მუშნი ზარანდიასეული პათეტიკა პენსიონერებისთვის ანუ "რაც იყო, იმას ხომ ჯობს?!"

მთავარი თემა

მუშნი ზარანდიასეული პათეტიკა პენსიონერებისთვის ანუ "რაც იყო, იმას ხომ ჯობს?!"

2014 ნოე 21 17:17:23

ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც პენსია ძალიან დაბალია.

მაგალითად ლუქსემბურგში პენსია 7 700 ლარის ეკვივალენტია, ნორვეგიაში _ 3 872 ლარის, დანიაში _ 3 104-ის, საფრანგეთში _ 2 437-ის, გერმანიაში _ 1 740-ის, პოლონეთში _ 961-ის, ლატვიაში _ 567-ის, ლიტვაში _ 448-ის, რუსეთში _ 438-ის, ესტონეთში _ 660-ის, ყაზახეთში _ 585 ლარი ეკვივალენტი.

საქართველოში პენსია 150 ლარს შეადგენს.

პენსიების ზრდა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუბაზ სანიკიძე 2012 წელს ამომრჩეველს კამერების წინ პირდებოდა, რომ 2013 წლის იანვრიდან პენსიები მოიმატებდა:

_ პენსიები გადაისინჯება და საარსებო მინიმუმს გაუტოლდება.. .მინიმუმი 160 ლარია, მაგრამ გადაიხედება და 220 გახდება, _ ამბობდა სანიკიძე,

ამ განცხადების შემდეგ 2 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, პენსია ჯერაც არ გაზრდილა როგორც ამბობენ, პენსიის მატება მომავალი წლის სექტემბერში მოხდება და 150 ლარის ნაცვლად 160 ლარი იქნება.

ოპოზიცია ამ ინფორმაციას კრიტიკულად შეხვდა და "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოტყუებაში დაადანაშაულა. თუმცა, ასე არ ფიქრობს ხელისუფლება, რომელიც პირობას დებს, რომ პენსიების მატება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობისთვის კი, მთავრობის დაპირება არადამაჯერებელია:

_ ამდენი ხანია პენსიების მომატებას ველოდებით. ჩვენი პატრონი არავინაა. არც ძველი ხელისუფლებისთვის ვყოფილვართ მნიშვნელოვანი ფენა და არც ამჟამინდელისთვის ვართ. გვეგონა რომ მოგვიმატებდნენ, მაგრამ მოვტყუვდით. ახლა გვითხრეს, მომავალი წლის ბოლოს ათ ლარს დაგიმატებთო. როცა ოჯახს პენსიის მეტი შემოსავალი არ აქვს, 160 ლარი როგორ უნდა გვეყოს, ამაზე არავინ ფიქრობს. ამას დაცინვა ჰქვია! _ ასეთია პენსიონერების კომენტარები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ფიქრობს, რომ ათი ლარით პენსიის გაზრდა დაცინვა არ არის:

_ ეს ის დანამატია, დღეს ბიუჯეტი რის საშუალებასაც გვაძლევს. ამ ეტაპზე პენსიის 10 ლარზე მეტი ოდენობით ზრდა არ ხერხდება. ამას შეიძლება სოციალური დახმარება უფრო ეწოდოს. არ მგონია, პენსიონერები იმას ფიქრობდნენ, რომ 10 ლარი დაცინვა იყოს. 10 ლარი დაცინვა ნამდვილად არ არის, თუმცა, მეტით გაზრდა რომ მოხერხებულიყო, უკეთესი იქნებოდა. პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდა. რაც შეეხება მოლოდინსა და დაპირებას, შეგახსენებთ, რომ პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში დააანონსა. ნუ დაგვავიწყდება, რომ პენსიის მომატების გარდა, სოციალური პროექტებიც ამუშავდა, რომლითაც პენსიონერებიც სარგებლობენ, რითაც მათ ხარჯი შეუმსუბუქდათ. სკოლის მოსწავლეებისთვის ოჯახს სახელმძღვანელოებში თანხა აღარ ეხარჯება; უმაღლესი სასწავლებლების 19 ფაკულტეტი სახელმწიფო დაფინანსებაზეა; ამუშავდა სოფლის მეურნეობის პროექტები; დახმარებები სოციალურად დაუცველებს გაეზარდათ. პედაგოგების ხელფასები იზრდება და პენსიონერ პედაგოგს პენსიის მიღების საშუალებაც აქვთ. ყველაფერი ეს ერთად რომ დავიანგარიშოთ, მხოლოდ 10 ლარით კი არა, სერიოზული ზრდა გამოდის. _ ამბობს ტყემალაძე gzapress.ge-სთნ საუბრისას.

