ვარსკვლავბიჭუნა დაჩი ორველაშვილის ოცნება და სიყვარულის ამბავი

მთავარი თემა

ვარსკვლავბიჭუნა დაჩი ორველაშვილის ოცნება და სიყვარულის ამბავი

7 დეკ. 2014, 04:20:02

"დიქტატორი არა! მაგრამ, მარგველაშვილივით, ალალი კაცი ვიქნები“, _ ამბობს 7 წლის მსახიობი დაჩი ორველაშვილი, რომელიც "გურია ნიუსს“ თავის ოცნებებზე, სამომავლო გეგმებზე და ფილმ "პრეზიდენტის“ წარმატებაზე ესაუბრა.

1 დეკემბერს, თბილისში, ირანელი რეჟისორის  მოჰსენ მახმალბაფის  ფილმის "პრეზიდენტი“-ს ჩვენება გაიმართა, სადაც   7 წლის დაჩი ორველაშვილი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს.  

"ფილმი არის დიქტატორ პრეზიდენტზე, რომელიც ჯარისკაცებს უბრძანებს და ისინი ქუჩაში კლავენ ხალხს. იგი  ქვეყნიდან გაიქცევა. ხალხი  მას ეძებს, ბოლოს მოკლავენ“, _ ამბობს "გურია ნიუსთან“ დაჩი.

ასევე ამბობს, რომ გაუჭირდა და განიცდიდა სიცილისა და ტირილის როლის მორგებას, ეთამაშა ისე, რომ ეს ნამდვილი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ  ფილმში პირველად ითამაშა, არც რეჟისორთან და არც მსახიობებთან ურთიერთობა არ გაჭირვებია.

თბილისში ფილმის პრემიერაზე, როგორც დაჩი ამბობს, ქართველ მაყურებელის ნაწილმა ტაში არ დაუკრა და ფილმის ტიტრების დასრულებამდე დარბაზი დატოვა.

მაყურებლის ასეთი ქმედებით განაწყენებულმა ვარსკლავ-ბიჭუნამ ქართველი მაყურებლის ეს ქმედება, უკულტურობას დააბრალა.

"ვენეციში რომ ვიყავით, ყველა ტაშს უკრავდა. თბილისის კინოფესტივალზე კი დარბაზში, ვინც წინ იჯდა,  კარი როგორც კი გააღეს, წამებში გავიდნენ.  მხოლოდ ის ხალხი უკრავდა ტაშს,  ვინც დარბაზში ზევით იჯდა.  პრემიერაზე მხოლოდ კულტურულმა ხალხმა  დაუკრა ტაში“.

დაჩი ამბობს, რომ კარგად სწავლობს და სკოლაში თანაკლასელებისაგან არაფრით გამოირჩევა. იგი ყველას უყვარს და ყველაზე ადრე მიდის სკოლაშიც. 

"პრომეთე“-ს სკოლაში ვსწავლობ. კლასი ყოველთვის კარგად მხვდება. ყველას გაუხარდა, ჩემი წარმატება.  მიყვარს ჩემი დაწყებითის მასწავლებელი, რომელიც ქართულს, მათემატიკასა და ბუნებას ასწავლის. იცით, სკოლაში ბიბლიოთეკა გავაკეთეთ და იქ კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობთ.“

ვარსკვლავ-ბუჭუნამ ისიც კი გაგვიმხილა, რომ შეყვარებულიც ჰყავს.

 "ამერიკელი მსახიობი ემი როუსმანი მიყვარს. რომელსაც უკვე  2-ჯერ მივწერე წერილი.“

 _ დაჩი, შენ მიწერე წერილი?  

_ არა. სანამ ინგლისურს ვისწავლი ჩემი  და,  ნათია მეხმარება. ჟურნალისტია, მან (ტვ. "იმედის“ ჟურნალისტი ნათია ორველაშვილია. ავტ) მისწერა წერილი.

_ შენც ხომ არ აპირებ ჟურნალისტი გახდე?

_ მე გავხდები  ჟურნალისტების უფროსი. იცით, აი, ომში რომ მიდიან ან ცუნამს რომ იღებენ, ჯერ ეს ყველაფერი უნდა გააკეთო, ამის შემდეგ კი, გახდები ჟურნალისტების უფროსი.

_ როცა გაიზრდები, შეიძლება შენ გახდე საქართველოს პრეზიდენტი. როგორი პრეზიდენტი იქნები?

