"ქართული ოცნება" არჩევნების გზით და ბიძინა ივანიშვილის სამომავლო გეგმები

მთავარი თემა

"ქართული ოცნება" არჩევნების გზით და ბიძინა ივანიშვილის სამომავლო გეგმები

3 ნოე. 2011, 10:27:23
_ 7 ნოემბრის შემდგომ, მე ვაკვირდებოდი მოვლენებს, თუმცა, ამ დაკვირვების და ანალიზის პროცესში, სააკაშვილმა მოახერხა სიცრუის ისეთი მანქანის ამოქმედება, რომ ფსევდო ოპოზიციური და ნამდვილი ოპოზიციური პარტიების, ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების გარჩევა გართულდა. მიუხედავად ამისა, კარგად გავერკვიე სიტუაციაში, იმედს ვიტოვებდი, რომ ერთი პარტიის ფინანსური დახმარება და გარედან რჩევის მიცემა საკმარისი იქნებოდა, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყვა. ამის შემდეგ მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება და მოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ ვხედავდი, სამშობლოს ვკარგავდი. ეს გადაწყვეტილება მძიმე იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა მქონდა. მას შემდეგ, რაც ეს ნაბიჯი გადავდგი, არ წყდება პოლიციის მხრიდან ზეწოლა ჩემს ნათესავებზე, ახლობლებზე, _ თქვა ბიზნესმენმა.

_ კონსტიტუცია უბის წიგნაკად გაიხადეს. აუცილებელი იქნება, ძირეული ცვლილებები შეთანხმდეს მოსახლეობასთან და მერე უნდა დავიწყოთ ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა; უნდა გათავისუფლდეს მედია _ ამის გარეშე ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს; უნდა შეიქმნას სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, რომ საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყანა; ბოლო უნდა მოვუღოთ ყველაზე დიდ უკანონობას, ადამიანების უმუშევრობას. სამუშაო ადგილების შექმნა იქნება უპირველესი ამოცანა და ეს იქნება სფერო, რომელზეც მუდმივი მეთვალყურეობა გვექნება. დაწვრილებით გეგმებზე მომავალი პარტიის პროგრამაში მოგახსენებთ. ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება _ ეს ნიშნავს ერთიან, გამთლიანებულ, გაბრწყინებულ საქართველოს, _ დასძინა ბიზნესმენმა.

_ მე ვიქნები გულწრფელი თქვენ შეკითხვებზე და თქვენც შეეცადეთ, იყოთ გულწრფელნი. მე მოვედი არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ საქართველოს გასამარჯვებლად. მე მოვალე ვარ, ყველას ვუთხრა, რა ხდება, _ განაცხადა მეცენატმა.

ივანიშვილის პრესკონფერენცია საათნახევარს გაგრძელდა და იქ მყოფმა ყველა ჟურნალისტმა კითხვის დასმა ვერ მოახერხა, რაც კამათის მიზეზი გახდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ნაციონალური მაუწყებლების ჟურნალისტები ცდილობდნენ შეკითხვები გაეწელათ, დრო გაეყვანათ და სხვა მედიასაშუალებებს მათ მიერ დასმული კითხვების პასუხის მოსმენის საშუალებას არ აძლევდნენ. მათი "მხრიდან "ჩამჭრელი" შეკითხვები რამდენიმე პუნქტად იყო ჩამოყალიბებული და სასურველი პასუხის მიღებას, სხვისი შეკითხვების გადაფარვის ფონზე ცდილობდნენ, რაც დანარჩენ კოლეგებში საფუძვლიან გაღიზიანებას იწვევდა. ამ დაძაბული სიტუაციის ფონზე, ივანიშვილი ჟურნალისტების დაწყნარებას ცდილობდა და მათ კოლეგიალობისკენ მოუწოდებდა.

პირველი კითხვის დასმის უფლება, შეთანხმებისამებრ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს მიეცა, რომელმაც ბიზნესმენს დაცვის მიერ ჟურნალისტების შემოწმებისთვის საყვედური უთხრა და დაინტერესდა, ხომ არ აპირებს ივანიშვილი ამ მეთოდით ჟურნალისტებთან ურთიერთობას მომავალშიც და არის თუ არა ეს ის დემოკრატია, რითაც ივანიშვილს ევროპის გაოცება სურს.

ივანიშვილმა ჟურნალისტს დამშვიდება და დაძაბულობის მოხსნა ურჩია:

_ უმჯობესია, პრესკონფერენციაზე ასეთი "მომზადებული" არ მოხვიდეთ, დასვით ის შეკითხვები, რომელიც პირადად გაინტერესებთ და შეკვეთილ შეკითხვებს ნუ დასვამთ. ჩემი მიზანია ნამდვილი დემოკრატიული გარემოს შექმნა, ნამდვილი მედია და არა ის, რასაც წარმოადგენს "პირველი არხი", "რუსთავი 2" და "იმედი". თავი დავანებოთ ერთმანეთის მოტყუებას, თვალებში შევხედოთ ერთმანეთს, გავუღიმოთ და სიმართლე ვთქვათ, _ დასძინა ივანიშვილმა და "მაესტროს" და "კავკასიის" თემასაც შეეხო:

_ "მაესტროს" და "კავკასიას" მე მცირე შენიშვნები მივეცი. ვფიქრობ, რომ ისინი თუ ობიექტურები არიან, უნდა იყვნენ მთლიანად ობიექტურები და არა ნახევრად ობიექტურები.

