რა საფრთხეებს შეიცავს ტყის ახალი კოდექსი

მთავარი თემა

რა საფრთხეებს შეიცავს ტყის ახალი კოდექსი

24 ოქტ. 2011, 10:40:17
ხელისუფლებას ტყის ინვენტარიზაციის პროცესი ეძვირება და თვლის, რომ ინვესტორი, ფულის გადახდის შემდეგ, თავად დაითვლის რა იყიდა; გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის უკეთ გასააზრებლად საკმარისი საჯარო განხილვები არ მოწყობილა, საზოგადოება არაა საკმარისად ინფორმირებული, თუ რა ბედი ელის საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს.

ამ კანონპროექტის განხილვის პროცესი უცნაურ კაზუსსაც უკავშირდება _ კანონპროექტის ქართული ვარიანტი სულ რამდენიმე დღეა გამოჩნდა და მანამდე, სპეციალისტებს მხოლოდ ინგლისური ვარიანტის მიხედვით შეეძლოთ ემსჯელათ. სპეციალისტებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესი საგანგებოდ ჩქარდება და ტყეების ნახევარსაუკუნოვანი ვადით გადაცემა კონკრეტული პირების ინტერესს წარმოადგენს.

ხელისუფლება კი თვლის, რომ უკვე გამართული რამდენიმე საჯარო შეხვედრა და განხილვა სრულიად საკმარისია საკითხის გადასაწყვეტად.

ორივე მხარის პოზიციის უკეთ გარკვევის მიზნით, "გურია ნიუსი" ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ნინო ენუქიძეს და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის გარემოს დაცვის პროექტების კოორდინატორს, რეზო გეთიაშვილს შეხვდა.

_ გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ კანონპროექტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ნინო ენუქიძე, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: _ რას ნიშნავს დაჩქარებულ რეჟიმი?! ჯერ პარლამენტში არ შესულა კანონპროექტი და უკვე სამი საჯარო შეხვედრა მოეწყო. არანაირად არ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ კანონპროექტს დაჩქარებულ რეჟიმში ვიღებთ. საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმების დაცვით მიმდინარეობს განხილვა.

შეიძლება, ორგანიზაციებს კანონის საჯარო განხილვის ვადის დანიშვნამდე ოფიციალური წერილი 1 დღით ადრე მიუვიდათ, მაგრამ სატელეფონო საუბრებით წინასწარ ყველამ იცოდა, რომ 15 ოქტომბერს მოხდებოდა თემის განხილვა. გარდა ამისა, 4 ოქტომბერს უკვე სამინისტროს საიტზე განთავსებული იყო განხილვის ჩატარების თარიღი.

რეზო გეთიაშვილი, CENN-ის გარემოს დაცვის პროექტების კოორდინატორი: _ თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყის რეფორმა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, დაჩქარებული რეჟიმის გამო "ვერავის ვუსაყვედურებთ", მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მორიგ შემთხვევაში, რეფორმა იმდენად არათანმიმდევრული იყო, სპეციალისტები სახლის მშენებლობის ბოლო სართულიდან დაწყებას ადარებდნენ. დღესაც იგივეა; იმისთვის, რომ ტყეები მართო, საჭიროა სატყეო პოლიტიკის არსებობა, ტყეების ინვენტარიზაციის და კატეგორიზაციის უზრუნველყოფა; შემდგომ, უკვე შეიძლება გამოყო სამეურნეო დანიშნულების ტყეები და სააუქციონო პაკეტი ისე მოამზადო, რომ ინვესტორმაც იცოდეს, რაში დებს ფულს და სახელმწიფომაც _ რას გასცემს. ეს თანმიმდევრობა დაცულია ყველა ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაშიც, რომლის მოდელიც ხელისუფლებას გადმოაქვს.

