არა-ძალადობრივი კავშირი - დავარღვიოთ დუმილი!

მთავარი თემა

არა-ძალადობრივი კავშირი - დავარღვიოთ დუმილი!

2014 დეკ 15 00:34:32

"საქართველოში საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა; ყველაზე ხშირად ქალთა უფლებები ირღვევა იქ, სადაც ადამიანი ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდეს თავს - ოჯახში.  მნიშვნელოვანია, რომ ისეთ თემებში, სადაც გოგონათა გასხვისება შინაური ცხოველებისა და ფულის სანაცვლოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, გააქტიურდეს სოციალური სამსახური, პოლიცია და საგანმანათლებლო დაწესებულებები“, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2014 წლის ანგარიშში.

მსხვერპლი

თამუნა 36 წლის არის, სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, თუმცა, ოჯახის დატოვებას არ ფიქრობს. ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს, მოხუც მშობლებს მისი შვილების რჩენას ვერ დაავალდებულებს.

"მიზეზი, რის გამოც შეიძლება მეუღლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენოს, (ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც გავმხდარვარ) ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გახდეს. მაგალითად, ბავშვი რატომ ტირის, ჭურჭელი დარეცხილი რატომ არ დახვდა და ა.შ. სამ შვილს მარტო ვუვლი, ამიტომ ბევრი რამის გაკეთება მიწევს. ბავშვები არასრულწლოვნები არიან და ყურადღება სჭირდებათ. ჩემი მეუღლე ყოფილი პატიმარია, ნარკომომხმარებელი იყო და 2010 წელს დაიჭირეს... მისი დაჭერის დროს იმხელა განსაცდელი გადავიტანე, გახსენებაც არ მინდა. ახლა ვცდილობთ, რეაბილიტაციის პროცესი ერთად გავიაროთ. ამიტომ არ მიფიქრია ოჯახის დატოვება, თუ ამდენს გავუძელი, ახლაც გავუძლებ. არ მინდა ზედმეტად გავაღიზიანო, მის კიდევ ერთხელ დაჭერას ვერც მე და ვერც ჩემი შვილები ვერ გადავიტანთ“, _ ამბობს თამუნა.

თამუნას მსგავსად, ოჯახური ძალადობის პრობლემა არაერთ ადამიანს აქვს. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის, 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი, პარტნიორის მხრიდან, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ამავე კვლევის მიხედვით, ქალების და მამაკაცების დაახლოებით 30%  ქალის ცემას ამართლებს და ის ჩვეულებრივ პრაქტიკად მიაჩნია.

ძალადობის გამომწვევი მიზეზები

საქართველოს კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ძალადობის ხუთ ძირითად სახეს ცნობს - ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას და ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მისი სურვილის საწინააღმედგო მოქმედება, 

ძალადობის გამომწვევ ძირითად მიზეზთა შორის კი სახელდება უმუშევრობა და სიღარიბე; ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე (რის გამოც შესაძლოა ქალი მაინც დარჩეს მოძალადე მამაკაცთან ); მშობლები, რომელთაც წარსულში თავად განიცადეს ძალადობა, ხშირად ხდებიან მოძალადეები;  სტერეოტიპული მიდგომა ოჯახში მამაკაცის დომინანტური როლის შესახებ; ძალადობა -კონფლიქტის გადაჭრის მიღებული მეთოდი. მაგ: მოძალადე მშობლები შესაძლოა მხოლოდ ასეთ ქმედებებს აღიარებენ ბავშვის აღზრდის საუკეთესო საშუალებად; და ისიც, რომ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილინი პოლიტიკაში, მედიაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამედიცინო სფეროებში, რაც იწვევს მათ იდენტიფიცირებას მხოლოდ როგორც ოჯახის ნაწილად და არა დამოუკიდებელ ადამიანად.

ყვირილი, მუქარა, ცემა  - ადამიანს თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც უნახავს ძალადობის ფაქტი, თუმცა რამდენი მათგანი გაბედავს და შეატყობინებს პოლიციას, ვინ ჩადგება მოძალადესა და მსხვერპლს შორის? _ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ფსიქოლოგები, სწორედ საზოგადეობის ინდეფერენტულ მდგომარეობაზე მიუთითებენ, რასაც სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო რეაგირება მოსდევს.

