შემოსავლების სამსახურის მივლინებები, პრემიები და წარმომადგენლობითი ხარჯები

მთავარი თემა

შემოსავლების სამსახურის მივლინებები, პრემიები და წარმომადგენლობითი ხარჯები

2015 იან 5 20:55:56

2012 წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ მივლინებებზე შემოსავლების სამსახურის მიერ გახარჯულია 587.0 ათასი ლარი. ხარჯები გაწეულია მთლიანად საკუთარი შემოსავლებიდან. მივლინებებთან დაკავშირებით გამოცემულია 205 ბრძანება, რომელთა საფუძველზეც გაწეულია საკასო ხარჯი.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ  60 შემთხვევაში წარმოდგენილი იქნა მივლინების საფუძვლები (მიწვევები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან). 145 შემთხვევაში, რომლის შესაბამისი ხარჯი შეადგენს 415.8 ათას ლარს (მთლიანი ხარჯის 70%) მივლინების საფუძვლები წარმოდგენილი ვერ იქნა.

2013 წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გახარჯულია 292.5 ათასი ლარი (ასევე მთლიანად საკუთარი შემოსავლებიდან). მივლინებებთან დაკავშირებით გამოცემულია 113 ბრძანება, რომელთა საფუძველზეც გაწეულია საკასო ხარჯი. მათ შორის 46 შემთხვევაში წარმოდგენილი იქნა მივლინების საფუძვლები. 67 შემთხვევაში, რომლის შესაბამისი ხარჯი შეადგენს 175.9 ათას ლარს (60%) მივლინების საფუძვლები წარმოდგენილი ვერ იქნა.

იმ მივლინებების კანონიერების შემოწმებით, რომლებზეც წარმოდგენილი იქნა მივლინების საფუძვლები გაირკვა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თანხების ზედმეტად ანაზღაურებას კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ გასაცემ ნორმებთან შედარებით (რომელიც პრაქტიკაში მიღებულად ითვლებოდა და იყენებდა ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია, მათ შორის სსიპ-ები, მიუხედავად იმისა პირდაპირ ავალდებულებდა თუ არა ამას ეს ნორმა). აღნიშნული გამოწვეული იყო სხვადასხვა გარემოებებით.

კერძოდ: - რიგ შემთხვევებში მიწვევებში დაფიქსირებულია, რომ მიმწვევი მხარე ანაზღაურებდა კვების ხარჯებს. მიუხედავად ამისა მოხსენებით ბარათებში (რომელთა საფუძველზეც გამოიცემოდა ბრძანებები მივლინებებთან დაკავშირებით) ეს დაფიქსირებული არ არის. შედეგად მივლინების სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურებულია სრულად, ნაცვლად კანონმდებლობით განსაზღვრული 30%-ისა;

რიგ შემთხვევებში ბრძანებებით დაფიქსირებული მივლინების ვადები არ ემთხვევა (რამდენიმე დღით აღემატება) მიწვევებში დაფიქსირებულ უცხოეთში დასასწრებ ღონისძიებების ვადებს;

ცალკეულ შემთხვევებში თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებულია სასტუმროს ნომრის ღირებულება ნორმებით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით ისე, რომ წარმოდგენილი არ არის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მაგალითად:  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულებით დამტკიცებული „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის“ მე-11 პუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანების (დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ) მე-4 პუნქტის მიხედვით. 

