“პასუხისმგებლობა ეკისრება ინსპექტირების ჯგუფს“ - ურთიერთგადაბრალებები ოზურგეთში

მთავარი თემა

“პასუხისმგებლობა ეკისრება ინსპექტირების ჯგუფს“ - ურთიერთგადაბრალებები ოზურგეთში

2015 იან 13 23:12:50

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012-2013 წლების საქმიანობა საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ აუდიტორულ დასკვნაში საკმაოდ ვრცლადაა საუბარი დარღვევებზე: სახელმწიფო შესყიდვების გვერდის ავლით ჩატარებული შესყიდვები, დაუმთავრებელი  სპორტული კომპლექსი, სტიქიით დაზარალებულთათვის  სალიკვიდაციო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა , ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯული თანხები, რესურსების არარაციონალური და არაეკონომიური გამოყენება, ნაკლოვანებები შესყიდვებში, შპს -ების და ა(ა)იპი-ების არასწორად განხორციელებული მენეჯმენტი, შენიშვნები საკადრო პოლიტიკაში და სხვა კრიტიკული მოსაზრებები, რომელიც აუდიტში აისახა გახარჯული 272.1 ათასი ლარის საავტომობილო საწვავი.

"არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები გახარჯულ იქნა არადანიშნულებისამებრ" - ასეთია აუდიტის სამსახურის დასკვნა 2012-2013 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების შესახებ.
დახმარება გაეწია ისეთ პირებს, რომლებიც არ იყვნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულები.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე 2012 და 2013  წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის, ზედამხედველობის განხორციელების და მიღება - ჩაბარების აქტების გაფორმებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების ანგარიშსწორების პროცესის რეგულრების საკითხებში, მიმწოდებელთან თანამშრომლობის მიზნით შეიქმნას სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი შემდეგი ხელმძღვანელობით:

2013 წელს: გიორგი ღურჯუმელიძე, - გამგებლის მოადგილე, გერმანე ჭანუყვაძე, - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თემურ მურვანიძე, - არქიტექტურისა და ურბანული დადგემარების სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე, - ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსი.
2013 წელი 11 მარტს შექმნილ  ასევე   ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა მერაბ წივწივაძე, რომელიც მაშინ გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსი იყო.
წევრების თემურ გიორგაძის, გერმანე ჭანუყვაძის და თემურ მურვანიძის შორის არის ასევე კახა გაგუა, რომელიც ა.(ა) ი.პ. "კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრის" დირექტორი იყო.

2012 წელს ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა მიხეილ გოგოტიშვილი, წევრებს წარმოადგენდნენ: შალვა გაბრიჩიძე, რომელიც მაშინ გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო, ასევე მერაბ წივწივაძე და კახა გაგუა.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით თითოეული  ზემოთ ჩამოთვლილი პირი ქალაქ ოზურგეთის მერიაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არიან დასაქმებულები.

"გურია ნიუსი" შეეცადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კომპეტენტური პირისგან კომენტარი მიეღო.
თავდაპირველად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს ავთანდილ სურგულაძეს ვესაუბრეთ. ის  „გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ საქმიანობებზე კონტროლს აღმასრულებელი რგოლი ახორციელებდა და შესაბამისად კომენტარიც მათ უნდა გააკეთონ.

