რამ ააცრემლა განათლების მინისტრი ჩოხატაურში

მთავარი თემა

რამ ააცრემლა განათლების მინისტრი ჩოხატაურში

16 ნოე. 2014, 01:22:43

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა და აღჭურვა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ახალი სკოლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა, გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

წიფნარის საჯარო სკოლას, 20 წლის შემდეგ, პირველად აქვს გათბობა, ბიბლიოთეკა და ექიმის კაბინეტი. აღსანიშნავია, რომ ახალაშენებული სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

წიფნარის საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე 35 მოსწავლე სწავლობს, თუმცა, 60 მოსწავლეზეა გათვლილი.

როგორც წიფნარში ამბობენ, საგანმანათლებლო კერის ახალ შენობას სოფელში ოჯახების მა­ტე­­ბაც მოჰყვა _ ახალი სკოლის გამო სოფელში რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა,.

წიფნარის საჯარო სკოლა ამ დრომდე საბავშვო ბაღში ფუნქციონირებდა, რადგან ძველი შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო ("გურია ნიუსი" ამ თემაზე არაერთხელ წერდა).

წიფნარელმა მოსწავლეებმა თამარ სანიკიძეს ახალი სკოლის აშენებისთვის მადლობა გადაუხადეს და საკუთარი შემოქმედებაც გააცნეს. სპეციალურად ამ დღისთვის გამართულ ღონისძიებაში გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობდნენ, რომელმაც მინისტრს იმდენად ამაღელვებელი ფლეშ მობი დაუდგეს, რომ სანიკიძე აატირეს.

გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლექსი ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხა _  გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ბავშვს დამსწრე საზოგადოებაც აჰყვა, კულმინაცია კი "სოსოიას" და "ხატიას" გამოჩენა იყო.

"უსინათლო ხატიამ" განათლების მინისტრს მზის დანახვა სთხოვა:

_ თქვენ შეგიძლიათ, დამანახეთ მზე! ნუ მეტყვით უარს _ გთხოვთ აგვიშენეთ ახალი სკოლა გუთურში, _ ეს ტექსტი "ხატიას" ცრემლებს გარეშე არ უთქვამს.

განათლების მინისტრს ამ მართლაც ნიჭიერ წარმოდგენაზე ემოციების შეკავება არ უცდია და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე თბილი და დასამახსოვრებელი შეხვედრა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

_ სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შემქნა საგანმანათლებო რეფორმის ძირითად პრიორიტეტად რჩება, სამინისტრო ამ მიმართულებით დიდი სამუშაოებს აწარმოებს. მომდევნო პერიოდშიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება გახორციელებული იქნება გეგმა­ზომიერად, საჭიროებებიდან გა­მომ­დინარე და თანამედროვე საგანმანათ­ლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით, _ აღნიშნა სანიკიძემ, რომლის თქმით, ამ ეტაპზე სასწრაფო რეაბი­ლიტაციას ოთხმოცამდე სკოლა საჭიროებს.

განათლების მინისტრი წიფნარის შემდეგ სოფელ ზოტს ესტუმრა და ახალი სკოლის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ზოტში საუკუნოვანი ძველი ხის შენობა იმდენად ავარიულია, რომ იქ გაჩერება სიცოცხლისთვის სახიფათოა. "გურია ნიუსი" ამ პრობლემის შესახებ ბევრჯერ წერდა. მაღალმთიან არსებულ სოფელში მდებარე ავარიულ სკოლაში ამ ეტაპზე 220 მოსწავლე სწავლობს, თუმცა, კონტიგენტი ყოველწლიურად მატულობს. განათლების მინისტრის ინფორმაციით, ზოტში ახალი სკოლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება:

_ ზოტის სკოლა ერთ-ერთია იმ 8 სკოლიდან, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება, _ აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

იქნება თუ არა სამინისტროსთვის მომავალი წლის პრიორიტეტში გუთურის სკოლის აშენება; მოწმდება თუ არა სკოლებში კვების ხარისხი; რა რეფორმას ახორციელებს განათლების სამინისტრო; რას სთავაზობს განათლების მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის’ წევრს სერგო რატიანს; არის თუ არა შუაში სანიკიძის თანამდებობა მამის ბიზნესთან, რომელის მიმართაც ბოლო დროს პრეტენზიები ისმის. ამ და სხვა მნიშნელოვან თემებზე განათლების მინისტრმა "გურია ნიუსს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...