პრესკონფერნეციაზე, "გურია ნიუსის" შეკითხვა ასე ჟღერდა: _ ბატონო ბიძინა, საქართველოს ხელისუფლებისთვის თბილისის გარდა პრაქტიკულად სხვა ქალაქი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით დროგამოშვებით გამართულ პიარ აქციებს. თქვენ რა გეგმები გაქვთ რეგიონებთან დაკავშირებით და როგორ აპირებთ ურთიერთობას საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ მოქალაქეებთან?

_ მე მესმის თქვენი გულისტკივილი და გეთანხმებით. გპირდებით, რომ ჩვენთვის თბილისი არ იქნება უმთავრესი. საქართველო მარტო თბილისი არ არის და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რეგიონებიც ისეთივე პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნებიან, როგორც დედაქალაქი. საქართველო კონკრეტულ ქალაქებად არ იყოფა, _ გვიპასუხა ბიზნესმენმა.

პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დააყენებს:

_ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია მაქსიმალურად მოირგო თავის ხასიათზე, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლით მყისიერად დავიწყებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, თუ თვითონ ვერ მოახერხებს განცხადების დაწერას, _ განაცხადა ივანიშვილმა.

ბიზნესმენი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, შესაძლებელია სააკაშვილის იძულება, მას მოქალაქეობა დაუბრუნოს: _ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობა არ აღმიდგება, გვაქვს პარალელური გათვლებიც, მაგრამ შედეგი იქნება იგივე. მივალთ არჩევნებამდე და შევცვლით სააკაშვილის მთავრობას. მოქალაქეობა უკანონოდ ჩამომართვეს, მაგრამ ვერ ჩამომართმევენ ქართველობას და სამშობლოს სიყვარულს, რომელიც ძალიან დიდია, _ თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში ელიტარულ კორუფციას ადგილი არ ექნება: _ არც ერთი ჩემი თანამოაზრე არ მიიღებს ინდულგენციას, არ დავუშვებ არავითარ კორუფციას და მასთან ბრძოლა უმაღლესი ეშელონებიდან დაიწყება. უპირველეს ყოვლისა, ელიტური კორუფცია უნდა აღმოიფხვრას, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნაციონალური მაუწყებლების უმრავლესობამ ბიზნესმენს შეკითხვები რუსეთთან ურთიერთობის შესახებ დაუსვა.

