სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ საქართველო საერთაშორისო არეალზე აქტიურად არაა წარდგენილი

მთავარი თემა

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ საქართველო საერთაშორისო არეალზე აქტიურად არაა წარდგენილი

2014 დეკ 1 14:58:08

ყოფილი საგარეო სქმეთა მინისტრი და პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს როლი საერთაშორისო ასპარეზზე იმდენად შემცირებულია,  ქვეყნის საერთაშორისო არეალიდან გაქრობის ნიშნები არსებობს.

მისივე თქმით,  ქვეყანაში ინსტიტუციების დასუსტება მიმდინარეობს, თუმცა ვერ აკონკრეტებს ეს შეგნებულად ხდება თუ არა.

ამის მაგალითად, ზურაბიშვილს, "გურია ნიუსთან" პარლამენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტები მოჰყავს. ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების გადაწყვეტილებაც. თუმცა, ამ უკანასკნელის საქმეზე შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან, როგორც ამბობს, საკმარის ინფორმაციას არ ფლობს.

_ არ ვიცი რა ხდება, არ მქონია არანაირი შეხება, არც  ალასანიას შევხვედრილვარ, რომ მისგან მომესმინა ინფორმაცია თუ რა მოხდა. ამიტომ, ვერ გამოვთქვამ რაიმე მოსაზრებას, ეს არ იქნება კორექტული.

თუმცა, ამ საერთო მოვლენებში  პოლიტიკური ნაწილი, რომ იკვეთება - ალასანია ემზადებოდა ყრილობისთვის, გააქტიურებისთვის, შესაძლოა ოპოზიციისთვისაც, ფაქტია. თანაც, მთავრობის მხრიდან მის მიმართ უკმაყოფილება, არაერთხელ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ალასანიას შემდგომ რეაქციებს, როცა პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ მან ქვეყნის დასავლურ კურსზე დაიწყო აპელირება, მიმაჩნია, რომ არასწორი მიდგომა იყო.

ეს განცხადება ცოტა დროში აცდენილია, რადგან ასეთ რამ, ერთ დღეში არ ხდება. თუ ასე იყო, იმთავითვე უნდა გაეკეთებინა რეაგირება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ამ საკითხზე ნაადრევი დასკვნები და განგაშის ზარის დარეკვა, საფრთხის შემცველია, რადგან არ შეიძლება წინასწარ მგლის ყვირილი, რადგან როცა რეალური საფრთხე იქნება და დაიყვირებ, არავინ დაგიჯერებს.

_ როგორ ფიქრობთ, "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციიდან გასვლა იქნება თუ არა კოალიციის რღვევის დასაწყისი?

ეს მოვლენების ბუნებრივი განვითარება იქნებოდა. ეს კოალიცია, კოალიცია არასდროს ყოფილა. კოალიცია ჩემთვის სხვა რამეა. ის თვით პარლამენტში იქმნება სხვადასხვა პარტიებისგან, როცა  ცალ-ცალკე არიან არჩეულები და მერე იწყებენ მოლაპარაკებებს, რათა შექნან უმრავლესობა ან სპეციფიკურ საკითხებზე, ან მართვისთვის და აირჩიონ პრემიერი.

ეს კოალიცია კი შეიქმნა არჩევნებისთვის. ამიტომ,  არ ვიცით ამ პარტიების წონა შიგნით, კოალიციაში. პრინციპში, წონა არც არავის აქვს. ივანიშვილის გამო იყვნენ ყველანი არჩეულნი და ეს  ჩვენი ინსტიტუციების სისუსტის ერთ-ერთი მომენტია. 

რაღაც მომენტში ეს პარტიები უნდა გავიდნენ და მოსინჯონ თავიანთი ძალები საარჩევნო მოედანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შედგებიან როგორც პარტიები.

ამ პროცესში არც კარგია რაიმე და არც ცუდი, ესაა ბუნებრივი.

ცუდს ვხედავ იმაში, როცა არსებული კოალიცია არ ეგუება უმრავლესობის დაკარგვას და არ ესმის, რომ დემოკრატიულ წყობაში, უმრავლესობა  საკითხების ირგვლივ იქმნება.

