მოსამართლე: "საქართველოს მართლმსაჯულების ტრადიცია არ აქვს“

მთავარი თემა

მოსამართლე: "საქართველოს მართლმსაჯულების ტრადიცია არ აქვს“

2014 დეკ 1 18:00:15

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს საპრეზიდენტო ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს 38 მოსამართლე  ევროპის ოთხ ქვეყანაში გაემგზავრება, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი, ისინი საქართველოს სხვა მოსამართლეებს გაუზიარებენ.

აპირებს თუ არა ევროპული მართლმსაჯულების სისტემების გამოცდილების გაზიარებას საქართველო, რა ხარვეზები აქვს ქართულ მართლმსაჯულებას, ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარე ბესიკ სისვაძეს ესაუბრა.

_ რა მიზანი აქვს მოსამართლეების საზღვარგარეთ ტრენიგ-სემინარებზე გაგზავნას და ხომ არ აპირებთ ამ ქვეყნების გამოცდილების გადმოტანას საქართველოშიც?

_ საქართველოს სასამართლო კორპუსის გამოწვევად კვლავ დამოუკიდებლობა რჩება, რაც ორი მიმართულებით ვლინდება - ინსტიტუციური და ინდივიდუალური დამოუკიდებლობა. ინსტიტუციური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ მიმართულებით კვლავ უნდა გააგრძელდეს მუშაობა.  განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის განვითარებას. დამოუკიდებლობა, ინდივიდუალურ დონეზე, გულისხმობს მოსამართლის თვითშეგნებას, იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პატიოსანი, გულისხმიერი, კომპენტენტური, სამოსამართლო ეთიკის ნორმების განუხრელად დამცველი. ეს სასწავლო ვიზიტები მოსამართლეთა ინსტიტუციური და ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება. სასამართლო ხელისუფლება ძალაუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი ნდობიდან იძენს. სასამართლოს ხიბლი და მისთვის დავების გადაწყვეტის უფლებამოსილების გადაცემა გამომდინარეობს იმ დიდი ნდობიდან, რასაც დამოუკიდებლობა იწვევს, თუმცა ეს ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული მოსამართლეს არ აქვს საამისო თვითშეგნება. ეს ყველაფერი რომ უფრო კარგად გავითავისოთ, კარგია თუ საქართველოს მოსამართლეები თვალსაწიერს  ევროპული ქვეყნების მაგალითებზე გავიფართოვებთ. "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" პროექტის ფარგლებში, 1-დან 13 დეკემბრის ჩათვლით, 38 მოსამართლე ოთხ ჯგუფად მიემგზავრება გერმანიაში, ავსტრიაში, სლოვაკეთსა და ლიტვაში. თითოეულ ქვეყნაში დაგეგმილია ტრენიგ-სემინარები ისეთ თემებზე, როგორებიცაა - მოსამართლის როლი და დანიშნულება, საზოგადოების ცნობიერების ფორმირებისა და  განვითარების, ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და განმტკიცების თვალსაზრისით; მოსამართლის დამოუკიდებლობის სტანდარტი; საზოგადოების ნდობის მოპოვებისა და განვითარების წანამძღვრები; მოსამართლის უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები; პროფესიული სასამართლოს ინსტიტუტი; კანონიერებისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართება; დარგობრივად მნიშვნელოვანი და აქტუალური სამართლებრივი საკითხების (თემების) ანალიზი; წარსული გაანალიზების ტრეინინგი და სხვა. ქართველი მოსამართლეები შეხვდებიან ევროპელ მოსამართლეებს, გაეცნობიან სხვადასხვა სასამართლოებში მუშაობის სპეციფიკას და დაამყარებენ პროფესიულ კავშირებს. გარდა ამისა, მოსამართლეები შეხვდებიან ადგილობრივ მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლებს.

_ ვინ აფინანსებს ამ პროექტს?

_ დამფინანსებელი საქართველოს საპრეზიდენტო ფონდია. საქართველოში ეს არის იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის ზრუნავს. უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპრეზიდენტო ფონდიდან დაფინანსდა ასევე მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ის პროექტები, რომელთა განხორციელებაზეც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია და იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

_  240 მოსამართლეა ქვეყანში, როგორ შეარჩიეთ სემინარებში მონაწილე მოსამართლეები?

_ სამი მიმართულებით გაკეთდა არჩევანი. პირველ რიგში გავითვალისწინეთ ახლად დანიშნული მოსამართლეების ინტერესები და ყველა ის მოსამართლე, რომლებმაც მოსამართლის სტატუსით პირველად შემოდგეს ფეხი სასამართლო კორპუსში, მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ სასწავლო ვიზიტებში. ასეთი ცხრა მოსამართლეა. საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციიდან შეირჩა 14 წევრი და მათგან 10 მოსამართლე აარჩია აღნიშნული ასოციაციის გამგეობამ. ასოციაცია საქართველოს მოსამართლეთა ერთობიდან კი, 15 წევრი მიემგზავრება, თუმცა ასოციაციის გამგეობის არცერთი წევრი არაა ამ შემადგენლობაში. მოსამართლეთა შერჩევისას აქცენტი გაკეთდა იმ მოსამართლეებზე, რომელთაც აქამდე არ ჰქონდათ და ან ნაკლებად ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ უცხოეთში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტებში.  გერმანიაში, სლოვაკეთსა და ლიტვაში 10-10 მოსამართლე მიემგზავრება,  ავსტრიაში კი, - 8.

