კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო _ სად და რატომ ვერ დაესწრება მედია გასაუბრებას

მთავარი თემა

კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო _ სად და რატომ ვერ დაესწრება მედია გასაუბრებას

22 დეკ. 2014, 13:46:15

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი _ გასაუბრება უკვე დაიწყო.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში გასაუბრება 19 დეკემბერს დაიწყო. როგორც გვითხრეს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ამ კვირაში გახდება ცნობილი.

კონკურსანტები, რომლებსაც მერიის და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე სურთ დასაქმება, ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ გასაუბრებამ კარგად ჩაირა:

ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, ჩემი გადასახედიდან ყველაფერი კარგად წარიმართა, ძირითადად, კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოცდილებას ვფლობ, 5  ვაკანსიაზე მაქვს შეტანილი განაცხადი, _  გვითხრა ნანა ჯაფარიძემ.

გასაუბრებით კმაყოფილი იყო ეთერ ყავრელიშვილიც:

კმაყოფილი გამოვედი გასაუბრებიდან და ველოდები კარგ შედეგს, მიმაჩნია, რომ დადებითად გავეცი პასუხები. კომისია ვფიქრობ, ობიექტური იყო, _  თქვა ყავრელიშვილმა.

ქალაქ ოზურგეთის მერიამ გასაუბრების ეტაპზე "გურია ნიუსს" დაკვირვების და გადაღების უფლება არ მისცა.

_ "თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ კონკურსის ის ეტაპი, რომელზე თქვენ გსურთ დასწრება, ყველაზე რთულია კონკურსანტებისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. კონკურსანტთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, კომისია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად გასაუბრებაზე გარეშე პირთა დასწრებას. კომისია დაკომპლექტებულია კომპეტენტური წარმომადგენლებით, რომლებიც მიუკერძოებლად და სამართლიანად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული კონკურსის გასაუბრების ეტაპის ჩატარება მოიცავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებული პერსონალური ინფორმაციის განხილვას",
_ აღნიშნულია "გურია ნიუსისთვის" მერიიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ვიცე მერი ალეკო ბურჭულაძე აწერს.

გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების უფლება ვერც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიიდან მივიღეთ:

"2014 წლის 18 დეკემბრის თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო/საატესტაციო კომისია შეიქმნა 2014 წლის 18 სექტემბერს, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაატარა კონკურსის ერთი ეტაპი (განცხადებების შერჩევა-გადარჩევა) და უნდა უზრუნველყოს მესამე ეტაპის (გასაუბრება) ჩატარება. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული კონკურსის მესამე ეტაპის (გასაუბრება) ჩატარება მოიცავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერსონალური ინფორმაციის განხილვას, კომისიას მიზანშეუწონლად მიაჩნია დამკვირვებლის სტატუსით გარეშე პირის დაშვება”, _ მოგვწერა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა.

რაც შეეხება კონკურსის მესამე ეტაპს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასაუბრება დღეს დაიწყო და 6 დღის განმავლობაში _ 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს აპარატში 137 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადი  488 კანდიდატმა შეიტანა. მათ შორის: გამგეობის 123 ვაკანსიაზე 416-მა კანდიდატმა, ხოლო საკრებულოს 14 ვაკანსიაზე 72-მა კანდიდატმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, 392-მა აპლიკანტმა სრულად დააკმაყოფილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გადავიდა ტესტირების ეტაპზე, ხოლო 98 კანდიდატს მიეცა ორი სამუშაო დღის ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

18-მა აპლიკანტმა აღმოფხვრა ხარვეზი და, საერთო ჯამში, კონკურსის ტესტირების ეტაპზე 410 კანდიდატი გადავიდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ 2014 წლის 13-14 დეკემბერს ტესტურ გამოცდებში მონაწილეობა 368 კანდიდატმა მიიღო. გამოცდაზე არ გამოცხადდა 42 კანდიდატი. ბარიერი გადალახა და გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 309 კანდიდატი. გასაუბრების ეტაპზე ვერ გადავიდა 59 კანდიდატი, _ აღნიშნა ჭანუყვაძემ.