მათ კი, იმის გამო, რომ არ დაკარგონ უმრავლესობა, კოალიციაში  "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატები შეიყვანეს.  ესაა მახინჯი ფორმა, რომელიც ამ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებს ბერკეტებს აძლევს,  რადგან რეალურად, ეს უმრავლესობა  მათი მძევალი ხდება. რა დონის ნდობა უნდა გქონდეს ამ ჯგუფის, რომ მას ჩააბარო შენი ყოფნა-არყოფნის საკითხი?!  უარს ეუბნები გუშინდელ მოკავშირეს, ალასანიას და არჩევ მუდმივი კავშირი  ყოფილ "ნაციონალებთან" გქონდეს. ეს მძიმე გზავნილია დემოკრატიისთვის.

_ ინსტიტუციების სისუსტე ახსენეთ, ამაზე არაერთხელ გაგისვამთ ხაზი... კონკრეტულად რას გულისხმობთ და როგორ ფიქრობთ, შეგნებულად ხდება სხვადასხვა უწყებების "ჩაძირვა"?

_ რთულია ჯერ ამაზე რაიმე დასკვნის გამოტანა, მაგრამ ფაქტია, რომ ინსტიტუციები ნელ-ნელა სუსტდება.

თუნდაც პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ არ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკაში. ვიღაცეები ამას ამბობენ, მაგრამ არასწორია, კონსტიტუციით შერეული ტიპის სახელმწიფო ვართ, სადაც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო ინსტიტუტს აქვს ძალიან სერიოზული წონა და პრეროგატივები, რადგან ის ხალხის არჩეულია.

იმ ქვეყნებში, რომლებზეც არის აპელირება, პრეზიდენტი ხალხის არჩეული არაა. ამიტომ, არ ატარებს იმ ლეგიტიმურობას და იმ წონას, როგორც ჩვენთან.

როცა ინსტიტუციების შესუსტებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ალასანიას თემასაც, ჩვენი ქვეყნისთვის ამ პოსტს  უფრო მეტი დატვირთვა აქვს, რადგან გარკვეული საფრთხეების წინაშე ვართ. თუ აუცილებლობა იყო გამოძიებას, სხვაგვარად უნდა მომხდარიყო, რომ საჯარო აჟიოტაჟი არ გამოეწვია.

იგივე პარლამენტი. არ ვიცი განგებ კეთდება თუ არა, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება ისეთი უაზრო საკითხები, როგორიცაა ჰიმნის მოსმენისას ქუდის მოხდა-არმოხდა. ამდენად, პარლამენტიც დისკრედიტირებულია.

_ ახალბედა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დესტაბილიზაციის შემოტანას და ქვეყანაში ისეთი მდგომარეობის შექმნას, როგორიც მაგალითად იგივე ინსტიტუციების დასუსტებაა...

_  "ნაციონალურ მოძრაობას" პიარის ბერკეტები გააჩნიათ, რასაც სამწუხაროდ ხელისუფლება  ვერ დაეუფლა. ნაცმოძრაობას რომ ეს ბერკეტი გააჩნია და შეუძლია შექმნას ისეთი საკითხები, რომლებიც  შემდეგ სადაო ხდება, ეს ფაქტია.

რამდენად აქვთ მათ ქვეყანაში სერიოზული წონა, ამის მაჩვენებელი იყო 15 ნოემბრის დემონსტრაცია, რაზეც ვერ ვიტყვით, რომ შთამბეჭდავი იყო, ალბათ, რასაც ელოდნენ ის არ იყო.

არ მჯერა, რომ საქართველოში ახლო მომავალში მათ რეალური მომავალი ჰქონდეთ არჩევნების  ან არეულობის შემოტანის კუთხით.

თუმცა, ისინი ჯერ კიდევ რჩებიან როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა. ამაზე პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებას ეკისრება, რადგან  "ნაციონალურ მოძრობას" ოპოზიციური ნიშა შეუნარჩუნა. ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის კომფორტულია როცა მათი მთავარი ოპოზიცია დისკრედიტირებულია და  მომავალი არც ისე ადვილად არ ესახება.

