2014 წელი სამართლებრივ ჭრილში

მთავარი თემა

2014 წელი სამართლებრივ ჭრილში

2014 დეკ 31 22:37:57

2014 წელს, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს სხვადასხვა კანონში 327 ცვლილება შეიტანა, აქედან, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე კანონებში 210 ცვლილება შევიდა,  საშემოდგომო სესიაზე კი, 117.  ცვლილებების უმრავლესობის ინიციატორი საქართველოს მთავრობა იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი

5 თებერვალი - პარლამენტმა თვითმმართველობის ახალი კოდექსი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს მეტი დამოუკიდებლობა მიეცათ, თუმცა ეს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე არ აისახა. ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსშიც, დაწესდა 50%-იანი ბარიერი არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის.  2015 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაპირებული ბიომეტრული სიების  გარეშე ჩატარდა.

5 მარტი - უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების უფლების მოპოვების პროცედურები გაურთულდათ. 2014 წლის 1 სექტემბრიდან უცხოელთათვის ვიზები საქართველოს ტერიტორიაზე აღარ გაიცემა. ახალი კანონი, ასევე, ფაქტობრივად გამორიცხავს სახელმწიფო საზღვარზე ორდინალური ვიზის აღების შესაძლებლობას, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვიზის ასაღებად თავიანთი ქვეყანაში გახსნილ საქართველოს წამომადგენლობებისთვის მიმართვა მოუწევთ, ეს კი წინაღობად იქცევა პრობლემებს უქმნის იმ უცხოელებს, რომელთა ქვეყანაშიც  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არსებობს.

30 აპრილი _  "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, გამარტივდა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, დადგენისა და შეწყვეტის საკითხები. შეიცვალა ბავშვის მოქალაქეობის მოპოვების პირობები, როცა ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე. კანონში გაიწერა საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის წესით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი; ასევე, საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები განსხვავებულად განისაზღვრა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირებისთვის, კერძოდ, ამ უკანასკნელს არ მოეთხოვება საქართველოს ტერიტორიაზე 5 წლიანი ცხოვრება და ენისა და სამართლის საფუძვლების ცოდნა, ასევე უძრავი ქონების ფლობა საქართველოს ტერიტორიაზე. კანონით გაუქმდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი - არასაპატიო მიზეზით 2 წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვის არქონა.

16 აპრილი_ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონში ცვლილების შედეგად ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები დარეგულირდა. აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ან გატანა.

16 აპრილი  _ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, კანონში ცვლილების შედეგად შეიქმნა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია, განისაზღვრა მისი ფართობი, საზღვრები და ის ტერიტორიები, რომლებიც მას უნდა გადაეცეს.

2 მაისი _ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი პარლამენტმა 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო, რომლის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის - ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობით, სექსუალური ორიენტაციით, გენდერული იდენტობით, პროფესიით და სხვა. მთავრობის მიერ ინიცირბულ  კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები არაეფექურად მიიჩნევენ, რადგან მასში სანქციების მექანიზმი არ არის.

18 სექტემბერი _ "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, 2015 წლის 1 ივლისიდან  გენმოდიფიცირებული პროდუქტები სავალდებულო ეტიკეტირებას დაექვემდებარება. აღნიშნული კანონის მიხედვით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, უნდა განთავსდეს წარწერა "გმო", ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში წრიულ ფორმაში წარწერა "გმ". წინააღმდეგ შემთხვევაში მწარმოებელი ჯერ 5 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილები, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები ურეცეპტოდ აღარ გაიცემა.

ამასთან, წელს დამტკიცებული "ნარჩენების მართვის კოდექსის" თანახმად (კოდექსი 15 იანვრიდან ამოქმედდება) გარემოს დამაბინძურებელ ფიზიკურ პირებსა და საწარმოებს საჯარიმო სანქციები უწესდებათ. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი - 5.000 ლარი იქნება.

გარდა ამ კანონებისა, პარლამენტმა წელს 112-ზე ზარის არამიზნობრივად განხორციელებისათვის ფულადი ჯარიმა და პატიმრობის ვადა განისაზღვრა;

"ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შედეგად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად 6 წელი დაადგინა;  ქმედუუნარო პირებთან დაკავშირებული რამდენიმე ნორმა ძალადაკარგულად გამოაცხადა;   იპოთეკარების პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა კანონის მიღების იპოთეკარების პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, რის გამოც, მათ წლის განმავლობაში აქციებს არ შეუწყვეტიათ.  