ავთანდილ სურგულაძე: "მე უფლება არ მაქვს აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით რაიმე შეფასება გავაკეთო, პირველად ვეცნობი აღნიშნულ დოკუმენტს, არავის ამასთან დაკავშირებით ჩემთვის არ უცნობებია, არც განხილვაზე ვყოფილვარ, დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი  სინდისიერად უდგებოდა ყველა საკითხს, თუ რაიმე კითხვა გაჩნდება ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ, დაზღვეული არ ვართ შეცდომებისგან, რისი გახსენებაც შემიძლია, ეს არის მერია- ლაითურის ხიდის მშენებლობის საკითხი, ვერ ჩაეტია მშენებელი ორგანიზაცია ვადებში და ამის გამო დავაჯარიმეთ კიდეც. სტიქიიდან გამოყოფილი ზარალი ტენდერს არ ითვალისწინებს, ამიტომ პირდაპირ ხდებოდა სამუშაოების შესრულებები, იყო მონიტორინგის ჯგუფი შექმნილი ინფრასტრუქტურის სამსახურიდან, ამ ყველაფერ აღმასრულებელი ორგანო აკონტროლებდა, ხელშეკრულების გაფორმება საკრებულოს პრეროგატივა იყო, მაგრამ მონიტორინგს ახდენდა  აღმასრულებელი რგოლი, ამიტომ ამ ტექნიკურ საკითხებზე უპრიანი იქნებოდა პასუხი გაგცეთ იმ ადამიანებმა ვინც უშუალოდ ასრულებდა ამ მოვალეობებს და აკონტროლებდა შესრულებულ სამუშაოებს, ესენია გამგებელი, მოადგილეები, ინსპექტირების ჯგუფი და ასე შემდეგ, რას ამბობენ ის ადამიანები ვისაც ეს შესყიდვები ეხება, რას ნიშნავს დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე გადარიცხული ათასობით ლარი? მგონია რომ უფრო აღმასრულებელ რგოლთან უნდა გქონდეთ კითხვები, ვინც უნდა გაგცეთ ამაზე პასუხი".

ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე  გიორგი ღურჯუმელიძე, 2013 წელს ყოფილი გამგებლის კოტე შარაშენიძის მოადგილედ მუშაობდა და ასევე   ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, მისი კომენტარი აუდისტის დასკვნასთან დაკავშირებით ასეთია:

"რაც აუდიტის დასკვნაში წერია, ეს არის შენიშვნა და არა კანონდარღვევა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია არის პროკურატურაში წარდგენილი, როგორც ფიქრობთ კრიმინალი და დარღვევა რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგებოდა? თუ რაიმე დარღევაა  შეისწავლის სამართალდამცავი ორგანოები".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსი ამირან გირკელიძე, რომელიც 2012 და 2013 წლებში შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა, "გურია ნიუსთან" აუდიტის დასკვნის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე  კომენტარს აკეთებს, მას მიაჩნია, რომ  კითხვის ადრესატი არა თვითონ, არამედ გამგეობაში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი და მისი წევრებია.

"რაც  შესყიდვებთან არის დაკავშირებული ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად, ყველაფერზე ფორმდება ხელშეკრულება, მართალია ხელშეკრულებას ჩვენ ვაფორმებთ, თუმცა შესრულებაზე კონტროლი დავალებული აქვს  გამგეობაში შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს, რომელმაც უნდა მოითხოვოს ხელშეკრულებაში ჩადებული მუხლების  შესაბამისად სამუშაოს შესრულება, აუდიტის დასკვანაში ის კი არ წერია, რომ დარღვევით არის გაფორმებული ხელშეკრულებაო, არამედ წერია, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს  ფაქტიური დანახარჯების დოკუმენტაციის წარმოდგენას, ამ კითხვის ადრესატი არ ვარ მე, ეს სცილდება შესყიდვების სამსახურის ფუნქციას და მაგაზე პასუხი უნდა გაგცეთ  ინსპექტირების ჯგუფის უფროსმა და მისმა წევრებმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები. ინსპექტირების ჯგუფი არის სერიოზული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე.  ჩემი კომპეტენცია არის ხელშეკრულების მომზადება კანონმდებლობის დაცვის შესაბამისად, ხელშეკრულებაში ხარვეზი არ არის, ხარვეზი არის შემდგომ კონტროლში, რაც ევალებოდა ინსპექტირების ჯგუფს"_ აღნიშნავს გირკელიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე აღნიშნავს, რომ გამგეობაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით რომელიც 2012 – 2013 წლებს ეხება კომენტარის გაკეთება მისგან უხერხულია.

"ეს დოკუმენტაცია  არია მომზადებული აუდიტის სამსახურის მიერ, რომელიც  არის ოფიციალური დოკუმენტი და არის საჯარო ყველასთვის, შესაბამისად აუდიტის სამსახურს აქვს პირდაპირ უფლება თუ სადმე რამე დარღვევები შეინიშნება და შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს თვითონვე გადასცეს შესაბამის ორგანოებს,  სამართალდამცავებს,  კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ  კონკრეტულ დროს, ამ წლების განმავლობაში მუშაობდა ეს ადამიანები, ჰყავდათ სხვა ხელმძღვანელი ამიტომაც ამაზე ჩემგან კომენტარის გაკეთება უხერხულიცაა."

