რა მოთხოვნებს უყენებს ადვოკატთა კორპუსი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს

მთავარი თემა

რა მოთხოვნებს უყენებს ადვოკატთა კორპუსი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს

2015 იან 22 16:36:11

აპოლიტიკური, დამოუკიდებელი, შეუვალი და მართლმსაჯულების პოლიტიკაში გათვითცნობიერებული _  მოთხოვნები, რომელსაც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.

სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე და მართლმსაჯულების ხარვეზებზე "გურია ნიუსი" საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ირაკლი ყანდაშვილს ესაუბრა.

_ სასამართლო სისტემაში ახალი ეტაპი დგება. თებერვლის ბოლოდან უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება. რამდენად მნიშვნელოვანია მის არჩევამდე კონსულტაციების გამართვა და უნდა შეუთანხმოს თუ არა პრეზიდენტმა კანდიდატურა არასამთავრობო სექტორსა და მთავრობას?

_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა, ალბათ, წლის მთავარი სამართლებრივი მოვლენა იქნება, რადგან ერთი მხრივ, ეს გახლავთ არც მეტი არც ნაკლები დამოუკიდებელი ხელისუფლების თავმჯდომარის არჩევა, კერძოდ, მოქმედი კონსტიტუციით ხელისუფლების სამი შტო არსებობს ქვეყანაში, ერთი აღმასრულებელი, მეორე საკანონმდებლო და მესამე სასამართლო ხელისუფლება, შესაბამისად სწორედ ხელისუფლების თავმჯდომარის არჩევაზე მიდის ამ ეტაპზე საუბარი და თუ ვინმეს არ აქვს განცდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი ხელისუფლებაა, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დამოუკიდებელი ხელისუფლება არ არის, ეს ასეა და მისი სწორი მართვის შემთხვევაში, ამას კიდევ უფრო კარგად ვიგრძნობთ ყველა ჩვენგანი. შესაბამისად, ეს ერთი მთავარი არგუმენტი თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პროცესი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა და მისი ამ პოსტზე გამწესება და მეორე მხრივ, ეს არის ის თანამდებობა, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში იქნება მართლმსაჯულების პოლიტიკის განმსაზღვრელი და თუ ჩვენ, საქართველოს გვიწერია განვითარება, მოვიაზრებ მათ შორის როგორც დემოკრატიულობის კუთხით და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კუთხით, ამის მთავარი წინაპირობა, თუ ერთადერთი არა, იქნება სამართიანი სასამართლოს რეალური დანერგვა და იმპლემენტაცია საქართველოში, რასაც სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელთ არსებული სადავეებით წარიმართება, რადგან სწორედ ამ პოსტზე მყოფი პიროვნება იქნება მართლსაჯულების პოლიტიკის განმსაზღვრელი.

_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პიროვნებას აქვს გადამწყვეტი ფაქტორი, იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას სამართლიანი სასამართლო და მართლმსაჯულება იყოს დამოუკიდებელი?

_ დიდ წილად კი. თუმცა,  მიმაჩნია, რომ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ იქნება ყველაფრის გადამწყვეტი, ბევრი სხვა ცვლილებაა გასატარებელი, როგორც შინაარსობრივი ასევე საკადრო, საჭიროა რომ უზენაეს სასამრთლოს დაემატოს კვალიფიციური კადრები, როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქოსა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. ამის საჭიროება მერწმუნეთ ნამდვილად დგას.

_ არასამთავრობო ორგანზიაციების მხრიდან დიდი აქცენტები კეთდება იმაზე, რომ მას  შეხება საერთოდ არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკასთან. ამას რამდენად რეალისტურ კრიტერიუმად მიიჩნევთ და რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს კანდიდატი?

_ მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს, რომელიც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს არანაკლებ 10 წლის ვადით. ეს უკვე ნიშნავს, რომ თვით ეს პროცესი პოლიტიკური პროცესის ნაწილია, თუმცა სრულებით ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის პათოსს, რომ პირი, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს უნდა იყოს ჩამოშორებული პოლიტიკურ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა მკვეთრი ზღვარი უნდა გაავლოს სახელმწიფოს ინტერესსა და სასამართლო ინტერესს შორის. მთავარია რომ ეს ადამიანი იყოს სრულიად დამოუკიდებელი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას არჩევის შემდგომ და მას ამის უნარი უნდა გააჩნდეს, თორემ პოლიტიკური ძალების მიერ იქნება მართული, არასამთავრობო სექტორის თუ ბიზნესის მხრიდან აქ სხვაობა აღარ არის, არამედ ეს პიროვნება ყველასგან დამოუკიდებელი უნდა იყოს დანიშვნის შემდგომ. დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ კანდიდატს მართლმსაჯულების პოლიტიკასთან ჰქონოდა წარსულში შეხება და მისი თანაზიარი პიროვნება ყოფილიყო ანუ სასამართლო, მისი ავი და კარგი შიგნიდან უნდა ესმოდეს და თავისი საქმიანობის რაღაც ეტაპზე მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონოდეს სასამართლოსთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  საზოგადოებამ კარგად მოვისმინოთ  კანდიდატების აზრები სასამართლო ხელისუფლების მართვის  შესახებ, მათი გეგმა და ნააზრევი ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვირჩევთ ერთ-ერთ ხელისუფლების მთავარ პირს და მგონი, უნდა მოხერხდეს და ამ პოსტის დასაკავებლად დასახელებულ კანდიდატებს ყველამ მოვუსმინოთ თუნდაც საჯარო დებატების სივრცეში, ეს უკვე აპრობირებული მეთოდია და, არა მგონია, ესოდენ დიდი რანგის თანამდებობის დაკავების მსურველების მიმართ არ იყოს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, ამ პროცესით თითოეული საზოგადოების წევრი უფრო ნათლად შევიქმნით წარმოდგენას კანდიდატების პიროვნულ თვისებეზე და მათ ხედვებზე, თუ თბილისის მერის ან საზგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დასაკავებელ თანამდებობაზე გასამწესებელ პირებს ეთმობოდა საჯარო ტრიბუნა, რატომ არ უნდა დაეთმოთ ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მსურველებს ღია ეთერი, ამით მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტსაც მიეცემა ბევრი რამის შეფასების საშუალება.

