გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს _ "უნდა გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მშვიდობისა და უკეთესი მომავლისათვის"


მთავარი თემა

გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს _ "უნდა გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მშვიდობისა და უკეთესი მომავლისათვის"

25 ნოე. 2014, 13:55:37

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული ანტიანექსიური ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვისკენ მოუწოდა.

"რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას სამხრეთ კავკასიაში, ჩიხში შეჰყავს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, დაუძლეველი პრობლემების წინაშე აყენებს აფხაზობას.

ამ ნაბიჯით რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთი უკვე ფორმალურადაც მოაქციოს საკუთარ სამხედრო, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში, ხოლო საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვარი მდინარე ფსოუდან მდინარე ენგურზე გადმოიტანოს.

აღნიშნული „ხელშეკრულება“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ცივილიზებულ პრაქტიკას და დამატებითი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას.

ნათელია, რომ ადეკვატური პასუხის მიღების გარეშე რუსეთი გააგრძელებს თავის ექსპანსიონისტურ და ანექსიონისტურ პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამდენად, არაღიარების პოლიტიკა ანტიანექსიური პოლიტიკის კომპონენტებით უნდა შეივსოს.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული ანტიანექსიური ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვისკენ" _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამ მიზნით შესაძლებლად და სასურველად მიაჩნია წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის გამართვა, სადაც შემუშავდება როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომა ამ ტიპის პრობლემების მიმართ, ისე კონკრეტული ზომები ევროპაში ახალი, არალეგიტიმური საზღვრების გავლების მცდელობის საწინააღმდეგოდ.

_ დღეს ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმტკიცე, გონიერება და მუხლჩაუხრელი შრომა, რათა წინ აღვუდგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმოებულ მეტად საშიშ პოლიტიკას. მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს რესურსი, რომლის კონსოლიდაციისა და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ესაჭიროება ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობას.

ამ მიზნით გადაუდებლად მიმაჩნია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: მოწვეულ უნდა იქნას გაეროს უშიშროების საბჭო სადაც ადეკვატური შეფასება მიეცემა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს; ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოსა და სხვა საერთაშორისო  ტრიბუნები აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის წარმოსაჩენად;საერთაშორისო არენაზე  უნდა წარმოვაჩინოთ ის საფრთხეები, რომლებიც აფხაზეთის ანექსიითა და მილიტარიზაციით  ექმნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონსა და საერთო ევროპულ უსაფრთხოებას; მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ფონზე, უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების ახალი მექანიზმების ამოქმედება. ამ მიზნით პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, კვლევითმა ცენტრებმა, პროფესიულმა გაერთიანებებმა, მედია საშუალებების წარმომადგენლებმა და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ თითოეული ფორუმი, თითოეული პლატფორმა და შესაძლებლობა ჩვენი საერთაშორისო აქტივობების მაქსიმალურად გასაშლელად; უნდა გამოიკვეთოს საფრთხეები, რომელსაც ეს დოკუმენტი უქმნის თავად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, მათ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, თვითმყოფადობას, კულტურას, ენასა და ტრადიციებს, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, და, აქედან გამომდინარე, მათ და მათი შვილების მომავალს.

ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ძალების, საზოგადოების, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლობის აქტიური ჩაბმულობით მოხდეს ერთიანი შეთანხმებული ხედვის ჩამოყალიბება, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის დღეს, დასავლური ინტეგრაციის პირობებში.

ეს ინფორმაცია ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით სრულფასოვნად უნდა მივაწოდოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

ამ საკითხებზე სასაუბროდ, უახლოეს დღეებში მე ვიწყებ შეხვედრებს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მე ვთხოვ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ასევე საქართველოში არსებული ყველა რელიგიური კონფესიების ლიდერებს, გამოიყენონ მათი ავტორიტეტი რათა ერთობლივი ძალისხმევით მსოფლიომ არ დაუშვას მცირერიცხოვანი ერების ასიმილაცია. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მშვიდობისა და უკეთესი მომავლისათვის, _ განაცხადა მარგველაშვილმა.




