"ნაფიც მსაჯულთა სისტემა, დამოუკიდებლობის ხარისხშიც ვერ გვაძლევს შედეგს"

მთავარი თემა

"ნაფიც მსაჯულთა სისტემა, დამოუკიდებლობის ხარისხშიც ვერ გვაძლევს შედეგს"

2014 ნოე 23 01:56:28

იმის ფონზე, რომ მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში, ნაფიც მსაჯულთა პოპულარობა საგრძნობლად დაეცა და შესაბამისად, იკლო მათი მონაწილეობით განხილული საქმეები რაოდენობამაც, ისმის კითხვა - რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირება თანამედროვე, 21-ე საუკუნის მსოფლიოში. ეს კითხვა აქტუალურია საქართველოშიც. 

სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედების არეალი, მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებითაა შემოფარგლული.

შეზღუდულია საქმეებიც, რომლებზეც ნაფიც მსაჯულებს  ვერდიქტი გამოაქვთ. თავდაპირველად ეს მხოლოდ  განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ  გარემოებებში მოიცავდა, თუმცა გასულ წელს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეები დაექვემდებარა.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედების არეალი უნდა გაზრდილიყო, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ეს გადადო და  თქვა, რომ სასამართლოს არ აქვს დარბაზები, რომელიც ნაფიც მსაჯულებს დაიტევს.

 საუბარი იყო იმაზეც, რომ ნაფიც მსაჯულების სასამართლო ყველა ტიპის დანაშაულზე ამოქმედებულიყო, თუმცა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ის ორი წლით გადაიწევს.

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ნაფიც მსაჯულებს 12 ადამიანი აერთიანებს და როგორც წესი, ისინი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევიან.

სურს თუ არა ბრალდებულს მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების მიერ იყოს განხილული, ამას თავად წყვეტს.

ვინ შეიძლება იყოს/არ იყოს ნაფიცი მსაჯული

ნაფიცი მსაჯულობის პოტენციური კანდიდატია საქართველოს 18 წელს მიღწეული მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და აქვს უნარი, სრულფასოვნად აღიქვას და შეაფასოს სასამართლო განხილვის მიმდინარეობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები.

პოლიტიკური თანამდებობის პირს, გამომძიებელს, პოლიციელს, სამხედრო პირს, სასულიერო პირს, ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, იურისტს, ბრალდებულს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის სახელდადებულ პირს, თავად განსახილველ საქმეში მონაწილეს, აგრეთვე პირებს, რომლებსაც მიკერძოებული მოსაზრებები აქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით – ეკრძალებათ იყვნენ ნაფიცი მსაჯულები.

ნაფიცი მსაჯულობა მოქალაქის საპატიო მოვალეობაა და მასზე უარის თქმა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანდიდატი: უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; არის ავად; ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საზღვარგარეთ; 70 წელს გადაცილებულია.

როგორ ირჩევიან ნაფიცი მსაჯულები?

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ადვოკატისა და პროკურორის თანდასწრებით, ადგენს მოსამართლე. ამ სიაშია შესაბამის ტერიტორიულ ოლქში რეგისტრირებული 100-მდე მოქალაქე, რომლებიც ავსებენ მხარეთა მონაწილეობით შედგენილ კითხვარებს. ეს მნიშვნელოვანია შერჩევის პროცედურისთვის.

შემდეგ ტარდება მსაჯულთა შერჩევის სხდომა. სხდომის დანიშნულებაა იმ კანდიდატთა აცილება, რომლებიც, შესაძლოა, იყვნენ მიკერძოებულები განსახილველ საქმესთან მიმართებაში.

პირველ რიგში, გამოირიცხება სასამართლო განხილვაში იმ პირების მონაწილეობა, რომლებსაც კანონი უკრძალავს იყვნენ ნაფიცი მსაჯულები. კანონისმიერი საფუძვლებით აცილებას, შევსებული კითხვარების, აგრეთვე მსაჯულებთან გასაუბრების საფუძველზე, ახდენს მოსამართლე.

შერჩევის მეორე ეტაპია პროკურორისა და ადვოკატის მიერ მსაჯულთა გამოკითხვა მიკერძოებული კანდიდატების გამოსავლენად. ამ პროცესში, მხარეები, სრული თანასწორობის პირობებში, კანდიდატებს უსვამენ კითხვებს და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, მოსამართლის წინაშე აყენებენ არასასურველი კანდიდატების აცილების დასაბუთებულ შუამდგომლობებს.

