ცარცით შეღებილი ფანჯრის რაფები - ანუ ქალთა მიმართ ძალადობის ნაირსახეობა

მთავარი თემა

ცარცით შეღებილი ფანჯრის რაფები - ანუ ქალთა მიმართ ძალადობის ნაირსახეობა

3 დეკ. 2014, 22:12:23

მიუხედავად  პირის რასობრივი, სოციალური, თუ კულტურული კუთვნილებისა, პრობლემა, რომელიც შესაძლოა  საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეექმნას, ეს ოჯახში ძალადობაა  და მისი მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, ქალია.

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ისეთები, როგორიცაა ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლაცია, მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ.

ცარცი

ყოველ საღამოს, როცა ქმარი სახლში დაბრუნდება ივახშმებს და მეუღლეც პირნათლად შეასრულებს ყველა თავის საქმეს, ვალდებულებას, უფლება აქვს მეზობელ გოგონებთან ერთად ფინჯანი ყავა მიირთვას... თუმცა, ის ახლა ფეხმძიმედაა მეორე ბავშვზე, დღე-დღეზე ელოდება და ყავაც ჩაიმ ჩაანაცვლა. ასე ურჩია ქმარმა.

მეგი ახლა 31 წლისაა. 6  წელია გათხოვილია და სრულებითაც არ თვლის, რომ ძალადობის მსხვერპლია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სილურჯე მკლავზე, მკრთალად ჯერ კიდევ ეტყობა.

"მეც რომ არ ვუსმენ და მაინც ვაკეთებ?!" - ამ ფრაზით მთავრდება მისი გამოსვლა გოგონების თავყრილობაზე.

ისტორია კი მაშინ დაიწყო, როცა 25 წლის დაოჯახდა. ჯერ მისგან სამსახურისთვის თავის დანებება მოითხოვეს, შემდეგ სახლიდან გასვლის ლიმიტი დაუწესეს, ბოლოს კი, ფანჯრიდან გადახედვის უფლებაც შეეზღუდა.

ყოველ საღამოს, როცა ქმარი შინ ბრუნდებოდა აუცილებლად იწყებოდა კამათი, გადაიხედა თუ არა მეგიმ ფანჯარაში და რატომ. ხშირად ეს სიტყვიერი  და როგორც თვითონ ამბობს, მსუბუქი ფიზიკური შეურაცხყოფით მთავრდებოდა. ფანჯარასთან მიახლოება მხოლოდ იმ შემთხვევაში მართლდებოდა, თუ შვილს ეზოში სათამაშოდ გაუშვებდა და ყურადღების მიქცევის მიზნით გადახედავდა.

იმის გასაკონტროლებლად კი, რომ გაეგო გადაიხედა თუ არა  მეგიმ ფანჯარაში, მეუღლე ცარცს იყენებდა - ფანჯრის რაფაზე ცარცს უსვამდა, სახლში დაბრუნებულს კი თუ ცარცი რაფიდან წაშლილი დახვდებოდა, ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, სიტყვიერი შელაპარაკების საბაბი ხდებოდა.

მეგიმ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა შემთხვევით ნახა ქმარი სახლიდან გასვლამდე როგორ უსვამდა ფანჯრის რაფებს ცარცს. მაშინ ვერ მიხვდა ეს რისთვის იყო, თუმცა როცა გააცნობიერა და ქმარს ჰკითა,  "ხაფანგის" არსი აუხსნა.

მეგის შემდგომი კონტროლისთვის, ქმარი, როგორც თავად უთხრა მეუღლეს, გზებზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას იყენებდა.

"ჩვენ ხომ ქუჩის პირას ვცხოვრობთ, ეს კამერაც თურმე გარშემო ყველაფერს აფიქსირებს და ჩვენს ფანჯრებსაც უყურებს. მითხრა, შემიძლია მაშინ ვუყურო, როცა მომინდებაო... ", _ ხშირად ჰყვება მეგი ღიმილით.

მისი მეუღლე ყოფილი პოლიციელია. მან სამსახური, რამდენიმე თვის წინ დატოვა...

რას ნიშნავს ძალადობა?

როგორც კანონმდებლობა განმარტავს,  "ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, ან იძულებით".

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

ოჯახში ძალადობა არის ორმხრივი ქმედება, რა დროსაც ქმარი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ცოლი კი - ფიზიკური ძალადობის.

