოცნებას“ სწორედ ჩვენს მიერ გაცხადებული კურსის და ღირებულებების გამო. ეს არცერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსის და პოლიტიკური გუნდის დამსახურება არ იყო და ვერავინ შეძლებს ამ ნდობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური პარტია "თავისუფალი დემოკრატების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი უცვლელია.

"საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ეს კურსი არის ურყევი, ამ კურსიდან გადახვევა გამორიცხულია. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ურყევი ნება. ვერავინ მოახერხებს საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ქვეყნის ევროპული ორიენტაცია. ხალხის არჩევანით სპეკულირება ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია,“ _ განმარტა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან გაკეთებული განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს.

"საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ განცხადებებს აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები – "თავისუფალი დემოკრატები“. ისინი არჩევანს აკეთებენ პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის და სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს. თუმცა გამოძიების პროცესის შეფერხება პოლიტიკური სარჩულით დაუშვებელია. ამ ვითარებაში პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება ატარებს საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს,"–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, დღეს ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, რომლის ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიადგეს.




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?