_ პრეზიდენტს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს თუ საპარლამენტო უმცირესობას, არაერთხელ უთქვამთ, რომ ქვეყანა კულისებიდან იმართება. როგორ ფიქრობთ  სადაა ეს კულისები?

_ მე არ ვიცი სადაა კულისები, იქნებ მთავრობაა კულისები და რეალური ხელისუფლება სხვაგანაა. ფაქტია, რომ დღეს ესეცაა იმ ნიშნებს შორის, რომელიც არშემდგარ სახელმწიფოზე მიუთითებს.

_ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის  ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა. ჰქონდა თუ არა საქართველოს შანსი, ეს აეცილებინა და რა არ გააკეთა ქვეყანამ ამისთვის?

_ ამით არც არაფერი მომხდარა, რატომ ვაქცევთ ასეთ დიდ ყურადღებას იმას, რაც ჩვეულებრივი პროვოკაციული ნაბიჯია?! ეს რომ სიმბოლურად გასაპროტესტებელია გასაგებია, არ შეიძლება სრულიად ურეაქციოდ დავტოვოთ, მაგრამ რეალურად არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ადრე არ ხდებოდა.

აფხაზეთის სამხედრო ძალები, რამდენიმე ხანია უკვე სრულიად რუსეთის მიერაა დაკომპლექტებული. არ არსებობს აფხაზეთის ჯარი, არსებობს რუსეთის ჯარი აფხაზეთში, ასე რომ, ამაზე მეტი ინტეგრაცია რა უნდა მოხდეს?

ესაა რუსეთისგან საქართველოს მიერ ასოცირებაზე ხელის მოწერის პასუხი.

საერთაშორისო დონეზე  და ჩვენს პარტნიორებს უნდა გავაგებინოთ, რომ ესაა რუსეთის პოლიტიკის კიდევ ერთი ნაწილი და ამას მიხედონ. მათ უნდა მიაქციონ ყურადღება. იყვნენ ფხიზლად, მაგრამ ქვეყნის შიგნით, ამაზე ახალი ვნებათაღელვა არაა საჭირო.

_ როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორ ფიქრობთ, შესუსტებულია საქართველოს როლი მსოფლიო ასპარეზზე?

_ საერთოდ რაც კოალიცია მოვიდა ხელისუფლებაში, ვიტყოდი რომ როგორც შიგნითაა სახელმწიფოებრიობის კუთხით დასუსტების ნიშნები, ასევეა, საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. საქართველოს გაქრობის ნიშნებია საერთაშორისო არეალიდან, რადგან  ჩვენი საკითხი  აქტიურად არ არის წარდგენილი.

სააკაშვილის დროს, შეიძლება ითქვას, რომ ზემდეგად აქტიურად, პროვოკაციული იყო უფრო და ამითი ვარსებობდით, ახლა პირიქითაა. ჩვენ ყველაფერზე ძალიან ჩუმად ვართ. საქართველო არ ატარებს არცერთ დროშას და მისი ადგილი ნელნელა ცარიელდება.

იმდენი კრიზისია მსოფლიოში, რომ თუ ჩვენ, ჩვენი სათქმელი არ ვთქვით, არავის  სცალია იმისთვის დაჯდეს და საქართველოზე იფიქროს.

ძნელი სათქმელია ეს რის გამო ხდება. ალბათ  გამოუცდელი კადრების გამო და ასევე,  არ არის პოლიტიკური ნება და ხედვა, ხელოვნურად კი  ყველაფერზე რაღაცას ვერ წამოიძახებ.