მსოფლიო და ქალთა მიმართ ძალადობა

ავღანეთი - ქალების 80%-მა არ იცის წერა-კითხა და არასოდეს უვლია სკოლაში; კონგოს რესპუბლიკა - ყოველდღიურად 1 152 ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი; პაკისტანი - ამ ქვეყანაში დასაქმებული ქალების რაოდენობა 82%-ით ჩამოუვარდება დასაქმებული კაცების რიცხვის მაჩვენებელს; ინდოეთი - სტატისტიკის მიხედვით, ქალების 44.5% 18 წლამდე თხოვდება და არც თუ იშვიათად 12-13 წლის ასაკში, აქ ერთ საათში დაახლოებით 20 ქალს აუპატიურებენ; სომალი - ქვეყანა, სადაც ქალების 95%–ს , 4–დან 11 წლის ასაკამდე, წინდაცვეთას უკეთებენ.

რთული დასაჯერებელია, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში არსებობს სახელმწიფოები, სადაც განათლების დონე, ანაზღაურება და ქალებისადმი დამოკიდებულება, პრობლემური საკითხებია. ქალთა უფლებების დარღვევა დღემდე  პრობლემური საკითხია ძალიან ბევრი ქვეყნისთვის.

ძალადობის შედეგად, მსოფლიოში, უფრო მეტი ქალი კვდება, ვიდრე სიმსივნით, ავტოსაგზაო შემთხვევებში და ომის დროს ერთად. ყოველწლიურად, მსოფლიოში 5 ათას ქალს საკუთარი ოჯახის წევრი კლავს, ყოველ მესამეს კი სხვადასხვა სახის ძალადობა გამოუცდია. უმეტესწილად, მოძალადე მათივე პარტნიორი მამაკაცია.

ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში და გამომწვევი მიზეზები

ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო ტენდენცია და პრობლემის მასშტაბურობა მიმდინარე წელს, თითოეულმა მოქალაქემ მთელი სიცხადით შეიგრძნო.

პარტნიორის თუ ყოფილი პარტნიორის მხრიდან ქალების მკვლელობის 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ამან მთელი საქართველო მოიცვა - ლამბალო, დვაბზუ, გურია, თბილისი და ა.შ.

სანამ კიდევ ერთ ქალზე ძალადობდნენ, სანამ ის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ანგარიშსწორების საგანი ხდებოდა, თემა აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელებში. მომხმარებლები მიზეზების ძიებაში არაერთგვაროვან დასკვნებამდე მიდიოდნენ და ამისთვის, ხშირ შემთხვევაში, არგუმენტად სტერეოტიპული შეხედულებები მოჰყავდათ. ნაკლებად, მაგრამ ზოგიერთები, ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად, გენდერულ უთანასწორობასაც განიხილავდნენ.

"ქალის მიმართ ძალადობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, სწორედ გენდერული უთანასწორობაა. ასევე, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები ქალის როლის შესახებ და ის, რომ რეალურად, ამ საზოგადოებაში, ქალის მიმართ ძალადობა გამართლებულია, ან გულგრილად ვუყურებთ ამ საკითხს.

დამატებითი ფაქტორები, ესაა დასაქმების პრობლემა, ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

დღეს პრობლემა  ორი მიმართულებით გვაქვს. ერთი საზოგადოებაში, რაც  მის ცნობიერებას და ასეტი ფაქტებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას  უკავშირდება და მეორე - სერვისების მიწოდება. ადეკვატური, ეფექტური და დროული რეაგირება ისეთი ფაქტების მიმართ, რომელიც სამართალდამცავი ან სხვა უწყებებისათვის ცნობილი გახდება. 

ესეც მთავარი გამოწვევაა საქართველოში - თუ რამდენად დროულად  ხდება ადექვატური რეაგირება.

პრობლემის მოგვარებაზე რომ ვიფიქროთ, აუცილებელია ორივე მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებების გატარება - სახელმწიფოში ერთიანი ხედვა და უწყებათაშორისი კოორდინაციის პირობებში  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სტრატეგია უნდა არსებობდეს.

ასევე, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და იმ დამოკიდებულებების შეცვლა, რასაც გულგრილი დამოკიდებულება ჰქვია", _ ამბობს "გურია  ნიუსთან" საუბრისას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე სხილაძე.

