საქართველო, გერმანია, ბრიტანეთი _ ხარჯები, რომლის მიზნობრიობა აუდიტმა ვერ დაადგინა

მთავარი თემა

საქართველო, გერმანია, ბრიტანეთი _ ხარჯები, რომლის მიზნობრიობა აუდიტმა ვერ დაადგინა

2015 იან 9 15:03:59

2012 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების  საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობისათვის სასოფლო- სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობა-დათვალიერებისა და ექსტენციის სადგურებში ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე 1,545,000 ლარის გადარიცხვა, რომელიც ფონდმა მიიღო 2012 წლის 6 მარტს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის იმავე მიზნებისათვის დამატებით გამოიყო 1,200,000 ლარი, რომელიც ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა 2012 წლის 19 ივლისს. ამრიგად, 2012 წელს პოპულარიზაციის (აგროტურის) პროექტის ფარგლებში ფონდისთვის გამოყოფილმა თანხამ სულ შეადგინა 2,745,000 ლარი.

ფონდის გამგეობის სხდომის ოქმის თანახმად, მომზადებული იყო პროექტის გეგმა, რომელიც მოიცავდა განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს. კერძოდ: 2012 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან სექტემბრის თვის ჩათვლით, მოეწყობოდა ტურები ქვეყნის თითქმის ყველა სოფელში
მცხოვრები დაინტერესებული პირებისათვის (საორიენტაციოდ, სულ 40,000-მდე ადამიანისთვის) განხორციელებული და მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო პროექტების გაცნობა-დათვალიერების მიზნით. პროექტი ითვალისწინებდა ტურების სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფას წინასწარ დაგეგმილ ობიექტებზე გადასაყვანად. ფერმერებისათვის/გლეხებისათვის ობიექტების გაცნობას და სათანადო ინფორმაციის მიწოდებას განახორციელებდნენ ფონდის მიერ დაქირავებული გიდები.

ობიექტების გაცნობა-დათვალიერების შემდგომ, ტურის მონაწილეებს გადაეცემოდათ სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები (ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები, ფონდის მმართველობაში შემავალი საწარმოს მიერ წარმოებული და სოფლის მეურნეობის დარგობრივი სახელმძღვანელოს ნაბეჭდი გამოცემა). ტურის მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ სასმელი წყლითა და ერთჯერადი კვებით.

საქართველოს 10 რეგიონში შეირჩა 40 სადემონსტრაციო ობიექტი, სადაც უნდა შეკრებილიყვნენ ფერმერები განხორციელებული და მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო პროექტების გაცნობა-დათვალიერების მიზნით.

ტურის ხანგრძლივობა დღის მანძილზე დაახლოებით 5-6 საათი იყო, გრაფიკი წინასწარ მუშავდებოდა თითოეული რეგიონისთვის.

პროექტის ფარგლებში მიღებული თანხიდან (2,745,000 ლარი) აუთვისებელი თანხა 560,000 ლარი (აუთვისებლობა გამოიწვია პროექტის დაგეგმილ ვადაზე ადრე შეწყვეტამ) დაბრუნებულია სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი თანხით - 2,185,000 ლარით, წარიმართა პროექტი.

პროექტის ფარგლებში  ხელფასებსა და სასტუმროს ხარჯებზე  240,521 ლარი დაიხარჯა;  ტრენინგებსა და ადმინისტრაციული ხარჯებზე 21,585 ლარი;  მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებული ხარჯებზე 697,871 ლარი; საწვავსა და ავტომანქანის ხარჯებზე 564,139 ლარი და კვებაზე  661,029 _   სულ 2,185,14511 ლარი.

აგროტურს წარმართვდნენ გიდები, რომლებიც აგრარული უნივერსიტეტიდან (სტუდენტები) კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ და გაიარეს სპეციალური მომზადება( ტრენინგი ჩაატარა შპს „აგროგეო +“).

შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სულ დაქირავებული იყო 26 გიდი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსები, მიკროავტობუსები) სამართავად - 21 მძღოლი.

შრომითი ხელშეკრულებით გიდებისა და მძღოლების ყოველთვიური ანაზღაურება (გადასახადების გარეშე) შეადგენდა 100 ლარს, ამასთანავე თითოეულ ტურზე დამატებით უნაზღაურდებოდათ მძღოლებს 35 ლარი, ხოლო გიდებს 30 ლარი. პროექტის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა 4 მენეჯერი.

სულ განხორციელდა დაახლოებით 520 აგროტური და გიდების, მძღოლებისა და მენეჯერების დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 157,894 ლარი.