_ დიქტატორი არა! მაგრამ, მარგველაშვილივით, ალალი კაცი ვიქნები. ცოტა დაცვა მეყოლება. სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყო, იმ პერიოდში,  ერთხელ, დედაჩემი  მიდიოდა გზაზე, დაინახა ავტომატგამოშვერილი კაცები, რომლებიც არ უშვებდნენ. იძახდნენ  მანქანა გადააყენეთო და ესკორტი წამოვიდა. მე თვითონ ვნახე მარგველაშვილი ურეკში, თუ არ ვცდები, 4 დაცვა ჰყავს. აი, "ოცნებამ“ რომ თქვა, 100 ქარხანა უნდა აშენდესო და არ ააშენეს, ასეთი კაცი არ ვიქნები. ტელევიზორში ყველგან გამოაჩინეს, რომ "ოცნება“ არ მუშაობსო.

იცით, ვენეციაში არსად ნაგავი არ ყრია. ხალხი ქუჩაში არ ხმაურობს. კულტურული  ხალხია. იქ მანქანები ბოლს არ უშვებენ და ცუდ სუნს არ გრძნობ. აქ კი, არ მომწონს ქუჩაში ნაგავი რომ ყრია. ხეებს რომ ჭრიან. არ მომწონს "ქრონიკა“ და "რუსთავი 2“-ზე  სულ მკვლელობებს რომ აჩვენებენ. 

ვარსკვლავ-ბიჭუნამ თბილისში ფილმის პრემიერაზე თანაკლასელები ვერ დაპატაჟა,  რადგან მხოლოდ სამი მოსაწვევი ჰქონდათ. თუმცა, ძალიან უნდოდა ფილმი მათაც ენახა.

"ძალიან მინდოდა ფილმის პრემიერაზე თანაკლასელები ყოფილიყვნენ, ენახათ, როგორ ვთამაშობ ფილმში. ჩვენ, ძლივს ვიშოვეთ სამი მოსაწვევი“, _ ამბობს დაჩი.




 ახალი ამბები
  • "ევროპულმა საქართველომ" კანდიდატები წარადგინა„ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ“-ასეთი იყო „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის პათოსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენისას. პარტიამ 30 საარჩევნო ოლქიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა საკუტარი კანდიდატები. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – ირმა ნადირაშვილი; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აჰმედ იმამკულიევი; ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – არსენ კარაპეტიანი; ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ოთარ კახიძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – სერგო რატიანი; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – გიგი წერეთელი; სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – აკაკი ბობოხიძე; ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – გიგი უგულავა; ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – გიგა ბოკერია; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ლელა ქებურია; ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი; ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ტარიელ ნაკაიძე.რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის საარჩევნო ოლქში პარტიიდან კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა – კრწანისის ოლქში – შალვა ... ...
  • ზესტაფონის პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „კოლეჯი „კონსტრუქტ2“ წარმოადგენს კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს. სწორედ ეს განაპირობებს კოლეჯში მომზადებული კადრის დარგთან და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას. კოლეჯი ნერგავს პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით ყველა სიახლეს და წარმოადგენს საერთაშორისო ხარისხის განათლების კერას ზესტაფონში“,_ განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა. ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, აგრეთვე, რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. სტუმრებმა, რომელთა შორის ზესტაფონის მერი,  გიორგი გოგლიჩიძე იყო, კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს. აღნიშნული პროგრამა სრულად არის დაფინანსებული სამინისტროს მიერ. კოლეჯის სტუდენტები უზრუნველყოფილია საერთო საცხოვრებლითაც. კოლეჯში სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებას.  მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ... ...
  • გურიაში "ევროპული საქართველოდან" მაჟორიტარობისთვის ხათუნა გოგორიშვილი იბრძოლებს„ევროპული საქართველოს“ წარდგინებით, გურიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას პარტიის სახელით ხათუნა გოგორიშვილი შეეცდება, _ კანდიდატი პარტიის ლიდერებმა ამ წუთებში ... ...
  • გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ საკუთარი კანდიდატურები წარადგინესდღეს „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარების სია ოფიციალურად წარადგინა, რითაც პარტიამ, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ თავად წარადგინეს საკუთარი თავი, თუ სად იბრძოლებენ ისინი მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად. ბოკერია სენაკი-ფოთი-ხობის საარჩევნო ოლქში შეეცდება ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას, ხოლო გიგი უგულავა ზუგდიდში იბრძოლებს ... ...
  • ვინ არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათპარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)“,- ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...