რას აკეთებს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ?

2003 წელს, მხოლოდ 45 ქვეყანას ჰქონდა კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, 2006 წლისთვის ეს რიცხვი 60-მდე გაიზარდა. 2011 წლის მონაცემებით, კი მსოფლიოს 196 ქვეყნიდან, 126 ქვეყანას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონი აქვს.

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ"

2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც  ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა.

ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 1751 და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით 3811.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2013 წლის 6 თვეში სასამართლოში სულ 22 დამცავი ორდერის განაცხადი შევიდა, აქედან 2-ს უარი ეთქვა, 19 დაკმაყოფილდა, ერთი კი განუხილველადაა დატოვებული.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, იგივე 2013 წელს 112 ორდერია შესული, აქედან 110 დაკმაყოფილდა. 2014 წლის მონაცემების მიხედვით კი, 6 თვეში, სასამართლოში 28 დამცავი ორდერია შესული, აქედან 18 უკვე დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება  შემაკავებელ ორდერებს, 68 ორდერიდან 67 დაკმაყოფილებულია.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 29 ივლისს ძალაში შევიდა შს მინისტრის ბრძანება, რომლითაც თბილისის მთავარ სამმართველოში და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალ განყოფილებებს დაევალათ განსაზღვრონ ორი მოქმედი თანამშრომელი (ქალი და კაცი), რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მოაგროვებენ ინფორმაციას კონფლიქტური ოჯახების შესახებ. ბრძანების შესრულებას გენერალურ ინსპექცია აკონტროლებს.

გასული თვის მიწურულს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანია - "არა ძალადობას!" დაიწყო. 

უწყების განმარტებით, კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორები საქართველოს მასშტაბით დაარიგებენ შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს.

ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩატარდება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

"ზოგადად, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებები, რა თქმა უნდა,  ეფექტური და მნიშვნელოვანია რომ ხორციელდებოდეს, ხოლო თუ რამდენად შედეგის მომცემი იქნება ეს, ამაზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია საუბარი, როცა გარკვეული მიღწევები გვექნება სახეზე.

მნიშვნელოვანია რომ ეს ხდებოდეს, თუმცა კონკრეტული კამპანია რამდენად ეფექტური იყო და მოახდინა თუ არა  პრობლემის მოგვარებაზე გავლენა, ამ კამპანიის დასრულების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ", _ აბობს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, შსს-ს მიერ დაწყებული სოციალური კამპანიის ეფექტიანობის კომენტირებისას.

ქვეყანაში გამოვლენილი ოჯახური ძალადობების წინააღმდეგ, სოციალური კამპანია დაიწყო ინტერრელიგიურმა ჯგუფმაც, რომელშიც  გაერთიანებულნი არიან  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი 10 რელიგიური კონფესია.

 მათი გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მზადდება ვიდეო რგოლი, სადაც ინტერრელიგიური ჯგუფის წევრები თავიანთ სამწყსოს ოჯახში ძალადობის თემაზე მიმართავენ.

ასევე, დაიგეგმა კონფერენციები და აღნიშნული მიმართულებით შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა.

საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, თბილისში, პარლამენტი შენობასთან საზოგადოებამ ქალთა მიმართ ძალადობა შემდეგი ლოზუნგებით გააპროტესტა - "ნუ გაამართლებ ძალადობას!",  "მე ვგმობ ქალზე ძალადობას, რას აკეთებ შენ?",  "დღეს გაჩუმება დანაშაულია" .

ამავე დღეს, საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.

"უთხარი არა ძალადობას", "არ მოკლა, სცემო, შეურაცხყო ქალი, ძალადობა დანაშაულია", " მე მაქვს სიცოცხლის უფლება! სახელმწიფო, დაიცავი ჩემი თავის-უფლება!" - ამ და სხვა მოწოდებებით შეუერთდნენ საქართველოში გამართულ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციას ჟენევაში, რომლის ორგანიზატორიც  ჟენევის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, ქართველი ჟურნალისტი იყო.