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის 2012 წლის 3 იანვრის Nმ-04 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის ორი თანამშრომელი 2012 წლის 11-13 იანვარს მივლინებული იქნა ქ. ბუდაპეშტში საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის (IOTA) ორგანიზებით მოწყობილ სემინარში მონაწილეობის მისაღებად. მიწვევის წერილის შესაბამისად მიმწვევი მხარე უზრუნველყოფდა საცხოვრებლის და კვების ხარჯებს. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოხსენებით ბარათში დაფიქსირებულია მხოლოდ მიმწვევი მხარის მიერ საცხოვრებლის ანაზღაურების პირობა. შედეგად სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურებულია სრულად, ნაცვლად 30%-ისა. ზედმეტად ანაზღაურებულია ორივე თანამშრომელზე ჯამურად 252 ლარი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 28 ივნისის Nმ-1069 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი მივლინებული იქნა ქ. ოსლოში საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის (IOTA) ორგანიზებით მოწყობილ რიგით მე-16 გენერალურ ასამბლეაზე. ღონისძიება გაიმართა 2012 წლის 5-6 ივლისს. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოხსენებით ბარათში და ბრძანებაში დაფიქსირებულია მივლინების ვადები (ერთი თანამშრომლისთვის 2-8 ივლისი, ხოლო დანარჩენი ორისთვის 4-7 ივლისი), რომლებიც არ შეესაბამება მიწვევაში დაფიქსირებულ ღონისძიების ვადებს. გარდა ამისა მიმწვევი მხარე უზრუნველყოფდა კვების ხარჯებს, რაც არ არის დაფიქსირებული მოხსენებით ბარათში.
შედეგად ზედმეტად ანაზღაურებულია სამივე თანამშრომელზე ჯამურად 922 ლარი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის 2012 წლის 17 თებერვლის Nმ-221 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი 2012 წლის 4-11 მარტს მივლინებული იქნა მალაიზიაში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის რიგით მე-3 ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად. ერთ–ერთ თანამშრომელს აუნაზღაურდა სასტუმროს ღირებულება ნორმებით განსაზღვრულზე 283 ლარით მეტი ოდენობით. წარმოდგენილი არ არის ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (რასაც გამონაკლისის სახით აღნიშნულ შემთხვევაში ითვალისწინებს ზემოაღნიშნული კანონმდებლობა).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 1 თებერვლისის Nმ–201 ბრძანებით სამსახურის ერთი თანამშრომელი მივლინებული იქნა საფრანგეთში. მიწვევის წერილის შესაბამისად მიმწვევი მხარე ანაზღაურებდა კვების ხარჯებს. სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურებულია სრულად, ნაცვლად 30%-ისა. ზედმეტად ანაზღაურებულია 340 ლარი.

ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 13 მაისის Nმ–965 ბრძანებით სამსახურის ერთი თანამშრომელი მივლინებული იქნა ქ. ბრიუსელში. მიწვევის წერილის შესაბამისად მიმწვევი მხარე ანაზღაურებდა კვების ხარჯებს. სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურებულია სრულად, ნაცვლად 30%-ისა. ზედმეტად ანაზღაურებულია 283 ლარი.

იმ მიწვევების შემოწმებით, რომლებიც წარმოდგენილი იქნა, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სახის დარღვევებით 2012 წლის განმავლობაში ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ზედმეტად გაცემულია ჯამურად 8.4 ათასი ლარი. 2013 წლის განმავლობაში კი - 7.6 ათასი ლარი. აუდიტის პერიოდში ზედმეტად გაცემულია ჯამურად 16.0 ათასი ლარი (დეტალური ინფორმაცია და გაანგარიშება მოცემულია დანართში ელექტრონული სახით). დანარჩენ ნაწილში, რომელშიც მივლინების საფუძვლები (მიწვევები) ვერ იქნა წარმოდგენილი, ადგილი ჰქონდა აუდიტის მასშტაბის შეზღუდვას. 

ქვეყნის გარეთ მივლინებების დაფინანსებაში არსებული ზემოაღნიშნული ხარვეზების მიზეზი იყო შიდა კონტროლის გარემოს არ არსებობა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მივლინებებთან დაკავშირებული მიწვევები არ იგზავნებოდა საფინანსო სამმართველოში და შესაბამისად ამ სტრუქტურის მიერ ვერ კონტროლდებოდა მიწვევის პირობები.

მოხსენებითი ბარათების (რომლებიც ძირითადად იწერებოდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში) სისწორე არ კონტროლდებოდა არც ბრძანების პროექტის მომმზადებლის (ყოფილი ადამიანური რესურსების დეპარტამენტი) მიერ.

2012 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურს წარმომადგენლობითი ხარჯების სახით გაწეული აქვს 193.6 ათასი ლარის საკასო ხარჯი. მათ შორის 5.8 ათასი ლარის ხარჯი გაწეულია საბიუჯეტო სახსრებიდან, ხოლო 187.8 ათასი ლარი - საკუთარი შემოსავლებიდან. 2013 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი ხარჯების სახით გაწეულია 171.2 ათასი ლარის საკასო ხარჯი (მთლიანად საკუთარი შემოსავლებიდან). ხარჯების უდიდესი ნაწილი გაწეულია სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებების შესაძენად.

წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა წარმოებდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მოხსენებითი ბარათების საფუძველზე. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი ღონისძიებების მიხედვით სისტემატიზებული დოკუმენტაცია (მოხსენებითი ბარათები, მოწვევები და სხვა), რის შედეგადაც რიგ შემთხვევებში გაურკვეველი დარჩა ღონისძიებების მიზნები, სარესტორნო თუ სასტუმრო მომსახურების გაწევისას სტუმრების და მასპინძლების ვინაობა, რაოდენობა და ა.შ.

შემოსავლების სამსახურის მიერ 2012 წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეულია სულ 47,322.6 ათასი ლარის ხარჯი (საბიუჯეტო სახსრებიდან 41,000.0 ათასი ლარის ხარჯი, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან 6,322.6 ათასი ლარის ხარჯი). მათ შორის პრემიის სახით გაწეულია სულ 17,862.4 ათასი ლარის ხარჯი (საბიუჯეტო სახსრებიდან 11,539.8 ათასი ლარის ხარჯი, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან 6,322.6 ათასი ლარის ხარჯი). 2013 წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეულია სულ 58,690.5 ათასი ლარის ხარჯი (საბიუჯეტო სახსრებიდან 40,551.8 ათასი ლარის ხარჯი, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან 18,138.7 ათასი ლარის ხარჯი). მათ შორის პრემიის სახით გაწეულია სულ 24,477.6 ათასი ლარის ხარჯი (საბიუჯეტო სახსრებიდან 6,338.9 ათასი ლარის ხარჯი, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან 18,138.7 ათასი ლარის ხარჯი).

შრომის ანაზღაურების სახით ერთ პიროვნებაზე (ხელმძღვანელი პირებიდან) გაცემული წლიური ჯამური თანხების ოდენობა 2012 წლის განმავლობაში მერყეობს 74.6 ათასი 43  ლარიდან 106.7 ათას ლარამდე, მათ შორის წლიური პრემიების ოდენობა 48.7 ათასი ლარიდან 78.5 ათას ლარამდე (რაც თანამდებობრივი სარგოების 188%-278% შეადგენს).

ხოლო 2013 წლის განმავლობაში 87.0 ათასი ლარიდან 98.7 ათას ლარამდე, მათ შორის წლიური პრემიების ოდენობა 59.4 ათასი ლარიდან 68.5 ათას ლარამდე (რაც თანამდებობრივი სარგოების 216%-227%-ს შეადგენს).

აუდიტის სამსახურის მიერ  შესწავლილი იქნა აგრეთვე შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნების დაცვის მდგომარეობა. რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის 30 სექტემბრის N73/06 წერილით მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 9 ოქტომბრის N21/72131 წერილით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს 2013 წლის განმავლობაში გარდა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ხელფასისა, შრომის ანაზღაურების სახით შემოსავალი მიღებული აქვს ასევე სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოდან“ (ს/ნ 211324468) 59.8 ათასი ლარის ოდენობით და შპს „MASURO”-დან (ს/ნ 404869585) 24.0 ათასი ლარის ოდენობით, რითაც დარღვეულია ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-3, მე-4 და მე-8 პუნქტების მოთხოვნები.




 ახალი ამბები
  • "სწავლის დაწყების თარიღი თავად განსაზღვრეთ" _ მინისტრის რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებსსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელი სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს.  „პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - განაცხადა ჩხენკელმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 9-ის ნაცვლად 2 მარტს ... ...
  • "მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურდა"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რომელიც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირისუთ. „ჩვენი თანამემამულე, რომელსაც გუშინ დილით კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა, მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრთან და შვილთან. შვილი წევს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. ღამე დასრულდა მისი გამოკვლევა და შვილს არ აქვს არავითარი კორონავირუსული ინფექცია. კორონავირუსულ ინფექციაზე პასუხი იყო ნეგატიური. დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირუსით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  წყარო: ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდებაკორონავირუსთან  დაკავშირებით სასკოლო არდადეგები  9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან  დაიწყება და  16 მარტამდე  გაგრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს,  კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მეროს მოადგილე სოფო ხუნწარია. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება _ სუს-ი განცხადებას ავრცელებსბორჯომის მერისა და  საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული სამსახური განცხადებას ავრცელებს: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა  20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ,  ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.გამოძიება  დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდასაქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...