შერჩევის პროცესის გამართულად ჩატარების შემთხვევაში, რჩებიან ის კანდიდატები, რომლებსაც არ აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული მიკერძოებული შეხედულებები ან რაიმე სენტიმენტები ბრალდებულის ან დაზარალებულის მიმართ. ამ გაცხრილული სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აირჩევა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული.

თუმცა, ადვოკატი დათუნა მოდებაძე ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილულ მის პირველ საქმეს იხსენებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, მსაჯულები პროკურორის სურვილით აირჩნენ.

"საქმე ეხებოდა ბრალდებულ ლევან დემეტრაშვილს, რომლის საქმეც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. შესარჩევი 100 კაციდან, ყველა "ნაციონალების" აქტივისტი იყო, შესაბამისად, აქედან არჩეული 12 -ც. ეს იყო პროკურორის გადაწყვეტილება, რათა საქმეზე ისეთი განაჩენი დამდგარიყო, როგორიც მათ სურდათ", _ ამბობს მოდებაძე.

დაცულია თუ არა ნაფიცი მსაჯული?

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატზე, აგრეთვე მსაჯულზე განხორციელებული ნებისმიერი ტიპის ზეწოლა,  კანონით ისჯება.

კონფიდენციალურია ნაფიც მსაჯულთა თათბირი და კენჭისყრისას გამჟღავნებული პოზიცია. მისი გამხელა ისჯება კანონით.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.

ნაფიც მსაჯულს, თუ იგი დასაქმებულია, უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.

ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. იგულისხმება დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მურთაზ კაპანაძე აბობს, რომ "თუ ნაფიც მსაჯულს პირდაპირ ვინმე იარაღით არ დაადგა და დაემუქრა, სხვაგვარად მათ პირადი ინტერესი არ აქვთ."

თუმცა, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ადვოკატებს. დათუნა მოდებაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლა ხდება და ამის ერთ-ერთ საშუალებად შსს-ს მიერ ნებისმიერი პირის პირადი ინფორმაციის წვდომას ასახელებს.

"შსს-ს  ყველა ადამიანის პირად ინფორმაციაზე აქვს წვდომა. იცის ვინ ვართ, რა ვართ, რას ვაკეთებთ, რაზე ვსაუბრობთ, ვის ვესაუბრებით, სად დავდივართ და ა.შ. არიან ადამიანები, რომელთაც რაღაცეების ეშინიათ და მსგავს სიტუაციებში ამას პროკურორები სათავისოდ იყენებენ.

ნაფიც მსაჯულთა კანდიდატები რომ მოდიან, პროკურორს ყველაზე აქვს დოსიე და მან იცის ვინ აწყობს და ვინ არა. ვისი "დავერბორკება" რითი შეუშლია. პროკურორმა ზუსტად იცის ვინ დატოვოს და ვინ არა", _ ამბობს მოდებაძე და დასძენს, რომ მას პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევა, როცა პროცესზე, დაზარებული მხარე, პირდაპირ ემუქრებოდა, ზეწოლას ახდენდა ნაფიც მსაჯულებზე და კატეგორიულად მოითხოვდა გამამტყუნებელ განაჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ დახოცვით ემუქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განმარტებით, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

შეუძლია თუ არა ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულების აცილება და რა საფრთხეები ახლავს მათ მიერ საქმის განხილვას?

მაშინ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ფეხს იდგამდა, ბრალდებულს არ ჰქონდა უფლება აერჩია, ან უარი ეთქვა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე. თუმცა, შემდეგ ეს წესი შეიცვალა და დღეს უკვე თუ ბრალდებულს არ სურს, მას შეუძლია ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვას.

რაც შეეხება საფრთხეებს, რის წინაშეც შესაძლოა ის ბრალდებული აღმოჩნდეს, რომელიც ნაფიც მსაჯულებს აირჩევს, ასეთია - იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილული საქმეების ანალიზის შედეგად იკვეთება შემდეგი ძირითადი პრობლემა – პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებში სათანადო რესურსის დეფიციტი და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არაკვალიფიციურობა. 

ასევე, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განმარტავს, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი არ საჩივრდება.