_ კრემლის პროექტი, აგენტი _ ჩემზე ძირითადი შეტევა ამ კუთხით ხორციელდება. მუდმივად ამ თემას ატრიალებენ და აჟიტირება ხდება, თითქოს მე საქართველოში მტრული განზრახვით ვარ გამოგზავნილი. ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ 9 წელია, რუსეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი პასუხი არ აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში, მინდა მოგმართოთ, ჩემი მიზნები ჩემი ქმედებით შემიფასოთ _ 20 წლის წინ საქართველოში 450 ტრაქტორი გამოვგზავნე და იქიდან მოყოლებული მუდმივად სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მე შეიძლება საქართველოსთვის საშინელება ჩავიდინო? _ განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა, კარგად დააკვირდნენ სააკაშვილს: _ თუ მტრების გეშინიათ, შეხედეთ სააკაშვილს. განა მასში არ ჩანს ის, რაც გინდათ რომ მე მომაწეროთ? განა მტრული არაა ამდენი ძალადობა? გარდა ამისა, ორ კარგ მაგალითს მოვიყვან _ კახა ბენდუქიძეს, რომელიც, პირდაპირ რუსეთიდან წამოსული მინისტრად დასვეს და გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც ასევე რუსეთიდან წამოსული დღეს საგარეო საქმეთა მინისტრია. რატომ მათ მიმართ არ დაისვა ეს შეკითხვები? მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას _ ჩემზე, როგორც რუსეთის პროექტზე, აგენტზე თუ იმედზე ლაპარაკობენ იმიტომ, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ არაფერი აქვთ ხელჩასაჭიდი. არ არსებობს ჩემ მიერ ჩადენილი არანაირი კანონდარღვევა, _ აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის უაზრო განცხადებებმა ქართველებს რუსეთის ბაზარი დააკარგვინა: _ რუსული ბაზარი ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდელ პერიოდში დაიკარგა. სააკაშვილმა თავისი არადიპლომატიური და გაუაზრებელი განცხადებებით წყობიდან გამოიყვანა რუსეთის მთავრობა და მიაღწია იმას, რომ რუსული ბაზარი მარტო საქართველოსთვის დაიკეტა. ეს მოხდა ომამდე. მისი გაუაზრებელი განცხადებების შედეგად, საქართველოს მოსახლეობამ დაკარგა უდიდესი ბაზარი. დღეს მთელი მსოფლიო ახერხებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას და ეს ჩვენც უნდა შევძლოთ, _ აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დააკისრა: _ მოვიშველიებ ტალიავინის განცხადებას და სპეციალური რეზოლუციის ტექსტს, სადაც წერია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, რომლებსაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ, პროცესი როგორ ვითარდებოდა, როგორ იბომბებოდა ლიახვის ხეობა გაუგებარი ფორმირებების მიერ. იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილს მოსახლეობა გამოეყვანა, საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა, რაც კეთდებოდა, მან დაიწყო რეგიონის გაუაზრებელი დაბომბვა და ეს ფიქსირდება ყველგან. სამი ტელევიზია ამ ყველაფერს ისე გადმოგვცემს, თითქოს ომი დაიწყო რუსეთმა და გაიმარჯვა საქართველომ. ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია? განა არ გვახსოვს, რის შემდეგ წამოვიდა რუსეთისგან დიდი აგრესია? მსოფლიოში ყველამ ყველაფერი იცის, ნუ ვცდილობთ ხალხის გაბრიყვებას. ასეთი იყო სიტუაცია, ასე გვახსოვს ჩვენ და ვერ წაშლიან მას მეხსიერებიდან, ვერ მოახდენენ ჩვენს ზომბირებას, _ განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ვერანაირი ქმედება, ვერც კანონიერი და ვერც უკანონო, მას ვერ შეუშლის ხელს, მივიდეს არჩევნებამდე: _ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს სააკაშვილს საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას, ის საკუთარ გარემოცვასაც აღარ სჭირდება. ის ვერ მიიღებს ხმების რაოდენობას, რომლის გაყალბების შედეგადაც შესაძლებელი იქნება არჩევნებში მისი გამარჯვება. ჩვენ არჩევნების გზით შევცვლით სააკაშვილის მთავრობას. იმედიანად იყავით _ ყველაფერი კარგად იქნება, _ აღნიშნა ბიზნესმენმა.

ივანიშვილმა იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებთან ერთადაც მთავარი მიზნის მიღწევას გეგმავს: _ ჩემს გუნდში იქნება მაქსიმალურად ახალი სახეები. რაც შეეხება თანამშრომლობას, მე თანამშრომლობას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვაპირებ. ჩვენ მოვდივართ საქართველოს გამთლიანებისთვის. აქედან გამომდინარე, უნდა მოვახერხოთ ყველა ძალასთან თანამშრომლობა, თუმცა, თანამშრომლობა არ ნიშნავს გაერთიანებას, _ განაცხადა ბიზნესმენმა.

ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორი იქნება მისი დამოკიდებულება რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში, ივანიშვილმა ასე უპასუხა: _ მიმაჩნია, რომ სექსუალური და რელიგიური უმცირესობები არიან ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრები, როგორც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა და მათდამი დამოკიდებულება იქნება ისეთივე, როგორც ყველასთან.

ივანიშვილის თქმით, პრესკონფერენცია შემდგომშიც გაიმართება და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიზნესმენი რეგიონულ მედიასთან ცალკე შეხვედრასაც გეგმავს.




 ახალი ამბები
  • დატბორილი ეზოები და ცენტრალური ქუჩები - უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნაუხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნა. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის"ჟურნალისტი იუწყება,  დატბორილია  ცენტრალური ქუჩები  და  ეზოები. ასევე, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია,რის გამოც მათ საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანათ. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.  ,,სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყოო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა  წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც  შემოვიდა წყალი.  სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიანდა. ყოველი ძლიერი  წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ.  სამი დღის წინ  უხვი ნალექი რომ მოვიდა  ელქტროენერგია გაითიშა, შესაბამისად  სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი, არ ვიცი ,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ნანული ძიგოევმა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ,  ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მათივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ... ...
  • 6 თვეში გამოვლენილი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების უმეტესობა აჭარასა და გურიაში ფიქსირდებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება - დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 340, ქვემო ქართლში - 239, სამცხე-ჯავახეთში - 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ... ...
  • ბათუმის ბულვარში 2 მამაკაცი დაჭრესბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილები კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანეს. მათ დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. მედიკოსების თქმით, ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში. მეორეს ჭრილობები ჰქონდა მარცხენა იდაყვისა და მარჯვენა ბარძაყის არეში. ორივე პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • "თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი"- ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვახარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ნიკოლოზ თოფურიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა: „ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით. დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება. მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს. მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ ... ...
  • პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...