რა შენიშვნები აქვს ბიუჯეტის პროექტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

მთავარი თემა

რა შენიშვნები აქვს ბიუჯეტის პროექტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

1 დეკ. 2014, 22:22:11

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით დაუბრუნა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პროექტის შესწორებულ ვარიანტს, გამგეობა საკრებულოს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.

"თქვენს მიერ წარმოდგენილი 2015 წლის პრიორიტეტის დოკუმენტი და  ბიუჯეტის  პროექტი განიხილეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიებმა და ფრაქციებმა, საკრებულოს წევრებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, იურიდიულმა პირებმა და საკრებულოსთან არსებულმა საზოგადოებრივმა დარბაზმა.

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 91-ე მუხლი მე-4 პუნქტის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 86-ე მუხლის მე 4 პუნქტის შესაბამისად   გიგზავნით  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს  მისი საჯარო განხილვის პროცესში შემოსული სათანადო შენიშვნებით, წინადადებებითა და რეკომენდაციებით", _ ნახსენებია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას ტექსტში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს მიწერა.

"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ იმ შენიშვნებს, რომელიც საკრებულომ გამგეობას მიწერა.

1. მიზანშეწონილად მიგვაჩნია 2015 წლის  ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს  სრულყოფილი პროგრამული ფორმატით, რომელშიც კლასიფიკაციის კოდისა და პროგრამის დასახელებასთან ერთად მოცემული   იქნება ყველა პროგრამის, მასში შემავალი ქვეპროგრამების და ღონისძიებების აღწერა შესაბამისი პრიორიტეტების ფარგლებში, მოსალოდნელი საბოლოო ან შუალედური შედეგით, ამ შესრულების შეფასების ინდიკატორებით და მათი საშუალოვადიან პერიოდში დაფინანსების მოცულობით.

 2. ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელია ფრაქცია "ქართული ოცნების"  ინიციატივები:  მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ტარიფის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის გაზრდის თაობაზე;

აღნიშნული  მოსაკრებლების დღეს მოქმედი მინიმალური განაკვეთების  ზრდის შედეგად ბიუჯეტში მოხდება დამატებითი თანხების აკუმულირება. 

3. არასაკმარისადაა დაგეგმილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ხარჯები იმ პირობებში, როცა აღნიშნული სფერო, პრიორიტეტების დოკუმენტში პირველ რიგშია წარმოდგენილი.

4. წარმოდგენილი შენიშვნების თანახმად, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მუდმივი სუბსიდირება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის არამომგებიან ფისკალურ შედეგს იძლევა. ამდენად მიზანშეწონილად  მიგვაჩნია, გამოცხადდეს ტენდერი შესაბამის მომსახურების შესყიდვაზე, ხოლო მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების (პედაგოგები, არასრულწლოვნები, პენსიონერები და ა.შ.) მგზავრობა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან.

5. ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა დაფინანსდეს 50.0 ათ. ლარით და მიემართოს  უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ, 100%-იან სახელმწიფო გრანტის მიმღებ სტუდენტთა  და მათი სკოლების ფინანსურ მხარდაჭერისთვის.     

6. "სპორტის განვითარების ხელშეწყობის"  პროგრამით პროექტში გათვალისწინებულია საცხენოსნო კლუბ "მარულას" დაფინანსება.  წლების განმავლობაში  გაწეული ხარჯის შესაბამისად ვერ იქნა მიღწეული ეკონომიკური და სოციალური ეფექტი.  საჯარო განხილვების შედეგად წარმოგიდგენთ  რეკომენდაციას, რომ არ მოხდეს  სათანადო არგუმენტაციისა და დასაბუთების  გარეშე საცხენოსნო კლუბ "მარულას" დაფინანსება.

7. იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების დაფინანსება 2015 საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აღარ განხორციელდება,  აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ მიზნით „სპორტის განვითარების ხელშეწყობის" მუხლის დაფინანსება  გაიზარდოს   65, 0 ათასი ლარით.

8.  სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დღის ცენტრის თანადაფინანსება  მუნიციპალიტეტის  2015 წლის ბიუჯეტის პროექტში განსაზღვრულია 25,0 ათასი ლარით. ხარჯის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს კონტიგენტსა და თვითმმართველ ერთეულში მცხოვრებ  ბენეფიციართა რაოდენობას. 

9. არსებული რეალობისა და სოციალური ფონის გათვალისწინებით,  მიზანშეწონილად მიგვაჩნია  შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული  ერთჯერადი სოციალური დახმარების პაკეტი 100 ლარიდან გაიზარდოს 150 ლარამდე.

10.  ბინათმესაკუთრეთა აღრიცხვის რეგულაციისა და მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  ორგანიზაციულ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებისა და საკუთრებითი საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ იქნას  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის.  ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების თანადაფინანსება.

11.  2015 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებაში გათვალისწინებულია  პრემიალური თანხები 151,9 ათასი ლარის ოდენობით.

საკრებულოს  მიაჩნია, რომ წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა უარი უნდა თქვან პრემიალურ თანხებზე, თუმცა უნდა მიიღონ ღირსეული შრომის ანაზღაურება. 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აღნიშნული თანხიდან 48,0 ათასი ლარი დაემატოს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შრომის ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენი 103.9 ათასი ლარით დაფინანსდეს ბიუჯეტის სხვა მუხლები.                                             

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გია მამაკაშვილის თქმით, ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტს საკრებულოს 10 დეკემბრამდე წარუდგენს:

"რა თქმა უნდა, საკრებულოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს უკვე გავეცანით და მინდა გითხრათ, რომ შენიშნების უმრავლესობა გავითვალისწინეთ. შესასწორებელი რაც იქნება ის შესწორდება და ეს პროცესი დასრულებისკენ არის წასული", _ გვითხრა გია მამაკაიშვილმა.




 ახალი ამბები
  • იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი დააკავესპოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...