"ამავდროულად, არ ხდება ამ განაჩენის დასაბუთება. შესაბამისად, არ გაქვს დასაბუთება, თუ რატომ მიგიჩნიეს დამნაშავედ."

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 პუნქტი ამბობს, რომ ადამიანს უფლება აქვს ჰქონდეს დასაბუთებული განაჩენი.

კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს ნაფიცი მსაჯულების ემოციურ ფონზეც და აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე მხარემ მათ ემოციებზე კარგად ითამაშა, ეს შესაძლოა საბოლოო ვერდიქტზე აისახოს.

"ამასთან, შესაძლოა ნაფიც მსაჯულს, რომელსაც თავისი ათასი პრობლემა აქვს, მოწმის დაკითხვისას ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩეს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

საქმის დეტალებს ისე კარგად არ იცნობენ და ისე ვერ გაამახვილებენ ყურადღებას, როგორც მოსამართლე. შეიძლება, ხშირად ინტუიციას დაეყრდნონ, ვიდრე გამოკვლეულ  მტკიცებულებებს", _ ამბობს მოსამართლე.

ადვოკატი ავთანდილ გიგუაშვილი კი საზოგადოებაში გამეფებულ სიძულვილის ენაზე ამახვილებს ყურადღებას.

"იმ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ვართ, თუ ადამიანს განსხვავებული შეხედულება, სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური მრწამსი და ა.შ. აქვს, მათ მიმართ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, სიძულვილის ენას ვხვდებით.

შესაბამისად, ასეთ  საზოგადოებაში, რთულია ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებების მიღებისას ობიექტურები და სამართლიანები იყვნენ."

როგორია საქართველოში ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა?

2011 წლიდან დღემდე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილულია და განაჩენი გამოტანილია რვა სისხლის სამართლის საქმეზე.

2011 წლის 14 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა რომეო სარქისოვი, ლევან კიკაბიძე და ვახტანგ ბეჟანიშვილი დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხებოდა 7 წლის წინ ორთაჭალის ციხეში მომხდარ დანაშაულს, როდესაც 98-ე საკანში 27 წლის ნოდარ მათიაშვილი ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლის დაკვეთით მოკლეს.

2012 წლის 14 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა  გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ ცნეს 2011 წლის 17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

2013 წლის 31 ივლისი - ნაფიცი მსაჯულების  გადაწყვეტილებით, მეზობლების მკვლელობისა და დაჭრისთვის ბრალდებული 49 წლის ვაჟა ახალკაციშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა. თუმცა, მათ ბრალდებული დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

2013 წლის 6 სექტემბერი -  ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. სასამართლომ ბრალდებულებს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2013 წლის 6 ნოემბერი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ისტორიაში, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი ჩატარდა. მსაჯულები 2013 წლის ზაფხულში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ. თუმცა, პროკურორის შუამდგომლობით, ნაფიცი მსაჯულების აცილება მოხდა და სასჯელის ზომა მოსამართლემ განსაზღვრა.

2013 წლის 21 დეკემბერი - ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულ ნიკოლოზ და გიორგი ბეჟაშვილების მიმართ, გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს. გიორგი ბეჟაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, ხოლო ნიკოლოზ ბეჟაშვილს - ხულიგნობა. ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ბეჟაშვილი გაამართლეს და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სს კოდექსის 113-ე მუხლზე (მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რომელშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

2014 წლის 8 იანვარი- თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა სისხლის სამართლის მეშვიდე საქმის არსებითად განხილვა დაიწყეს. საქმე ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი მონაცემების შეტანისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტს. ბრალდებულები არიან ანდრია ჭულუხაძე, კახა გოჩაშვილი, გულნარა კახნიაშვილი და თამაზ კასრაძე.

2014 წლის 20 ნომებერი - თბილისის საქალაქო სასამართლოში  ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მეცხრე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმის განხილვა მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ვახტანგ თაბუაშვილის, გივი ბარჯაძისა და თამაზ ბარჯაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ვალერიან ფირუზაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ივანე ფირუზაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ვახტანგ წერეთლის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ თავიანთი საქმეების განხილვა არ ისურვეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა - ბაჩო ახალია (ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი), გიგი უგულავა (თბილისის ყოფილი მერი), ივანე მერაბიშვილი (ყოფილი პრემიერ-მინისტრი).