მძღლოლებთან და გიდებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელი (ფონდი) უზრუნველყოფდა შემსრულებლის (გიდი/მძღოლი) შრომის ანაზრაურების გადახდას მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

_ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველი იყო ტაბელი. ფაქტობრივად, გიდებისა და მძღოლების ხელფასების დარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ ტაბელი, მხარეთა შორის არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც შეუსაბამობაშია ხელშეკრულების მოთხოვნებთან, _ წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც უწყებამ არასამეწარმეო „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ (ყოფილი ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“) 2012 და 2013 წლებში სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის დასადგენად ჩაატარა.

ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში 50,094 ლარი გახარჯულია გიდების, მძღოლებისა და პროექტის მენეჯერების სასტუმროსა და სხვა თანმდევი სამივლინებო ხარჯების ასანაზღაურებლად.

წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით გაწეულია 2,185,145 ლარის ხარჯი, ანუ ბიუჯეტით გათვალისწინებულზე 145 ლარით მეტი, რაც ფონდის მიერ საკუთარი სახსრებითაა დაფარული. 2012 წლის 27-28 აპრილს, შპს „ინტურისტ პალასში“ (ქ. ბათუმი), საკონფერენციო დარბაზისა და სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე გადახდილია 12,613 ლარი. სასტუმროს ნომრები გათვალიწინებული იყო 88 კაცზე, თანხით - 5,344 ლარი, ხოლო ბანკეტის ხარჯი შეადგენდა 7,269 ლარს.

იმავე მომსახურების შესყიდვა განხორციელდა 2012 წლის 5 ივნისს, ღირებულებით 19,919 ლარი. სასტუმროს ნომერი გათვალისწინებული იყო 131 კაცზე, თანხით 9,473 ლარი, ხოლო საბანკეტო მომსახურებისთვის - 10,446 ლარი.

_ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ ჩანს ვის გაეწია სასტუმრო და საბანკეტო მომსახურება შპს„ინტურისტ პალასში“ (ქ. ბათუმი). შესაბამისად, შეუძლებელია პერსონების იდენტიფიცირება დაგაწეული ხარჯის (სულ - 32,532 ლარი) მიზნობრიობის დადგენა. ფონდის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული მომსახურებებით ისარგებლეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის მმართველობაში შემავალი სსიპ-ის თანამშრომლებმა პროექტის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, რაც დოკუმენტურად არ დასტურდება.

ასევე მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ არსებული ნორმატიული აქტის მოთხოვნის გაუთვალისწინებლად, ანაზღაურებულია გიდებისა და მძღოლების სასტუმროს ხარჯებთან ერთად კვების თანხა, 746 ლარის ოდენობით, _ წერია დასკვნაში.

პროექტის ფარგლებში  სარეკლამო მომსახურებაში (სარეკლამო ვიდეორგოლების დამზადება) 320,636 ლარია დახარჯული;  საჩუქრებში (ფერმერის წიგნი და საკანცელარიო საგნები) 180,893ლარი;  ღვინოში (5 ლ ტევადობის სადილზე, დანარჩენი საჩუქრად) 109,186 ლარი; 26 მაისის ღონისძიებებზე (გამოფენა "დამზადებულია საქართველოში") 31,843 ლარი; პოლიგრაფიული მომსახურებაზე (დაბეჭდილია ბადე/სტიკერები) 54,314 ლარი;  სხვადასხვა მომსახურებაზე ( გახმოვანების აპარატის ქირა) 1,000 ლარი _ სულ 697,872 ლარი.

_ ფონდის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სია პერსონალური მონაცემებით), რომელიც შესაძლებელს გახდიდა იმ პირების (მოსახლეობის) იდენტიფიცირებას, თუ ვის გადაეცა საჩუქრები. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთქვას მოსაზრება აღნიშნული - 180,893 ლარის ოდენობის ხარჯის რეალობაზე. პროექტის ფარგლებში შპს „გრუზვინპრომ“-ისგან შეძენილია 109,186 ლარის ღირებულების ღვინო (მათ შორის: 100,479 ლარის საჩუქრის სახით გადასაცემად, ხოლო 8,707ლარის სადილზე მისართმევად). აღნიშნული ხარჯის გაწევა პროექტის მიზნების მისაღწევად, აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ამდენად იგი შეიძლება ჩაითვალოს არამიზნობრივ ხარჯად, _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

საწვავი და ავტომანქანის ხარჯები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფონდს აგროტურის განსახორციელებლად უსასყიდლო თხოვების წესით გადასცა 10 ერთეული „ჰიუნდაის“ მარკის 45-ადგილიანი ავტობუსი. ფონდმა პროექტის ფარგლებში შეიძინა 3 ერთეული „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი (144,662 ლარი) და აგროტურის მონიტორინგისთვის ავტომანქანა ჯიპი - „ჰიუნდაი სანტაფე“ (25,130 ლარი).

სატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდა რეგიონებში. ავტობუსების საშუალებით ხდებოდა 42, ხოლო მიკროავტობუსებით - 15 ფერმერის გადაადგილება.
აგროტურის განსახორციელებლად, სულ შეძენილია 280,477 ლარის ღირებულების საწვავი. მათ შორის: 32,782 ლარის ღირებულების 14,200 ლიტრი ბენზინი, 247,695 ლარის ღირებულების 103,000 ლიტრი დიზელი.

პროექტის ფარგლებში ჩამოწერილია 102,022 ლიტრი დიზელი და 14,200 ლიტრი ბენზინი. მიუხედავად პროექტის დასრულებისა, სექტემბერსა და ოქტომბერში ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე ჩამოწერილია 7,141 ლიტრი დიზელის საწვავი, რაც ფონდის განმარტებით, განპირობებული იყო რეგიონებში საჩუქრების სახით დარჩენილი ნაშთების ტრანსპორტირებისათვის.

_ თითოეულ ავტობუსსა და მიკროავტობუსზე დამონტაჟებული იყო GPS მოწყობილობა, რომლითაც უნდა გაკონტროლებულიყო მათი გადაადგილება, თუმცა ფონდს არ გააჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ GPS სისტემის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია, ამიტომ ვერ ხერხდება იმის იდენტიფიცირება, თუ როდის და სად გადაადგილდებოდა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, შეუძლებელია 280,477 ლარის ღირებულების საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის დადგენა, _ წერია დასკვნაში.

კვების ხარჯები

პროექტის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისა და თანამშრომელთა კვების მიზნით, ფონდსა და შპს „ორ წუთს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ორი წუთი“ ახორციელებდა კვებითი მომსახურების გაწევას დღეში ერთხელ, „შვედური სუფრით“ (ერთი კაცის კვების ღირებულება თავდაპირველად 13 ლარი, შემდეგ 19 ლარი). მომსახურების მიწოდება ხდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა დღეებში, 34,072 მოწვეულ სტუმარს გაეწია კვებითი მომსახურება, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 629,800 ლარი.

ასევე სხვადასხვა დღეებში, ჯამში 420 სტუმარზე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებზე, გაწეულია 8,976 ლარის ხარჯი ( ხელშეკრულების მიხედვით ერთი კაცი კვების თანხა თავდაპირველად შეადგენდა 19,2ლარს, შემდეგ 23ლარს).

ფონდსა და ინდ. მეწარმე „აბესალომ კვირკველიას“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საბანკეტო მომსახურების შესყიდვა, ღირებულებით 5,000 ლარი. ერთ პერსონაზე სტანდარტული პაკეტით მომსახურების ღირებულება შეადგენდა 16.30 ლარს.

ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში (მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 4,679 ლარი) არ არის მითითებული სად გაიმართა ბანკეტი, რამდენ პერსონაზე ან ვისთვის იყო გათვალისწინებული საბანკეტო მომსახურება.

_ კვებით მომსახურებაზე შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია მხოლოდ კვებით მოსარგებლეთა (ფერმერების/გლეხებისა და სამინისტროს თანამშრომელთა) რაოდენობა. ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სია პერსონალური მონაცემებით), რომელიც შესაძლებელს გახდიდა იმ პირების იდენტიფიცირებას, ვისზეც იქნა გაწეული აღნიშნული ხარჯები. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთქვას მოსაზრება აღნიშნული 661,029 ლარის ოდენობის ხარჯის რეალობაზე.
მიუხედავად სექტემბრის დასაწყისში პროექტის მოსალოდნელი შეწყვეტისა, სექტემბერში შეძენილია წყალი „სნო“ 20,600 ცალი (ამ პერიოდში ნაშთად იყო დარჩენილი 5,212 ბოთლი), რაც მიუთითებს პროექტის ხარჯების არასწორად დაგეგმვასა და ზოგადად, არაეფექტიან მუშაობაზე. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით აღნიშნული წყლის ნაშთი 25,812 ცალი ბოთლი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
ამრიგად, 2,185,000 ლარის ათვისებაზე წარმოდგენილი არასრულყოფილი დოკუმენტებიდან გამომდინარე ვერ დგინდება ხარჯების გაწევის რეალობა, რაც შეუძლებელს ხდის დადგინდეს მისი მიზნობრივობა. თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციის პროექტის ძირითადი მიზანი იყო სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობა-დათვალიერებისა და ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება. თუმცა, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, ინფორმირებულ ფერმერთა ვინაობის შესახებ. შედეგად, აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს რწმუნებას პროექტის განხორციელებით მიღწეული შედეგის შესახებ,
 
_ აღნიშნავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია (ქ. ლონდონი)

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილით, ფონდს დაევალა 2012 წლის ივლისში ქ.ლონდონში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ქართული კულტურის, სპორტის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი „ქართული დღეების“ გამართვისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით , ქ.ლონდონში აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების მოწყობის დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყო 100,000 ლარი ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისთვის“ გადასაცემად.