რეალურად, ხელისუფლების პროექტი წარმოადგენს ექსპერიმენტს, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ გახორციელებულა და ბევრ რისკ-ფაქტორს შეიცავს, რასაც გულდასმით გაანალიზება სჭირდება; და როცა ხელისუფლება სთხოვს საზოგადოებას, რომ საჯარო განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, მას გონივრული ვადებიც უნდა მისცეს, ეს ხომ ფორმალობა არ არის?! 11 ოქტომბრის საღამოს დაიდო სამინისტროს საიტზე კოდექსის განხილვის თარიღი. ასე რომ, მოსამზადებლად საზოგადოებას მხოლოდ ერთდღიანი შუალედი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ბევრმა ორგანიზაციამ ვერც კი მოასწრო განცხადების წაკითხვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინფორმაცია საჯაროდ 11 ოქტომბერს გავრცელდა. თუ სამინისტრო სხვა ინფორმაციას ავრცელებს, ესე იგი, ტყუის.

_ ხდება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება?

ნინო ენუქიძე: _ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. სწორედ იმიტომ ტარდება ეს საჯარო განხილვები, რომ მიღებული რაციონალური შენიშვნები გავითვალისწინოთ. მაგალითად, "მწვანე ალტერნატივას" ჰქონდა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ტყის იჯარით გაცემის პროცესი საჯარო უნდა იყოს და დაახლოებით იგივე სქემით უნდა მიმდინარეობდეს, როგორც გარემოს ზემოქმედებაზე შეფასება. ამაზე დავეთანხმეთ მათ და აუცილებლად იქნება იმპლემენტირებული კანონში და კანონქვემდებარე აქტებში.

რეზო გეთიაშვილი: _ საზოგადოებასთან კონსულტაციის შემდეგ, ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალა. მაგალითად, სატყეო რეფორმა შეუძლებელს ხდიდა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას და ამ საკითხთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სამინისტრო ძალიან კატეგორიული იყო. ბოლო განხილვაზე კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმარული დაცული ტერიტორიები შეიქმნება, თუკი თითოეულ მათგანს ექნება სოციალური დასაბუთება. თუ ძალიან არ იჩქარებს ხელისუფლება, ძალიან ბევრი საფრთხისგან დაიზღვევს თავს.

_ რატომ არ მომზადდა და გავრცელდა დოკუმენტები ქართულ ენაზე?

ნინო ენუქიძე: _ კანონპროექტი უკვე არის ქართულად ნათარგმნი, თუმცა, საიჯარო ხელშეკრულება ჯერჯერობით _ არა. მაგრამ ძირითადი დოკუმენტი მაინც კოდექსია. ხელშეკრულება კი არ იქნება პარლამენტში განხილული, არამედ, კოდექსი და ეს ხელშეკრულება უნდა გამომდინარეობდეს კოდექსიდან.

რეზო გეთიაშვილი: _ თავიდან კოდექსიც და საიჯარო ხელშეკრულებაც მხოლოდ ინგლისურ ენაზე მომზადდა და გავრცელდა. საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ, კოდექსი ითარგმნა ქართულად, საიჯარო ხელშეკრულება კი _ არა. თუ ხელისუფლებას საზოგადოების აქტიური ჩართულობა სურდა, მაშინ დოკუმენტების თარგმნისთვის თავი ნამდვილად არ უნდა აერიდებინა.

_ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, იჯარით ტყეების 100%-ი ყოველგვარი ინვენტარიზაციისა და კატეგორიზაციის გარეშე გაიცემა. როგორ ფიქრობთ, ეს მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და ფინანსურ რისკებთან არ არის დაკავშირებული?

ნინო ენუქიძე: _ არავითარ რისკებთან არ არის ეს დაკავშირებული. ინვენტარიზაციის გახორციელება რომ შეეძლოს სახელმწიფოს, მაშინ აღარ იქნებოდა ლაპარაკი ამ კანონპროექტზე. ინვენტარიზაცია ძალიან ძვირი პროცესია. სწორედ შემოსულმა მოიჯარემ უნდა განახორციელოს ინვენტარიზაცია. ეს იქნება მისი ვალდებულება, რომლის მონიტორინგსაც განახორციელებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახით.

რეზო გეთიაშვილი: _ თვითონ კანონპროექტი მოიცავს ძალიან ბევრ პუნქტს, რომელიც გარკვევას და დეტალიზაციას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, სამინისტრომ 6 ოქტომბერს მიიღო შენიშვნები და ლოგიკური იქნებოდა, რომ ამ კითხვებზე პასუხი გაეცა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ვიმეორებ, მეტი კონკრეტიკის აუცილებლობაა.