კომენტარები ვთხოვეთ ქალაქ ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსს შალვა გაბრიჩიძეს, რომელიც როგორც ზევით ავღნიშნეთ  წინა წლებში ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და ინსპექტირების ჯგუფის წევრი იყო.

შალვა გაბრიჩიძე:"მე რა შუაში ვარ? ან ინსპექტირების ჯგუფი რა შუაშია? მე ახლაც ვაკეთებ ამ საქმეებს, თუ ვიყავი ინსპექტირების ჯგუფში ვამოწმებდით შენობის, გზების  მდგომარეობას, თორემ საბუთებთან შეხება არ გვქონია, პასუხისმგებელი არის უფროსი, ინსპექტირების ჯგუფი აკეთებდა მშენებლობების ჩაბარებებს, დოკუმენტაციას არ ვაწარმოებდით, ჩვენ მივდიოდით და ვნახულობდით იყო თუ არა შესრულებული სამუშაო ან როგორ იყო შესრულებული."

_ბატონო შალვა, როცა ნახულობდით სამუშაოები შესრულებული იყო?

_ აბა ისე ტყუილად ხომ არ მოვაწერდით ხელს? არ შეიძლება არ იყოს სამუშაო შესრულებული და ისე მოაწერო ხელი, ეს ტყუილია.

_ აუდიტის დასკვნაში რაც წერია ეს ტყუილია?

_ არა,  მაგას არ ვამბობ, როგორ დავიჯერო რომ საბუთები არ არსებობს, მერაბ წივწივაძე იყო ხელმძღვანელი მაშინ ხომ?  აქ ხომ 200 ათასებზეა საუბარი, გამორიცხულია, ჰაერზე არავინ არავის ფულს არ აძლევდა  ჩვენს დროს, ტყუილია, წინა მთავრობა იყო ვინც იჭერდა ყველას, მაგის გამო, არავის ერთ თეთრს არ პატიობდნენ და ყველანი ციხეშიო ამას ამბობდნენ და რავიცი მე ახლა რა აღმოაჩინეს, ახლა როგორ დავიჯერო, რომ 240 000 ლარი, პირობითად ვამბობ ვიღაცას მივეცი,  არაფრის გარეშე ჰაერზე და ცოცხლები ვართ ყველა? აქ მარტო მე არ ვარ, ბევრია ჩემს გარდა პასუხისმგებელი და დაიჯერებ ახლა მაგას, რომ  ვინმეს ტყუილა ფული მივეცით?

ქალაქ ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მერაბ წივწივაძე, ერთერთი პასუხისმგებელი პირი იყო 2012 – 2013 წლებში, ხელმძღვანელობდა ინსპექტირების ჯგუფს და ერთერთ სამსახურს.  ამავე სამსახურის თანამშრომლები არიან განყოფილების უფროსი თემურ მურვანიძე, სპეციალისტი თემურ გიორგაძე, რომლებიც ასევე წინა წლებში გამგეობაში ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

მერაბ წივწივაძემ კომენტარისთვის მისულ  "გურია ნიუსს" კატეგორიულად განუცხადა, რომ პრესსამსახურს მიმართოს.

მერაბ წივწივაძე: მიმართეთ პრესსამსახურს, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მოგვმართეთ წერილობით.

_ბატონო მერაბ, აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენს საქმიანობს ეხება 2013 და 2012 წლებში, ამაზე ქალაქ მერიის პრესსამსხურს უნდა მივმართოთ?

_მე გაცნობილი არ ვარ, აზრზე არ ვარ რა წერია მაგ აუდიტის დასკვნაში, თუ გამოქვეყნდა და იქნება გამოქვეყნებული, ყოველშემთხვევაში ვიცი, რომ ყველაფერი დადებითადაა მაქ ასახული, ჩემამდე არავინ არ მოსულა, არავის პასუხი არ მოუთხოვია, აზრზე არ ვარ.




 ახალი ამბები
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...