1-6 დეკემბრის კვირაში  ჯგუფები მიდიან ავსტრიასა და სლოვაკეთში, 7-13-ის კვირაში გერმანიასა და ლიტვაში.  ასეთი შერჩევის წესით გვსურდა, ჩვენი კოლეგებისათვის გვეჩვენებინა საკითხისადმი ობიექტური მიდგომა. წარსულიდან გვახსოვს, რომ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უცხოეთში პრაქტიკულად ერთიდაიგივე ხალხი მიდიოდა და ისინი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დანიშნული ან მათთან დაახლოვებული მოსამართლეები იყვნენ.  მოსამართლეები არც დარგობრივად დაგვიყვია. დამოუკიდებლობა ყველა მოსამართლისთვისაა აუცილებელი. მიემგზავრებიან როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტები, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგში მოღვაწე მოსამართლეები.

_ ხშირად საუბრობდნენ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის სისუსტეებზე. რამდენად შეუწყობს ხელს უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები და ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გაცნობა დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას?

_ საქართველოს არა აქვს მართლმსაჯულების ტრადიცია. შესაბამისად, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლ და მისი შენარჩუნების გამოცდილებაც ნაკლებია. სასამართლოს დამოუკიდებლობა წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაა. მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის ურთიერთობა. ერთი შეხედვით, რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თუ სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნებოდა, ამაში როგორც წესი, სასამართლოს თავმჯდომარეებს იყენებდნენ.  ადმინისტრაციული ფუნქცია მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ სამოსამართლო საქმიანობისაგან. თავმჯდომარეობა რომელიმე მოსამართლის უფროსობას არ ნიშნავს. თავმჯდომარეობა მოსამართლის დამატებითი ტვირთია, რათა საქმის განმხილველ მოსამართლეს კომფორტული გარემო შეექმნას დავის სწორად, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გადაწყვეტისათვის. მაგალითად, გერმანიაში პროფესიული სასამართლო არსებობს, რომელიც ჩვენს რეალობაში არ არის. ის განიხილავს მოსამართლესა და თავმჯდომარეს შორის ურთიერთობისას წარმოქმნილ კონფლიქტებს.

_ ხშირად არის ქართული სასამართლოს სისტემაში მსგავსი კონფლიქტები?

_ ხშირად აღარ არის, მაგრამ იყო თავის დროზე. თუმცა საფრთხე იმისა, რომ თავმჯდომარეები ვინმემ კვლავ გამოიყენოს მოსამართლეზე ზეწოლის ინსტრუმენტად, ადვილად აღმოსაფხვრელი არაა და ამისათვის აუცილებელია მოსამართლეთა ინდივიდუალური თვითშეგნების გაზრდა და ამგვარი მანკიერი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, ასე ვთქვათ, იმუნიტეტის გამომუშავება.   

_ ხომ არ იგეგმება პროფესიული სასამართლოს შექმნა, როგორც ეს გერმანიაშია?

_ ჯერჯერობით, სასამართლოს სისტემაში პროფესიული სასამართლოს შექმნის იდეა მომწიფებული არ არის, მაგრამ თუ ამ საკითხს კარგად შევისწავლით და გავათვითცნობიერებთ, შესაძლოა, ესეც დადგეს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, საფუძვლების გაგება გვინდა, ურთიერთობის რა სტანდარტებია სხვა ქვეყნებში. დამოუკიდებლობა მარტო სასამართლოს თავმჯდომარესთან ურთიერთობა არ არის, დამოუკიდებლობის სტანდარტები სამოსამართლო ეთიკიდან გამოდინარეობს, გვაქვს საერთაშრისო ნორმატიული აქტი  მოსამართლეთა ქცევასთან მიმართებით - ბანგალორის პრინციპებს ვგულისხმობ, მაგრამ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობის მწირი პრაქტიკაა საქართველოში. სწორედ ახლა ვიწყებთ ამ ნორმების  პრაქტიკაში იმპლემენტაციას. სხვა ქვეყნების გამოცდილება კი მოგვცემს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული კანონებში ცვლილებებზეც ვიფიქროთ.

_რა არის ქარული მართლმსაჯულების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი უცხოეთის ქვეყნების პრაქტიკიდან?

_ მაგალითად, დისციპლინარულ სამართალწარმოებაში იმდენად მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება, რომ რომ შესაძლებელია, მათი პრაქტიკის გამოყენებით, ჩვენს კანონში შევიტანოთ ცვლილებები. მაგალითად, რა ითვლება, დისციპლინურ გადაცდომად? რა არის დისციპლინარული სამართალწარმოების მიზანი - მოსამართლის დასჯა თუ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა? ეს ყველაფერი ჩვენი მართლმსაჯულებისთვისაც მნიშვნელოვანია.

_ ამას ხომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისედაც არეგულირებს?

_ ეს არის ჩვენს მიერ არჩეული ორგანო, რომლის უპირველესი მოვალეობაცაა მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზრუნვა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებმა არ უნდა ვიზრუნოთ სამოსამართლო საქმიანობის დახვეწა-გაუმჯობესებისათვის. ჩვენი ხედვები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც წარედგინება. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტთანაც და შესაძლებელია ჩვენი წინადადებები პარლამენტსაც მივაწოდოთ. მოსამართლის აქტიურობას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭირვალე და სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...