საფრთხეები, მართლაც მრავალმხრივია _ ზიანი მიადგება ბიომრავალფეროვნებას, გაქრება სახეობები, დაიწყება მეწყრული პროცესები. რაც შეეხება ეკონომიკურ საფრთხეებს: თუ გვინდა ჩვენი რესურსების ათვისება, მინიმუმ, ამ რესურსებზე წარმოდგენა უნდა გვქონდეს. თუ არ გაკეთდა შეფასება და ინვენტარიზაცია, სახელმწიფომ შეიძლება დაკარგოს სერიოზული ინვესტორი. ის აუქციონი, რომელიც გამოცხადდება, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფოს ზარალი არ მიადგეს; ყოველწლიურად ბუნებრივი კატასტროფებისგან ქვეყანას ასობით მილიონი ლარის ზარალი ადგება და ამის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ტყეების არასწორი მართვაა.

ეკოლოგიური საფრთხის თვალსაზრისით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან, კავკასიის რეგიონში ტყეებს ძალიან დიდი გარემოსდაცვითი დანიშნულება აქვთ და აქ შეცდომის დაშვება არ ნიშნავს, ერთი ლამაზი ხის მოჭრით ზიანი მივაყენეთ გარემოს. თუ ჩვენ გვინდა შემოსავალი მივიღოთ, მაშინ ამ შემოსავალს უნდა შევადაროთ ის ეკონომიკური რისკები, რომელსაც უკვე იწვევს ტყეების არასწორი მართვა და შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ერთმანეთთან.

ყურადსაღებია სოციალური საფრთხეებიც; ხელისუფლებამ ამ რეფორმაში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის საკითხი ჩადო, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება სოციალურ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ადამიანები შეჩვეულნი არიან, რომ ტყე მათი განუყოფელი ნაწილია და ტყეში შესვლა არ უნდა დაუშალო. ეს კანონპროექტი ძალიან ბუნდოვანს ხდის იმ შეზღუდვებს, რაც მოსახლეობას მომავალში დაუწესდება. ეს ბუნდოვანება ინვესტორს მანიპულაციის საშუალებას მისცემს _ ერთ "მშვენიერ დღეს", მოსახლეობას შეიძლება ტყეში აბრა დახვდეს: "შესვლა აკრძალულია!" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე ბუნებრივი კატასტროფებია, რომლის სათავე ტყეების არასწორი მართვაა. ბუნებრივი კატასტროფებისას არა მარტო ქვეყანას ადგება მატერიალური ზარალი, არამედ, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება _ მარტო წელს, 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მსოფლიოში 20 ცხელი წერტილი შეირჩა ბუნებრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით და მათ შორის არის კავკასიაც.

_ რამდენად დიდია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან?

ნინო ენუქიძე: _ როდესაც კონკრეტულ ბიზნესმენს შეუძლია, დაგეგმოს თავისი ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში, დაინტერესება უდავოდ დიდი იქნება. მოიჯარის ვალდებულება იქნება მოუაროს, აღადგინოს და გააკეთოს ტყეების ინვენტარიზაცია. თუკი რაიმე დარღვევებთან გვექნება საქმე, კანონში შესაბამისი სადამსჯელო სანქციები იქნება ჩადებული.

რეზო გეთიაშვილი: _ როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ ეს არის ავსტრიული მოდელი, მაშინ გადმოიტანოს ის ძირითადი საკითხებიც, რასაც ეყრდნობა ავსტრიული ტყის მართვის სისტემა. ჩვენ ვაძლევთ ინვესტორს უფლებას, თვითონ ჩაატაროს ინვენტარიზაცია, რაც არსად არ ხდება!

ასევე, გაუმართლებელია ყოფილი სატყეო ტერიტორიების 100%-ის გაცემა საიჯაროდ, რადგანაც ამ რეფორმით მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა იქმნება. ცენტრალიზებული სისტემა კი, თავისთავად, რეგიონების ბუნებრივი რესურსების გარეშე დატოვებას და ყველა პრობლემის ერთ სამინისტროზე მიბმას ნიშნავს.