გარდა ამისა, 2014 წელს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ბრალდებული პროკურატურას სასჯელზე აღარ უთანხმდება; აღარ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება რამდენიმე კატეგორიის დანაშაულზე;  საგანგებო სიტუაციების მართვის და სახანძრო-სამაშველო დანაყოფები შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა; მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი მოიხსნა; პატიმრების "მოსათვინიერებლად" რამდენიმე ახალი საშუალებების გამოყენება დაუშვეს; ფარული ჩანაწერების გაკეთებისთვის ჟურნალისტები არ დაისჯებიან. ცვლილებები შევიდა "მაუწყებლობის შესახებ კანონში“ რეკლამის შესახებ" და  "სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ" კანონებში.

დიდი განსჯის, პრეზიდენტის ვეტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა დამტკიცდა. ე.წ. გასაღები შსს-ში დარჩა, თუმცა მასზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ზედამხედველობა დაევალა (კანონი ძალაში 2015 წლის 31 მარტიდან შევა).

2015 წლის 1-ელი მარტიდან , 2014 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.

2015 წელს საქართველო ვიზის ლიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის გაგრძელებას ელოდება. კერძოდ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების, ისე საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც რიგაში 2015 წლის 21-22 მაისს გაიმართება, საქართველო  ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზას დაასრულებს.

გარდა ამისა, 2015 წლის დასაწყისში ერთ-ერთი მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის წარდგენა და დამტკიცება იქნება.
მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს და უზენაესი სასამართლოს კიდევ ორ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურებათ. 

კანონმდებლების შეფასებები

ქართველი კანონმდებლები წლის წარმატებად ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და მისი რატიფიცირებას ასახელებენ. სხვა საკითხებში უმრავლესობასა და უმცირესობას განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მმართველი გუნდი წარმატებულად "მაუწყებლობის შესახებ კანონს“ ასახელებს.

 ვიცე- სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები შეეხო მედიას და "მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი".
"თავისუფალი დემოკრატები" არასწორად მიღებულ კანონებზე საუბრობენ და მათ შორის მოსმენების შესახებ კანონს ასახელებენ.

"ცარიელ სიტყვებად რჩება პროკურატურისა და შსს რეფორმირებაზე საუბარიც," - ამბობს ზურაბ აბაშიძე, თუმცა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, არა მარტო შსს-სა და პროკურატურის, არამედ 2015 წლიდან სასჯელაღრსრულების სისტემის რეფორმირებაც იგეგმება.

"რესპუბლიკელების" ლიდერი დავით ბერძენიშვილი კი აცახდებს, რომ გასული წლის წარმატება თვითმმართველობის არჩევნები იყო, "50 პროცენტიანი ბარიერი და მეორე ტური“.

"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით კი, 2014 წელი მთლიანობაში წარუმატებელი იყო.

 "მთელმა წელმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ქვეყნის პოზიტიური განვითარების გეგმა და მთელი წელი ჩვენ გავატარეთ მუდმივ დაპირისპირებაში და გაუფასურებული ლარით და გაძვირებული ფასებით, უმუშევრობით, დაკანონებული უკანონო მოსმენებით," - ამბობს დავით ბაქრაძე. წარმატებად კი, ის ასოცირების ხელშეკრულებას და მის რატიფიცირებას ასახელებს.

იურისტის თვალით

ცენტრ "მომავის ინიციატივების“ ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილის შეფასებით, 2014 წელს "იყო ცვლილებები, მაგრამ იყო გაუარესებებიც“.

"ამის სამწუხარო მაგალითად კი, თვითმმართველობის კოდექსს ვასახელებ, რომელშიც თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობის კუთხით დაპირებული და პირველი მოსმენით მიღებული ვალდებულება პარლამენტმა არ გაითვალისწინა“, _ ამბობს ალაფიშვილი და დასძენს, რომ პარლამენტარები ხშირად თავისსავე მიღებულ კანონსაც ცვლიდნენ.