კითხვაზე, მას პირადად რამდენ დღეს ეყოფა 160 ლარი, ტყემალაძე მუშნი ზარანდიასავით პათეტიკურად პასუხობს: "160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს. ეს სწორად დასმული შეკითხვა არ არის"

არადა, ამ განცხადების ავტორის ქონებრივი დეკლარაცია საკმაოდ მსუყეა.

2013 წელს, დეკლარაციის შევსების დროს ზურაბ ტყემალაძეს "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2 200.00 ლარი ჰქონდა; "ბაზის ბანკის" მეგობარათზე _ 900.00 ლარი, "თი ბი სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე _ 500.00 GEL, ამავე ბანკის კორპორატიულ ანგარიშზე _ 7 000.00 ლარი.

დეკლარაციის შევსების დროს ტყემალაძეს ხელზე ფულის სახით 20 000 დოლარი, 5 000 ევრო და 85 000 ლარი ჰქონდა.

ტყემალაძის კოლეგები მის ზემოთ აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა, საპარალამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ პენსია იმაზე მეტია, რაც ადრე იყო.

არლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "დღევანდელი პენსია, ფაქტობრივად,  შემწეობაა:

_ ჩემი მოსაზრება და სურვილი თანხვედრაში უნდა იყოს იმ ფინანსურ შესაძლებლობებთან, რაც ქვეყანას გააჩნია. თავიდან იყო შემოთავაზებები ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ საპენსიო განაკვეთი გრადაციის სისტემით თანხვედრაში ყოფილიყო სოციალურ დაუცველთა კრიტერიუმებთან. ვისაც ძალიან უჭირს, სოციალურ დაუცველებზე მაქვს საუბარი, მათ მიეღოთ უფრო მეტი, სხვას შედარებით _ ნაკლები და ეს უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 25 ლარი, მაგრამ კომიტეტის აქტიური ჩართულობით და პრემიერის მხარდაჭერით, ასევე დეპუტატებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ განხილვაში, გადაწყდა, რომ ყველა ასაკის პენსიონერს 2015 წლის სექტემბრიდან პენსია 10 ლარით მოემატება. ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვისაც იქნება მატება. პენსიების ზრდა 2016 წლიდან გაგრძელდება. პარალელურად, უნდა ამოქმედდეს დაზღვევითი საპენსიო სისტემა, რადგან დღევანდელი პენსია შინაარსობრივად არ არის პენსია, ეს არის სახელმწიფო დახმარება, ანუ შემწეობა,

_ ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ 160 ლარი კი არ უნდა ჰყოფნიდეს პენსიონერებს, არამედ ისინი უნდა ეყონ 160 ლარს. თქვენ რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე და რამდენი გყოფნით პირადად თქვენ ყოველთვიურად?

_ ჯერ ერთი, მე არ ვარ პენსიონერი.

_ თუმცა, ძალიან ბევრი ოჯახი სწორედ პენსიის იმედზეა...