2012 წლის 29 ივლისიდან 2012 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, ქ.ლონდონში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის ფონდის მიერ პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვაზე გაწეულია 178,436 ლარის ოდენობის ხარჯი, ფონდის მხრიდან თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 78,436 ლარი.

სს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ „ჯგუფ - ემ გრუპთან“ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტში არ ფიქსირდება ღონისძიებაში მონაწილე პირების რაოდენობა და ვინაობა.

წარმოდგენილია ხარჯების ზოგადი ჩამონათვალი: ავიაბილეთების, ვიზების, მზარეულების ანაზღაურებისა და შესაძენი კვების პროდუქტების ჩამონათვალი, სულ 77,962 ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე, ქ.ლონდონში APARTMENTS OF LONDON LTD-ისაგან შეძენილ იქნა სასტუმროს, პავილიონის იჯარისა და მოწყობის მომსახურება, სადაც გაიმართა ქართული აგროსასურსართო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 2012 წლის 14 მაისს გადარიცხულია 32,750 გირვანქა სტერლინგი, საიდანაც 26,000 გირვანქა სტერლინგი შეადგენს 4 თვის ქირის ღირებულებას, ხოლო 6500 გირვანქა სტერლინგი გადარიცხულია საგარანტიოდ.

ღონისძიება მიმდინარეობდა 2012 წლის 29 ივლისიდან 2012 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. გაურკვეველია რატომ არის 4 თვის ვადით დაქირავებული და ასევე ვერ დადგინდა იმ პირთა რაოდენობა და მონაცემები, ვინც სარგებლობდა ამ აპარტამენტებით.

6500 გირვანქა სტერლინგი წარმოადგენდა ავანსს, რომელიც ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას, თუმცა ლონდონიდან გამოგზავნილი CHECK OUT REPORT-დან ჩანს, რომ გაურკვეველი პირების მიერ მიყენებულ იქნა მატერიალური ზარალი თანხით - 4,008 გირვანქა სტერლინგი და შესაბამისად, ფონდის ანგარიშზე დაბრუნებულია მხოლოდ 2,492 გირვანქა სტერლინგი.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია (ქ.ბერლინი)

საქართველოს მთავრობის განკარგულებით13, გერმანიაში, ქ.ბერლინში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიების გამართვის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყო 360,000 ლარი, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისათვის“ გადასაცემად.

სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2012 წლის 24-27 მაისს გერმანიაში, ქ. ბერლინში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებების მოწყობის მიზნით, სს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი-ემ გრუპისგან" შესყიდულ იქნა სხვადასხვა სახის პროდუქცია და მომსახურება ღირებულებით 79,325 ლარი, ასევე SOVADA IMS LTD -ისგან პავილიონის იჯარისა და სასტუმროს მომსახურება -364,931ლარი, სულ 444,256 ლარი. ფონდის მხრიდან თანადაფინანსებამ შეადგინა 84,256 ლარი.

ფიზიკური პირის ქ.ბერლინიდან დაბრუნების თარიღად მითითებულია 30-31 მაისი (ღონისძიება იმართებოდა 24-27 მაისს), უცნობია მათი დაყოვნების მიზეზი.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება იმართებოდა 24-27 მაისს, ერთ-ერთი მზარეული გაემგზავრა 2012 წლის 17-18 მაისს, რომლის ხარჯმაც შეადგინა 2,306 ლარი (მ.შ. ბილეთი: თბილისი-მიუნხენი-ბერლინი-ვარშავა-თბილისი - 2,064 ლარი, ხოლო სასტუმრო - 242 ლარი). ასევე აღნიშნული პიროვნება ქ. ბერლინში გაემგზავრა 21 მაისს და ჩამოფრინდა 30 მაისს. აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა მტკიცებულება 17-18 მაისს ამ პიროვნების გერმანიაში გამგზავრების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

SOVADA IMS LTD-ის მიერ წარმოდგენილია 2 ინვოისი საერთო თანხით - 175,000 ევრო. აღსანიშნავია, რომ SOVADA IMS LTD -სთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის და შესაბამისად, არც მიღება-ჩაბარების აქტია შედგენილი. ინვოისების მიხედვით, შესყიდულია პავილიონის იჯარისა და სასტუმროს მომსახურება.

წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ ირკვევა მომსახურების სახეები და პირობები, ვინ და რამდენმა სტუმარმა მიიღო აღნიშნული მომსახურება. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთქვას მოსაზრება აღნიშნული 364,931 ლარის ოდენობის ხარჯის რეალობაზე.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...