 ახალი ამბები
  • შსს-მ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა_ ამის შესახებ ინფორმაცაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს“,_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ...
  • საპროტესტო აქცია ოზურგეთში: სამინისტრომ ფერადი ლითონების საწარმოს პროექტის განხილვა გადადოდღეს, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, (ექადიის უბნის დასაწყისი)  ადგილობრივ მკვიდრთა ინიციატივით,  საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები გარემოს დაცვის მოთხოვნის შინაარსით. მათ მოითხოვეს, შეჩერდეს შპს „არერსა  მეთალის“   მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის ონლაინ განხილვა.  _ არ გვინდა ტოქსიკური საწარმო. თუ ჩვენზე ზრუნავთ, ბიზნესმენია თუ ინვესტორი,  ხილის გადამამუშავებელი საწარმო ან სამკერვალო ფაბრიკა გახსნან. ორ ცვლაში ვიმუშავებთ. ხალხი დასაქმდება. ჩვენ მოგვისმინეთ და ისე გააკეთეთ. არ დაგანებებთ _  ამბობდნენ პროტესტის მონაწილეები. აქციაზე ჩვეული სიტყვით გამოვიდა და ვრცლად ისაუბრა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ ლიდერმა, ირმა გორდელაძემ. მან დეტალურად ისაუბრა აქ საწარმოს ამოქმედების დაუშვებლობაზე. _შარშან, ივლისში, როცა შევიკრიბეთ, სკოპინგი, პირველი განხილვა არ ჩატარებულა. არც ონლაინ ჩატარებულა. პირდაპირ გადავიდნენ ბოლო ეტაპზე, რომელიც ახლა, 29-ში იყო ჩანიშნული. რომ არ მომეპოვებინა ეს ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე და არ მეცნობებინა თქვენთვის, მედიისთვის,  გარემონტებულია შენობა, ისე კარგად ამოქმედდებოდა ეს საწარმო, როგორც დაგიბარებია, _ თქვა გორდელაძემ. საწარმოს დირექტორმა,  შავლეგ მიგრიაულმა მოითხოვა ადამიანთა ჯგუფის გამოყოფა, რომლებთანაც დეტალურად ისაუბრებდნენ, რა კეთდებოდა და რომ სახიფათო არაფერია. _აგერ, აქ რომ გვითხრა, არ შეიძლება? აქ თქვით,  რას აკეთებთ. რად გინდა ცალკე ჯგუფი?არ გვაინტერესებს ჩვენ, ვინ რა  პოლიტიკური ორიენტაციისაა. შვილებს ვზრდით, ჰაერი არ უნდა მოიწამლოს. ურანი მოგაქვს , იქნებ. არ უნდა გვითხრათ, რას უკაკუნებთ აქ, ამდენი ხანია? -მიმართა მას ადგილობრივმა ნუკრი კუტალაძემ. ჟურნლისტმა, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმას ნუგზარ ასათიანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ჩოხასავით მოირგო ლოკდაუნი და მოსახლეობის გვერდის ავლით აპირებენ პროექტის განხილვას, _ სახელმნიფოს სურს  საწარმოს აშენება? კი, ბატონო, დასახლებული პუქტიდან შორს ააშენოს და არა მდინარის აუზში, მოსახლეობის შუაგულში, _ თქვა მან. ნუგზარ ასათიანმა  ასევე პროტესტის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ,  უკვე მიიღეს პასუხი, რომ მათ  პროექტის განხილვა ორი თვით გადადეს. ოზურგეთის საკრბულოს წევრმა, ლევან მგელაძემ მიგრიაულს უთხრა, რომ საფუძვლიანად გაეცნო ამ პროექტს და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. _სად მიდის სანიაღვრე არხი? კანალიზაცია სად გადის? ხალხს ნუ ატყუებთ! მოიქეცით კეთილსინდისიერად, _ მოითხოვა მგელაძემ. შავლეგ მიგრიაულმა არაერთრხელ განმარტა, რომ საშიში არაფერია. ხალხის კატეგორიულ მოთხოვნაზე, რომ 20 მეტრში ანასეულის წყალსადენის ჭაბურღილებია განთავსებული და არ მისცემენ მოწამვლის უფლებას, მან ასე უპასუხა: _ მე ეს წყალი შემყავს აქ და ჯერ მე უნდა დავლიო. რას ამბობთ? მოვწამლავ და დავლევ? _ვინც დაგრთო ნება, რომ მანდ წყალი შეიყვანო და რაღაცეები აკეთო, ის მობრძანდეს აქ და ჩვენ გავცემთ პასუხს. ააშენეთ ქალაქგარეთ და რაც გინდათ,  ის ჰქენით. აქ არ დაგანებებთ ამ ტოქსიკური საწარმოს გახსნას, - ამბობდნენ  აღელვებული აქციის მონაწილეები. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა  მაინც საიმედოდ  მიიჩნიეს პროექტის განხილვის გადადება, რომელიც 28 იანვრისთვის  იყო ჩანიშნული. „გურია ნიუსი“ აქციის შესახებ ვრცელ სტატიას მალე ... ...
  • გამოცდის ჩატარების წესი დამტკიცდა - რეგისტრაციისთვის სპეცმასწავლებლები 50 ლარს გადაიხდიანსაქართველოს განათლების მინისტრმა სპეციალური მასწავლებლების გამოცდის ჩატარების წესი დაამტკიცა, რომელიც განსაზღვრავს ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და თანხას, რომლის გადახდაც გამოცდაზე გასვლის მსურველებს მოუწევთ. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ტესტირება ტარდება: ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში; ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებში. ტესტირება ტარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში. ტესტირებაში მონაწილეობის უფლება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს სპეციალურ მასწავლებელს. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით (გარდა სპეციალური მასწავლებლობის მსურველი პირებისა) ცენტრი ეყრდნობა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში გამოსაცდელის მონაწილეობის უფლებისა და საფასურის გადახდის სავალდებულოობის განსაზღვრის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ცენტრს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების შესახებ (მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახე და ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც ასწავლის პირი).