ვის და რისთვის სჭირდებოდა იური ვაზაგაშვილის გაჩუმება

მთავარი თემა

ვის და რისთვის სჭირდებოდა იური ვაზაგაშვილის გაჩუმება

2015 იან 20 21:41:42

"მკვლელებმა დაგვსაჯეს, იური მოკლეს, შემდეგი მსხვერპლი, ალბათ, მე ვიქნები. ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით მოხდა“, _  აცხადებს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.  

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ვერსიებზე  "გურია ნიუსს“  ია მეტრეველი ესაუბრა.

_ ინფორმაცია, რის გამო შეიძლება ეს მკვლელობა მომხდარიყო, არ მაქვს, მაგრამ ბატონი იურა რომ თავს არ მოიკლავდა, დარწმუნებული ვარ. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი უკავშირდება ზურას სიკვდილს. ყველა ის დამნაშავე, ვისაც ბატონი იური ამ ხნის განმავლობაში ამხელდა, ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან და ვფიქრობ, რომ სწორედ მათი ხელით მოხდა ეს მკვლელობაც.

_ ვისზე გაქვთ ეჭვი?

_ ისევ კრიმინალი "ნაციონალების“ გაკეთებულია ეს საქმეც. ეს მკვლელობა მის აქტიურობას უკავშირდება, ვერ გააჩერეს და მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან ბატონ იურის თავისი შვილის მკვლელობის ფაქტები და დეტალები ჰქონდა. მისი გაჩუმება იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ძალიან ბევრი დეტალი იყო გამოჩენილი ზურას მკვლელობის საქმეში, ამიტომ იურიც გააჩუმეს. იქამდე მიდიოდა საქმე, რომ უკვე კონკრეტული პირების დასჯის საკითხი უნდა დამდგარიყო.

_ "ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებზე გაქვთ საუბარი?

_ მაღალჩინოსნები არ ვიცი, მე იმ პირებზე ვსაუბრობ, ვინც ამ ოპერაციაში იყო ჩართული. ზურას მკვლელობას ვგულისხმობ.

_რა ბერკეტი აქვს  "ნაციონალურ მოძრაობას“?

_ ბერკეტები ის აქვთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრნი არიან ყველა სამინისტროში და ფესვები ჯერ კიდევ აქვთ. მითუმტეს, რომ ძალიან ბევრი ფული აქვთ. მთელი საქართველოს ფულები აქვთ წაღებული და ხალხი რომ მშიერია, ახალმა ხელისუფლებამ ჩამოატანინოს ეს ფულები და მოახმარონ გაჭირვებულებს და ქვეყანას.

_ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ბატონი იური ვაზაგაშვილის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ”ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო”...

_ გულნატკენი იყო ახალი ხელისუფლების მუშაობითაც. ორწელიწადნახევარი ისე გავიდა, რომ გამოძიება წინ არ წაულა, დამნაშავეები გარეთ არიან. კმაყოფილი როგორ იქნებოდა? 10 წელი ერთად ვიბრძოდით, უკან არ დაუხევია, თავგანწირვით იბრძოდა რეჟიმის მოსაშორებლად და წინ მაინც არაფერი წასულა. ზურას მკვლელები დასჯილები არ არიან, კიდევ აქეთ დაგვსაჯეს იური მოკლეს, მერე მე მომკლავენ, ალბათ, თუ ასე გაუშვეს და მისცეს ყველაფრის უფლება, როგორც ახლა აქვთ. ალბათ, შემდეგი მსხვერპლი მე ვიქნები.

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_  აბსოლუტურად დაუცველად ვგრძნობ თავს და არა მარტო მე, ყველა ჩვენგანი. ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ,  რისი იმედი უნდა მქონდეს. მით უმეტეს, რომ ჩემზეც იყო ლიკვიდაციის დავალება გაცემული. ის ადამიანი, ვისაც ეს დაავალეს ახლა ნარკოტიკების გამოა დაპატიმრებული, ყველაფერს ამბობს, ვისი დავალებით მოხდა ეს და რატომ, მაგრამ გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის. საქმეც კი არ აღძრეს. დაახლოებით,  ერთი წლის წინ დამიკავშირდა ეს პატიმარი ციხიდან, რომელიც დეტალურად ყვება ვინ დაავალა, როგორ, რამდენი იყვნენ და სად მიიღო ეს დავალება. ესეც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირდება. თუმცა, იმასაც ვერ მივაღწიე, რომ საქმე აღეძრათ და ეს პირი დაეკითხათ.