"ამასთან, არაფრად დაგიდევდნენ პროცედურებს, მაგალითად, პირველი მოსმენით მიიღებდნენ კანონს, მეორე და მესამე მოსმენით კი არსებითად სხვაგვარ კანონს იღებდნენ. ამის მაგალითად, "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებორგანული კანონი შეგვიძლია დავასახელოთ. 8 თვის განმავლობაში პირველი მოსმენით სულ სხვა კანონი იყო მიღებული, კენჭნაყარი, მეორე საკომიტეტო მოსმენა გავლილი, საბოლოოდ კი, არსებითად სხვაგვარი კანონი მიიღეს. მსგავს შემთხვევებში კი, თვითონ პარლამენტივე გამოდიოდა კანონდამრღვევი, რაზეც რეაგირებას არც პრეზიდენტი აკეთებდა, _ ამბობს ალაფიშვილი.

იურისტის შეფასებით,  ყველაზე მნიშვნელოვანი  მოსმენების შესახებ მიღებული კანონი იყო,  "თუნდაც იმ კუთხით, რომ ყველაზე ხანგრძლივი სამოქალაქო აქტივობის კუთხით, ასევე ამ კანონპროექტზე გამოიყენა პრეზიდენტმა პირველი ვეტო, რომლიც პირველად დაძლია პარლამენტმა“.

"ყველაზე ცუდ ცვლილებად შეგვიძლია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები დავასახელოთ, რომელიც ჩვენს საბანკო საიდუმლოებას ეხება. მოქალაქეებს არც კი გვეცოდინება, რომ ჩვენს საბანკო ინფორმაციას ისე მიიღებს საგადასახადო ორგანოარათუ დასწრების უფლება, არამედ სასამართლოს განხილვის და გადაწყვეტილების შესახებაც კი არ გვეცნობება. კანონი 7 იანვრიდან ამოქმედდება. აქამდე თუ ხელისუფლებას ჰქონდა ცდუნება მიეყურადებინა და ფარულად მოესმინა ჩვენთვის, ახლა უკვე ჩვენს ჯიბეებშიც იქექებიან ონლაინ რეჟიმში. არავის მოსვლია აზრად, ეს რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, საინვესტიციო აქტივობაზე. რომელი ინვექტორი ჩამოვა აქ, როცა მისი საბანკო საიდუმლოება დაცული არ არის?! “ _  ამბობს იურისტი და დასძენს, რომ "ჩვენთან საკანონმდებლო პროცესს და ინსტიტუციურ დემოკრატიას ჯერჯერობით კვლავ სიცხე აქვს და მისი ტემპერატურა 41-ის ფარგლებში მერყეობს“.

პრეზიდენტის მიმართ პარლამენტის დამოკიდებულებას კი, იურისტი გადაჭარბებული ინტერესებით წარმართულ პროცესად აფასებს. მცდელობად, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის დასუსტების ხარჯზე, კონსტიტუციის დარღვევით,  აღმასრულებელი ხელისუფლება გაძლიერებულიყო.

რაც შეეხება სასიკეთო ცვლილებებს, იურისტს სასიკეთო ამ ცვლილებების მოლოდინი 2015 წლისთვის უფრო აქვს.

"ამას მიქმნის მთავრობის მზაობა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჟერდა, რომ მოხდეს შს სამინისტროს და პროკურატურის რეფორმირება. ეს არის კომპლექსური და სერიოზული საკითხი, რომლის გაგრძელებაც უმთავრესი  გამოწვევა იქნება მომავალი წლისთვის. არ მაქვს მოლოდინი და მოთხოვნა, რომ ეს პროცესები სწრაფად დამთავრდეს, მაგრამ ველი, რომ მთავრობას აღმოაჩნდება გონიერება  და ამ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში დასაბუთებულად წარმოაჩენს და არა ნაჩქარევ, პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას“, _ ამბობს ალაფიშვილი.

დასასრულის ნაცვლად
2014 წელი პარლამენტში დიდი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. უმრავლესობა-უმცირესობას შორის კანონპროექტების განხილვისას დეპუტატებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხშირად იყო კანონპროექტების განხილვა ცარიელ დარბაზში და ხმის მიცემის პროცედურა სხვის მაგიერ. 
საპარლამენტო წელი კი, ხმაურით და სკანდალით დასრულდა. მიკროფონების სროლა, გინება და ხელჩართული ჩხუბი -  დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.



 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...