მისივე ინფორმაციით,  გასაუბრების დროის, ადგილისა და თარიღის შესახებ აპლიკანტებს სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ეცნობათ.  საკონკურსო/საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს მიიღებს.

დღეს იწყება გასაუბრების ეტაპი ჩოხატაურშიც, რომელიც საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, მინდია ჟღერიას ინფორმაციით 24 დეკემბერს დასრულდება.

ოზურგეთისგან განსხვავებით, ჩოხატაურის კომისიამ ჩვენს მედიასახლს გასაუბრებაზე დასწრების და ფოტო /ვიდეო გადაღების უფლება მისცა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ამის შესახებ კონკურსანტი კომისიას წერილობით აცნობებდა.

"გასაუბრების ეტაპზე  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, მედიასახლ "გურია ნიუსიდან" წარმომადგენლები და ფოტო/ვიდეო გადაღება დაშვებული  იქნება მხოლოდ კონკურსანტის წერილობითი მოთხოვნის  საფუძველზე.განცხადება წარდგენილი უნდა იქნას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში  2014 წლის 19 დეკემბრის 18:00 საათამდე", _ აღნიშნულია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

სამწუხაროდ, ეს პასუხი ჩვენ მიერ 10 დეკემბერს შეტანილ განცხადებაზე,  კომისიამ 17 დეკემბრის  საღამოს, მას შემდეგ გამოგვიგზავნა, როცა გაზეთის მეასე ნომერი სტამბაში დასაბეჭდად იყო გაგზავნილი. შესაბამისად, ვერ შევძელით დაინტერესებული პირებისთვის  საკონკურსო/საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება გაზეთის საშულებით გაგვეცნო.
მინდია ჟღერიას თქმით, კომისიის გადაწყვეტილება მიღებისთანავე გამოგვიგზავნა:

_ პასუხი თქვენც გამოგიგზავნეთ და ვებგვერდზეც ავტვირთეთ. მართალია, განცხადებით 10 დეკემბერს მოგვმართეთ, მაგრამ კომისია 17 დეკემბრამდე არ შეკრებილა, _ გვითხრა ჟღერიამ, რომელსაც კითხვაზე _ აქვს თუ არა მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი სარგებლობს ჩოხატაურში ინტერნეტით, პასუხი არა აქვს.

_ ნამდვილად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, კონკურსანტებმა განცხადებები ინტერნეტის საშუალებით ატვირთეს და, შესაბამისად, ისინი ამ განცხადების წაკითხვასაც შეძლებენ ალბათ, _ დაგვიზუსტა ჟღერიამ.

ჩოხატაურში 220 მოქალაქე გავიდა ტესტირებაზე, აქედან ზღვარი, რომელიც 33 ქულას შეადგენდა, გადალახა 137-მა, 19 არ გამოცხადდა, დანარჩენებმა კი საჭირო ქულები ვერ დააგროვეს. მინდია ჟღერიას თქმით, ჩაიჭრა გამგებლის 9 წარმომადგენელი, განყოფილების 4 უფროსი, ორი_ სამხედრო კომისარიატში, ერთი _ ადმინისტრაციულ სამსახურში, ერთი კი _ სოციალურ სამსახურში.  ჩაჭრილებიდან 15 გამგეობის და საკრებულოს მოქმედი სპეციალისტები არიან.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება გასაუბრების ეტაპი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. საკრებულოს და გამგეობის კომისიები ოფიციალურ შედეგებს ელოდებიან:

_ დღეს უნდა მოგვივიდეს ოფიციალური შედეგები. ჯერჯერობით, არ ვიცით, ვინ გადავიდა, ვინ გაასაჩივრა. როგორც კი ეს მონაცემები გვექნება, შეიკრიბება კომისია და გასაუბრების თარიღსაც დავნიშნავთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გამგეობის საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ურუშაძემ.

ტესტირების ოფიციალურ პასუხებს ელოდებიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც, სადაც 5 ვაკანსიაა გამოცხადებული და ამისთვის ცალკე კომისიაა შექმნილი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე ხელმძღვანელობს.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?