ნანუაშვილის წინადადება სერგეენკოს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი სახალხო დამცველს

gurianews.com

მთავარი თემა

ნანუაშვილის წინადადება სერგეენკოს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი სახალხო დამცველს

2015 იან 8 19:33:14

საქართველოს სახალხო დამცველმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმართა წინადადებით სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზებისთვის.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – მესტიის, ონის, ამბროლაურის, ყაზბეგის, ხულოს, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა შეამოწმა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ რიგ ტერიტორიულ ერთეულებსა და სოფლებში არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები და საავადმყოფოები, რაც არასრულწლოვნებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით უწყვეტად სარგებლობის უფლებას უზღუდავს.

“მიუხედავად იმისა, რომ როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, ისე  მოქმედი შიდა სამართლებრივი აქტების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურებისა და დაწესებულებების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის და ამ მიზნით გაატაროს ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები, სახელმწიფოს მიერ დღემდე არ არის სათანადო დონეზე უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაცვის უფლების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრინციპი“ _ აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნანუაშვილს ოფიციალური განცხადებითვე უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში:

_ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N724 დადგენილებითდამტკიცდა 2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფცია „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“, რომლის თანახმად სექტორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2013 წლის თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უზრუნველყო სამედიცინო მომსახურებაზე როგორც ბავშვების, ისე მოზრდილი მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა.

მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პრიორიტეტულ სფეროებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროგრამებით (ე.წ. ვერტიკალური პროგრამები).

აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს საქართველოს რიგ მაღალმთიან რაიონებში (სულ, 9 რაიონი) მოქმედი, სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში არსებული სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები. დღეისათვის ყველა პროცედურა დამთავრებულია ოთხ რაიონში - ამბროლაური, ონი, ცაგერი და მესტია. დანარჩენ ხუთ რაიონში (თიანეთი, წალკა, ყაზბეგი, თეთრიწყარო და ბაკურიანი) არსებული ცენტრების გამოსყიდვის პროცედურები დასრულდება უახლოეს მომავალში.

დამტკიცდა „დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომისშემდგომი/სარეზიდენტო მზადების დაფინანსებას მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. პროგრამის მიზანია, აღნიშნულ რეგიონებში სამედიცინო სერვისის მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

მაღალმთიან რაიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში არსებული რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება მათი სუბსიდირება (ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შპს „ჯეოჰოსპიტალსი“, შპს „შატილის საექიმო ამბულატორია, შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" (ამბროლაურის, ონის, მესტის და ცაგერის მუნიციპალიტეტები), შპს „ჭუბერ-უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება“).

მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში აშენდა და აღიჭურვა 82 სოფლის ამბულატორია, მათ შორის მესტის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში, დაბა ქედაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ აჭარაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეში.

რაც შეხება მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების ფუნქციონირების საკითხს, უნდა გაცნობოთ, რომ ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებში დასაქმებულია ექიმები და ექთნები (სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა): მესტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 13 ექიმი და 30 ექთანი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 21 ექიმი და 43 ექთანი; ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 12 ექიმი და 23 ექთანი; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 12 ექიმი და 12 ექთანი; ქედას მუნიციპალიტეტის სოფლებში - 1 ექიმი და 1 ექთანი; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - 18 ექიმი და 23 ექთანი. უახლოეს მომავალში „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოხდება 3 ექიმისა და 5 ექთნის დამატება.

სოფლის ექიმის როლის გაძლიერების მიზნით, 2014 წლის მაისიდან 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი (ექიმის ხელფასი გაუთანაბრდა 650 ლარს, 50-ის ნაცვლად, ექთნის - 45 ლარს, 30-ის ნაცვლად). განხორციელდა სოფლის ექიმებისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაცის და „ექიმის ჩანთის“ (ექიმის ჩანთა მოიცავს მედიკამენტებს, ანტისეპტიკური საშუალებებს, ერთჯერად მოხმარების საგნებსა და ინსტრუმენტებს) ცენტრალიზებული შესყიდვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წლიდან მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებს დაენიშნებათ სახელფასო დანამატი 30 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლის ექიმებს - 150 ლარის ოდენობით. ასევე განხორციელდება მაღალი გამავლობის ავტომობილების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის.

სოფლის ექიმები წარმოადგენენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, რომლებიც, მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას უწევს ყველა ასაკის ორივე სქესის პირს. პირველადი ჯანმრთელობის დაცვა კი, თავისი არსით, გულისხმობს უწყვეტ, ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ, უპირველესად საოჯახო მედიცინის სისტემაზე დაფუძნებულ, საზოგადოების თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დავადებების პრევენცის, ფართოდ გავრცელებული დავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, მათ შორის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახის დაგეგმვას და ა.შ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 209 წლის 16 ივლისის 24/ნ ბრძანების შესაბამისად, სოფლად პირველადი ჯანდაცვის ექიმად მუშაობის უფლება აქვს ყველა ექიმი-სპეციალისტს, გარდა შემდეგი საექიმო სპეციალობებისა: ფსიქიატრია, ნარკოლოგია, სექსოლოგია, ფსიქოთერაპია, ბავშვთა ფსიქოთერაპია, სამედიცინო გენეტიკა, ჰომეოპათია, კლინიკური ფარმაკოლოგია, სამედიცინო პარაზიტოლოგია, ლაბორატორიული მედიცინა, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, სასამართლო მედიცინა, სამედიცინო რადიოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რადიოიზოტოპური გამოკვლევა, რადიაციული თერაპია. 2015 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემების შემუშავება/დანერგვაზე როგორც ამბულატორიული, ისე ჰოსპიტალური და ლაბორატორიული სერვისების ფარგლებში. აღნიშნული მოიცავს ხარისხის ინდიკატორების სისტემურ მონიტორინგს, მათ ინტეგრირებას ანგარიშგების ფორმებსა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაში, შიდა აუდიტისა და აკრედიტაცის მექანიზმებს.