კავშირ "საფარის“ ხელმძღვანელი, იურისტი ბაია პატარაია "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ "საზოგადოება ცდილობს ოჯახური ძალადობის პრობლემა ოჯახის გარეთ არ გაიტანოს, შემდეგ ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და ამას სავალალო შედეგებამდეც მივყავართ“.

"მარტო პოლიციელი ოჯახურ კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, საჭიროა მასში სოციალური მუშაკი და სხვა მექანიზმებიც ჩაერთოს. როგორც წესი, ძალადობა ოჯახში წლების განმავლობაში არსებობს, რაც ყვირილით და ჩხუბით იწყება, შემდეგ ცემაზე გადადის და ბოლოს მკვლელობით სრულდება, ამის შესახებ მინიმუმ ოჯახის წევრებისთვის და მეზობლებისთვის მაინც არის ცნობილი. რომლებიც შესაბამის რეაგირებას არ ახდენენ და საქმე მკვლელობამდე მიდის. გამოდის, რომ საზოგადოება და სახელმწიფო უწყობს ხელს მოძალადეს მკვლელად იქცეს. საზოგადოების მიდგომაა რომ ქალმა უნდა მოითმინოს, შეურიგდეს მოძალადეს, კატასტროფული შედეგების მომტანია“, _ ამბობს პატარაია.

პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები

სწორედ იმისთვის, რომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ცნობიერების დონე აემაღლებინათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, 25 ნოემბერს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანია - "არა ძალადობას!" დაიწყო. 

კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორებმა საქართველოს მასშტაბით დაარიგეს შს სამინისტროს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტები. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების უკეთ ინფორმირების მიზნით კი, თბილისსა და რეგიონებში არაერთი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. კამპანია ახლაც გრძელდება.

შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ "პრევენციის მიზნით, შსს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს მუდმივად ახორციელებს. 2014 წლის 29 ივლისს ძალაში შევიდა შს მინისტრის ბრძანება, რომლითაც თბილისის მთავარ სამმართველოში და სამხარეო მთავარ სამმართველოებში შემავალ განყოფილებებს დაევალათ განსაზღვრონ ორი მოქმედი თანამშრომელი (ქალი და კაცი), რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მოაგროვებენ ინფორმაციას კონფლიქტური ოჯახების შესახებ. ბრძანების შესრულებას გენერალურ ინსპექცია აკონტროლებს. ჯგუფი ანგარიშს, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში წარადგენს".

მანამდე კი, ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, ამ ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში კი, მოძალადეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რაც შესაძლოა, პატიმრობითაც დამთავრდეს. ორდერის გამოცემის უფლება უკვე უბნის ინსპექტორებსაც აქვთ.

"თუ პოლიციელს საკმარისი მტკიცებულებათა სტანდარტი არ შეექმნა ადგილზე, მხოლოდ ერთი განცხადების საფუძველზე  შემაკავებელი ორდერის გამოწერა შეუძლებელია“, _ განმარტავს ნოდარ სააკაშვილი, თუმცა ამბობს იმასაც, რომ "იყო ძალიან ცუდი შემთხვევები, როდესაც პოლიციელი მომრიგებლის როლს ითავსებდა, ამიტომ ხელწერილები, რომელიც სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს ოჯახში წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებლად, უნდა გაუქმდეს".

თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე მირანდა ერემაძე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გააქტიურებას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ "ბოლო პერიოდის განმავლობაში, სასამართლოში  შემაკავებელი ორდერების მატება შეიმჩნევა “.

"აშკარად შეცვლილია შსს-ს წარმომადგენლების მიდგომა. აქამდე თუ პოლიციელს სჭირდებოდა მსხვერპლის თანხმობა შემაკავებელი ორდერის დაწერისას, ახლა ეს თანხმობა არ არის საჭირო და ძალიან აქტიურად წერენ.რაც შეეხება დამცავ ორდერებს, რომლისთვისაც უშუალოდ დაზარალებულმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მომართოს სასამართლოს, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, რისი მიზეზიც, ვფიქრობ, საზოგადოების ცნობიერების დონეა. ხალხს არ აქვს ინფორმაცია რას წარმოადგენს დამცავი ორდერი, ჰგონიათ, რომ ასეთი განცხადებით სასამართლოს რომ მომართოს, ბაჟის გადახდა მოუწევს. არადა, ისინი ბაჟისგან თავისუფლდებიან. ძალიან მარტივი განცხადების საფუძველზე ხდება მომართვა. განაცხადი  10 დღის ვადაში განიხილება და სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს“, _ აღნიშნავს ერემაძე "გურია ნიუსთან“ საუბრისას.