_ ხომ არ აპირებთ, ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს კიდევ მიმართოთ?

_ ახლა კასპში მივდივარ, ჩამოვყალიბდებით და შესაძლოა მივმართოთ კიდევაც ხელისუფლებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოითხოვოს რეჟიმის გასამართლება და "ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე პარტიად გამოცხადება. პასუხი უნდა აგებინონ, როდემდე შეიძლება რომ ასე ბოგინობდნენ ქვეყანაში. ხომ ხედავთ, დღისით, მზისით მოკლეს ადამიანი, ავადმყოფი მეუღლე და შვილი დატოვეს უსუსურად.




 ახალი ამბები
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...
  • რა „უთხრა“ ელჩს „ნატვრის ხემ“ და რა უმღერეს მას საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებმაოზურგეთში ევროპის დღეების აღნიშვნის პროცესში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ეწვია. შეხვედრა ამაღელვებელი იყო. საპატიო სტუმარს აქ საგანგებო მადლობა გადაუხადეს უდიდესი თანდგომისთვის. კარლ ჰარცელმა დაათვალიერა ბენეფიციართა  დაწესებულება, გაეცნო მათ ნამუშევრებს. _ რას ამბობს „ნატვრის ხე“? _ იკითხა ელჩმა იმ საგამოფენო ოთახში,  სადაც გამოფენილი იყო ბენეფიციართა თვითშემოქმედების ნიმუშები, მათ შორის „ნატვრის  ხე“, რომელზეც  ბავშვების სურვილები ლამაზი ფერადი ქაღალდებით იყო მიმაგრებული. „ჩვენ გვსურს ვიმოძრაოთ თავისუფლად“, „მსურს მქონდეს აიფონი“, „მე პლანშეტი მინდა“... _  უთარგმნეს ელჩს „ნატვრის ხეზე“  მიბნეული სურვილები. შეხვედრის დასასრულს, ბენეფიციარებმა კარლ ჰარცელს მადლობის ნიშნად საკუთარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემოქმედება წარუდგინეს _ „არ წახვიდე, არ დაგვტოვო, შენი სუნთქვა ჩვენთვის ყველაფერია...“ _ იმღერეს მათ. თან უთხრეს, რომ ეს  სიმღერა ახლა აქ ყველაზე პოპულარულია და საპატიო სტუმარს უძღვნეს. ელჩმა ბენეფიციარებთან  ერთად სამახსოვრო ფოტოები ... ...
  • ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავესტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ​ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ​„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს,” - აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • “ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემთვის აღმატებული გრძნობაა“ - გურული მაშველი დააჯილდოვესქალაქ ბათუმში, შედგა იმ მაშველების დაჯილდოება, რომლებმაც წყალზე სამაშველო ღონისძიებებში  განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინეს თავი. გურიიდან სპეციალური სიგელი და ჯილდო გურიის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველს, ნოდარ კალანდაძეს გადასცეს. ღონისძიებაზე ითქვა, რომ წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის, 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს. “საგანგებო სიცუაციების მართვის სამსახურში 5 წელია ვმუშაობ. კერძოდ, გურიაში, ურეკის სანაპირო ზოლზე. წლევანდელ სეზონზე  40-ამდე ადამიანი მყავს გადარჩენილი, რისთვისაც, ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს თანამშრომლებს.  ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემთვის აღმატებული გრძნობაა“, _ თქვა დაჯილდოვების ცერემონიაზე ნოდარ კალანდაძემ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბათუმში სეზონური მაშველები სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონებიდან შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით ... ...

არქივი

ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...

კივის დიეტა

საუზმე მოამზადეთ სალათი, მწვანე ხახვით,...

ჩვილი ბავშვების საოცარი თვისებები

ჩვილები არ ტირიან სინამდვილეში ჩვილები...

ყურძნის კურკის სამკურნალო თვისებები

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E...

რატომ უნდა ვსვათ სტაფილოს წვენი?

ძირითადი მიზეზი, რატომ ითვლება სტაფილო...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...