 ახალი ამბები
  • ლარი ისევ გაუფასურდა - სებ-ის ახალი კურსიეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა. სებ-მა ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი  3.2897 ლარი გახდა. კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა 3.2641 ლარი იყო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარი იყო დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი''აფხაზეთის თასი 2020'' (R)მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ'' მზიურის''საფეხბურთო სტადიონ ''მასტერ კლას-არენაზე'' დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობს: თბილისის ''თბილისი'', ზესტაფონის ''მარგვეთი'', ზუგდიდის ''ოდიში'', ბათუმის ''აჭარა'' და გორის ''დილა''. გუნდების შემადგენლობაში, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული ვეტერანები არიან. ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისის''თბილისსა'' და ზესტაფონის ''მარგვეთს'' შორის და იგი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:4 დასრულდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა. აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.    ... ...
  • "მეხანძრე მაშველს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო" _ ჭიჭინაძე“პოლიციის ზემდეგ, ზაურ გოგიაშვილს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი  და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო. მიზეზი: როგორც მეხანძრე- მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს. ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც  23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე- მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის,  ელემენტალური საარსებო მინუმუმის გარეშე და  ბანკების ვალებით  აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული. საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში  სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების  დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე!  ანუ,  გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის  11 წელს, რადგან ამ ადამიანებს  ეს პერიოდი არ ეთვლებათ,  როგორც გასამხედროებული სამსახური  20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი,  მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ. ამას გარდა, ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოვლედღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს. „საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმა“ -ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • ჭრილობასთან უსათუთესი, თოფთან_ მეომარი _ საქართველოში პირველი ბაზიერი ქალბატონი იუბილარიაოზურგეთელი   ქალბატონი, კლარა  თავართქილაძე სულ მალე 80 წლის ხდება, 57 წელი კი მარტო სამედიცინო სფეროში მუშაობის სტაჟი აქვს. ოზურგეთის  სამედიცინო სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მუშაობა ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძის) რაიცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო, ქირურგიულ განყოფილებაში,   შემდეგ  კი ბავშვთა ქირურგიული საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკში გადაინაცვლა და ასე გალია ,თითქმის , 60 წელი მედდად მუშაობაში. როგორც გვიამბობს, მუშაობდა რესპუბლიკაში ცნობილი  ექიმების გვერდით და არცერთი სიკვდილის ფაქტი    საოპერაციო მაგიდაზე  არ მომხდარა. _ ექვსი და-ძმა ვიყავით. მამა ომში დაიღუპა. ერთმანეთი გაზარდეს ჩემმა და-ძმებმა. მე , როგორც ნაბოლარას, დედაც და და-ძმებიც მანებივრებდნენ. ყველაზე დიდი  გატაცება  ჩემი ბაზიერობა იყო, რასაც  13 წლის ასაკიდან ისეთი ლტოლვით ავეკიდე, რომ დღესაც ჟრუანტელი მივლის. დამჭერ მტაცებელ ფრინველზე ნადირობა, გურიაში,  ნებისმიერ   პოპულარულ სპორტზე მეტი ჟინით გამოირჩეობდა.   