ვფიქრობ, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო ვერ შედგება ძლიერი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. სასამართლო ეკუთვნის ხალხს და მისი მნიშვნელოვანი რგოლის ფორმირების პროცესი ღია უნდა იყოს არა მარტო მოსამართლეთათვის, არამედ საზოგადოებისთვის, რის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება. სასამართლო ხელისუფლების მაღალ სტანდარტებს კი თანაბრად უზრუნველყოფს სამართლებრივი გარემო, პატიოსანი და პრინციპული, მიუკერძოებელი სასამართლო კადრი

ვიზიარებ იმ აზრს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს პოლიტიკურად ლოიალური პირი და უნდა შეირჩეს ადამიანი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, შეუვალი ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირისგან და იქნება მართლმსაჯულების დაცვის გარანტი, თუმცა შერჩეულ კადრს ამის ადამიანური რესურსი უნდა ჰქონდეს, მისი წარსული და აწმყო ამის თქმის უფლებას უნდა აძლევდეს მას და საზოგადოებას მის მიერ გამოვლენილი პრინციპული გადაწყვეტილებებით წარსულში და სწორედ ასეთი პირის გამოვლენა უნდა მოხდეს მათ შორის საზოგადოების ჩართლობით. ჩემი აზრით ამ საქმეს მხოლოდ წაადგება საჯარო დებატების ჩატარება.

 ამ თანამდებობას სჭირდება ძალიან პატიოსანი, პრინციპული, პროფესიონალი ადამიანი, რომელიც თავისი ავტორიტეტით, პიროვნული თვისებებით მოახდენს გავლენას სასამართლოზე, ამ შემთხვევაში დადებით გავლენას ვგულისხმობ, როცა კორპუსი მიიღებს მას სრულად, როგორც იდეურად ასევე კონკრეტული ხედვებით. დადებითი იქნება, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ექნება კონკრეტული განვითარების გეგმები თუ როგორ უნდა შეიცვალოს და განვითარდეს სასამართლო, მით უფრო არსებული სისტემა ერთი რომ საჭიროებს ძირეულ რეფორმას, და მეორე მხრივ, თვით შიგნით უზენაესი სასამართლოს რეფორმა ასევე გასატარებელია, და ამ ყველაფრის იდეური შემოქმედი სწორედ მისი თავმჯდომარე უნდა იყოს.

_ იურიდიული წრეები უფრო აქტიურად ხომ არ უნდა ჩაერთოთ კანდიდატის მოძიების პროცესში?

_ ცალსახად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს ადამიანი პროფესიიდან, იურიდიულ პროფესიას ვგულისხმობ, ადამიანი, რომელიც ამ პროფესიაში არის დაფასებული, აქვს კარგი პროფესიული წარსული, სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით პროფესიაში და აქვს კონკრეტული საქმეები პროფესიის განვითარებისთვის გაკეთებული, რადგან ეს პოზიცია მართლაც ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებულ ადამიანს მოითხოვს, მით უფრო ახლა, ამ კონკრეტულ დროს.




 ახალი ამბები
  • "დააბი პრეზიდენტი" _ აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი „დააბი პრეზიდენტი“ გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს #შეცვალე. მათი თქმით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იღებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. ... ...
  • ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ დიდთოვლობის გამო დამსვენებლები ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენამ წუთებში, ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ წუხელ მოსული თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება, რის გამოც, დამსვენებლები ბარში წამოსვლას ვერ ახერხებენ. _ დაახლოებით 35 ოჯახი ისვენებს კურორტზე. გამოსვლას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც კურორტზე დაბალი გამავლობის მანქანებით არიან ამოსულები. უკვე დაწყებულია გზების გაწმენდა და მალე, ყველა ადამიანი სამშვიდობოს იქნება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, რომელიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ბახმაროში იმყოფება. მისივე თქმით, სპეცტექნიკით დღესვე გაიწმინდება ცენტრალური გზა იმისთვის, რომ ბახმაროში გადაადგილება ყველასთვის შესაძლებელი ... ...
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...

როგორ გამოვფხიზლდეთ ალკოჰოლური თრობისგან

თუ ბევრი დალიეთ,  პირველი, რაც...

ის, რაც არასწორად იცოდით

აუცილებელია 8 ჭიქა წყალი დღეში...

ქალის სილამაზის 10 საიდუმლო

როგორ დავფაროთ დაღლილი და ჩაწითლებული...

სამკურნალო სასმელი

უამრავი ადამიანი სვამს ყოველდღიურად ყავას,...

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...