_ მესმის, მაგრამ პენსიონერებთან ერთად, იმ ოჯახებს აქვთ სოციალურ დაუცველთა სტატუსი, სოციალური დახმარება გაორმაგდა. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებოდი, რომ პენსია გაზრდილიყო 500 ლარით, მაგრამ ეს არის სურვილი, რომელიც რეალობისგან შორსაა _ სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს ამდენი ფინანსური რესურსი. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ პენსია არის იმაზე მეტი, რაც მანამდე იყო _ უკვე მესამდე ხდება პენსიის მატება.

ჩვენ შევეცადეთ ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის აზრიც გაგვეგო, თუმცა, მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.




 ახალი ამბები
  • „შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი“_ რა მოხდა ვარკეთილშივარკეთილში, ანას ბაღის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.ისინი უკვე მეორე დღეა საპროტესტო მშვიდობიან აქციას მართავენ, თუმცა, როგორც გვერდი „ანას ბაღის გადასარჩენად“ ინტერნეტში ავრცელებს ინფორმაციას, ღამით მომიტინგეებს 30-მდე შენიღბული ადამიანი თავს დაესხა. „ჩვენ მეორე დღეა სრულიად მშვიდობიანი აქცია გვაქვს, მოგზავნილი კრიმინალთა ბანდა მთელი დღის და ღამის განმავლობაში გვიწყობდა პროვოკაციას, სათითაოდ გადაყავდათ აქციის მონაწილეები აქციის ტერიტორიიდან ემუქრებოდნენ გომელაურის სახელით, შვილებით, ოჯახის წევრებით, სამსახურის დაკარგვით, ნარკოტიკების ჩადებით და ა.შ. ჩვენ მივმართეთ საპატრულო პოლიციას და ვთხოვეთ, ეს ბანდა განერიდებინათ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება. საპატრულო პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ დაახლოებით დილის 04:00-ზე 30-მდე ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს 6 მშვიდობიან მომიტინგეს. ძალადობით სცადეს ადამიანთა გზიდან მოცილება, შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი, პოლიციელებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. პოლიციამ არ დაიცვა ჩვენი უსაფრთხოება, არ არის არცერთი პირი დაკავებული. ძნელი წარმოსადგენი არ არის ვის შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყანაში იმხელა ძალაუფლება, რომ პოლიციის თვალწინ მშვიდობიან მოქალაქეებს მიუგზვნო 30 ნიღბიანი ზონდერი. ჩვენ, ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობას გვაქვს სულისკვეთება და განწყობა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაგრამ ფართო საზოგადოების მხარდაჭერისა და მეტი გამჭირვალეობის გარეშე გავლენიანი მფარველების, დიდძალი ფულის, აგრესიული ჯგუფების წინააღმდეგ ვშიშობთ, რომ დავმარცხდებით. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვარკეთილის პრობლემა, ეს არ არის ერთი მშენებლობის პრობლემა, ეს უკვე გასცდა ამ ფარგლებს მაშინ, როცა დაიწყო მასობრივი მუქარა ძალადობა და დაშინება. ეს არის უკვე სისტემური პრობლემა“, _ წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა ანას ბაღთან 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას უკვე 2 წელია ... ...
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის ... ...
  • "პოლიტიკურ მელაკუდობას ხომ არ აქვს ადგილი?" _ ინაშვილი უმრავლესობას ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს, _ ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით, პარლამენტის სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ. ინაშვილის თქმით, თუ სხდომაზე კანონპროექტიჩავარდება, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს. "მე მგონი, აქ არავინ არის პატარა ბავშვი და არც არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, რომ საბავშვო ბაღში ვართ. თუმცა რეალობა ამ დარბაზში არის იმდენად მძიმე, რომ არ შემიძლია, რამდენიმე შეკითხვა არ დაგისვათ და გავაგრძელო ჩემი კოლეგების აზრი. ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს. ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არ უნდა ჩააგდოთ? ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. კითხვა მეორე – რომ ჩააგდებთ, ახლა ჩუმჩუმად რომ გადიხართ ჯგუფ-ჯგუფებად და ერთმანეთში ლაპარაკობთ, ჯერ ერთი, მანამდე არ განიხილეთ თქვენს გუნდში? ამ შემთხვევაში, ბატონ ირაკლის უპირისპირდება მისივე გუნდი. ეს რას ნიშნავს, მომზადებულები არ უნდა მობრძანდეთ პარლამენტის სხდომაზე, შეჯერებული არ უნდა გქონდეთ პოზიციები? ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს და თქვენ გამოდიხართ და ოპონირებას უწევთ, თურმე არ გინდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. და კითხვას ვსვამ მე – ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ მერე იმისთვის, რაც ქუჩაში პროცესები განვითარდება, რომ ის პროცესები რაღაც სტაბილურობის ფარგლებში მოვაქციოთ? მე ახლა არც ერთ პარტიას აღარ ვაქცევ ყურადღებას, ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, მერე ქუჩაში გამოვიდნენ. ამისთვის მზად ხართ? და რატომ მიყურებთ ასეთი გაოცებული თვალებით? ჩვენი ვალი რა არის, რომ დავიცვათ ქართული დემოკრატია და თქვენ ახლა გინდათ, რომ ეს ქართული დემოკრატია გამოგვტაცოთ ხელიდან, რაც თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, სხვათა შორის და იმას მაინც ეცით პატივი, ბიძინა ივანიშვილმა გამოიტანა განსახილველად. ის იყო ამ ცვლილების ინიციატორი, თქვენი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, არ გამოიტანდით ამ კანონპროექტს და ახლა გეუბნებით, დაანებეთ თავი პოლიტიკურ მელაკუდობას, თორემ ცოტა ხანში ყველა გავალთ გარეთ და ქართველი ხალხი დადგება პარლამენტის წინ. მერე იფიქრეთ იმაზე, სტაბილურობა როგორ შეინარჩუნოთ“, – მიმართა ირმა ინაშვილმა ... ...
  • „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“ _ სააკაშვილი „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ გააკეთა.  "საქართველო ფუნდამეტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს გახსნილობას, ჰუმანურობას. არის საზღვრები, რაც ქრისტიანობის ფარგლებში არ ჯდება. ნურავის ეწყინება, რომ ვიღაცებს აქვს თავის შეხედულება. რაც ხდება არის სრულიად ინსპირირებული,საქართველოში მეტი პრობლემა არაა, ვიდრე ფილმების გარჩევაა? საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში. მშვენიერ რეკლამას უკეთებენ ამ ფილმს და თავიანთ თავებს, თემა სხვაგან გადაიტანეს, ეს მკაფიოდ რუსული ნარატივია. ამ აქტიურობით 90-მა პროცენტმა გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაშინ როცა, სხვა შემთხვევაში 3 პროცენტი გაიგებდა. 2012 წლიდან ცოცხების კადრებიდან დაწყებული მუდმივად თავს უკანალის გარშემო დისკუსიებს გვახვევენ. საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, გამხდარიყო კავკასიის შვეიცარია და სულ სხვა სიმაღლეებზე ვყოფილიყავით. ამის ნაცვლად დავყავართ ერთი ორგანოს დონემდე. მე აღარ ვაპირებ ლაპარაკს ამ ერთი ორგანოს გარშემო თემებზე. თავზე გენგრევათ ქვეყანა" - ამბობს მიხეილ ... ...
  • დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობა სხდომას გამართავს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბება. მთავარი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს, აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნებენ. „გუნდურობის ყველა წესის, კოლეგიალობის და მეგობრობის ყველა წესის დაცვით ვაპირებთ, ისინი დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლა. სხვას არაფერს ვაპირებთ, არც რამის შეთავაზებას. მგონია, რომ გუნდი დარჩება იმ გადაწყვეტილებაზე, რაზეც იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორიც უკვე შევპირდით საზოგადოებას”, – განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. ​უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.  უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?