ჩვენ უამრავი ახალგაზრდა დავიხსენით   ხეტიალისგან თუ ნარკოტიკისგან,  ბაზიერობის დაინტერესებით, _ გვიამბობს ქალბატონი და პირველ ნაბიჯებს იხსენებს, როგორ გაჰყვა 13 წლის ასაკში ძმებს დამჭერ მტაცებელი ფრინველზე სანადიროდ. .. შემდეგ გახდა მაშინდელი მახარაძის მონადირეთა საზოგადოების სექციის წევრი და როგორც ქალი ბაზიერი,   მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, ყურადღების ცენტრში მოექცა. _მე მედდად ვმუშაობდი,   თან ამ უდიდესი საქმის, ბაზიერობის ტრფიალი ვიყავი. როგორც ცნობილია,   ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების   ადათ-წესებთან შესისხლხორცებული იყო ბაზით ნადირობა. თუმცა ქალ ბაზიერს ნაკლებად ნახავდით, _ გვიამბობს კლარა თავართქილაძე და იხსენებს მაკვანეთის ტერიტორიაზე გორმაღალას ფერდობს, სადაც უმეტესად   ხდებოდა მიმინოს  დაჭერა. _ ეეე,  „ნაპერტყულებს“ ვიჭერდით  ჩვენ, ჩოხატაურელებს  და ლანჩხუთელებს რომ გამოექცეოდათ. ისინი აქეთ ნაკლებად გამოუშვებდნენ კარგ მიმინოს და  თუ გამოექცეოდათ, ჩვენც მუდამ იმის ცდაში ვიყავით, როგორმე საუკეთესო მიმინოს დაჭერა მოგვეხერხებინა. მაინც მოხდა ისე, რომ მე მყავდა თეთრზე თეთრი, დედოფალი მიმინო, რითაც 1972 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 100 ქულა მისცეს მსაჯებმა. მიმინოს   დასაჭერად   ძირითადად  ღაჟოს ვიყენებდით. მას ჯერ გალიაში ვათავსებდით,    თვალებზე ტყავს ვაწებებდით, რომ ცაში გაშვების დროს,   მიმინო ვერ დაენახა.  როცა  გორმაღალას სეზონს ვიწყებდით, აგვისტოს ბოლოს, აი, მაშინ, როცა გადაფრენისთვის ემზადებიან    ფრინველები, მონადირეები და მათთან ერთად  მეც ,  დილაადრიან მივდიოდით.   ვამაგრებდით მუქი ფერის ძაფისგან მოქსოვილ ბადეს, რომლის შუაგულში ღაჟოს   ვათავსებდით.  აი, როცა მიმინო გამოჩნდებოდა და შურდულივით   დაეშვებოდა ღაჟოს მიმართულებით, მონადირის მარიფათზე  და სისწრაფეზე  იყო დამოკიდებული, რა სწრაფად  დაიჭერდა ღაჟოზე დამცხრალ მიმინოს. შემდეგ , სახლში   წამოყვანილი მიმინოს  მოთვინიერების უმთავრესი პროცედურა  იწყებოდა თვალების ამოკემსვით, _ ამბის  თხრობას ისე განაგრძობს ქალბატონი კლარა, კარგ ორატორს შეშურდება.    ალბათ, ბაზიერთა სკოლა რომ არსებობდეს, უკეთეს ლექტორს  ვერც ინატრებდა კაცი. იხსენებს, რომ პირველივე შემთხვევაზე  დაჭერილი მწყრის ტვინს აჭმევდნენ მიმინოს, რომელიც მას ყველაზე  ძალიან მოსწონს.  ისე კი წელიწადში, რვათვიან მიმინოს 17 კილოგრამი ხორცი სჭირდებოდა. _ ქალი ბაზიერი, რაც მე ეს საქმე დავიწყე,  სამი წლის შემდეგ  გამოჩნდა ჩოხატაურიდან,   გიული ბერძენიშვილი.      მასთან ერთად,  1970 წელს თბილისში,   „ლოკომიტივის“ სტადიონზე, დამჭერ ფრინველთა  მეორე რესპუბლიკურ გამოფენა-შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.   აქ   გუნდური შეჯიბრი   იყო. 1971  წელს კი ჩოხატაურში გამართულ  დამჭერ ფრინველთა მესამე რესპუბლიკურ გამოფენაზე პირველი ადგილი მოვიპოვე. გუნდურში კი ჩოხატაურელებმა იმარჯვეს. მათ ბადალი ნაკლებად ჰყავთ ამ საქმეში. ძნელია,   გავიხსენო, ყველა გამოფენა თუ შეჯიბრი, რომელშიც ცხოვრების მანძილზე მივიღე  მონაწილეობა და მუდამ მაღალი  შედეგები მქონდა. გორმაღალაზე სიარულს ბოლო ათი წელია, თავი დავანებე, რადგან გულის ოპერაცია გავიკეთე და ახლა უფრო შორიდან ვადევნებ   თვალს ბაზიერთა  საქმიანობას, -სინანულით ამბობს ქალბატონი