სტატისტიკა

საქართველოში ყოველი მესამე ქალი და ფეხმძიმე ქალების დაახლოებით სამი პროცენტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქვეყანაში, სადაც ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობის აზრით უმჯობესია ქალი საერთოდ არ მუშაობდეს, რომ ქალის უმთავრესი დანიშნულება და ფუნქცია გამრავლება, ბავშვებსა და მეუღლეზე ზრუნვა და სახლის წესრიგში მოყვანაა. ქართველ ქალთა უმეტესობა თვლის, რომ ოჯახური ძალადობის პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს.

სურათი კი არასრულია, რადგან ძალადობის მსხვერპლ ქალთა დიდი ნაწილი არ მიმართავს დახმარებას, შიშისა და სირცხვილის გამო.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალების 38%, ხოლო მამაკაცთა 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით შეურაცხყოფა უნდა აიტანოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007-2014 წლების იანვარ-ივნისის მონაცემებით ამ პერიოდში, სულ  1 102 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, მათში მონაწილე 2 223 პირით.

სტატისტიკის თანახმად, მოძალადეებს შორის  მამაკაცები სჭარბობენ - 1 014, ხოლო ქალების რაოდენობა 82-ია.

აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1 010 ქალი და 117 მამაკაცი.

ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 9%.

2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) 4 935 ოჯახური კონფლიქტი დაფიქსირდა და ამ კონფლიქტებში მონაწილე 10 188 პირი. ოჯახურ კონფლიქტებში მონაწილე მამაკაცების, ისევე როგორც ქალების უმეტესობა წარმოადგენს 25-44 ასაკობრივ კატეგორიას.

2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 - მამაკაცი და 21 - ქალი.
დაზარალებულად  468 პირია ცნობილი, აქედან  96 მამაკაცი, ხოლო  372 ქალი.




 ახალი ამბები
  • ზაფხული 2020: ჟორიკა და ბაღნებიეს ფოტოები ქალაქ ოზურგეთში, ზვანის უბანში არის გადაღებული.  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ასეთი დასათაურება მიცეს: ზაფხული 2020, ოზურგეთი, ზვანი -.ჟორიკა და ბაღნები. ჟორიკა ანუ გიორგი სირაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ბავშვებისთვის  პოპულარულია. ის ბავშვების საუკეთესო ... ...
  • თიბისის დისტანციურ და ფიზიკურ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა (R)აქ, ახლა თიბისის სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს საშუალება აქვს არჩევანი თავად გააკეთოს და სესხი თიბისის შემდეგი არხების დახმარებით  აიღოს.   დისტანციური არხები: ·      Tbccredit.ge ·       24 საათიანი სატელეფონო ქოლ ცენტრი: 032 2 27 27 27 ·       ინტერნეტ და მობაილბანკი - მათ, ვისაც სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და დამატებითი თანხის მიღება სურთ, მოთხოვნას მარტივი განაცხადის შევსებით დააფიქსირებენ.   ასევე, სესხის აღება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილიალში. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება აქვს  6 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლოს. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება მხოლოდ Tbccredit.ge-დან აღებული სესხის შემთხვევაში. სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი 60 000 ლარია; Tbcrcedt.ge-ზე მინიმალური თანხა -  100, სხვა არხებში კი - 500 ლარია.  სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა მისი დაფარვა, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის გასვლამდე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია აქ:  https://bit.ly/38yz3w4 ... ...
  • პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID 19-ზე ტესტირება სისტემატურად უტარდებათახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის 700 - ზე მეტ თანამშრომელს, დასავლეთ საქართველოში (N3, N2, და N14 პენიტენციური დაწესებულებების) 400, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს 300 და გარე დაცვის სამსახურის 200-მდე თანამშრომელს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, 2-კვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში განთავსებამდე გადიან ტესტირებას. ორ კვირაში ერთხელ უტარდება ტესტირება ვირუსზე პენიტენციური სისტემის ყველა იმ თანამშრომელს, რომლის სამუშაო ადგილი არის პენიტენციური დაწესებულება, თუმცა პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვს (პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი მისაღები, სასადილო და ა.შ.). ასევე ორ კვირაში ერთხელ გადიან ტესტირებას ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს და გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო პენიტენციური სისტემის მედპერსონალი ვირუსზე ტესტებს კვირაში ერთხელ აბარებს.  7 ივლისს COVID 19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ N15 და N19 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.  ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში. ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  თურქეთის მოქალაქე დაკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • კახეთში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული კი გაიქცა და ავარიაში მოყვალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...