 ახალი ამბები
  • ზვავსაშიშროება _ გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალაგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია,_ ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინსტრო  ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის აკრძალვა ზვავსაშიშროებითაა გამოწვეული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი აკრძალვებს არ ემორჩილება სოფელ ქვემო ბოლნისში გადაადგილება რამდენიმე საათის წინ სრულად შეჩერდა. ეს ადგილი ქვეყანაში ახლა ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზონაა. მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, სოფელში შესვლა მხოლოდ ძალოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ. კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივების და მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები დადასტურდა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ამ დროისთვის, 16 ბლოკ-პოსტია განთავსებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრი შემოწმების შედეგად ხდება. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა მოქალაქეს, რომლიც მუნიციპალიტეტში შედის. კონტროლი გამკაცრებულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდეც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყება. დადგენილი შეზღუდვების და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები რეგულაციებს მაინც არ ემორჩილებიან. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს დილიდან ოზურგეთის ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ვერ ხედავენ გურიის აგრარულ ბაზარში, ათეულობით ადამიანი დგას ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების წინ. ადგილზე იმყოფებიან მოხალისეთა ჯგუფები, ისინი, ვინც ადამიანებს დისტანციის დაცვას სთხოვენ. თუმცა აცხადებენ, რომ მათი მოწოდება არასაკმარისია და ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისვლის და კონტროლის ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას, მოხალისე ტიტე ბაქანიძე ამბობს: „გვიჭირს არ გვიჯერებენ. ხშირ შემთხვევაში ცოტა უთანხმოებებიც მოგვდის. ძალიან ძნელია. რატომ არ ვიცი. ვერ გეტყვით.“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე კი აღნიშნავს, რომ „გავაძლიერეთ მოხალისეთა ჯგუფები ბაზარში. ხშირ შეთხვევაში ამან გაამართლა და გატვირთვა მოხდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანების უკმაყოფილებას“. საგანგებო რეჟიმის რეგულაციების დარღვევაზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. გომელაური დღეს ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან და გორის რაიონში იმ დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ძალოვანი უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. მოქალაქეებს რეგულაციების წესის დაცვისკენ მოუწოდებენ აჭარასა და კახეთის რეგიონშიც, სადაც დილიდან ქუჩაში ხალხმრავლობაა, თუმცა ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით არ გამოვლენილა. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც ხანდაზმულებს საჭიროების შემთხვევაში საკვებით მუნიციპალიტეტი მოამარაგებს. ორივე რეგიონში მუშაობს დროებითი ბლოკპოსტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური შემოწმება უტარდებათ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს. სამედიცინო პერსონალთან ერთად, დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებიან ძალოვანი უწყების დანაყოფები და სამხედრო ექიმებიც. წყარო: ... ...
  • „გთხოვთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა"_ ილია მეორესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: – ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის ... ...
  • პირველი ახალშობილი კომენდანტის საათებში შემოქმედელ ოჯახს შეეძინა იოვანე ჩხარტიშვილი პირველი ახალშობილია, რომელიც კომენდანტის საათის პირობებში დაიბადა. 31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი RAV4-ის მარკის ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო დროის მოგება… ფეხმძიმე ქალბატონმა კლინიკაში მიყვანიდან მალევე იმშობიარა. 31-ში გვიან ღამით კომენდანტის პირველივე საათებში აჭარაში პირველი ბიჭი – იოვანე ჩხარტიშვილი დაიბადა. იოვანეს სახლში, სოფელ შემოქმედში უფროსი და, 2 წლის მარიამი ელოდება. ზურაბ ჩხარტიშვილს სამშობიაროს ეზოში აჭარის საპატრულოს თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ და მამამ პირველი მილოცვებიც მათგან მიიღო. ... ...
  • Euronews-მა გიგი წერეთლის სტატია გამოაქვეყნაEuronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება. „კორონავირუსით გამოწვეული  კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე   მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია  დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს  სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა,    ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების  გვერდზე გადადებით. მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ  რეაგირებაზე და  უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად,   უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი  უნდა იყვნენ ამ კრიზისულ  პერიოდში. პარლამენტები რჩებიან ერთერთ  მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან.  ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ  საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის  ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა  საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი,  რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია."-აცხადებს გიგი წერეთელი. „დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ.  ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას,  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ,  რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ  საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს  პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე  და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!" - ნათქვამია ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...