ტესტირების საფასური ტესტირების საფასური მოიცავს:ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს; ბ) გამოსაცდელის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურისაგან თავისუფლდება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც რეგისტრირდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტესტირებაზე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი გამოსაცდელი ცენტრში რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ გამოსაცდელი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან ამ ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურები გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის გამოსაცდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა – ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში. ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომში – რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის ... ...
  • საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის შესახებ ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა ჩატარდება „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D). გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირისწარმომადგენლობას სურთ გააძლიერონ თანამშრომლობა მტკნარი აკვაკულტურის სფეროში, რისთვისაც გათვალისწინებულია ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება. პირველ ვირტუალურ შეხვედრაზე შედგა საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ევროკავშირისათვის VCA4D-ის ექსპერტთა ჯგუფის წარდგენა. შეხვედრა გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა, მეთიუ ბრუკმა. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე. საქართველო მდიდარია მტკნარი წყლის რესურსებით, რაც, განსაკუთრებით მცირე მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით, მნიშვნელოვნად განაპირობებს აკვაკულტურის განვითარებას. საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. VCA4D-ის პროცესი აღნიშნული პირველი შეხვედრით დაიწყო. 2021 წლის გაზაფხულზე დაგეგმილია  VCA4D-ის ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიშის მომზადება და წარდგენა, სავარაუდოდ 2021 წლის ივნისი/ივლისში. VCA4D-ის ფარგლებში საქართველოში აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს ოთხი საერთაშორისო და ქართველი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი. VCA4D პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ჰყავს 35-ზე მეტი წევრი ევროპის მასშტაბით. სასოფლო-სამეურნეო და თევზჭერის განვითარების, ინკლუზიურობისა და მდგრადობის შესახებ მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნის მისაღებად, VCA4D ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზსეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი; პერსპექტივიდან ატარებს. აღნიშნულ ინტერდისციპლინარულ და ძირითადად რაოდენობრივ ინფორმაციას პოლიტიკაში, პროგრამებსა და მოლაპარაკებებში გადაწყვეტილების მიმღები პირები იყენებენ. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულია ან მიმდინარეობს 40 მსგავსი ... ...
  • სად მიდის ქართული მანდარინი?წელს ციტრუსის ექსპორტი გაიზარდა. 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტის სახით 35.4 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, რამაც ქვეყანას 17.3 მილიონი დოლარი მოუტანა. ეს 6.3 ათასი ტონით და 2.3 მილიონ დოლარით მეტია, ვიდრე შარშან. ქართული მანდარინი, რომელიც დასავლეთ საქართველოში – სამეგრელო, აჭარა, გურიაში ხარობს, უმეტესწილად რუსეთში გააქვთ. წელს მანდარინის თითქმის 60 პროცენტი (20.5 ათასი ტონა) სწორედ რუსეთში გაიტანეს. ქართული მანდარინის რვა პროცენტი (7.6 ათასი ტონა) სომხეთში წავიდა, ხოლო 15 პროცენტი – უკრაინაში. უმნიშვნელო რაოდენობით ქართული მანდარინი გადის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც – მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში. ოფიციალური მონაცემებით, საშუალოდ საქართველოში ყოველწლიურად 60-65 ათასი ტონა ციტრუსი მოდის. აქედან, ექსპორტზე დაახლოებით ნახევარი გადის. FAOSTAT-ის 2016 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს მანდარინის მწარმოებელ 73 ქვეყანას შორის წარმოების მოცულობის მიხედვით 30-ე ადგილზეა. მანდარინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე. საქართველოში მანდარინის წარმოება საკმაოდ ცვალებადია, რაც ძირითადად კლიმატურ პირობებთან ერთად მეწლეურობაზეც არის დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველ მეორე წელს კარგი/ცუდი მოსავალია. ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელი 2005 წელს დაფიქსირდა, როცა 113.4 ათას ტონა მანდარინის წარმოება მოხდა ქვეყანაში. ციტრუსის დაახლოებით 70% იწარმოება აჭარაში. შემდგომ მოდის გურია (22.4%), სამეგრელო (5.6%) და იმერეთი (0.5%). საქართველოში ციტრუსოვანი კულტურების უმეტესი ნაწილი მანდარინზე მოდის (დაახლოებით 92%). წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....