შემუშავდება პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონცეფცია და მოხდება მისი ეტაპობრივი დანერგვა. ჯანდაცვის სექტორში არსებული ინფრასტრუქტურის ანალიზის, სამედიცინო სერვისების დონების განსაზღვრისა და მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროებების (მაგ.: მაღალმთიან რაიონებში და კონფლიქტის ზონების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ა.შ.) გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობით. დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემცირების მიზნით მიმდინარეობს პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს პერინატალური სერვისების შეფასებას, ეფექტური პერინატალური სერვისების პრაქტიკის ხელშეწყობას, სერვისების რეგიონალიზაცის (დონებად დაყოფა) გეგმის შემუშავებას (USAID/Sustain-ის ხელშეწყობით პილოტირება დაიწყება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში).
რკინადეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებული პერინატალური სიკვდილობის, ნადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირების მიზნით, 2014 წლის ივნისიდან ყველა ორსული უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით ორსულობის 13 კვირამდე და რკინადეფიციტური ანემის დიაგნოზის შემთხვევაში - რკინის პრეპარატით, ორსულობის 26-ე კვირიდან.

დედათა და ბავშვთა გარდაცვალებისა და მკვდრადშობადობის აღრიცხვიანობის, გარდაცვალების მიზეზების განსაზღვრისა და ანალიზის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება სავალდებულო შეტყობინების სისტემის გაუმჯობესება, აქტიური ზედამხედველობის მექანიზმების ჩართვა. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით (UNICEF) დაიწყება ბინაზე ვიზიტების მოდელის პილოტირება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში განვითარების შეფერხების ადრეული გამოვლენის და მათი დროული გადამისამართების უზრუნველსაყოფად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

იმუნიზაცის სისტემის გასაძლიერებლად მოხდება სერვისის მიწოდებისა და მონიტორინგის არსებული მოდელის გადახედვა, ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების ლოჯისტიკის ცენტრალიზებული სისტემის გაძლიერება და სერვისის მიმწოდებელთა მოტივაცის გაუმჯობესება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამინისტრო, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობით, კვლავაც აგრძელებს მუშაობას სამედიცინო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიმართულებით"_ აღნიშნულია ნანუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე აწერს.


ნახვა: 8


 ახალი ამბები
  • ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმისა და იარაღის უკანონონო შეძენა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1991 წელს დაბადებული შ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს. 15 იანვარს, შ.კ. არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.კ თბილისში დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობას და პოლიციელზე თავდასხმას ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 353-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავესიტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი კაპრის ქუჩაში მოხდა. კარაბინიერებმა დააკავეს 31 წლის, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ყოფილ შეყვარებულს სასტიკად გაუსწორდა. გამოძიების ცნობით, მამაკაცმა ქალს რამდენჯერმე დაარტყა. დამნაშავე პოლიციამ დააპატიმრა და განყოფილებაში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ცნობით, მამაკაცი ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე დაესხა თავს. ... ...
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ  „კურიერში“ NDI-ის კვლევის შესახებ მომზადებული სიუჟეტის საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით იყო დაწერილი."NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის. PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები. რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება. საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის", _ ნათქვამია განცხადებაში. ... ...
  • ცვლილებები Facebook-ზე _ სანდო საინფორმაციო წყაროებს მომხმარებლები თავად გამოავლენენ რომელი საინფორმაციო წყაროა სანდო, ხოლო რომელი დეზინფორმატორი, ამას Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა. ცუკერბერგის თქმით, Facebook-ის მომხმარებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ინფორმაციის ხარისხზე თავად იქონიონ გავლენა. ამისათვის, მათ ხმა უნდა მისცენ ინფორმაციის სანდო წყაროებს. „გადავწყვიტეთ, ყველაზე ობიექტური იქნება, მომხმარებლებს მივანდოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი წყარო არის ყველაზე სანდო“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. Facebook-ი  ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს და ჩამოაყალიბებს რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან. მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, სიახლე უკვე მომავალი კვირიდან ამოქმედდება. ცუკერბერგი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის სწრაფვა სენსაციებისადმი, ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. „სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, უფრო სწრაფად გაავრცელოს ინფორმაცია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ არ გამოვრიცხავთ პრობლემებს ახლა, ჩვენ ამ პრობლემებს გავაძლიერებთ“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. სიახლეების რაოდენობას რაც შეეხება, ცუკერბერგი განმარტავს, რომ ის ამჟამინდელი, დაახლოებით 5%-დან 4%-მდე შემცირდება. მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის სიახლეების ზოლის ფორმირების ალგორითმში ცვლილებები დააანონსა. ამ ინფორმაციის თანახმად, Facebook-ზე მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა – მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდებოდა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Facebook-ის აქციების ღირებულებამ 4,5%-ით დაიწია და Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მარკ ცუკერბერგმა 74 მლნ აშშ დოლარით იზარალა. ... ...
  • გამთენიისას პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებულია ორი პირი. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელ დაბადებული ი.ტ. დააკავეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებამდე პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა თანამშრომლებს

სამსახურში ბევრი ადამიანი თავს იზოლირებულად ...

შხამიანი ჩიტები

მეცნიერებმა ახალ გვინეაში მიაკვლიეს ბეღურასნაირთა...

მფრინავი დრაკონი

როგორც აღმოჩნდა, არსებობს არა მარტო...

ყველაზე ფოტოგენური კინომსახიობები

ცოტა ხნის წინ გაზეთ "ტელეგრაფის"...

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...