მოსამართლე ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახში ძალადობა საკმაოდ მკაცრად დასჯადია და კანონის გამკაცრება საჭირო არ არის.

"2012 წელს კანონში შევიდა ცვლილება და სანქცია საკმაოდ გამკაცრდა. რაღა შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც მოძალადეს ვაგდებთ სახლიდან და ვუკრძალავთ მსხვერპლთან მიახლოებას, ამაზე უფრო კანონის გამკაცრება ნიშნავს, რომ პირდაპირ პატიმრობა ან ჯარიმა გამოვიყენოთ. ჯარიმა გამოსავლად არ მიმაჩნია, რადგან  ამ შემთხვევაში ვამძიმებთ ოჯახის მდგომარეობას და შესაძლოა, ის კონფლიქტის და დაძაბული ურთიერთობის კიდევ ერთი მიზეზი გახდეს“,  _ აღნიშნავს ერემაძე.

 გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მოძალადისა და მსხვერპლის თანაცხოვრება შეუძლებელია, მოძალადადისა და მსხვერპლის განრიდება ხდება.

სამართალდამცავს ან  ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს უფლება აქვს მსხვერპლი თავშესაფარში გადაიყვანოს. სახელმწიფო დაფინანსებით,  ასეთი თავშესაფარი ქვეყანაში ოთხია, რომელიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ფუნქციონირებს. ამჟამად იქ 23 ქალია მოთავსებული.

სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007-2014 წლების იანვარ-ივნისის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში, სულ   1102 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, მათში მონაწილე 2223 პირით. მოძალადეებს შორის მამაკაცები სჭარბობენ - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა 82-ია.

მხოლოდ 2014 წლის იანვარ-აგვისტოში შსს-მ ოჯახური ძალადობის 309 შემთხვევაა დააფიქსირა, აქედან 216 გახსნილია. შარშან ამავე პერიოდში კი, 294 შემთხვევიდან 242 გახსნეს.

რაც შეეხება სასამართლოს სტატისტიკას, "გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს, საქართველოს მასშტაბით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დამცავი ორდერის გაცემაზე სულ 68 მოთხოვნა შევიდა, რომელთაგან 57 დაკმაყოფილდა. შემაკავებელი ორდერის დამტკიცებაზე შესულია 250 განცხადება, აქედან 241დაკმაყოფილებულია.

2014 წლის  9 თვეში კი, დამცავი ორდერების დაკმაყოფილებაზე სასამართლოებში შესულია 87 მოთხოვნა, აქედან 64  დაკმაყოფილდა. შემაკავებელი ორდერების დაკმაყოფილებაზე 288 მოთხოვნაა შესული, საიდანაც 284 დაკმაყოფილდა.

მკვლელობები ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე

2014 წლის 20 ივლისს, ზესტაფონში,  22 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობისა და ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოკლა. იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილს უკვე გაკეთებული ჰქონდა განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრობლემის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

8 აგვისტოს, თბილისში, გლდანში, მამამ შვილი მოკლა. შსს–ს ინფორმაციით, შემთხვევა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.

4 აგვისტოს თბილისში, დედაენის ბაღში სიმამრმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, სიძე სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

8 ოქტომბერს, სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მან  თავი ჩამოიხრჩო.

18 ოქტომბერს, გურჯაანში, დარჩეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 73 წლის მამაკაცმა მეუღლეს ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. 

29 ოქტომბერს, დედოფლისწყაროში 31 წლის ორსული ქალი ქმარმა სასტიკად სცემა. ფაქტს მათი 13 წლის შვილი შეესწრო. 

ერთად ვუთხრათ არა - ძალადობრივ კავშირს!

ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე ან ნომერზე 2 309 903. ანონიმურობა დაცულია. 




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...