აკრიფა თუ არა და რისთვის სახანძრო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებისგან ფული?

მთავარი თემა

აკრიფა თუ არა და რისთვის სახანძრო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებისგან ფული?

2015 იან 7 19:42:19

საშუალოდ 350 ლარიანი ხელფასიდან შეგროვებული 20-20 ლარი, რომლითაც სამსახურის უფროსმა წინასაახალწლოდ სოფლის ნობათი შეიძინა და გუბერნიაში, კოლეგებს საჩუქრად მიუტანა, დღეს უკან დააბრუნა.

შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში მოხდა, რასაც ადასტურებს  მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, თუმცა მონაწილე "მთავარი გმირები" უარყოფენ.

ქეისი

30 დეკემბერს, მარტვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონულმა ორგანიზაციამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსმა, იონა (მინდია) ჭოჭუამ, თანამშრომლებისგან 20-20 ლარი შეაგროვა, რითაც სოფლის ნობათი - გოჭი, ინდაური, ყველი, თაფლი, ღვინო და სხვა პროდუქტები შეიძინეს და ზუგდიდში, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს ირაკლი სიჭინავას და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს თამაზ უბილავას მიართვეს.

"გურია ნიუსმა" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მარტვილის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სცადა.  სამსახურის ორმა თანამშრომელმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამბავი დაადასტურა, თუმცა ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, სამსახურის დაკარგვის შიშით.
ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ნობათი ზუგდიდში იონა ჭოჭუამ და მისმა  თანამშრომელმა წაიღეს და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს თამაზ უბილავას სახლში იქეიფეს.

თავად სამსახურის უფროსმა, იონა (მინდია) ჭოჭუამ, როცა "გურია ნიუსისგან" აღნიშნულ თემაზე შეკითხვა მოისმინა, დაგვემშვიდობა - "კარგად იყავით" და ტელეფონი გაგვითიშა.

დაკავშირების მომდევნო მცდელობაზე კი, კომენტარი გააკეთა და თანამშრომლებისგან ფულის აკრეფა, ნობათის შეძენა და გუბერნიაში წაღება კატეგორიულად უარყო.

"არ მსურს თქვენთან ლაპარაკი გაიგე?  ცრუ ინფორმაციაა, არავისთან არაფერი მიმიტანია და მორჩა საუბარი. ზღაპრებს რომ მიგონებთ.

ძველი ნაციონალები გვაბრალებენ ამას, ბევრი ნაბ.....ი არიან.  მარტვილის რაიონს უკვე ყელში ამოუვიდა ასეთი ცუდი ამბები. დავიღალე უკვე.

რასაც კარგს ვაკეთებ ის გააშუქეთ, სტადიონი გავაკეთე ჩვენი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი დანაზოგით, ინფრასტრუქტურაზე ვზრუნავ..."

შეგახსენებთ, რომ იონა (მინდია) ჭოჭუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსად, თვითმმართველობის არჩევნების შედეგად შეცვლილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაინიშნა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ ნაყიდი ნობათი გუბერნიაში გაიგზავნა, უარყოფს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის პიარ სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ფაჟავაც.

"წარმოუდგენელია. არ არსებულია ეს ამბავი. საიდან მოდის, რატომ, ვის ვისთან რა ურთიერთობა აქვს არ ვიცი, მე პირადად, გუბერნატორის პიარი, თავს დავდებ, რომ ეს არის ტყუილი! საბჭოთა პერიოდი ხომ არაა?!", _ ამბობს "გურია ნიუსთან" ფაჟავა.

ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროს თამაზ უბილავას თქმით კი, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა მიეტანათ სოფლის ნობათი საჩუქრად, როცა თანამდებობრივად თანასწორები არიან.

"კარგით რა, საიდან მოვიდა ასეთი რამ. ტყუილია. არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს. ისე კი, უარს არ ვიტყოდი..."

რაც შეეხება მოტივს, რისთვის უნდა მიეტანა ჭოჭუას თანამდებობრივად მისსავე სივრცეში მყოფი თამაზ უბილავასთვის საჩუქარი, აქ შესაძლოა გარკვეული როლი უბილავას კანდიდატურის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის პოსტზე განხილვას უკავშირდებოდეს, რასაც (უბილავას აღნიშნულ თანამდებობაზე განხილვას) თავადაც არ უარყოფს.

როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, დღეს დილით "გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ მარტვილის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, თანამშრომლებს, სოფლის ნობათის შესაძენად აკრეფილი 20-20 ლარი უკან დაუბრუნა.

კანონი

სისხლის სამართლის 338-ე მუხლი განმარტავს რას ნიშნავს ქრთამის აღება.

მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ქრთამის აღება:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) მექრთამეობისათვის მსჯავრდებულის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) გამოძალვით;
დ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: დიდი ოდენობით ქრთამად ითვლება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით თანხა ათი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამად – თანხა ოცდაათი ათასი ლარის ზევით.

მუხლი 339. ქრთამის მიცემა

1. მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით იმავე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მიხეილ ღოღაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, კონკრეტულად რა თანხა, ან რა ტიპის საჩუქარი შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად, ეს შეფასებითია და კანონმდებლობა არ განმარტავს.

"კონკრეტულად რა თანხა, რა ტიპის საჩუქარი ითვლება ქრთამად, ეს შეფასებითია და აქედან გამომდინარე თუ გამოძიებამდე მივა საქმე, პროკურატურის მხრიდან უნდა შეფასდეს.

კონკრეტულად ქრთამი არის ეს, ან ქრთამი არ არის ეს, ასეთი განმარტება კანონში არ გვაქვს", - ამბობს იურისტი.




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...