დაკავებულების ადვოკატები, ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის ერთნაირ მიზეზებს ასახელებენ - მათი დაცვის ქვეშ მყოფები მიიჩნევენ, რომ პროკურატურა ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლას მოახდენდა და არ სურთ კიდევ 12 ადამიანი მოექცეს მორალური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ზეწოლის ქვეშ.

სასამართლოს დამოუკიდებლობა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

"სააკაშვილის ხელისუფლების დროს სასამართლოს ნული ჰქონდა რეიტინგი. მაშინ მთავრობა ამტკიცებდა, რომ ამდენი პატიმარი დამსახურებულად ჰყავდათ და აქ არაფერ შუაში იყო მოსამართლეებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. სწორედ ამის დასამტკიცებლად აამოქმედეს მათ ეს ინსტიტუტი", _ ამბობს ადვოკატი დათუნა მოდებაძე.

მისივე თქმით, ამან სრულყოფილად ვერ აღადგინა სასამართლოს შელახული რეპუტაცია. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამისთვის უმთავრესია თავად მოსამართლეს აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები, როგორიცაა პირობითი მსჯავრის დანიშვნის უფლება და ა.შ.

მოდებაძე თვლის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია მოსამართლე იყოს ეფექტური.

იგივე მოსაზრებას იზიარებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილიც, რომელიც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ იძულების გზით მიიღო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

"ეს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნასთან იყო დაკავშირებული, რომ "ნაციონალური" ხელისუფლების დროს, მეტი გამჭირვალობა და საჯაროობა უზრუნველყო სასამართლო სისტემას."

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე კი ამბობს, რომ როცა სასამართლო დამოუკიდებელი არაა, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად კარგი გამოსავალია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება, თუმცა, "დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობას არაფერი უდგას წინ. ამიტომ, დამოუკიდებლობის ხარისხში, ნაფიც მსაჯულთა სისტემა  შედეგს ვერ გვაძველს."

ნაფიცი მსაჯულები და ტექნიკური პრობლემები

"ძალიან რთულია მართლმსაჯულებისთვის ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა იგივე დროის ფაქტორით, ტექნიკური მხარეებით.

ამასთან, მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა წესით საქმეს იხილავს, დაახლოებით 2 თვე უნდება საქმის განხილვას. თანაც, ასეთ შემთხვევაში, ის პარალელურ რეჟიმში ვერ მუშაობს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება-ხოლმე.

ჯერჯერობით თავს ვართმევთ ამ მდგომარეობას იმის ხარჯზე, რომ თვითონ ბრალდებულების ძალიან ცოტა პროცენტი თანხმდება მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას.

 დაუშვათ მოხდა ისე, რომ თუნდაც ბრალდებულების ნახევარმა მოითხოვა ნაფიცი მსაჯულების მიერ მათი საქმის განხილვა, ამას სასამართლო სისტემა, ფიზიკურად ვერ შეძლებს, რადგან მოსამართლეები ამ დროს სხვა საქმეს ვერ განიხილავენ", _ ამბობს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, იურისტები თანხმდებიან, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა ვერ გაამართლა, რადგან რეალურად ბრალდებულთა უმრავლესობა მასზე უარს ამბობს. იმ შემთხვევაში კი თუ საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე მეტი ბრალდებული დათანხმდება, შესაძლოა, სერიოზული ტექნიკური პრობლემები შეიქმნას.

ამავდროულად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ადვოკატები, ნაფიც მსაჯულებზე პროკურატურის მხრიდან შესაძლო ზეწოლებზე საუბრობენ და ამის დამადასტურებელ შემთხვევასაც იხსენებენ საკუთარი პრაქტიკიდან.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როგორც ადვოკატი გიგუაშვილი აღნიშნავს, თავად საზოგადოება არაა მზად იმისთვის, რომ უმცირესობათა დისკრედიტაციაზე უარი თქვას, რაც პირდაპირ აისახება ნაფიცი მსაჯულების ობიექტურობაზე საქმის განხილვისას.

და რაც ყველაზე მთავარია, არაერთხელ არაერთ კომპეტენტურ პირს, ხაზი გაუსვამს იმისთვის, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების მთავარი მიზანი, სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს - "დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობას არაფერი უდგას წინ. ამიტომ, ნაფიც მსაჯულთა სისტემა დამოუკიდებლობის ხარისხშიც ვერ გვაძლევს შედეგს."




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...