კლარა და ვერ იხსენებს სიგელების და მედლების რაოდენობას,   რითაც  საუკეთესო ბაზიერობისთვის დააჯილდოეს. თუმცა ის კარგად ახსოვს, რომ ხუთჯერ იყო საქართველოს  დამჭერ   ფრინველთა გამოფენა-შეჯიბრის   ჩემპიონი. კლარა თავართქილაძეს ოჯახი არ შეუქმნია. არც კითხვას გაურბის, თუ რატომ მოხდა ისე, რომ უმშვენიერესი გარეგნობის, განათლებული, სპორტსმენი  ქალბატონი  არ დაოჯახდა. _ ბედის საკითხიაო, რომ იტყვიან, არც მთლად მასეა. რატომღაც, იმდენად ბუნების შვილი ვიყავი, იმდენად კაცურ საქმეში გადართული, განსაკუთრებით ბაზიერობის მხრივ, ადვილად ვერც მელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. არ ვიცი, რატომ ხდებოდა ასე... თოფს ისე ვისროდი, როგორც კაცი, იარაღთან მეომარი ვიყავი,  თუმცა მგრძნობიარე და  უსათუთესი ჭრილობასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ფრინველი იქნებოდა ეს თუ ადამიანი. აკი, გითხარით, ნახევარ საუკუნეზე მეტი,  ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავეთ და ადამიანის, ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია.  ან ის როგორ შეიძლებოდა, ჭრილობა დაჩირქებოდა ვინმეს? ყველაზე მწარედ და გაუნელებელი   ტკივილით  მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, თუ არ ვცდები, წვერმაღალასთან   მატარებლები შეეჯახნენ ერთმანეთს. სამგზავრო და  საწვავის  გადამზიდი. აი, მაშინ ვნახე საშინელება, ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი, რომლებსაც ვერ ვუშველეთ. დღესაც მტკივა, მიძნელდება იმ საშინელი სურათის გახსენება, _ ტირილს ვერ იკავებს ქალბატონი. კლარა თავართქილაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი იყო საქმე, რომელსაც საავადმყოფოში ემსახურებოდა -  ავადმყოფობას და სიკვდილს იმდენი ადამიანი გადაარჩინეს მან და მისმა კოლეგებმა, მისივე თქმით, სათვალავი არ აქვს.  ხოლო ბაზიერთა გუნდში ყოფნისას, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიხსნეს უსაქმურად ხეტიალისგან, რასაც, საბოლოოდ, ისინი ციხის კარებთან მიჰყავდა. ქალი მედიკოსი და ქალი ბაზიერი, რომელიც მალე 80 წლის გახდება, სამეზობლოში ახლაც ისე მზადაა  სხვადასხვა მედიკამენტებით სავსე,  საოჯახო თუ საველე აფთიაქით, როგორც ათეული წლების წინ იყო. _ ეს რომ არ გვყავდეს, რა ეშველება ფარნავაზ მეფის ქუჩის სამეზობლოს? ძველებურად მხნე, დაუზარელი,  ენით მოგარჩენს, სხვა რომ არაფერი. შეკრება-საღამოები ხომ მისი მოგონილია. აინტერესებს, რომელ ოჯახში რა უჭირთ, ვინმე ავად ხომ არ არის. 80 წლის ქალბატონს თანაკლასელები, რომლებიც  ცოცხლები არიან,  „სმენაზე ყავს დაყენებული“.   თვე არ გავა, რომ არ შეიკრიბონ ან ერთმანეთს არ შეეხმიანონ. მაგის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. 25 წლის ახალგაზრდას გააკვირვებს თავისი ენერგიულობით და შემართებით.  რაღაც მიზიდულობა აქვს. სულ მასთან  მივდივართ.  რომ ვერ ვნახავთ, რაღაც გვაკლია იმ დღეს, - სამეზობლოს სახელით გვესაუბრება პედაგოგი, ნატო ნიკოლაიშვილი. ქალბატონი კლარა კი შენიშვნას აძლევს, რა ამბავია ამდენი ქება, ადამიანი იმიტომ მოდიხარ ქვეყნად, ადამიანი და საქმე გიყვარდეს, საქმეში  კი გული ჩადო და თუ ასე იზამ, სიცოცხლეს და კეთილ საქმეს დასასრული არ  ექნებაო. „გურია ნიუსი“ 80 წლის იუბილეს ულოცავს  კლარა თავართქილაძეს _ მედიკოსს, პირველ ბაზიერ  ქალბატონს და ქვეყნის  ხუთგზის ჩემპიონს ამ საქმეში.  ქალბატონს,  რომელმაც თავისი პროფესიებით,  შეუფასებელი ამაგი  დასდო ადამიანის  განკურნების  და  ახალგაზრდა თაობების  ქუჩის გავლენისგან და დანაშაულში ჩათრევისგან  დახსნის  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...